გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200210018002439843
საქმე №2/422-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2019 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე: ე-–-------------–---–ი
წარმომადგენელი: ლ---–------------–---–ი
მოპასუხე: მ---------–-–---–ი
მხარდამჭერი: ნ----------–-–---–ი
ადვოკატი: თ--------–--–-–---–ი
მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი ლ---------–---–---–ი
დავის საგანი: მამობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბ--------------–-–---–ის (დაბადებული 2----–-–------------------ პირადი №2----------- მამად ცნობილ იქნას ე-–-------------–---–ი (დაბადებული 1----–-–------------–-, პირადი №0----------) და მიეკუთვნოს მამის გვარი - ი-----–---–ი;
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელე ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ მ--------–ი. 33 წელია ფაქტიურ ცოლ-ქმრული ურთიერთობით ცხოვრობს ფ-----------–---–თან. ერთად ცხოვრების შედეგად შვილი არ შეძენიათ. მოსარჩელის მეზობლად ცხოვრობს ჭ----–-–---–--ის ოჯახი. მათ ერთადერთ ქალიშვილთან - მ----თან, რომელიც ეხმარებოდა სხვადასხვა საოჯახო საქმიანობაში, მოხდა მათ შორის სქესობრივი ურთიერთობა, რის გამოც მოსარჩელის მიმართ მ---------–-–---–ის ოჯახმა შეიტანა განცხადება ახმეტის პოლიციაში, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 2----–-–----------------- დაიბადა ბ--------------–-–---–ი. მოსარჩელეს შესწევს უნარი, აქვს საყოფაცხოვრებო პირობები რომ საუკეთესოდ აღზარდოს იგი. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის თანახმადი არის ბავშვის მამა.
(იხ. სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის საფუძველი და მთავარი განმსაზღვრელი არის იურიდიული ინტერესის არსებობა. როგორც სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელის იურიდიული ინტერესია ბავშვის მიკუთვნება და მისი გაზრდა. ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევის გარდა, როცა ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის უფლებების პირად ურთიერთობას და პირადი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება. ბავშვის საუკეთესო ინტერესებს წარმოადგენს, რომ იგი აღიზარდოს ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდაში არ იგულისხმება მხოლოდ მისი გამოკვება და მატერიალური უზრუნველყოფა, აღზრდაში იგულისხმება ჯანსაღი გარემო ადამიანებთან. მოსარჩელე ბავშვს ვერ გაზრდის ჯანსაღად და დადებით გავლენას ვერ მოახდენს.
(იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)
3. მესამე პირის პოზიცია
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ბ--------------–-–---–ის ბიოლოგიური მამა არის ე-–-------------–---–ი. ბავშვის უფლებაა იცოდეს მისი წარმომავლობა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ მ--------–ი. 33 წელია ფაქტიურ ცოლ-ქმრული ურთიერთობით ცხოვრობს ფ-----------–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
4.1.2. მოსარჩელის მეზობლად ცხოვრობს ჭ----–-–---–--ის ოჯახი. მათ ერთადერთ ქალიშვილთან - მ----თან, რომელიც ეხმარებოდა სხვადასხვა საოჯახო საქმიანობაში, მოხდა მათ შორის სქესობრივი ურთიერთობა, რის გამოც მოსარჩელის მიმართ მ---------–-–---–ის ოჯახმა შეიტანა განცხადება ახმეტის პოლიციაში, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 2----–-–----------------- დაიბადა ბ--------------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- ბ--------------–-–---–ის დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ 57);
4.1.3. გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ე-–-------------–---–ი (ობ. №1; პაკეტი, წარწერით: ,,.... ნერწყვის ნიმუში აღებული ე-–---------------- ძე ი-----–---–ისგან....’’) არის ბ--------------–-–---–ის (ობ. 2; პაკეტი, წარწერით: ,,.... ნერწყვის ნიმუში აღებული მცირეწლოვანი ბ--------------–-–---–ისგან...’’) ბიოლოგიური მამა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 28 იანვრის დასკვნა N00525418 (ს.ფ. 27-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მოსარჩელეს შესწევს უნარი, აქვს საყოფაცხოვრებო პირობები რომ საუკეთესოდ აღზარდოს იგი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე, 1195-ე, 1196-ე, 1198-ე მუხლები, ’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 მუხლები, მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაცია, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-2, მე-3, მე-7, მე-9 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე ე-–-------------–---–ი ცნობილ იქნას ბ--------------–-–---–ის მამად და მიეკუთვნოს მამის გვარი - ი-----–---–ი. მოცემული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1190-ე, 1195-ე, 1196-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას. ამავე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მამობის დადგენისათვის არ არის აუცილებელი მოცემული მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული ყველა პირობის არსებობა, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს ერთ-ერთი მათგანი.
’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ე-–-------------–---–ი არის მ---------–-–---–ის შვილის 2----–-–----------------- დაბადებული ბ--------------–-–---–ის ბიოლოგიური მამა.
’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამასა და დედას ეკისრებათ იგივე ვალდებულებები ბავშვთა ზრუნვაზე, როგორიც მათ ექნებოდათ ქორწინების შემთხვევაში.
‘’ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მეორე მუხლი ადგენს თითოეული ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობას და მათ დაცვას დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით. რაც შეეხება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლებებს, იგი დაცულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით - საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით, ასევე ’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციით.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად, ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და დაბადების მომენტიდან აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება, აგრეთვე რამდენდაც ეს შესაძლებელია, უფლება, იცნობდეს თავის მშობლებს და მათი მხრიდან ზრუნვის უფლება.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2002 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე N53176/99 Mikulic v. Croatia განმარტა (აბზაცი 54) „პირადი ცხოვრების პატივისცემა მოითხოვს, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დაადინოს თავის იდენტიფიკაციის, როგორც ინდივიდუალური ადამიანის, დეტალები და რომ პირის მისაწვდომობა ასეთ ინფორმაციასთან მნიშვნელოვანია პირის როგორც პიროვნების ფორმირების არსიდან გამომდინარე“. იმავე გადაწყვეტილების 64–ე აბზაცში სასამართლომ აღნიშნა - „სასამართლოს აზრით, განმცხადებლის სიტუაციაში მყოფ პირებს აქვთ კონვენციით დაცული სასიცოცხლო ინტერესი, მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია მათი პიროვნული იდენტობის მნიშნელოვანი ასპექტის შესახებ სიმართლის დასადგენად“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinger and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთის მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ მეტად გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად, და, როცა ეს შესაძლებელია, უნდა „აღდგეს“ ოჯახი. მეორეს მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებების განსახორციელებლად, რაც ზიანის მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის, უპირისპირდება მშობლის უფლებას - იწოდებოდეს და იურიდიულად იყოს მითითებული ბავშვის მამად. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.
მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.
ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანის მიმართ მამობის დადგენა შეესაბამება 2----–-–------------------ დაბადებული ბ--------------–-–---–ის ინტერესს, ვინაიდან მას აქვს უფლება იცნობდეს თავის მშობლებს და მათი მხრიდან ზრუნვის უფლება, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, შენარჩუნდეს ბავშვის კავშირი ოჯახთან, აღიარებული იყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების პატივისცემა, მოახდინოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზება, მათ-შორის მიიღოს მშობლებისაგან სარჩო, საცხოვრისი, განათლებაში ხელშეწყობა, მისი აღზრდა-განვითარებისა და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო სიკეთეები.
სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, მხარეთა პოზიციის, მათ შორის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელის პოზიციის, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენისა და გვარის მითითების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომლიც სასამართლო გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სასრჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება, საქართველოს სსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა გადახდეს 100 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ე-–-------------–---–ის სარჩელი.
ე-–-------------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს ბ--------------–-–---–ის (დაბადებული 2----–-–------------------ პ/ნ 2----------- მამად და ბ--------------–-–---–ს მიეკუთვნოს მამის, ე-–-------------–---–ი გვარი ,,ი-----–---–ი’’;
2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა გადახდეს 100 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
3. გადაეგზავნოს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
4. განემარტოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, რომ მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საფუძველს არასრულწლოვანის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისათვის;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონულ სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი