1. გარდაცვალების რეგისტრაციისათვის ფიზიკური პირი (მათ შორის, გარდაცვლილის მშობელი (მშვილებელი), მეუღლე და შვილი (ნაშვილები), მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წერილობითი განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) განმცხადებლის პირადობის დამდასტურებელ დოკუმენტი;

ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ადმინისტრაციული ორგანოს განცხადებას პირის გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ უნდა დაერთოს გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები გარდაცვალების რეგისტრაციისათვის წარადგენენ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობას.

4. გამგეობის (მერიის) რწმუნებული პირის გარდაცვალების რეგისტრაციისათვის წარადგენს ამ ბრძანების დანართი
№
1-ის შესაბამისად შედგენილ ოქმს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა)
ოქმის შედგენის თარიღს;

ბ)
ოქმის შედგენის ადგილს;

გ)
გარდაცვლილი პირის სახელს, გვარს, სქეს
ს
, დაბადების თარიღს
ა
და ადგილს, მოქალაქეობას და პირად ნომერს;

დ)
გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს;

ე)
გარდაცვლილის უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილს;

ვ)
მოწმეების ჩვენების/ახსნა-განმარტების შინაარს:

ვ.
ა) გარდაცვლილის გარდაცვალების ადგილს;

ვ.
ბ) გარდაცვალების თარიღს;

ვ.
გ) გარდაცვალების მიზეზს;

ვ.
დ) სხვა ინფორმაციას გარდაცვლილი პირის შესახებ
;

ზ)
მოწმეების სახელს
ა
და გვარს;

თ)
მოწმეების პირად ნომერს;

ი)
მოწმეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს;

კ)
მოწმეების კავშირს გარდაცვლილთან;

ლ)
მოწმეების ხელმოწერას;

მ)
ოქმის შემდგენი პირის მონაცემებს:

მ.
ა) სახელს
ა
და გვარს;

მ.
ბ) პირად ნომერს;

მ.
გ) თანამდებობას
;

ნ)
შენიშვნის გრაფას;

ო)
ოქმის შემდგენის ხელმოწერას.

5. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის ”დ” და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ორგანოები გარდაცვალების რეგისტრაციისათვის წარადგენენ შეტყობინებას სამშვიდობო ოპერაციებში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებებში, აგრეთვე სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახე