გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
200210017001977844
კატეგორია
დავის ტიპი
მამობის დადგენის შესახებ
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/421-17

№200210017001977844

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2018 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე, თავდაპირველი სარჩელით - გ--- ტ------–---–ი წარმომადგენელი - ა-–---ი ტ------–---–ი მოპასუხე - მ---- ქ----------–---–ი წარმომადგენელი - თ----- მ---------–ი მესამე პირი - გ------ი ლ-------–ი წარმომადგენელი - თ----- მ---------–ი დავის საგანი – მამობის დადგენა, მამის გვარის მინიჭება მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით - გ------ი ლ-------–ი წარმომადგენელი - თ----- მ---------–ი მოპასუხე, შეგებებული სარჩელით - გ--- ტ------–---–ი წარმომადგენელი - ა-–---ი ტ------–---–ი დაინტერესებული მხარე - სსიპ სო–---–--------------------------------------–---------------–------------–--ა წარმომადგენელი - ლ---- გ---–---–---–ი დავის საგანი – შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, თავდაპირველი სარჩელით

1.1.დადგინდეს გ--- ტ------–---–ის (პ/ნ 1----------) მამობა მ----- ლ-------–ის (პ/ნ 0----------) მიმართ, მ----- ლ-------–ს მიენიჭოს მამის გვარია - ტ------–---–ი და შესაბამისი ცვლილებები იქნეს შეტანილი მ----- ლ-------–ის (პ/ნ 0----------) დაბადების სააქტო ჩანაწერში N 0----------, კერძოდ მ----- ლ-------–ს მამის გრაფაში ნაცვლად გ------ი ლ-------–ის გვარის გრაფაში ნაცვლად „ლ-------–ისა“ მიეთითოს მისი ბიოლოგიური მამის გ--- ტ------–---–ის გვარი - ტ------–---–ი.

1.2. მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა დაეკისროს მოპასუხეს.

თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2015 წლის მაისის თვეში დაქორწინდა მ---- ქ----------–---–ზე, რომელიც იმ დროისათვის იყო არასრულწლოვანი, აღნიშნულის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც კი იყო მიცემული. ცხადია ქორწინების რეგისტრაციაც ვერ მოხდებოდა მისი ასაკიდან გამომდინარე, ერთად ცხოვრების პერიოდში 2----–-–------------–ს შეეძინათ შვილი - მ----- ქ----------–---–ი (პ/ნ 0----------). ამჟამად მოსარჩელე და მოპასუხე ერთად აღარ ცხოვრობენ, შვილს არ ანახებს, ის კი იმის გამო, რომ დაბადების მოწმობაში მამად არ არის მითითებული და არც მამობა არის დადგენილი ვერ ითხოვს სასამართლო წესით შვილის ნახვას და როგორც მშობლის უფლებების რეალიზებას; მოპასუხე საერთოდ არ ეკონტაქტება, იგი არ უარყოფს რომ მ----- მისი შვილია, მაგრამ უარს აცხადებს, რომ მიმართონ სამოქალაქო რეესტრს და ბავშვის მამის გრაფაში მისი სახელი და გვარი მიეთითოს და ბავშვს მისცეს გვარი. ცხადია ქორწინების რეგისტრაციაც ვერ მოხდებოდა მისი ასაკიდან გამომდინარე, ერთად ცხოვრების პერიოდში 2----–-–------------–ს შეეძინათ შვილი - მ----- ლ-------–ი (პ/ნ 0----------). მ---- ქ----------–---–ი გათხოვდა მეორედ, მისი ამჟამინდელი ქმ----- გ------ი ლ-------–ი. ბავშვის დაბადებისას, იმის გამო, რომ მ---- არასრულწლოვანი იყო შეთანხმდნენ, რომ მამის გრაფა ცარიელი დარჩებოდა დროებით, თუმცა მოგვიანებით როცა დაშორდნენ და მეორე ოჯახი შექმნა გ------ი ლ-------–თან მ-----ს გვარად მიუთითეს - ლ-------–ი. მოპასუხეები მ---- ქ----------–---–ი და მისი მეორე მეუღლე გ------ი ლ-------–ი საქმეში წარმოდგენილი შესაგებლებით ადასტურებენ, რომ მ----- მისი შვილია, მაგრამ უარს აცხადებენ, რომ მიმართონ სამოქალაქო რეესტრს და ბავშვის მამის გრაფაში მიეთითოს მისი სახელი და გვარი და ბავშვს მიეცეს მისი გვარი.

მოსარჩელე მხარემ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მის მიერ გაწულ ხარჯის შესახებ მოთხოვნა მხარეს აღარ წარმოუდგენია სასამართლოსათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია, თავდაპირველ სარჩელთან დაკავშირებით

 

მოპასუხე არ სცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ გ--- ტ------–---–ი არ აკითხავდა ბავშვს და არანაირად არ იღებდა მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სატელეფონო საუბრისას ეუბნებოდა, რომ მისულიყო ბავშვის სანახავად, მაგრამ ის არ მოდიოდა. ამჟამად ჰყავს ოჯახი, სადაც ბავშვი იზრდება უზრუნველად და სასიამოვნო გარემოში და ბავშვისთვის ეს ყველაფერი ფსიქიკაზე იმოქმედებს. არ აქვს არანაირი სურვილი, რომ გ--- ტ------–---–ი ჩაიწეროს მისი შვილის მ----- ქ----------–---–ის დაბადების მოწმობაში. რაც შეეხება დეენემის ანალიზს ეს მის ინტერესებში არ შედის. ქორწინება მოსარჩელესა და მ---- ქ----------–---–ს შორის იყო იძულებითი და თვალთმაქცური, რადგან მოსარჩელემ ისარგებლა მ---- ქ----------–---–ის არასრულწლოვანებით, 16 წლის ასაკის მიუღწევლობით და იმ მოტივით, რომ თავი აერიდებინა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის, მისი და ოჯახის სხვა წევრების ნების წინააღმდეგ, ფიქტიურად მიიყვანა ცოლად. მ---- ქ----------–---–ს და მოსარჩელეს 2 თვეც კი არ უცხოვრიათ მოსარჩელის ოჯახში, ისინი ცხოვრობენ მ---- ქ----------–---–ის მშობლებთან. ბავშვის დაბადების დროს მხარეთა ერთად ცხოვრება არ დაერქმევა. მ-----ს დაბადება არ უცვნიათ არც მოსარჩელეს და არც მის მშობლებს, ეს უკანასკნელი მ---- ქ----------–---–ის მშობიარობას და ბავშვის დაბადებას არამც თუ არ დასწრებიან, სამშობიაროდან მის გამოსაყვანადაც არ მისულან, არ უფიქრიათ, რომ ბავშვს სჭირდებოდა დაბადების მოწმობა, კანონიერად აღიარება, მამის მონაცემების რეგისტრაცია დაბადების სააქტო ჩანაწერში. სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ დაბადების სააქტო ჩანაწერში მ-----ს დაბადების გვარად მიეთითა დედის გვარი - ქ----------–---–ი, მაგრამ როდესაც გ------ი ლ-------–მა მ---- ქ----------–---–ი გაიცნო და ცოლობა სთხოვა, ოჯახის შექმნა შესთავაზა, უკვე იცოდა ბავშვის და მისი მდგომარეობა. გ------ი ლ-------–ის კეთილშობილება უპირველეს ყოვლისა იმაში გამოვლინდა, რომ მ---- ქ----------–---–ის შესთავაზა ბავშვის თავისთან სახლში მიყვანა, ოჯახთან ერთად ცხოვრება და შვილად აღიარება (მისთვის ეს პირველი ქორწინებაა). რადგან მოსარჩელე არ იყო დაბადების სააქტო ჩანაწერსა და დაბადების მოწმობაში მითითებული როგორც მამა, არანაირ ინტერესს არ იჩენდა ბავშვის მიმართ, სამართლებრივად და მორალურადაც სწორად გადაწყვიტა მ-----ს არსებობისათვის კანონიერი სახე მიეცა. იგი მ---- ქ----------–---–თან ერთად გამოცხადდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და განაცხადა რომ იყო ბავშვის მამა. დღეს მ-----მ იცის, რომ მისი მამა გ------ი ლ-------–ია, მას ჰყავს ძმა გ------ი ლ-------–ი, რომელთან ერთადაც იზრდება, უყვარს და თამაშობს. გ------ის მშობლები - მისი პაპა და ბებია, ბავშვს ნამდვილ ბებია-პაპობას უწევენ, მას მშობლიური, თბილი და მზრუნველი გარემო აქვს შექმნილი გ------ი ლ-------–ის ოჯახში. ამიტომ, თუ სასამართლო აქამდე მიიჩნევდა, რომ უნდა დაეკმაყოფილებინა გ--- ტ------–---–ის სარჩელი, რომლის რეალურ ინტერესს ის კი არ წარმოადგენს, რომ შვილს გვარი მისცეს, მასთან ურთიერთობა ჰქონდეს, იზრუნოს, არამედ მხოლოდ შურისძიება ამოძრავებს, რომ მ---- ქ----------–---–ს და ბავშვს ცხოვრება დაუნგრიოს. ამიტომ დავის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ უპირველეს ყოვლისა მ----- ლ-------–ის ინტერესებზე უნდა იმსჯელოს. ჩვენს მიერ მეორე ფაქტობრივ გარემოებაში მითითებულია გარემოებები, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მესამე სასარჩელო მოთხოვნა. არა მხოლოდ მ---- ქ----------–---–ი, არამედ გ------ი ლ-------–იც, მ----- ლ-------–ის ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიული წინააღმდეგები არიან ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის და გ--- ტ------–---–ის მასთან ურთიერთობის. როცა მ----- ლ-------–ი გაიზრდება და ექნება დამოუკიდებელი განსჯის უნარი, იგი სინამდვილეს შეიტყობს და თავად გადაწყვეტს მხოლოდ ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობის საკითხს, რომელსაც მამად ყოფნის ფაქტი მას შემდეგ გაახსენდა, რაც მ---- ქ----------–---–ის მეორედ ქორწინების შესახებ შეიტყო.

 

3. სასარჩელო მოთხოვნა, შეგებებული სარჩელით:

 

3.1. დადასტურდეს გ------ი ლ-------–ის, პ/ნ 2----------, მიერ 2----–-–-----------–ს დაბადებული მ----- ლ-------–ის, პ/ნ 0---------- შვილად აყვანის ფაქტი.

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით გ------ი ლ-------–ს მ----- მიღებული ჰყავს როგორც ბიოლოგიური შვილი, იგი და მისი ოჯახი ზრუნავს და ზრდის როგორც საკუთარს, მიაჩნია, რომ უნდა დაიცვას როგორც გამზრდელი მშობლის, ისე მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესები. როდესაც გ------ი ლ-------–მა მ---- ქ----------–---–ი გაიცნო და ცოლობა სთხოვა, ოჯახის შექმნა შესთავაზა, უკვე იცოდა ბავშვის და მისი მდგომარეობა. გ------ი ლ-------–ის კეთილშობილება უპირველეს ყოვლისა იმაში გამოვლინდა, რომ მ---- ქ----------–---–ის შესთავაზა ბავშვის თავისთან სახლში მიყვანა, ოჯახთან ერთად ცხოვრება და შვილად აღიარება (მისთვის ეს პირველი ქორწინებაა). რადგან მოსარჩელე არ იყო დაბადების სააქტო ჩანაწერსა და დაბადების მოწმობაში მითითებული როგორც მამა, არანაირ ინტერესს არ იჩენდა ბავშვის მიმართ, სამართლებრივად და მორალურადაც სწორად გადაწყვიტა მ-----ს არსებობისათვის კანონიერი სახე მიეცა.

4.მოპასუხის პოზიცია, შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით

 

წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხე მხარემ შეგებებულ სარჩელში არ ცნო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ გ--- ტ------–---–ი და მ---- ქ----------–---–ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იყვნენ და მათი ქორწინება იყო ნამდვილი.ბავშვის დაბადება გაუხარდა გ--- ტ------–---–საც და მის მშობლებსაც, რაც შეეხება გ---ს მითითებას მამის გრაფაში,აღნიშნული განპირობებული იყო იმით რომ ვერ მოხერხდა გ---ს და მ----ს ერთობლივი მისვლა სამოქალაქო რეესტრში, ამის შემდეგ ურთიერთობაც დაეძაბათ და მ----მ საერთოდ უარი თქვა გ--- ტ------–---–ი ჩაწერილიყო მ-----ს დაბადების სააქტო ჩანაწერში.რაც შეეხება მ----ს მეორე ქმრის კეთილშობილებას, იგი ბავშვის მამად ჩაეწერა მხოლოდ მაშინ,როცა გ--- ტ------–---–მა მიმართა სასამართლოს მამობის დადგენის მოთხოვნით და დაიწყო საქმის წარმოება.გ--- ყოველთვის იჩენდა ინეტრესს საკუთარი შვილის მიმართ, მაგრამ მ---- ქ----------–---–ის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებდა ვერც მის ნახვას და ვერც სათანადო ზრუნვას შვილზე.

 

5. დაინტერესებულ პირთა პოზიცია

 

5.1. დაინტერესებულმა პირმა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებითა და კანონის შესაბამისად მოხდეს სადავო საკითხი გადაწყვეტა.

 

6. ფაქტობრივი გარემოებები

6.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

6.1.1. 2015 წლის მაისის თვეში გ--- ტ------–---–ი დაქორწინდა მ---- ქ----------–---–ზე, რომელიც იმ დროისათვის იყო არასრულწლოვანი, აღნიშნულის გამო გ--- ტ------–---–ი მიცემული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განაჩენი, გამოკითხვის ოქმი (ს.ფ. 16-29);

 

6.1.2. ერთად ცხოვრების პერიოდში გ--- ტ------–---–ს და მ---- ქ----------–---–ს 2----–-–------------–ს შეეძინათ შვილი - მ----- ქ----------–---–ი (პ/ნ 0----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობის ასლი, (ს.ფ. 36)

- გამოკითხვის ოქმი, განაჩენი (ს.ფ. 18-24);

 

6.1.3. მ---- ქ----------–---–ი და გ------ი ლ-------–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ---- ქ----------–---–ის და გ------ი ლ-------–ის ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 40);

 

7.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

7.3.4. მ---- ქ----------–---–ი გ--- ტ------–---–ს შვილს არ აჩვენებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი; დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ.1-15;212-225 );

 

7.3.6. 2017 წლის 22 აგვისტოს, მას შემდეგ რაც დავა დაიწყო მამობის დადგენის თაობაზე, მ---- ქ----------–---–მა და მისმა მეორე მეუღლემ გ------ი ლ-------–მა მიმართეს სამოქალაქო რეესტრს და ცვლილებები შეიტანეს მ-----ს დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ მ-----ს მამად მიეთითა გ------ი ლ-------–ი და მ-----ს გვარად განისაზღვრა - ლ-------–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ----- ლ-------–ის დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 98);

7.3.7. 2018 წლის 13 აგვისტოს გ---------ის რაიონული განყოფილების ს--–---–---------–--ის ნ----- ქ---------–-–---–ის მიერ გაცემული N3--- დასკვნის თანახმად,დადგენილია, რომ ,,2015 წლის მაისში სიყვარულით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გ--- ტ------–---–ი დაქორწინდა მ---- ქ----------–---–ზე. დაოჯახების შემდეგ დასახლდნენ სოფელ კ---------ში გ---ს მშობლების სახლში. გ---ს მშობლებმა სიხარულით მიიღეს რძალი. მაისის თვეში გაიგეს, რომ მ---- ორსულად იყო და მალევე დაყენეს აღრიცხვაზე ქ. თ---–--ში შპს კლინიკაში ,,ა---–----–--–--–-“. გ---ს და მ---ს (ყოფილი დედამთილი) მ---- რეგულარულად დაჰყავდათ ექიმთან ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით.2----–-–-----------–ს იმავე კლინიკაში შეეძინათ მდედრობითი სქესის ახალშობილი. რადგან იმ დროისთვის ბავშვის დედა არასრულწლოვანი იყო, ქორწინების რეგისტრაცია ვერ მოხერხდა მ---- ქ----------–---–ის ასაკიდან გამომდინარე. გ---ს სიდედრის რეკომენდაციით, ბავშვი გატარდა ბიოლოგიური დედის გვარზე - ქ----------–---–ზე. გ--- ტ------–---–ი არასრულწლოვანთან ქორწინების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც კი მისცეს. მოპოვებული ინფორმაციით, თავდაპირველად ახალშობილი მ----- ქ----------–---–ი ცხოვრობდა მამის ოჯახში. თვენახევრის ასაკში მ-----ს შეხვდა ყივანახველა, რის გამოც სასწრაფოდ წაიყვანეს ,,ჯ-------------–ის“ გ---------ის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, საიდანაც კატასტროფის ბრიგადამ ბავშვი გადაიყვანა ქ. თ---–--ში. საავადმყოფოში 16 დღე-ღამის განმავლობაში მთლიანად მზრუნველობას ახორციელებდა მ----- ბიოლოგიური ბებია (მამის მხრიდან) - მ--- გიკაშვილი. ბიოლოგიური მშობლები: გ--- და მ---- კი იმყოფებოდნენ გ---ს მამის ძმის ოჯახში და იქიდან დადიოდნენ ბავშვის სანახავად. ოჯახში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში გ---ს და მ----ს დაეძაბათ ურთიერთობები. რის შემდეგაც მ---- წავიდა სახლიდან. გ--- ყოველ კვირა დღეს აკითხავდა შვილს ხან სოფელ ბ------–--ეში, ხან ქალაქ რ-------ში, ხოლო გამზრდელ ბებიას(გ---ს დედას) არ აჩვენებდნენ შვილიშვილს მ----ს ოჯახის წევრები.

მ---- ქ----------–---–ის გათხოვების შემდეგ, გ--- ყოველთვის იჩენდა ინტერესს საკუთარი შვილის მიმართ, მაგრამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს ვერც შვილის ნახვას და ვერც სათანადო ზრუნვას.“ ამავე დასკვნის თანახმად გ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიური მამის - გ--- ტ------–---–ის ოჯახში არის კეთილსაიმედო გარემო არასრულწლოვან მ----- ლ-------–ის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისათვის.

 

2018 წლის 03 აგვისტოს კ-----------–---–---------------------------------–------ის ს--–---–---------–--ის ე-–--ა ტ------–---–ის მიერ გაცემული N3--- დასკვნის თანახმად, შესრულდა ბავშვის მ----- ლ-------–ის და მისი მშობლების გ------ი ლ-------–ის და მ---- ქ----------–---–ის ოჯახის შეფასება. განხორციელებული ვიზიტების და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ გ------ი ლ-------–ისა და მ---- ქ----------–---–ის ოჯახში ბავშვისათვის შექმნილია უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო. გოგონას ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. ის იზრდება მზრუნველ და მოსიყვარულე გარემოში. ოჯახში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და განვითარებას. დასკვნის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სასურველია იგი იზრდებოდეს სრულფასოვან ოჯახში, მშობლების გვერდით. ამასთანავე მას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე საკუთარი წარმომავლობის შესახებ. მიზანშეწონილი აღნიშნული ინფორმაცია ბავშვისათვის მიწოდებულ იქნეს ასაკის შესაბამისად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

8.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩლის მოთხოვნა უარყოფილ იქნეს.

 

9. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე, ’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 მუხლები, მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაცია, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-2, მე-3, მე-7,მე-9, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე, 1196-ე, 1198-ე მუხლები.

