განცხადებას სახელის და/ან გვარის შეცვლის შესახებ უნდა ერთოდეს:
ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) განმცხადებლის დაბადების მოწმობა (მოწმობის ასლი);
გ) განმცხადებლის ქორწინების მოწმობა (მოწმობის ასლი) – თუ განმცხადებელი დაქორწინებულია;
დ) განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (მოწმობების ასლები) – თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
ე) მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის, და/ან გვარის შეცვლაზე – თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია;
ვ) 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანის თანხმობა
– თუ მშობელთან ერთად გვარს იცვლის მისი არასრულწლოვანი შვილი;
ზ) „სამოქალქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე-67-ე მუხლებით განსაზღვრული ერთ-ერთი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტებ