გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/16459 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე - ვა-–---ა ალ---ა
წარმომადგენელი ნა----–----–-----ი
მოპასუხე ზი-------ნ მუ-------ვ
წარმომადგენელი ლა--- მუ-------ვა
დავის საგანი - მამობის დადგენა, სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
არასრულწლოვანი ბავშვის, სა------ ალ---ის (დაბადებული 2012 წლის 0---------; პირადი N0----------) მამად სა------ მუ-------ვის (პირადი N1----------; გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N0----------) აღიარება და შესაბამისი ცვლილების შეტანა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ ბავშვის მამის გრაფაში სა------ მუ-------ვის (პირადი N1----------) მითითება, ხოლო ბავშვის გვარის გრაფაში - ალ---ის ნაცვლად მამის გვარის - მუ-------ვის მითითება.
მოსარჩელე ვა-–---ა ალ---ა 2004 წლიდან იმყოფებოდა ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში სა------ მუ-------ვასთან. მათ შეეძინათ სამი შვილი. რუ--–-- მუ-------ვის (დაბადებული 2005 წლის 2--------) და ზა--- მუ-------ვის (დაბადებული 2006 წლის 2-----–---) დაბადების მოწმობებში მშობლების გრაფაში მამად დაფიქსირებულია სა------ მუ-------ვი, ხოლო დედა - ვა-–---ა ალ---ი. რაც შეეხება მესამე შვილს, სა------ ალ---ს, იგი დაიბადა 2012 წლის 0---------, მამის სა------ მუ-------ვის გარდაცვალების შემდეგ. საიდინ მუ-------ვი გარდაიცვალა 2011 წლის 2-----–---. მოსარჩელე მხარეს, ვა-–---ა ალ---ას ბავშვი შეეძინა მეუღლის, სა------ მუ-------ვის გარდაცვალებიდან 8 თვის განმავლობაში. აწ გარდაცვლილი საიდან მუ-------ვის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მამა ზი-------ნ მუ-------ვი და ორი არასრულწლოვანი შვილი: რუ--–-- მუ-------ვი და ზა--- მუ-------ვი. სხვა პირველი რიგის მემკვიდრეები სა------ მუ-------ვს არ ჰყავს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 0------------ გადაწყვეტილებით, საიდინ ალ---ს უარი ეთქვა მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე.
(იხ. სარჩელი, სასამაღთლო სხდომის ოქმი)
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ზი-------ნ მუ-------ვი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას სა------ ალ---ის (დაბადებული 2012 წლის 0---------) მამად სა------ მუ-------ვის (გარდაცვალების თარიღი 2011 წლის 26 ივლისი) აღიარებისა და ბავშვის დაბადების მოწმობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე
(იხ. შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ვა-–---ა ალ---ა და სა------ მუ-------ვი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. რუ--–-- მუ-------ვი (დაბადებული 2005 წლის 2--------) და ზა--- მუ-------ვი (დაბადებული 2006 წლის 2-----–---) წარმოადგენენ ვა-–---ა ალ---ას და სა------ მუ-------ვის შვილებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი ნ----------- (ს.ფ. 16);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი ნ---------- (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- მოწმეების შა----------------ს და ფა--------------------ს ჩვენებები (2018 წლის 30 აგვისტოს სხდომის ოქმი).
3.1.2. სა------ მუ-------ვი გარდაიცვალა 2011 წლის 2-----–---. მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მამა ზი-------ნ მუ-------ვი და შვილები რუ--–-- მუ-------ვი და ზა--- მუ-------ვი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2017 წლის 3 ნოემბერს N0----------- განცხადებით მიმართა ვა-–---ა ალ---ას წარმომადგენელმა და მოითხოვა ვა-–---ა ალ---ას არასრუწლოვანი შვილის სა------ ალ---ის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვთ ბავშვის დაბადების მომენტისათვის ქორწინებაში არმყოფ მშობლებს ერთობლივად. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მამობის დადგენა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. გამომდინარე აღნიშნულიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 0------------ გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ვა-–---ა ალ---ას სა------ ალ---ის მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2017 წლის 0------------ გადაწყვეტილება N1------ (ს.ფ. 25-26).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სა------ ალ---ი დაიბადა 2012 წლის 0---------. დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მითითებულია ვა-–---ა ალ---ა, ხოლო მამის ვინაობა მითითებული არ არის. სა------ ალ---ი დაიაბადა სა------ მუ-------ვის გარდაცვალების შემდგომ. მოწმეების შა----------------ს და ფა--------------------ს ჩვენებიდან გამომდინარე, ვა-–---ა ალ---ა და სა------ მუ-------ვი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში, მათ შეეძინათ სამი საერთო შვილი. რუ--–-- მუ-------ვი და ზა--- მუ-------ვი დაიბადნენ ვა-–---ა ალ---ას და სა------ მუ-------ვის ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში, ხოლო სა------ ალ---ი დაიბადა მამის, სა------ მუ-------ვის გარდაცვალების შემდგომ. აღნიშნულ გარემოებას ეთანხმება მოპასუხე ზი--------ნ მუ-------ვიც (სა------ მუ-------ვის მამა) და მიუთითებს, რომ სა------ ალ---ი (დაბადებული 2012 წლის 0---------) წარმოადგენს ვა-–---ა ალ---ას და სა------ მუ-------ვის შვილს, რომელიც დაიბადა სა------ მუ-------ვის გარდაცვალების შემდგომ, რამდენიმე თვეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
- მოწმეების შა----------------ს და ფა--------------------ს ჩვენებები (2018 წლის 30 აგვისტოს სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხემ ცნო სარჩელი მამობის აღიარებისა და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვა-–---ა ალ---ას სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-5 მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1190-ე, 1195-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელემ მოითხოვა სა------ ალ---ის (დაბადებული 2012 წლის 0---------; პირადი N0----------) მამად სა------ მუ-------ვის (პირადი N1----------; გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N0----------) აღიარება და შესაბამისი ცვლილების შეტანა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში.
სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლებამოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.
სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა-–---ა ალ---ას და სა------ მუ-------ვი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. რუ--–-- მუ-------ვი (დაბადებული 2005 წლის 2--------) და ზა--- მუ-------ვი (დაბადებული 2006 წლის 2-----–---) წარმოადგენენ ვა-–---ა ალ---ას და სა------ მუ-------ვის შვილებს. სა------ მუ-------ვი გარდაიცვალა 2011 წლის 2-----–---. მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მამა ზი-------ნ მუ-------ვი და შვილები რუ--–-- მუ-------ვი და ზა--- მუ-------ვი.
მოპასუხე ზი-------ნ მუ-------ვმა ცნო სარჩელი მამობის აღიარების თაობაზე მოთხოვნის შესახებ. იგი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას 2012 წლის 0--------- დაბადებული სა------ ალ---ის მამად სა------ მუ-------ვის (გარდაცვალების თარიღი 2011 წლის 26 ივლისის) აღიარებისა და დაბადების მოწმობაში შესაბამისი ცვლილებების განხორცილების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა-–---ა ალ---ას 2012 წლის 0--------- შეეძინა შვილი სა------ ალ---ი. არასრულწლოვანი ბავშვის დაბადების მოწმობაში არ არის მითითებული მამის ვინაობა. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 0------------ გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ვა-–---ა ალ---ას საიადან ალ---ის მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვთ ბავშვის დაბადების მომენტისათვის ქორწინებაში არმყოფ მშობლებს ერთობლივად. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მამობის დადგენა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქმის მასალების მიხედვით, სა------ ალ---ი დაიბადა 2012 წლის 0---------. დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მითითებულია ვა-–---ა ალ---ა, ხოლო მამის ვინაობა მითითებული არ არის. სა------ ალ---ი დაიაბადა სა------ მუ-------ვის გარდაცვალების შემდგომ. მოწმეების შა----------------ს და ფა--------------------ს ჩვენებიდან გამომდინარე, რომლებიც არიან მოსარჩელე მხარის მეზობლები, ვა-–---ა ალ---ა და სა------ მუ-------ვი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში, მათ შეეძინათ სამი საერთო შვილი. რუ--–-- მუ-------ვი და ზა--- მუ-------ვი დაიბადნენ ვა-–---ა ალ---ას და სა------ მუ-------ვის ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში, ხოლო სა------ ალ---ი დაიბადა მამის, სა------ მუ-------ვის გარდაცვალების შემდგომ. აღნიშნულ გარემოებას ეთანხმება მოპასუხე ზი-------ნ მუ-------ვი (სა------ მუ-------ვის მამა) და მიუთითებს, რომ სა------ ალ---ი (დაბადებული 2012 წლის 0---------) წარმოადგენს ვა-–---ა ალ---ას და სა------ მუ-------ვის შვილს, რომელიც დაიბადა სა------ მუ-------ვის გარდაცვალების შემდგომ, რამდენიმე თვეში.
,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებულ ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით, თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.
მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს არასრულწლოვანი სა------ ალ---ისათვის ბიოლოგიური მამის, სა------ მუ-------ვის გვარის მინიჭება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება არასრულწლოვანის დაბადების სააქტო ჩანაწერში. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას მამობის დადგენისა და ბავშვის დაბადების მოწმობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე და ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენებით) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ვა-–---ა ალ---ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, ვა-–---ა ალ---ის სარჩელი მოპასუხე ზაიფადუნ მუ-------ვის მიმართ მამობის დადგენისა და სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1-7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოპასუხე ზი-------ნ მუ-------ვმა ცნო მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-49-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ვა-–---ა ალ---ას (პირადი N1----------) სარჩელი;
სა------ მუ-------ვი (პირადი N1----------; გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N0----------) ცნობილ იქნეს არასრულწლოვანი ბავშვის, სა------ ალ---ის (დაბადებული 2012 წლის 0---------; პირადი N0----------) მამად, რის შესაბამისადაც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ ცვლილება შეიტანოს სა------ ალ---ის (დაბადებული 2012 წლის 0---------; პირადი N0----------) დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ: მამის გრაფაში მიეთითოს სა------ მუ-------ვი (პირადი N1----------; გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N0----------), ხოლო ბავშვის გვარის გრაფაში - ალ---ის ნაცვლად მიეთითოს - მუ-------ვი; დაბადების სააქტო ჩანაწერის სხვა მონაცემები დარჩეს უცვლელი;
2. დაუბრუნდეს მოსარჩელე ვა-–---ა ალ---ას (პირადი N1----------) მისი წარმომადგენლის ნა----–----–-----ის (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "თიბისი ბანკი", საგადახდო დავალება №0, მიმღების ანგარიში №300773150) 2018 წლის 18 იანვარს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გიორგი მაისურაძე