 

10. სამართლებრივი შეფასება

 

10.1. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დადგინდეს მოსარჩელე გ--- ტ------–---–ის მამობა მისი მცირეწლოვანი შვილის, მ----- ლ-------–ის მიმართ, მ----- ლ-------–ს მიენიჭოს მამის გვარია - ტ------–---–ი და შესაბამისი ცვლილებები იქნეს შეტანილი მ----- ლ-------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში N 0----------, კერძოდ მ----- ლ-------–ს მამის გრაფაში ნაცვლად გ------ი ლ-------–ის გვარის გრაფაში ნაცვლად „ლ-------–ისა“ მიეთითოს მისი ბიოლოგიური მამის გ--- ტ------–---–ის გვარი - ტ------–---–ი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას. ამავე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.

 

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მამობის დადგენისათვის არ არის აუცილებელი მოცემული მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული ყველა პირობის არსებობა, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს ერთ-ერთი მათგანი. განსახილველი ნორმის მიხედვით, მამობის დადგენისას აუცილებელია ისეთი გარემოებების არსებობის დადასტურება, რომლებიც უკავშირდება საოჯახო ურთიერთობებს, ოჯახის შექმნის მიზანს ან პოტენციური მამის მიერ მამობის აღიარების ფაქტს.

 

’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.

 

დადგენილია, რომ მ---- ქ----------–---–სა და გ--- ტ------–---–ს შორის არსებობდა ფაქტობრივი თანაცხოვრება, რა დროსაც შეეძინათ შვილი, 2----–-–------------–ს დაბადებული მ----- ქ----------–---–ი, ბავშვის დაბადებისას მოპასუხე მ---- ქ----------–---–ი იყო არასრულწლოვანი, მათ ვერ მოახერხეს ერთობლივად მისვლა სამოქალაქო რეესტრში, ხოლო შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა გ--- ტ------–---–სა და მ---- ქ----------–---–ს, მ----მ უარი განაცხადა გ--- ტ------–---–ი ჩაწერილიყო მ-----ს დაბადების მოწმობაში და ბავშვს მისცემოდა ბიოლოგიური მამის გვარი. მ---- ქ----------–---–მა 2016 წლის ნოემბერში შექმნა სხვა ოჯახი გ------ი ლ-------–თან, ხოლო გ--- ტ------–---–ის მიერ 2107 წლის 21 ივნისს სასამართლოსათვის სარჩელით მომართვის შემდეგ, უკვე 2017 წლის 22 აგვისტოს გ------ი ლ-------–ი ჩაეწერა ბავშვის მამად და ბავშვს მისცეს გვარი ლ-------–ი.

 

’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამასა და დედას ეკისრებათ იგივე ვალდებულებები ბავშვთა ზრუნვაზე, როგორიც მათ ექნებოდათ ქორწინების შემთხვევაში.

 

‘’ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მეორე მუხლი ადგენს თითოეული ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობას და მათ დაცვას დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით. რაც შეეხება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლებებს, იგი დაცულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით - საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით, ასევე ’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციით.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად,ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და დაბადების მომენტიდან აქვს სახელისა და მოქალქეობის მოპოვების უფლება,აგრეთვე რამდენდაც ეს შესაძლებელია, უფლება , იცნობდეს თავის მშობლებს და მათი მხრიდან ზრუნვის უფლება.

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის.

 

მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

 

მოცემულ შემთხვევაში 2----–-–------------–ს დაბადებული მ----- ლ-------–ი არის მცირეწლოვანი და მის მიმართ მამობის დადგენა შეესაბამება ბავშვის ინტერესს, ვინაიდან მას აქვს უფლება შეინარჩუნოს კავშირი როგორც დედასთან ,ასევე ბიოლოგიურ მამასთან, აღიარებული იყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების პატივისცემა, მოახდინოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზება, მათ-შორის მიიღოს მშობლებისაგან სარჩო, საცხოვრისი, განათლებაში ხელშეწყობა, მისი აღზრდა-განვითარებისა და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო სიკეთეები.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სსიპ სო–---–--------------------------------------–--ისა და გ---------ის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდეგნილი დასკვნების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, მხარეთა პოზიციის, მათ შორის სსიპ სო–---–--------------------------------------–---------------–------------–--ის წარმომადგენელის პოზიციის, მოცემულ შემთხვევაში მცირეწლოვანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე, მ----- ლ-------–ისათვის ბილოგიური მამის გვარის - ტ------–---–ის მინიჭებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე მ----- ლ-------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ მ----- ლ-------–ს მამის გრაფაში ნაცვლად გ------ი ლ-------–ის გვარისა „ლ-------–ი“ბიოლოგიური მამის გ--- ტ------–---–ის გვარის - ტ------–---–ის მითითების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

10.2. რაც შეეხება შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას, რომ დადასტურდეს გ------ი ლ-------–ის, მიერ 2----–-–-----------–ს დაბადებული მ----- ლ-------–ის, შვილად აყვანის ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბავშვს ჰყავს როგორც ბიოლოგიური დედა, ასევე ბიოლოგიური მამა, რომელსაც არ შეუწყვეტია ბავშვი დაბადების მომენტიდან ბავშვზე ზრუნვა, ხოლო მას შემდეგ რაც მ---- ქ----------–---–ი წავიდა გ--- ტ------–---–ის ოჯახიდან, მისი მცდელობის მიუხედავად მ---- ქ----------–---–ი არ აჩვენებდა ბავშვს, არა მარტო გ--- ტ------–---–ს,არამდე მისი ოჯახის წევრებსაც, მოცემულ შემთხვევაში გ---ს დედას.

ასევე დადგენილი ის გარემოებაც, რომ შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე გ------ი ლ-------–ისათვის ცნობილი გახდა რა, რომ გ--- ტ------–---–ს სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში მამად ცნობისა და ბავშვისათვის გვარის მინიჭების თაობაზე, იგი ჩაეწერა ბავშვის მამად და ბავშვს მიანიჭა თავის გვარი ლ-------–ი. მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია, ვინაიდან ბავშვის ბიოლოგიურ მამას მიხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა მ---- ქრიასტესიაშვილთან, არ განუცხადებია უარი თავისი შვილის მამობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1251-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ბავშვის გასაშვილებლად, რომელსაც მშობლები ჰყავს, აუცილებელია მათი თანხმობა.

გაეროს 1989 წლის კონვენციის მე-7 მუხლის თანახმადაც, ბავშვს აქვს უფლება, რამდენადაც ეს შესაძლებელია სცნობდეს თავის მშობლებს და მას ასევე აქვს უფლება მშობელთა მზრუნველობაზე.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

11. საპროცესო ხარჯები

 

11.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღსანიშნავია, რომ არც თავდაპირველი სარჩელში და არც დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელე გ--- ტ------–---–ს არ აქვს მითითებული მის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობაზე და არც რაიმე მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

12. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

12.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე,365-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე გ--- ტ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფლდეს შემდეგნაირად:

 

1.1. გ--- ტ------–---–ი (პირადი N1----------) ცნობილი იქნეს მ----- ლ-------–ის (პირადი N0----------) მამად და შევიდეს ცვლილება 2----–-–------------–ს დაბადებული მ----- ლ-------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში (ჩანაწერის ნომერი - 0----------) და გასცეს დაბადების მოწმობა: მამის გრაფაში გ------ი ლ-------–ის ნაცვლად მიეთითოს მამა - გ--- ტ------–---–ი და ბავშვის გვარის გრაფაში მიეთითოს- ტ------–---–ი.

1.2. გ--- ტ------–---–ს უარი ეთქვას მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების მოპასუხეს მხარისათვის დაკისრების თაობაზე.

2. არ დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე გ------ი ლ-------–ის სარჩელი.

3. მოპასუხე მ---- ქ----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

4. გ------ი ლ-------–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად.

5. აგადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე