თავი VII — სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია
1. პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება აღიარებულ იქნეს კანონიერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტების მიღება) დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან.
2. გვარის კანონიერად აღიარება დასაშვებია, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პირი პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს ფლობდა გვარზე, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012
მთავარი მონაცემები
ვადა5 წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (28.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 66. გვარის კანონიერამდვ აღილად ცნორება 1. პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება ცნობაღიარებულ იქნეს ნკამდვნონილერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელი დან სხვა დოკუმენტების მიღება) დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან. 2. გვარის კანონიერამდვ აღილად ცნორება დასაშვებია, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პირი პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტებს ფლობდა გვარზე, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ბს-18(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
…ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი,…