განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310017002050208
საქმე №3/ბ-437-2019წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი – ლ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ლ---------------ის სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 14 აგვისტოს ლ---------------ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 22 აპრილის №6-------, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 ივლისის №0---------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამათლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ლ---------------ეს აღუდგებოდა ისტორიული გვარი - ბ-–----ე.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელის ბაბუა ი-----– ბ-–----ე მე-19 საუკუნის შუა ხანებში სოფელ გ------ებიდან საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ჯ------ებში, სადაც დაქორწინდა მ---------ის ქალზე, გვარი კი იმდროინდელი წესით ოჯახის საკუთრების უფლების განკარგვისთვის შეიცვალა, შესაბამისად, მთელი მისი შთამომავლობა მ---------ეების გვარის მატარებლები გახდნენ. ამდენად მოსარჩელე არა მ---------ის, არამედ ბ-–----ის გვარის მატარებელი უნდა იყოს, ვინაიდან ესაა ის გვარი, რომელიც მოსარჩელის მაიდენტიფიცირებელია.
მოსარჩელის განმარტებით გავრის შეცვლის შემდეგ თითქმის 2 საუკუნე გავიდა, ამდენად საკმარისი წერილობითი საბუთების მოპოვება თითქმის შეუძლებელია და სწორედ ამიტომ მიმართა პროფესორ რ----- ხ--–-–---–ს, რომელმაც შეისწავლა მოსარჩელის გვარის აღმავალი ხაზი და დაადგინა, რომ ბ-–----ე არის ლ---------------ის ისტორიული გვარი. მის მიერ ჩატარებულ კვლევას დართული აქვს თ------ ა---------–ის ძე დ-------ის, ლ---- ა-----ის ძე თ----------ის და ვ-–- ბ-----ის წერილობითი ახსნა-განმარტებანი. მითითებული პირები არიან სოფელ ჯ------ების მკვიდრნი და მათ თავიანთი წინაპრებისგან გადმოცემით იციან და ადასტურებენ, რომ ი-----– ბ-–----ემ ცოლის შერთვის შემდეგ შეიცვალა გვარი და თავდაპირველად მისი გვარი არა მ---------ე, არამედ ბ-–----ე იყო.
გარდა ზემოაღნიშნულისა ინფორმაციის მოპოვების მიზნით მოსარჩელემ მიმართა ქუთაისის ცენტრალურ არქივს სადაც მოიპოვე დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა, რომ ლ---------------ის წინაპრებს მიწის ნაკვეთის ხანგრძლივი ფლობის მიზნით ნამდვილად ჰქონდათ ნიტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა, თუმცა, სხვა სახის ინფორმაციის მოძიება ვერ მოხერხდა. საგულისხმოა, რომ საეკლესიო - მეტრიკულ ჩანაწერებშიც არ არსებობს არავითარი ინფორმაცია საკვლევი საკითხის ირგვლივ, რადგან იმ პერიოდისთვის აჭარა თურქეთის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო მოსარჩელის წინაპრები იყვნენ მუსლიმანები, ამდენად ცხადია, რომ ობიექტური მიზეზების გამო ვერ იარსებებს ინფორმაცია საქართველოში. თურქეთის რესპუბლიკის არქივში მის (ლ---------------ის) ხელთ არსებული ინფორმაციით დაცულია ი-----– ბ-–----ის მიერ გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტები. მოსარჩელე შეეცადა ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარედგინა ისინი, თუმცა ჩანაწერები შესრულებულია ძველ თურქულ ენაზე და თარგმნა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამდენად ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა სარწმუნოდ არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, აგრეთვე, მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ რ----- ხ--–-–---–ის მიერ ჩატარებული გამოკვლევა და სოფელ ჯ------ების მცხოვრებთა წერილობითი დადასტურება. გაუგებარია რატომ არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოსარჩელე ლ---------------ეს მისი ისტორიული გარი დაიბრუნოს, მაშინ როდესაც მან (მოსარჩელემ) მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს და რომლებითაც დაგინდებოდა ისტორიულად გვარის აღსადგენად საჭირო მტკიცებულებები.
მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ ლ---------------ემ 2016 წლის 24 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიმართა
N0----------- განცხადებით და მოითხოვა ისტორიული გვარის ,,ბ-–----ე" აღდგენა. სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 აპრილის N6------- გადაწყვეტილებით განცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2017 წლის 24 მაისის N9---- ადმინისტრაციული საჩივრით ლ---------------ემ მოითხოვა სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 აპრილის N6------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გვარის - მ---------ე, ისტორიულ გვარზე - ბ-–----ე აღდგენა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 ივლისის N0---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მოთხოვნა. სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2017 წლის 24 აპრილს N6------- გადაწყვეტილებით ლ---------------ეს უარი ეთქვა განცხადებების დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, არ არსებობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საკმარისი საფუძვლები.
ლ---------------ის 2017 წლის N9---- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტიდან (0-------------------), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ რ----- ხ--–-–---–ისაგან (0----------------------------), საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივიდან პროფესორ რ----- ხ--–-–---–ის მიერ მითითებულ წყაროებზე დაყრდნობით (0--------) გამოითხოვა ინფორმაცია ,,ბ-–----ე" გვარის ისტორიაზე, ისტორიულ წყაროებზე მითითებით.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ რ----- ხ--–-–---–ის კვლევის თანახმად, მ---------ეთა ოჯახში შემორჩენილი თქმულების მიხედვით, „დაახლოებით მე-19 საუკუნის შუა ხანებში მათი წინაპარი ი-----– ბ-–----ე სოფელ ჯ------ებში ჩამოსულა სოფელ გ------ებიდან, დაქორწინებულა სოფელ ჯ------ებში მცხოვრებ მ---------ის ქალზე და გადასულა ცოლის გვარზე, რათა იმდროინდელი წესით ოჯახის საკუთრების განკარგვის უფლება მოეპოვებინა. ი-----–ს ჰყოლია ორი შვილი - ო----ი და მ--------ი. ო----ს კი (რომელიც დაბადებულია მე-19 საუკუნის 50-იან წლებში) ეყოლა შვილი მ---–----ი 1883 წელს და ა.შ.“ (ციტირება). ამავე კვლევის თანახმად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში არ მოიპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არ მოეპოვება აჭარის საარქივო სამმართველოსაც. დასკვნა, რომ ლ---------------ის ისტორიული გვარი არის ბ-–----ე, ემყარება სოფელ ჯ------ებისა და სოფელ გ------ების მკვიდრი - ლ---- თ----------ის, ვ-–- ბ-–----ისა და თ------ი დ-------ის ახსნა-განმარტებებს, რომლებიც თავის მხრივ ინფორმაციას გადმოცემით ფლობენ. საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მოწოდებულ, პროფესორ რ----- ხ--–-–---–ის მიერ კვლევის წყაროებად მითითებული ნაშრომის ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ ერთ-ერთი გვერდი შეიცავს ჩანაწერს ვინმე ვ------– ბ-–--ის ძის (და არა ბ-–----ის) გვარისა და სახელის შესახებ, თუმცა არ დგინდება აღნიშნული პირის კავშირი ი-----– ბ-–----ესთან, ამასთან, ნაშრომის, ,,გვარი-სახელები საქართველოში“ კონკრეტული გვერდი შეიცავს მხოლოდ ინფორმაციას გვარების - ,,ბ-–----ის“ და ,,მ---------ის“ რაოდენობის შესახებ აჭარის სხვადასხვა რეგიონებში. შესაბამისად, მითითებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, არ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ლ---------------ის ისტორიული გვარია „ბ-–----ე“ (წერილი N1--------).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული კანონი განსაზღვრავდა სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.
ამავე კანონის 65-ე მუხლის თანხმად 1. პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად. 2. სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად აგრეთვე შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი, რომლითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობა. 3. ისტორიული გვარის აღდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ 48-ე მუხლის თანახმად დადგენილი შემდეგი; 1. ისტორიული გვარის აღდგენისათვის პირი განცხადებით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს. 3. განცხადების განხილვისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან, ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. 4. ისტორიული გვარის აღდგენის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ. 5. ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი გამომტანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს გვარის შეცვლის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობიდან გამომდინარე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებდა მიიჩნია, რომ სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2016 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მიმართა მოქალაქე ლ---------------ემ და მოითხოვა გვარის ,,მ---------ე“ შეცვლა (ისტორიული გვარის აღდგენა) წინაპრების ისტორიული გვარით - „ბ-–----ე“. სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 აპრილის N6------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საკმარისი საფუძვლების არ არსებობის გამო.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება ისტორიული გვარის აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები. 65-ე მუხლის თანახმად: „1. პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვაგვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად. 2. სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლა აგრეთვე შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი, რომლითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობა. 3. ისტორიული გვარის აღდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით“.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია შემდეგ მტკიცებულებებზე:
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ რ----- ხ--–-–---–ის კვლევის თანახმად, მ---------ეთა ოჯახში შემორჩენილი თქმულების მიხედვით, „დაახლოებით XIX საუკუნის შუა ხანებში მათი წინაპარი ი-----– ბ-–----ე სოფელ ჯ------ებში ჩამოსულა სოფელ გ------ებიდან, დაქორწინებულა სოფელ ჯ------ებში მცხოვრებ მ---------ის ქალზე და გადასულა ცოლის გვარზე, რათა იმდროინდელი წესით ოჯახის საკუთრების განკარგვის უფლება მოეპოვებინა. ი-----–ს ჰყოლია ორი შვილი - ო----ი და მ--------ი. ო----ს კი (რომელიც დაბადებულია მე-19 საუკუნის 50-იან წლებში) ეყოლა შვილი მ---–----ი 1883 წელს და ა.შ.“ (ციტირება). ამავე კვლევის თანახმად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში არ მოიპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არ მოეპოვება აჭარის საარქივო სამმართველოსაც. დასკვნა, რომ ლ---------------ის ისტორიული გვარი არის ბ-–----ე, ემყარება სოფელ ჯ------ებისა და სოფელ გ------ების მკვიდრი - ლ---- თ----------ის, ვ-–- ბ-–----ისა და თ------ი დ-------ის ახსნა-განმარტებებს, რომლებიც თავის მხრივ ინფორმაციას გადმოცემით ფლობენ.
საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მოწოდებულ, პროფესორ რ----- ხ--–-–---–ის მიერ კვლევის წყაროებად მითითებული ნაშრომის ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ ერთ-ერთი გვერდი შეიცავს ჩანაწერს ვინმე ვ------– ბ-–--ისძის (და არა ბ-–----ის) გვარისა და სახელის შესახებ, თუმცა არ დგინდება აღნიშნული პირის კავშირი ი-----– ბ-–----ესთან, ამასთან, ნაშრომის, ,,გვარი-სახელები საქართველოში“ კონკრეტული გვერდი შეიცავს მხოლოდ ინფორმაციას გვარების - ,,ბ-–----ის“ და ,,მ---------ის“ რაოდენობის შესახებ აჭარის სხვადასხვა რეგიონებში. შესაბამისად, მითითებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, არ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ლ---------------ის ისტორიული გვარია „ბ-–----ე“ (წერილი N1--------). აღსანიშნავია, რომ ისტორიის მეცნიერებთა დოქტორ, პროფესორ რ----- ხ--–-–---–ის ნაშრომის „მ---------ეთა ერთი შტოს ადრეული გვარის გამოკვლევის“ თანახმად, ლ---------------ის გვარი წარმოიშვა ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად, თუმცა აღნიშნულ კვლევაში არ არის მითითბული წერილობით წყაროებზე და მტკიცებულებებზე, რომელიც დაადასტურებდა ნაშრომის მითითებულ ფაქტს. ხალხური გამოცემები და თქმულებები (რომელიც წარმოადგენს ნაშროსი ერთ-ერთ წყაროს) მოცემულ შემთხვევაში რაც ვერ განიხილება გვარის შეცვლის /მიღების/გარდაქმნის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
საქართველოს ეროვნული არქივიდან მიღებული ინფორმაციით, შუახევის რაიონის სოფლების- ჯ------ების და გ------ების საეკლესიო მეტრიკული წიგნები არქივში არ ინახება (წერილი N1--------). დაბადების საეკლესიო მეტრიკული წიგნების არ არსებობის გამო, ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია დურსუნ მ---–----ის ძე მ---------ისა და მ---–---- ო----ის ძე მ---------ის დაბადების შესახებ (წერილი N1-------2, N1--------).
საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ არანაირი მტკიცებულება რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 65-ე მუხლი, მხარის მიერ არ იყო წარდგენილი, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში ასევე სასამართლოში დავის განხილვის მიმდინარეობისას. მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლითაც არ დასტურდება გვარის შეცვლის ან ისტორიული გვარის აღდგენის ფაქტი. სასამართლომ ყურადღება მიაპყრო მხარის ახსნა-განმარტებას, საიდანაც ირკვევა, რომ წარდგენილი დოკუმენტები დაფუძნებულია მხოლოდ ზეპირი, გადმოცემითი ინფორმაციის მეშვეობით, მაგრამ არა იმ მტკიცებულების სახით, რაც შესაძლებლობას მისცემდა სააგენტოს განეხორციელებინა ისტორიული გვარის აღდგენა. გარდა ამისა, მხარე როდესაც მოსარჩელე საუბრობს, რომ ქორწინებით მოხდა გვარის ცვლილება, იმ დროს არსებობდა საეკლესიო მეტრიკული ჩანაწერები (ქორწინების), რომელშიც მიეთითებოდა როგორც საცოლის ასევე სიძის მონაცემები, განსახილველ შემთხვევაში ეს დოკუმენტი არ იძებნება, თუ მაგალითისათვის პირს სურს დაადასტუროს გვარის ცვლილება, მან შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარადგინოს სააგენტოში, მაგალითისათვის: ან ქორწინების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან გვარის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2018 წლის 10 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ მოწმეები, რომლებმაც გადმოცემითი ინფორმაციის საფუძველზე განმარტეს, რომ მ---------ეების გვარი მანამდე იყო ბ-–----ე და მათ გვარი შეიცვალეს. კერძოდ პირველი მოწმე საუბრობს ვარაუდების საფუძველზე; მეორე მოწმე განმარტავს, რომ არის ლ---------------ის „ბიძაშვილი“, კერძოდ დიდი ბაბუის მამა იყო ი-----–ი და მამისგან გადმოცემით იცის აღნიშნული ინფორმაცია, რომ ბ-–----ემ გვარი შეიცვალა მ---------ეზე. მესამე მოწმეც განმარტავს, რომ გვარის ცვლილების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მონაყოლია და დაახლოებითი ინფორმაციაა.
ამასთან მნიშვნელოვანია მხარის მიერ სასამართლოს განხილვის დროს წარდგენილი დოკუმენტი, კერძოდ ფედერალური საარქივო სააგენტოს „რუსეთის სახელმწიფო ისტორიული არქივის“ 2018 წლის 19 აპილით დათარიღირებული წერილი (N1---). აღნიშნულ წერილში მითითებული ინფორმაცია არ აღმოჩნდა სწორი გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტომ აღნიშნული წერილის გადამოწმების მიზნით მიმართა კვლავ ფედერალურ საარქივო სააგენტოს, რომელმაც არ დაადასტურა მხარის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული ინფორმაცია და სრულიად საპირისპირო ინფორმაციის შემცველი დოკუმნეტი იქნა გადმოგზავნილი, საიდანაც ირკვევა, რომ მონაცემები ი-----– ბ-–----ის შესახებ დაბ. ს.ჯ------ებში, არქივში აღმოჩენილი არ არის. (იხ.2018 წლის 19 აპილით დათარიღირებული წერილი (N1---).
გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რ----- ხ--–-–---–ის კვლევაზე დაყრდნობით მხარე ითხოვს ისტორიული გვარის აღდგენას სააგენტო განმარტავს შემდეგს - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ რ----- ხ--–-–---–ის ნაშრომის ,,მ---------ეთა ერთი შტოს ადრეული გვარის გამოკვლევის“ თანახმად, ლ---------------ის გვარი წარმოიშვა ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად, თუმცა აღნიშნულ კვლევაში არ არის მითითებული წერილობით წყაროებზე და მტკიცებულებებზე, რომელიც დაადასტურებდა ნაშრომში მითითებულ ფაქტს. ხალხური გადმოცემები და თქმულებები (რომელიც წარმოადგენს ნაშრომის ერთ-ერთ წყაროს) მოცემულ შემთხვევაში ვერ განიხილება გვარის შეცვლის /მიღების/გარდაქმნის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. სააგენტოს მიერ ასევე ვერ იქნება მტკიცებულებად გაზიარებული დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი ოსმალთა იმპერიის არქივის ჩანაწერები, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტები არ არის დამოწმებული სათანადო წესით და თარგმნილი ქართულ ენაზე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178.1 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 22 აპრილის №6------- გადაწყვეტილება ასევე კანონიერია სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2017 წლის 22 ივლისის №0---------- გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივრის ავტორს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებული გადაწყვეტილება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ ლ---------------ის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა, რადგან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ---------------ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა გადაწყვეტილების 3.3. პუნქტის მეორე აბზაცში პროფესორ რ----- ხ--–-–---–ის კვლევაზე, თითქოს არ მოიპოვება მასალები ბ-–----ის მ---------ის გვარზე გადასვლის შესახებ. კერძოდ, პროფ. რ. ხ--–-–---–ის 2017 წლის 18 ივლისის წერილის მე-3 აბზაცში აღნიშნულია, რომ "როგორც ცნობილია, როდესაც ამა თუ იმ საკითხზე წერილობითი წყაროები არ მოგვეპოვება, ეთნოგრაფიული მასალა, თქმულებები და ლეგენდები გარკვეულ მნიშვნელობას იძენს, იგი თითქმის ერთად-ერთი წყაროა საქართველოს მოსახლეობის შემადგენლობის გასარკვევად იმ ხანისათვის, რომელსაც წერილობითი გადმოცემის შუქი ვერ წვდება. ქართული მეცნიერების პატრიარქი აკად. ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, რომ "ძვირფასი მასალებია გაფანტული სახალხო თქმულებებში, ზნეჩვეულებებში და რწმენაში" (ივ. ჯავახიშვილი, ტ. 1. თბ. 1979. გვ. 79). ჩვენ დადებითი დასკვნა დავწერეთ სწორედ ასეთი ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე. კონკრეტულად კი ჩავიწერეთ თქმულებები სოფ. ჯ------ებსა და სოფ. გ------ებში მკვიდრი უხუცესებისგან, რომლის ასლებიც ჩავრთეთ ჩვენს ნაშრომში და დედნები ხელზე გაგვაჩნია".
ამავე წერილის მე-4 აბზაცის მიხედვით, პროფ. რ. ხ--–-–---–ს მიზანშეწონილად მიაჩნია მ---------ეს აღუდგეს ისტორიული გვარი ბ-–----ე, რომელიც მათ კუთვნილებას შეადგენდა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა აჭარის ხ--------- ა---–------ის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლის ლ-----------–ის კვლევა, რომლის მიხევით, სოფ. გ------ებში საკმაოდ დაწინაურებულ ოჯახად ითვლებოდა ი-----– ბ-–----ის ოჯახი. ადგილობრივი აჯანყების დროს ი-----– ბ-–----ე იძულებული გამხდარა, მიეტოვებინა თავისი ადგილ-მამული და გადასულიყო მოპირდაპირე სოფელში ჯ------ებში, შეურთავს იქაური ქალი მ---------ე და მიუღია მათი გვარი.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები. კერძოდ, მოწმე ვ-–- ბ-–----ის განმარტებით, ლ---------------ის დიდი ბაბუა იყო ი-----– ბ-–----ე, რომელიც 1848 წელს გადასულა სოფ. გ------ებიდან მეზობელ სოფ. ჯ------ებში. იქ დაქორწინებულა მ---------ის ქალზე და მიუღია მისი გვარი, სადაც შეძენია ორი შვილი ო----ი და მ--------ი. ეს ყველაფერი მისთვის ცნობილია წინაპრების ზეპირი გადმოცემით.
მოწმე თ------ დ-------ის განმარტებით, მან წინაპრების გადმოცემით იცის, რომ ლ---------------ის ბაბუა იყო ი-----– ბ-–----ე, რომელიც სოფ. გ------ებიდან გადასულა სოფ. ჯ------ებში, სადაც შეურთავს მ---------ის ქალი, მიუღია მისი გვარი და შეძენია ორი შვილი ო----ი და მ--------ი, რომლებმაც გააგრძელეს მ---------ის გვარით ცხოვრება. ფაქტიურად მათი გვარი არის ბ-–----ე, რომელიც იცის მთელმა სოფელმა ჯ------ებმა.
იგივე განმარტა მოწმე ლ---- თ----------ემ.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა რუსეთის სახელმწიფო ისტორიული არქივის ცნობა, რომლის მიხედვით, ი-----– ბ-–----ის საარქივო ჩანაწერებში ფიქსირდება, რომ ის დაიბადა 1820 წლის 22 მარტს ხულოს საგრაფოს სოფ. გ------ებში და 1848 წელს შეიცვალა გვარი, მიიღო მ---------ის გვარი და შეეძინა ორი შვილი ო----ი და მ--------ი.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ დაარღვია სსკ 105-ე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნები. მან არ გამოიკვლია საქმის მასალები სრულად და არ მისცა მათ სწორი შეფასება. სასამართლომ არ შეაფასა მტკიცებულებები ერთობლიობაში, რის გამოც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. იგი მთლიანად დაეყრდნო სააგენტოს იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტის მარიამ ქაშაკაშვილის 2019 წლის 15 აგვისტოს მოსაზრებებს და სიტყვა-სიტყვით გადაწერა თავის გადაწყვეტილებაში. სწორად არ შეაფასა პროფ. ხ--–-–---–ის დასკვნა, მისგან ამოიღო მხოლოდ ნაწყვეტი და არ გამოიკვლია ამ დასკვნის მეორე ნაწილი, რომელიც ეთნოგრაფიულ მასალებს ეყრდნობა. სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 65-ე მუხლის მე-2 პენქტის მიხედვით ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი. რომლითაც დატურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობა. პირველი პუნქტის მიხედვით კი, ისტორიული გვარის აღდგენა შეიძლება, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტუდება ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღება.
აპელანტის განმარტებით, პროფ. რ. ხ--–-–---–ის დასკვნა დასაბუთებულია, რადგან იგი ეყრდნობა ისტორიის მეცნიერებაში არსებულ ეთნოგრაფიული მასალის შესწავლის მეთოდს. ამ დასკვნის საპირისპირო მტკიცებულება არ არსებობს.
აპელანტის განმარტებით, ისტორიული გვარის აღდგენის მტკიცებულება არის აგრეთვე აჭარის სახელმწიფო არქივის მეცნიერ-თანამშრომლის ლ. ჯ----–ის დასკვნა, რომელსაც სასამართლომ არ მისცა შეფასება. აღნიშნული გამოკვლევა სრულ თანხვედრაშია პროფ. რ ხ--–-–---–ის დასკვნასთან. ამ მტკიცებულებებთან თანხვედრაშია ასევე რუსეთის სახელმწიფო არქივის ცნობა და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სსკ 102-ე მეხლის მიხედვით, წარმოადგენს მტკიცებულებებს. სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, ისტორიული გვარი შეიძლება დადასტურდეს მტკიცებულებათა ერთობლიობით. ცხადია, მოწმეთა ჩვენებები ეყრდნობა მათი წინაპრების ზეპირ გადმოცემებს, რადგან მე-19 საუკუნეში დაბადებული ი-----– ბ-–----ის უშუალო მომსწრე ცოცხალი არ არის ოცდამეერთე საუკუნეში.
ლ. ჯ----–ის გამოკვლევით დასტურდება, რომ მოსარჩელის დიდი ბაბუა იყო ი-----– ბ-–----ე. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში ინახება ბ-–----ეთა ოჯახიდან მოტანილი ქალის საქორწინო სამოსი, დ-----– ბ---ბ-–----ის რძალისთვის სპეციალურად დამზადებული. დ-----– ბ-- ბ-–----ის დიდი ბაბუის განაყოფია სოფ. გ------ებში. ბ-–----ე, რომლის შვილია ი-----– ბ-–----ე. მ---------ეთა გვარის გამრავლება სოფ. გ------ებში იწყება ი-----– ბ-–----ით. ი-----– ბ-–----ეს გ------ებში გადმოსვლის შემდეგ შეეძინა ორი ვაჟი ო----ი და მ--------ი, რომელიც გაუტარებიათ დედის გვარზე "მ---------ე" და აქ შეწყდა ი-----– ბ-–----ის გვარი.
სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 65-ე მუხლის მე-2 პენქტის მიხედვით, ისტორიული გვარის აღდგენის მტკიცებულებებს წარმოადგენს აგრეთვე მეცნიერული ვარაუდი, ამიტომ რუსეთიდან გამოგზავნილი წერილი რუსეთის არქივის ცნობასთან დაკავშირებით, რომ ასეთი შინაარსის ცნობა არ გაცემულა, საქმის არსს არ ცვლის.
აპელანტის განმარტებით, სარჩელის საწინააღმდეგოდ არ გამოდგება ასევე არქივში სოფლების ჯ------ებისა და გ------ების საეკლესიო მეტრიკული წიგნების და ქორწინების რეგისტრაციის დოკუმენტების არარსებობა. რამდენადაც, მოსარჩელის დიდი ბაბუა დაიბადა მე-19 საუკუნეში, არქივში შეიძლება არ არსებობდეს შესაბამისი მონაცემები ხანდაზმულობის გამო. ამ დოკუმენტების არ არსებობა არ აბათილებს ზემოთ მითითებულ გარემოებებსა და მტკიცებულებებს.
ამდენად სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვის, პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად. საქმეში არსებული პროფ. რ. ხ--–-–---–ისა და ლ. ჯ----–ის მეცნიერული დასკვნებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც თანხვედრაშია ერთმანეთთან, დასტურდება, რომ მოსარჩელის წინაპარი იყო ბ-–----ე, რომელმაც მიიღო სხვა გვარი "მ---------ე".
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ---------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ---------------ემ 2016 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს №0----------- განცხადებით მიმართა სწორედ იმ საფუძვლით, რომ მისი ამჟამინდელი გვარი „მ---------ე“ წარმოიშვა მისი დიდი ბაბუის ი-----– ბ-–----ის მიერ გვარის შეცვლის შედეგად, კერძოდ, ი-----– ბ-–----ე სოფელ გ------ებიდან საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ჯ------ებში, სადაც დაქორწინდა მ---------ის ქალზე და გვარი შეიცვალა იმდროინდელი წესით ოჯახის საკუთრების უფლების განკარგვისთვის, შესაბამისად, მთელი მისი შთამომავლობა მ---------ეების გვარის მატარებლები გახდნენ. ამდენად მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას უნდა აღუდგეს ისტორიული გვარი „ბ-–----ე“. ბათუმის სამსახურმა იმსჯელა ლ---------------ის ისტორიული გვარის აღდგენის მოთხოვნის თაობაზე და 2017 წლის 24 აპრილს მიღებული იქნა N6------- გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე ურის შესახებ, იმ მოტივით, რომ ლ---------------ის მიერ მოპოვებული და წარდგენილი მასალებით ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ განმცხადებლის ისტორიული გვარია - „ბ-–----ე“.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება (24.04.2017წ. N6-------) ლ---------------ის მიერ გასაჩივრებული იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში (ადმინისტრაციული საჩივრის N9----, თარიღი: 24.05.2017 წ).
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 ივლისის N N0---------- გადაწყვეტილებით ლ---------------ეს უარი ეთქვა N9---- (24.05.2017წ.) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე;
2017 წლის 14 აგვისტოს ლ---------------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ლ---------------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 22 აპრილის №6------- გადაწყვეტილების და ლ---------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 ივლისის №0---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
ასევე მოითხოვა სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ახალი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ლ---------------ისათვის ისტორიული გვარის - „ბ-–----ის“ აღდგენასთან დაკავშირებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე ლ---------------ემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს წარუდგინა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ რ----- ხ--–-–---–ის სამეცნიერო დასკვნა, "ბ-–----ე" გვარის წარმოშობისა და გვარის ისტორიის შესახებ.
დასკვნის ერთ ნაწილში, კერძოდ ,,მ---------ეთა ერთი შტოს ადრეული გვარის გამოკვლევა“ მეცნიერულად არის გაანალიზებული და დასაბუთებული, მოსარჩელის გვარის განვითარების ისტორია. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ - ,,ჩვენ შევისწავლეთ აჭარის სოფელ ჯ------ებში მკვიდრი საგვარეულოს მ---------ეტა კონკრეტული შტოს გენეოლოგია, რათა დაგვედგინა ადრეული/წინარე გვარი, ვინაიდან ამ ოჯახში შემორჩენილი თქმულების მიხედვით დაახლოებით მე-19 საუკუნის შუა ხანებში მათი წინაპარი ი-----– ბ-–----ე სოფელ ჯ------ებში ჩამოსულა სოფელ გ------ებიდან, დაქორწინებულა სოფელ ჯ------ებში მცხოვრებ მ---------ის ქალზე და გადასულა ცოლის გვარზე, რათა იმდროინდელი წესით ოჯახის საკუთრების განკარგვის უფლება მოეპოვებინა. ი-----–ს ჰყოლია ორი შვილი -ო----ი და მ--------ი. ო----ს კი რომელიც დაბადებულია მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ეყოლა შვილი მ---–----ი 1883 წელს და ა.შ.“ (ციტირება)...
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის II წიგნში ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარში’’ სოფელ ჯ----------- - ს--------–---------ში მცხობრებთა შორის მოხსენიებულია ვ------– ბ-–--ის ძე ...
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რ----- ხ--–-–---–ის 2017 წლის 18 ივლისის წერილით ირკვევა, რომ მ---------ეების შტოს ადრეული გვარის გამოკვლევა აწარმოეს საქართველოს არქივებსა და ბიბლიოთეკებში ანუ საისტორიო დოკუმენტებსა და სპეციალურ ლიტერატურაზე დაყრდონობით, მაგრამ კონკრეტული დოკუმენტი ან ლიტერატულული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ XIX საუკუნის შუა პერიოდში ი-----– ბ-–----ე აჭარის სოფელ ჯ-------ებში საცხოვრებლად მოსული აჭარის სოფელ გ------ებიდან, დაქორწინებულა სოფელ ჯ------ებში მცხოვრებ მ---------ის ასულზე და გადასვლა ცოლის გვარზე, არ მოიპოვება...
ამავე წერილით ირკვევა, რომ შეეცადნენ მოეკვლიათ დოკუმენტები მ---–---- მ---------ის მამის ო----იძისა და პაპის ი-----–ის შესახებ საქართველოს სიძველეთსაცავებში, მაგრამ, საქართველოს არქივებში (თბილისი, ბათუმი) აჭარის მოსახლეობის ე.წ. კამერალური აღწერები და არც საეკლესიო ჩანაწერები საერთოდ არ ინახება, რომელშიც უნდა გამოვლენილიყო მათთვის საინტერესო საკითხი. XVII საუკუნიდან ისლამური იმპერიის მიერ აჭრის ხელში ჩაგდებიდან, იქ ფეხი მოიკიდა მუსულმანურმა სარწმუნოებამ და ეკლესია აღარ ფუნქციონირებდა, შესაბამისად XIX საუკუნეში საეკლესიო ჩანაწერები თითქმის არ კეთდებოდა, ხოლო მრავალი დოკუმენტი გატანილია საზღვარგარეთ თურქეთში და შესაძლოა რუსეთშიც, არ არის გამორიცხული, რომ ეს მასალა განადგურებულიყო...
საქმეში დაცული მუხრან მ---------ის 2017 წლის 10 ივლისის N124217 განცხადებით ირკვევა, რომ ის იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლის ოსმალეთის იმპერიის არქივში, სადაც აღმოაჩინა აჭარის მოსახლეობის შესახებ ძალიან ბევრი მასალა, მათ შორის იყო მასალა ი-----– ბ-–----ეზე, მაგრამ ეს მასალები შესრულებულია ძველი თურქული დამწერლობით და მისი თარგმნა და კვლევის ჩატარება ძალიან დიდი ფინანსებთან იყო დაკავშირებული, ამდენად ვერ მოხერხდა ამ მასალების გამოკვლევა...
აჭარის ხ--------- ა---–------ის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის მენეჯერის ლ-----------–ის 2018 წლის 30 მაისის წერილით დადგენილია, რომ ის - ლ-----------–ი აწარმოებდა კვლევას ,,ბ-–----ეთა გვარის წარმოშობის ისტორიაზე. რომ ბ-–----ეთა გვარი მე-15 საუკუნეში მნიშვნელოვან ადგილს იჭერდა ქართველი ერის ისტორიაში, გვარის წარმოშობის ადგილია ქედა, სოფელი ზენდიდი. ამ სოფლისა და სხვა ადგილების მფლობელები იყვნენ ზ--------ბი ბ-–----ეები, ხოლო ჩაქვის ბ-–----ეები, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობებით, გავლენითა და ქონებით დიდად გაუსწრეს ზ--------ლებს- მათი განაყოფი- მოძმენი სახლობდნენ ხულოს მაზრაში ახლანდელ შუახევის რაიონში... ამ გვარის გამავრცელებლად ასახელებენ ბ-–-- პ--------------ს. ეს საკმაოდ დამაჯერებელია, რადგან პირმსახურეძეთა პირდაპირი შთამომავლები იყვნენ ბ-–----ეები ... სოფელ გ------ებში საკმაოდ დაწინაურებული ი-----– ბ-–----ის იჯახი იყო ... დიდია ბ-–----ეთა წვლილი ეკლესია- მონასტრების მშნებლობის განვითარებაში, მრავალი სარგებელი მოუტანია სოფლისთვის ერთ-ერთი აჯანყების დროს. 1848 წელს ი-----– ბ-–----ე იძულებული გამხდარა მიეტოვებინა თავისი ადგილ-მამული და გადასულა მოპირდაპირე სოფელ ჯ------ებში, შეურთავს იქაური ქალი და რადგან ამ პერიოდში მას პირადად მტრობდნენ მიუღია მეუღლის გვარი მ---------ე. სოფელ გ------ებში ი-----– ბ-–----ის შემდგომ ეს გვარი ისტორიაში აღარ ჩანს, მაგრამ მათ შთამომავლებს ვხდებით ჩაქვის ბ-–----ეების შტოში... მუზეუმში ინახება ბ-–----ეთა ოჯახიდან მოტანილი ქალის საქორწილო სამოსი. დ-----– ბ---ბ-–----ის რძლისათვის სპეციალურად დამზადებული. დ-----– ბ-- ბ-–----ის დიდი ბაბუის- განაყოფია სოფელ გ------ებში ხ----- ბეჯანიძე, რომლის შვილია ი---- ბ-–----ე... (ს.ფ.195 ტ.1)
საქალაქო სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის თ------ დ-------ის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ მან გადმოცემით იცის, რომ მ---------ეების გვარი მანამდე იყო ბ-–----ე და მათ გვარი შეიცვალეს.
მოწმე ვ-–- ბ-–----ის განმარტებით ის არის ლ---------------ის ბიძაშვილი. მათი დიდი ბაბუის მამა იყო ი-----–ი და მამისგან გადმოცემით იცის აღნიშნული ინფორმაცია, რომ ბ-–----ემ გვარი შეიცვალა მ---------ეზე.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 65.1 მუხლით განმარტებულია, რომ პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად აგრეთვე შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი, რომლითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობა.
როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს ისტორიული გვარის აღდგენის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით კანონმდებელი სავალდებულო პირობად მიიჩნევს მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობას, რითაც დადასტურდება გვარის სხვა გვარის გარდაქმნის ან ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად წარმოშობა. გარდა ამისა, კანონმდებელი უშვებს, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი გვარის გარდაქმნის ან ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების წარმოშობის შესახებ.
,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვარი №18 ბრძანების 48-ე მუხლის თანახმად, ისტორიული გვარის აღდგენისათვის პირი განცხადებით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განცხადებას ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ იხილავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის (მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) და ამ წესის შესაბამისად. განცხადების განხილვისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან, ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. ისტორიული გვარის აღდგენის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ. ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი გამომტანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს გვარის შეცვლის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული წარმოება არის – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. იმავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კი თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
პალატას მიაჩნია, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულყოფილად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების ჩატარების მეშვეობით. კერძოდ, საქმეში არსებული და წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი, მათ შორის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ რ----- ხ--–-–---–ის დასკვნა, აჭარის ხ--------- ა---–------ის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის მენეჯერის ლ-----------–ის 2018 წლის 30 მაისის დასკვნა (რომელსაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საერთოდ არ მისცემია შეფასება), მოწმეთა განმარტები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხომ არ იძლეოდა იმ დასკვნის გაკეთების საკმარის საფუძველს, რომ არსებობდა მოსარჩელისათვის ისტორიული გვარის აღდგენის დასაბუთებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნლოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ნაწილობრივ შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია. შესაბამისად, ლ---------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ლ---------------ის სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 აპრილის №6------- და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 ივლისის №0---------- გადაწყვეტილებები; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ---------------ის 2016 წლის 24 ოქტომბრის N0----------- განცხადებასთან დაკავშირებით;
6. საპროცესო ხარჯები
ლ---------------ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გადახდილი ბაჟის 150 ლარის ნახევარი 75 ლარი უნდა აუნაზღაურდეს აპელანტს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისგან - თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ---------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 აპრილის №6------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 ივლისის №0---------- გადაწყვეტილება;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ---------------ის 2016 წლის 24 ოქტომბრის N0----------- განცხადებასთან დაკავშირებით;
7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ლ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ნახევარის 75 ლარის გადახდა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი:ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი
ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე