გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2019
საქმის ნომერი
330210018002737362
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34170 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე ზ------ ნა------–---–ი

წარმომადგენელი ი----------–--ე

მოპასუხე ნ---------------–ი

წარმომადგენელი მა--------–--ე

მოპასუხე გ--------------ე

წარმომადგენელი ზ----------------

მესამე პირი სსიპ სოცილაური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი მ--------–---------–---ი

დავის საგანი მამობის დადგენა, დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანა, გვარის მინიჭება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

არასრულწლოვანი ბავშვების, ილ----------ს (დაბადებული 2----–-–------------; პირადი N-----------) და ლ-----------ის (დაბადებული 2----–-–---------–---, პირადი N-----------) მამად ზ------ ნა------–---–ის (პირადი N-----------) აღიარება და შესაბამისი ცვლილების შეტანა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ არასრულწლოვანი ბავშვების ილ----------ს (დაბადებული 2----–-–------------) და ლ-----------ის (დაბადებული 2----–-–---------–---) მამის გრაფაში ნაცვლად გ--------------ისა ზ------ ნა------–---–ის მითითება, ხოლო არასრულწლოვანი ბავშვების გვარის გრაფაში ნაცვლად კი------ა მიეთითოს ნა------–---–ი;

 

მოსარჩელე ზ------ ნა------–---–ი ქორწინების გარეშე ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე ნ---------------–თან. ეს უკანასკნელი ასევე ქორწინების გარეშე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა მოპასუხე გ--------------ესთან. მათ ჰყავთ საერთო შვილი. მოპასუხე ნ---------------–ს ურთიერთობა ჰქონდა როგორც ზ------ ნა------–---–თან, ასევე მოპასუხე გ--------------ესთან. ეს ურთიერთობა გაგრძელდა წლების განმავლობაში, რა პერიოდშიც მოპასუხე ნ---------------–ს შეეძინა კიდევ ორი შვილი: ლ-----------–------------ი. ნ---------------–ის მტკიცებით ბავშვების დაბადების პერიოდისათვის მას ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ ზ------ ნა------–---–თან, მიუხედავად ამისა, გ--------------ეს ეგონა, რომ ი-–---------ე (დაბადებული 2----–-–------------) და ლ-----------ე (დაბადებული 2----–-–---------–---) მისი შვილები იყვნენ. მოსარჩელე ზ------ ნა------–---–ისათვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ იგი არის ნ---------------–ის შვილების - ილ----------ს და ლ-----------ის ბიოლოგიური მამა. შესაბამისად, მისი მოთხოვნა არის მამობის დადგენა და შესაბამის სარეგისტრაციო დოკუმენტებში ცვლილებების განხორციელება.

(სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ---------------–ი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ილ----------ს (დაბადებული 2----–-–------------) და ლ-----------ის (დაბადებული 2----–-–---------–---) მამად ზ------ ნა------–---–ის აღიარებისა და ბავშვების დაბადების მოწმობებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

2.2. მოპასუხე გ--------------ემ შესაგებელში არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვების, ილ----------ს და ლ-----------ის მამად ზ------ ნა------–---–ის აღიარებისა და დაბადების მოწმობებში ცვლილებების განხორციელების შესახებ;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე ნ---------------–ს შეეძინა ორი შვილი: 2----–-–------------ დაბადებული ი-–---------ე და 2----–-–---------–--- დაბადებული ლ-----------ე;

არასრულწლოვანი ბავშვების დაბადების მოწმობებში მამის გრაფაში მამად მითითებულია გ--------------ე;

ნ---------------–ი და გ--------------ე გარკვეული პერიოდი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 22);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზ------ ნა------–---–ის განცხადებები არასრულწლოვანი ლ-----------ის და ილ----------ს მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე. სარგეგისტრაციო ორგანოში არ იქნა წარდგენილი ლ-----------ის და ილ----------ს დაბადების აქტის ჩანაწერებში მშობლებად მითითებული პირების თანხმობა/მინდობილობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 06.11.2018 წლის გადაწყვეტილება N------------ (ს.ფ. 17-18);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 06.11.2018 წლის გადაწყვეტილება N------------ (ს.ფ. 19-20).

 

3.1.3. მოსარჩელე ზ------ ნა------–---–ი და მოპასუხე ნ---------------–ი 2019 წლის იანვრის თვიდან არასრულწლოვან ბავშვებთან, ლ-----------ესთან და ი-–---------ესთან ერთად ცხოვრობენ ერთ ოჯახად. ზ------ ნა------–---–ს არასრულწლოვან ბავშვებთან აქვს ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------–ს შედგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ზ------ ნა------–---–ი არის ნ---------------–ის ბიოლოგიური შვილების, 2----–-–------------ დაბადებული ილ----------ს და 2----–-–---------–--- დაბადებული ლ-----------ის ბიოლოგიური მამა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------–ს შედგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა N---------- (ს.ფ. 84-93).

 

3.2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვებს დაბადებიდანვე აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება. მათ ასევე უფლება აქვს იცოდნენ ვინ არის მათი მამა და იცნობდნენ მას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სოციალური სამსახური მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვების მამად, ზ------ ნა------–---–ის აღიარების შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_მესამე პირის წარმომადგენლის განმარტება (2019 წლის 01 მაისის სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი მამობის აღიარებისა და ბავშვების დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ------ ნა------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-5, მე-7 მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1190-ე და 1195-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელემ მოითხოვა 2----–-–------------ დაბადებული ილ----------ს და 2----–-–---------–--- დაბადებული ლ-----------ის მამად ზ------ ნა------–---–ის აღიარება და ბავშვების დაბადების მოწმობების სააქტო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მამის გვარის - ნა------–---–ის მინიჭება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლებამოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.

 

დადგენილია, რომ ნ---------------–ს შეეძინა ორი შვილი: 2----–-–------------ დაბადებული ი-–---------ე და 2----–-–---------–--- დაბადებული ლ-----------ე. არასრულწლოვანი ბავშვების დაბადების მოწმობებში მამის გრაფაში მამად მითითებულია გ--------------ე. ნ---------------–ი და გ--------------ე გარკვეული პერიოდი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მოპასუხე ნ---------------–ი ქორწინების გარეშე ურთიერთობაში იმყოფებოდა ზ------ ნა------–---–თანაც. ამ უკანასკნელისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ იგი წარმოადგენს ნ---------------–ის შვილების, ილ----------ს და ლ-----------ის ბიოლოგიურ მამას.

 

,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზ------ ნა------–---–ის განცხადებები არასრულწლოვანი ლ-----------ის და ილ----------ს მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე. სარგეგისტრაციო ორგანოში არ იქნა წარდგენილი ლ-----------ის და ილ----------ს დაბადების აქტის ჩანაწერებში მშობლებად მითითებული პირების თანხმობა/მინდობილობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–---------------–-ს განჩინებით, დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექპერტიზა სამოქალაქო საქმეზე (------------ ზ------ ნა------–---–ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების ნ---------------–ის და გ--------------ის მიმართ, მამობის დადგენის და დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი შეკითხვა: არსებობს თუ არა 2----–-–------------ დაბადებულ ი-–---------ეს და 2----–-–---------–--- დაბადებულ ლ-----------ეს შორის გენეტიკური კავშირი, როგორც მამასა და შვილებს შორის.

 

დადგენილია, რომ სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------–ს შედგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ზ------ ნა------–---–ი არის ნ---------------–ის ბიოლოგიური შვილების, 2----–-–------------ დაბადებული ილ----------ს და 2----–-–---------–--- დაბადებული ლ-----------ის ბიოლოგიური მამა.

 

მოპასუხე ნ---------------–ი საქმის მომზადების ეტაპზე ცნობდა სასარჩელო მოთხოვნას ბავშვების მამად ზ------ ნა------–---–ის აღიარების შესახებ. ხოლო მოპასუხე გ--------------ე ზ------ ნა------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას დაეთანხმა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოში წარდგენის შემდეგ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეობისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებულ ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის საფუძველზე, ბავშვს დაბადებიდანვე აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება, აქვს უფლება იცოდეს თუ ვინ არის მისი მამა და იცნობდეს მას.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უფლება აქვთ იცოდნენ ვინ არის მამა და იცნობდნენ მას. ამასთან საქმეზე წარმოდგენილია ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას და არსებობს არასრულწლოვნის ლ-----------ის და ილ----------ს მამად, ზ------ ნა------–---–ის აღიარებისა და ბავშვების დაბადების სააქტო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით, თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.

 

მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვებისათვის, ლ-----------ის და ილ----------ს ბიოლოგიური მამის, ზ------ ნა------–---–ის გვარის მინიჭება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება არასრულწლოვანის დაბადების სააქტო ჩანაწერში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოპასუხებმა ცნეს სასარჩელო მოთხოვნა სრულად და ამასთან, კანონის დანაწესის თანახმად, რომლის მიხედვითაც, ბავშვების მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვების მამობის განსაზღვრის საკითხს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების - ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის გათვალისწინებით, ზ------ ნა------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენისა და დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ბავშვების დაბადების მოწმობის სააქტო ჩანაწერში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხე მხარემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ზ------ ნა------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი;

 

სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოპასუხე გ--------------ე არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის ანაზღაურებას, თუმცა მას მოსარჩელე ზ------ ნა------–---–ის მიერ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გენეტიკური ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა - 2250 ლარი - სადავო არ გაუხდია.

 

ამდენად, მოპასუხე გ--------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გენეტიკური ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2250 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ზ------ ნა------–---–ის (პირადი N-----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

ზ------ ნა------–---–ი (პირადი N-----------) ცნობილ იქნეს არასრულწლოვანი ბავშვების ილ----------ს (დაბადებული 2----–-–------------; პირადი N-----------) და ლ-----------ის (დაბადებული 2----–-–---------–---; პირადი N-----------) მამად, რის შესაბამისადაც ცვლილება შევიდეს არასრულწლოვანი ბავშვების დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ, არასრულწლოვანი ბავშვების ილ----------ს (დაბადებული 2----–-–------------; პირადი N-----------) და ლ-----------ის (დაბადებული 2----–-–---------–---; პირადი N-----------) მამის გრაფაში ნაცვლად გ--------------ისა (პირადი N-----------) მიეთითოს ზ------ ნა------–---–ი (პირადი N-----------), ხოლო არასრულწლოვანი ბავშვების გვარის გრაფაში ნაცვლად კი------ა მიეთითოს ნა------–---–ი;

2. დაუბრუნდეს ზ------ ნა------–---–ს (პირადი N-----------) მისი წარმომადგენლის ი----------–--ის (პირადი N-----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "თ------------, საგადახდო დავალება №0, მიმღების ანგარიში №300773150) 2018 წლის 26 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი;

 

3. დაეკისროს გ--------------ეს (პირადი N-----------) ზ------ ნა------–---–ის (პირადი N-----------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გენეტიკური ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2250 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე გიორგი მაისურაძე