გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32980-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - ი-–----------ა
წარმომადგენელი - მ--------------ე
მოპასუხე - ს-------–-----–--ა
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრი
წარმომადგენელი - მ-------–-----ე
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ს-------–-----–--ასათვის, არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------------–- დაბადებული ს----------–-----–--ას მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ასევე, ზამთრის არდადეგების პერიოდში 15 დღით და ზაფხულის არდადეგების პერიოდში 30 დღით, საზღვარგარეთ გაყვანის შესახებ ნებართვის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.
1.2. მოპასუხე ს-------–-----–--ასათვის, არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------------- დაბადებული ლ-----–-----–--ას მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ასევე, ზამთრის არდადეგების პერიოდში 15 დღით და ზაფხულის არდადეგების პერიოდში 30 დღით, საზღვარგარეთ გაყვანის შესახებ ნებართვის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად;
მხარეებს, ი-–----------ას და ს-------–-----–--ას ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: 2----–-–----------------–- დაბადებული ს----------–-----–--ა და 2----–-–----------------- დაბადებული ლ-----–-----–--ა. არასრულწლოვანი შვილები, ს----------–-----–--ა და ლ-----–-----–--ა ცხოვრობენ დედასთან, ი-–----------ასთან. მოპასუხე ს-------–-----–--ასთან ცხოვრობს მხარეთა საერთო შვილი, ს-----–-----–--ა, რომელიც დაიბადა 2----–-–--------------. მოპასუხე ს-------–-----–--ა არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილებზე, ს----------–-----–--ასა და ლ-----–-----–--აზე, არანაირ მონაწილეობას არ იღებს მათ აღზრდა-განვითარებაში. არასრულწლოვანი ბავშვები დადიან ცეკვის წრეზე და მათი ჯგუფი გაემგზავრა საზღვარგარეთ, კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა არასრულწლოვანი ს-------- და ლ-----–-----–--ები ვერ გაემგზავრნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მოპასუხე მხარემ შესაბამისი თანხმობა არ გასცა ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით. მოპასუხე ს-------–-----–--ა თავისი მოქმედებით აზიანებს არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს, ვინაიდან, იგი არ აძლევს მოსარჩელეს უფლებას, არასრულწლოვანი ს----------–-----–--ა და ლ-----–-----–--ა დროებით, არდადეგების პერიოდში, გაიყვანოს საზღვარგარეთ, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ მოინახულონ სხვადასხვა ქვეყნები და გაეცნონ სხვადასხვა ხალხის კულტურას, რაც დადებითად იმოქმედებს მათი სამომავლო განვითარებისათვის. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მოპასუხე მხარეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი ს----------–-----–--ას და ლ-----–-----–--ას მიმართ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით, ზაფხულის არდადეგების პერიოდში 30 (ოცდაათი) დღის ვადით, ხოლო ზამთრის არდადეგების პერიოდში, 15 დღის ვადით, გაყვანასთან დაკავშირებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე წარმოდგენილ შესაგებელში არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხე მხარის მითითებით, არასრულწლოვანი შვილების, ს----------–-----–--ას და ლ-----–-----–--ას ზრუნვაში ხელს უშლის დედა, ი-–----------ა. მოპასუხე მხარე წინააღმდეგია დედამ გაიყვანოს ბავშვები საზღვარგარეთ, ვინაიდან აღნიშნული არ შეესაბამება არასრულწლოვანთა სწორად აღზრდის ინტერესებს. მოპასუხე მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომ საზღვარგარეთ ბავშვების გაყვანის შემთხვევაში, ი-–----------ა აღარ დააბრუნებს ბავშვებს საქართველოში და ს-------–-----–--ა თავის შვილებს ვეღარ ნახავს. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა და მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ.
მოპასუხე ს-------–-----–--ა სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის წარმომადგენელი, არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით, ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანთა საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც დაკავშირებული იქნება არასრულწლოვანი ბავშვების კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებასთან. მხარეებს შორის რამდენიმე წლის წინაც მიმდინარეობდა დავა, რომელიც ეხებოდა არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრის საკითხს. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვების, ს----------–-----–--ას და ლ-----–-----–--ას მამა, ს-------–-----–--ა არც მაშინ და არც ახლა არ მოქმედებს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების შესაბამისად. წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა წინა სასამართლო დავაშიც და ინფორმირებულია ამ ოჯახთან დაკავშირებით. არასრულწლოვანი ბავშვები ჩართული არიან სხვადასხვა აქტივობებში, რის გამოც, შესაძლებელია, დღის წესრიგში დადგეს კონკრეტული მიზნით და ვადით ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანა. ბავშვების დედა ზრუნავს არასრულწლოვან შვილებზე და მაქსიმალურად ცდილობს მათ უზრუნველყოფას აღზრდისათვის საჭირო აუცილებლობებით, რაც დადებითად იმოქმედებს ბავშვების კეთილდღეობასა და სამომავლო განვითარებაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელია მამის დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, იგი არც კი ინტერესდება არასრულწლოვანთა მდგომარეობით, მათი აღზრდის საკითხებით. მოპასუხე არ ცდილობს ბავშვებთან აღადგინოს ურთიერთობა და იგი მიუთითებს, რომ მხოლოდ არ ეთანხმება საზღვარგარეთ ბავშვების გაყვანას, თუმცა რაიმე ალტერნატივას არ ასახელებს, რითაც გათვალისწინებული იქნებოდა არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდის ინტერესები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ი-–----------ას და ს-------–-----–--ას შეეძინათ სამი შვილი: ს-----–-----–--ა (დაბადებული 2-----–-–--------------), ს----------–-----–--ა (დაბადებული 2----–-–----------------–-) და ლ-----–-----–--ა (დაბადებული 2----–-–-----------------);
ს-----–-----–--ა, რომელიც ამჟამად სრულწლოვანია, ცხოვრობს მამასთან, ს-------–-----–--ასთან. არასრულწლოვანი ს----------–-----–--ა და ლ-----–-----–--ა ცხოვრობენ დედასთან, ი-–----------ასთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის სხდომის ოქმი);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 16);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-- (ს.ფ. 17).
3.1.2. ი-–----------ა და არასრულწლოვანი ს----------–-----–--ა და ლ-----–-----–--ა რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადების თარიღი 13.11.2018 წელი (ს.ფ. 16).
3.1.3. მოსარჩელე ი-–----------ა და მოპასუხე ს-------–-----–--ას შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 27 დეკემბერს მომზადებული დასკვნის მიხედვით, სოციალურმა მუშაკმა ვიზიტი განახორციელა მოსარჩელე ი-–----------ას საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თბილისი, ო---------------–------------------–-------------------------------------–----------- საცხოვრებელი წარმოადგენს ორ ოთახიან ბინას, რომელიც არის კეთილმოწყობილი, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საცხოვრებელი არის ი-–----------ას დედის საკუთრებაში. მოსარჩელე მხარის გადმოცემით, იგი ს-------–-----–--ასთან ერთ ოჯახად ცხოვრობდა 2000 წლის მარტის თვიდან 2007 წლამდე. მოსარჩელემ მეუღლესთან გარკვეული პერიოდი იცხოვრა მეტნაკლებად მშვიდ გარემოში. თანაცხოვრების შეწყვეტამდე ბოლო პერიოდში მეუღლესთან მისი ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, ვიანიდან სისტემატური სახე მიიღო მისი მხრიდან დამცირებამ, შეურაცხყოფამ და ფინანსური სიდუხჭირე გახდა გაუსაძლისი, ვინაიდან მეუღლეს მათი თანაცხოვრებისას არასდროს უმუშავია და იგი ოჯახს თანადგომას არ უწევდა.
მოსარჩელის გადმოცემით, თანაცხოვრების შეწყვეტის შემდგომ, იგი საცხოვრებლად გადმოვიდა დედ-მამის კუთვნილ ბინაში სამივე შვილთან ერთად. დაახლოებით ხუთი წლის წინ, ს-----–-----–--ა სტუმრად ჩავიდა მამასთან ს--------–-----------ში და შემდგომ, მამის ზეგავლენით, უკან დაბრუნებაზე უარი განაცხდა. ყოველ ჯერზე, როდესაც დედა საცხოვრებლად სთხოვს მასთან უკან დაბრუნებას, ს-----–-----–--ა არის წინააღმდეგი. ი-–----------ამ გაიარა ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გადასამზადებელი კურსი სახელმწიფოს დაფინანსებით (სტილისტობის განხრით) და ამჟამად, დაახლოებით ოთხი წელია, მუშაობს ს--–-----------–---ში, ს----–------ პოზიციაზე. ოჯახის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ი-–----------ას ხელფასითა და კერძო გამომუშავებით მიღებული შემოსავალი ყოველთვიურად 500-700 ლარის ოდენობით. მას ჰყავს თანადგომის ქსელი მშობლების და ძმების სახით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 27 დეკემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 52-53);
3.2.2. ს----------–-----–--ა და ლ-----–-----–--ა სწავლობენ ქ. თბილისის N--- საჯარო სკოლაში. მათი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია. ბავშვებს უყვართ სწავლა და კარგად ითვისებენ სასწავლო პროგრამას. არასრულწლოვნები ირიცხებიან ქ. თბილისის N-- პოლიკლინიკაში და რეგულარულად ხდება დედის მხრიდან მათი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება.
არასრულწლოვანი ს-------- და ლ-----–-----–--ები სწავლობენ ქ. თბილისის ო---------------–---–-----------------–--------------–-ში ქართული ხალხურ ცეკვის კლასში. 2018 წლის ოქტომბერში, ლ-----–-----–--ას მოუვიდა მოწვევა ცეკვის ფესტივალიდან, რომელიც იგეგმებოდა ა------------–-, ქ-------–-. აღნიშნულ მომენტში, მოპასუხე ს-------–-----–--ამ, დედას და შვილს უარი განუცხადა ნებართვის გაცემაზე, შვილის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რის გამოც, ლ-----–-----–--ა ვერ წავიდა ანსამბლთან ერთად აღნიშნულ ფესტივალზე. მოსარჩელის თქმით, ბიოლოგიური მამა დაახლოებით 5-6 თვეში ერთხელ ნახულობს შვილებს თბილისში სტუმრობის დროს, არ უწევს მათ მორალურ და ფინანსურ დახმარებას, არ ახორციელებს სატელეფონო კონტაქტს მოკითხვის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 27 დეკემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 52-53);
- ქ. თბილისის ო---------------–---–-----------------–--------------–ის მიერ 25.01.2019 წელს გაცემული N-- და N-- ცნობები (ს.ფ. 56-57).
3.2.3. სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩ-------–---ს რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ, მოპასუხე ს-------–-----–--ას საცხოვრებელი პირობების შემოწმების მიზნით, ვიზიტი განხორციელდა მის საცხოვრებელ მისამართზე, მდებარე ჩ-------–---ს რაიონი, ს------–--------------. მხარეები, ს-------–-----–--ა და ი-–----------ა არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. ზემოაღნიშნულ მისამართზე ს-------–-----–--ა ცხოვრობს შვილთან, ს-----–-----–--ასთან და დედასთან ერთად. მათ საკუთრებაში აქვთ ორსართულიანი და პატარა ერთსართულიანი სახლი. ჰიგიენური მდგომარეობა დაცულია. საცხოვრებელი ნორმალურ მდგომარეობაშია. ოჯახი არ არის სოციალურად დაუცველი. ს-------–-----–--ას და დედამისის ინფორმაციით, მათ შემოსავალს შეადგენს პენსია. თვითონ მოპასუხე მხარე არის უმუშევარი. ს-------–-----–--ას და მისი შვილის, ს-----–-----–--ას ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ, მამამ ს-----–-----–--ა წაიყვანა დედისა და დების სანახავად. მათი თქმით, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ საღამო საათებში ი---- მეტროსთან. შვილმა დედას სთხოვა სარჩელის გამოტანა, რაზეც უარი უთხრა დედამ. ძმა დებს ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით უკავშირდება. ს--- არ რჩება მათთან, მამას დაჰყავს პერიოდულად სანახავად. დედასთან კი არ აქვს კომუნიკაცია. ს-----–-----–--ას თქმით, როცა მათ გარდაეცვალათ ბაბუა, დაურეკა დებს, ისინი შეჰპირდნენ ჩამოსვლას, თუმცა არ ჩამოსულან, ფიქრობს, რომ დედამ არ დართო ნება. მამის ინფორმაციით, გოგონები არ ჩამოდიან სოფელში, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ყოველთვის ისვენებენ ჩ-------–---ში ნათესავებთან. ს-------–-----–--ას გადმოცემით, იგი არის უმუშევარი და როცა აქვს შესაძლებლობა, იმის მიხედვით ეხმარება თავის შვილებს. რაც შეეხება ცეკვის სტუდიიდან საზღვარგარეთ წასვლას, თუ მას ექნება დოკუმენტი, რომ მისი შვილები მიდიან სწორედ სტუდიის მიერ დაგეგმილ ღონისძებაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მითითებული იქნება ქვეყანა და გამგზავრების/დაბრუნების თარიღი, ამ შემთხვევაში გასცემს ნოტარიულ თანხმობას, ქვეყნის დატოვების შესახებ, მითითებული თარიღის პერიოდში.
სოციალური სამსახურის რეკომენდაციით, ყოფილი მეუღლეებს შორის დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, ბავშვებს ორივე მშობელთან უნდა ჰქონდეთ მჭიდრო ურთიერთობა, რაც აუცილებელია მათი სრულფასოვანი განვითარებისათვის. ასევე, არასრულწლოვანთა აღზრდაში, ორივე მშობელი თანაბრად უნდა იყოს ჩართული;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჩ-------–---ს რაიონული განყოფილების მიერ 2019 წლის 18 თებერვალს მომზადებული დასკვნა N--- (ს.ფ. 82).
3.2.4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვანი ს----------–-----–--ას და ლ-----–-----–--ას ასაკის და ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, ბავშვების ფიზიკური, გონებრივი, სულიერი სრულფასოვანი განვითარებისათვის და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვანია, მათ ხელი არ შეეშალოთ, სათანადოდ ჩართული იყვნენ იმ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებაში, რაც დადებითად აისახება ბავშვების სამომავლო კეთილდღეობაზე, მათ სრულფასოვან განვითარებაზე. მშობლებს შორის არსებულმა დაძაბულმა ურთიერთობამ და მათ შორის კონფლიქტურმა სიტუაციამ, უარყოფითი გავლენა არ უნდა იქონიოს არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდის ინტერესებზე და მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი მათი საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბების და სოციალიზაციის პროცესს. არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, სრულიად მიუღებელია მამის პრინციპული დამოკიდებულება ბავშვების დროებით საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით. ამავდროულად, არ არსებობს საფრთხე მოსარჩელემ არასრულწლოვანი ს----------–-----–--ა და ლ-----–-----–--ა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიყვანოს ხანგრძლივი პერიოდით, ვინაიდან მოსარჩელეს გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, სტაბილური შემოსავალი, ხოლო ბავშვები სწავლობენ სკოლაში, ჩართული არიან სხვადასხვა აქტივობებში და მათ არ უნდა შეეზღუდოთ განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის კონკრეტული მიზნით და ვადით საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის სხდომის ოქმი);
- მესამე პირის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის სხდომის ოქმი);
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 27 დეკემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 52-53);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-–----------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე, 1196-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ი-–----------ამ მოითხოვა მოპასუხე ს-------–-----–--ასათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა ნაწილობრივ, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების - ს----------–-----–--ას (დაბადებული 2----–-–----------------–-) და ლ-----–-----–--ას (დაბადებული 2----–-–-----------------) პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1.მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
დადგენილია, რომ ი-–----------ას და ს-------–-----–--ას შეეძინათ სამი შვილი: ს-----–-----–--ა (დაბადებული 2-----–-–--------------), ს----------–-----–--ა (დაბადებული 2----–-–----------------–-) და ლ-----–-----–--ა (დაბადებული 2----–-–-----------------); ს-----–-----–--ა, რომელიც ამჟამად სრულწლოვანია, ცხოვრობს მამასთან, ს-------–-----–--ასთან. არასრულწლოვანი ს----------–-----–--ა და ლ-----–-----–--ა ცხოვრობენ დედასთან, ი-–----------ასთან ერთად. მხარეებს, ი-–----------ას და ს-------–-----–--ას შორის დაძაბული ურთიერთობაა, რის გამოც, ისინი ვერ შეთანხმდნენ არასრულწლოვანი ბავშვების საზღვარგარეთ დროებით გაყვანის საკითხთან დაკავშირებით.
,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.
"ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვების ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვების ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სოციალური სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, ი-–----------ას საცხოვრებელი ბინა, სადაც არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებიან, კეთილმოწყობილია, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. შესაბამისად, დადგენილია, რომ ბავშვები იზრდებიან კეთილსაიმედო, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში. მოსარჩელე მუშაობს ს--–-----------–---ში, ს----–------ პოზიციაზე და აქვს სტაბილური შემოსავალი. მოსარჩელეს ჰყავს თანადგომის ქსელი მშობლების და ძმების სახით. საქმის მასალებით, ს----------–-----–--ა და ლ-----–-----–--ა სწავლობენ ქ. თბილისის N--- საჯარო სკოლაში. მათი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია. ბავშვებს უყვართ სწავლა და კარგად ითვისებენ სასწავლო პროგრამას. არასრულწლოვნები ირიცხებიან ქ. თბილისის N-- პოლიკლინიკაში და რეგულარულად ხდება დედის მხრიდან მათი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება. არასრულწლოვანი ს-------- და ლ-----–-----–--ები სწავლობენ ქ. თბილისის ო---------------–---–-----------------–--------------–-ში ქართული ხალხურ ცეკვის კლასში. 2018 წლის ოქტომბერში, ლ-----–-----–--ას ხელი შეეშალა და ვერ წავიდა საზღვარგარეთ ორგანიზებულ ცეკვის ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად, ვინაიდან მამამ, ს-------–-----–--ამ უარი განუცხადა სავალდებულო თანხმობის გაცემაზე. მოსარჩელის თქმით, ბიოლოგიური მამა დაახლოებით 5-6 თვეში ერთხელ ნახულობს შვილებს თბილისში სტუმრობის დროს, არ უწევს მათ მორალურ და ფინანსურ დახმარებას, არ ახორციელებს სატელეფონო კონტაქტს მოკითხვის მიზნით.
სოციალური სამსახურის მიერ მოხდა შემოწმება მოპასუხის საცხოვრებელი პირობების და ასევე, სოციალური მუშაკი დავის საგანთან დაკავშირებით გაესაუბრა ბავშვების მამას ს-------–-----–--ას. მოპასუხე ს-------–-----–--ა შვილთან, ს-------–-----–--ასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს ჩ-------–---ს რაიონის ს------–--------------ში. მათ საკუთრებაში აქვთ ორსართულიანი და პატარა ერთსართულიანი სახლი. ჰიგიენური მდგომარეობა დაცულია. საცხოვრებელი ნორმალურ მდგომარეობაშია. ოჯახი არ არის სოციალურად დაუცველი. ს-------–-----–--ას და დედამისის ინფორმაციით, მათ შემოსავალს შეადგენს პენსია. თვითონ მოპასუხე მხარე არის უმუშევარი. ს-------–-----–--ას და მისი შვილის, ს-----–-----–--ას ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ, მამამ ს-----–-----–--ა წაიყვანა დედისა და დების სანახავად. მათი თქმით, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ საღამო საათებში ი---- მეტროსთან. შვილმა დედას სთხოვა სარჩელის გამოტანა, რაზეც უარი უთხრა დედამ. ძმა დებს ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით უკავშირდება. ს--- არ რჩება მათთან, მამას დაჰყავს პერიოდულად სანახავად. დედასთან კი არ აქვს კომუნიკაცია. გოგონები არ ჩამოდიან სოფელში, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ყოველთვის ისვენებენ ჩ-------–---ში ნათესავებთან. ს-------–-----–--ას გადმოცემით, იგი არის უმუშევარი და როცა აქვს შესაძლებლობა, იმის მიხედვით ეხმარება თავის შვილებს. რაც შეეხება ცეკვის სტუდიიდან საზღვარგარეთ წასვლას, თუ მას ექნება დოკუმენტი, რომ მისი შვილები მიდიან სწორედ სტუდიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მითითებული იქნება ქვეყანა და გამგზავრების/დაბრუნების თარიღი, ამ შემთხვევაში, გასცემს ნოტარიულ თანხმობას, ქვეყნის დატოვების შესახებ, მითითებული თარიღის პერიოდში.
საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლო უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვების ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას დავის საგანთან დაკავშირებით. კერძოდ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვანი ს----------–-----–--ას და ლ-----–-----–--ას ასაკის და უპირატესად დასაცავი ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვების ფიზიკური, გონებრივი, სულიერი სრულფასოვანი განვითარებისათვის და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვანია მათ ხელი არ უნდა შეეშალოთ სათანადოდ ჩართული იყვნენ იმ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებაში, რაც დადებითად აისახება მათ სამომავლო კეთილდღეობაზე, სრულფასოვან განვითარებაზე. მშობლებს შორის არსებულმა დაძაბულმა ურთიერთობამ და მათ შორის კონფლიქტურმა სიტუაციამ უარყოფითი გავლენა არ უნდა იქონიოს არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდის ინტერესებზე და მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი მათი საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბების და სოციალიზაციის პროცესს. მოცემულ საქმეზე არ გამოიკვეთა რაიმე ისეთი გარემოება, რაც კონკრეტული მიზნით და ვადით ბავშვების საზღვარგარეთ დროებით გაყვანის შემთხვევაში, ზიანის მომტანი შეიძლება ყოფილიყო არასრულწლოვნებისათვის. არ არსებობს საფრთხე, მოსარჩელემ არასრულწლოვანი ს----------–-----–--ა და ლ-----–-----–--ა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიყვანოს ხანგრძლივი პერიოდით, ვინაიდან, მოსარჩელეს გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, სტაბილური შემოსავალი. ბავშვები კი სწვალობენ საჯარო სკოლაში და აქტიურად არიან ჩართული სწავლის პროცესში და ასევე, დამატებით სხვა აქტივობებში. შესაბამისად, არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სრულიად მიუღებელია მამის პრინციპული დამოკიდებულება ბავშვების დროებით საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხე ს-------–-----–--ას უნარჩუნდება ბავშვთან როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე ი-–----------ას სარჩელი, მოპასუხე ს-------–-----–--ას მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ი-–----------ა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. ხოლო მოპასუხე ს-------–-----–--ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-–----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ს-------–-----–--ას (პირადი N-----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის ს----------–-----–--ას (დაბადებული 2----–-–----------------–-; პირადი N-----------) მიმართ, პასპორტის აღებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ასევე, ზამთრის არდადეგების პერიოდში 15 დღით და ზაფხულის არდადეგების პერიოდში 30 დღით, საზღვარგარეთ გაყვანის შესახებ ნებართვის გაცემის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად;
1.2. ს-------–-----–--ას (პირადი N-----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის ლ-----–-----–--ას (დაბადებული 2----–-–-----------------; პირადი N-----------) მიმართ, პასპორტის აღებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ასევე, ზამთრის არდადეგების პერიოდში 15 დღით და ზაფხულის არდადეგების პერიოდში 30 დღით, საზღვარგარეთ გაყვანის შესახებ ნებართვის გაცემის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად;
2. ს-------–-----–--ას (პირადი N-----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა