გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.11.2019
საქმის ნომერი
160210019002973426
კატეგორია
დავის ტიპი
მამობის დადგენის შესახებ
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160210019002973426

№ 2/339 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური

მოსარჩელე - შა--–----–--ვა

წარმომადგენელი - ან------------ვი

მოპასუხე - მა------------ვი, მარ---------–--ლი (მონაწილეობის გარეშე)

მა------------ვის წარმომადგენელი - მა-------–--ვი

თარჯიმანი - ნა--–----------ოვა

დავის საგანი - მამობის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

აი-------–----ს (დაბადებული 201- წლის 5 იანვარს) მამად გარდაცვლილი ინ-----მ მუ----ის (პირადი N28----1-213) ცნობა.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე შა--–----–--ვამ 1996 წელს იქორწინა მარ-----–ის რაიონის სოფელ ხა---------–--ში მცხოვრებ ინ-----მ მუ----თან. ისინი რეგისტრირებული ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. მოსარჩელე ცხოვრობს ინ-----მ მუ----ის მშობლების სახლში, ასევე გარკვეული პერიოდი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქალაქ ბაქოში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი 19-- წლის 29 დეკემბერს დაბადებული სი---ზ მუ----ა, 1999 წლის 27 თებერვალს დაბადებული ქა--ნ მუ----ი და 201- წლის 5 იანვარს დაბადებული აი-------–---- (მუ----ა).

 

2--- წლის 10 აგვისტოს ქალაქ ბაქოში გულის უკმარისობის გამო (კახექსია) გარდაიცვალა ინ-----მ მუ----ი. აი-------–----ს დაბადების დროს ინ-----მ მუ----ი იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და მამის შესახებ მონაცემები არ დაფიქსირდა ბავშვის დაბადების მოწმობაში. დღეის მდგომარეობით აი-------–---- ატარებს დედის გვარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს არასრულწლოვანი ბავშვის, აი-------–----ს (დაბადებული 201- წლის 5 იანვარს) მამად აღიარებულ იქნეს აწ. გარდაცვლილი ინ-----მ მუ----ი (პირადი N28----1-213, გარდაცვალების თარიღი: 10.08.2--- წ);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მა------------ვის წარმომადგენელი - მა-------–--ვი, ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას აი-------–----ს (დაბადებული 201- წლის 5 იანვარს) მამად ინ-----მ მუ----ის (პირადი N28----1-213) აღიარების შესახებ.

 

2.2. მოპასუხე მარ---------–--ლმა შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა. მას სასამართლო უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შა--–----–--ვა 1996 წლიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე ინ-----მ მუ----თან; მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი 19-- წლის 29 დეკემბერს - სი---ზ მუ----ა, 1999 წლის 27 თებერვალს - ქა--ნ მუ----ი და 201- წლის 5 იანვარს - აი-------–----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩა--წერი ნკ N15---- (ს.ფ. 21-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი, 11.11.2019წ);

 

3.1.2. ინ-----მ მუ----ი 2015 წლის 10 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მარ---------–--ლთან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, N371-------1 (ს.ფ. 28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი, 11.11.2019წ);

 

3.1.3. ინ-----მ მუ----ი გარდაიცვალა 2--- წლის 10 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. ინ-----მ მუ----ის მშობლებს წარმოადგენენ მამა - მა------------ვი და დედა - ჩი---ზ მუ----ა. ჩი---ზ მუ----ა გარდაიცვალა 2--- წლის 19 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, I - გტ N3----4 (ს.ფ. 19);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.30)

 

3.1.5. აი-------–---- დაიბადა 201- წლის 5 იანვარს. დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მითითებულია შა--–----–--ვა, ხოლო მამის გრაფაში მითითებულია ინ-----მ მა-----------–ი ალიევი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩა--წერი N51---8(ს.ფ. 23-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი, 11.11.2019წ);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ა--ლიზის საფუძველზე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1190-ე, 1195-ე მუხლები.

,, ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-5 მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი ბავშვის, აი-------–----ს (დაბადებული 201- წლის 5 იანვარს) მამად აღიარებულ იქნეს აწ გარდაცვლილი ინ-----მ მუ----ი (პირადი N28----1-213);

 

დადგენილია, რომ აი-------–----ს მშობლებს წარმოადგენენ შა--–----–--ვა და ინ-----მ მუ----ი. შა--–----–--ვა 1996 წლიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე ინ-----მ მუ----ასთან. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - 19-- წლის 29 დეკემბერს - სი---ზ მუ----ა, 1999 წლის 27 თებერვალს - ქა--ნ მუ----ი და 201- წლის 5 იანვარს - აი-------–---- (მუ----ა). აი-------–----ს დაბადების დროს ინ-----მ მუ----ი იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და დაბადების მოწმობაში მამის შესახებ მონაცემები არ დაფიქსირდა. არასრულწლოვანი ბავშვის დაბადების სააქტო ჩა--წერში მამის ვინაობა მითითებული არ არის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლებამოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 1188-ე მუხლის თა--ხმად, მამის გარდაცვალების შემთხვევაში ბავშვი დაქორწინებული მშობლებისაგან წარმოშობილად ჩაითვლება, თუ იგი დაიბადება მამის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს ათი თვისა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თა--ხმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თა--ხმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თა--ხმად, მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ შა--–----–--ვა და ინ-----მ მუ----ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში, რასაც ადასტურებს თავად მოპასუხე მხარეც. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მითითებულია შა--–----–--ვა, ხოლო მამის გრაფაში მითითებულია ინ-----მ მა-----------–ი ალიევი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თა--ხმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო და--წესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეობისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებულ ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის საფუძველზე, ბავშვს დაბადებიდანვე გააჩნია უფლება ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონცენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.

 

მოპასუხე მხარე - მა------------ვი ეთანხმება არასრულწლოვანი შვილის, 201- წლის 5 იანვარს დაბადებული აი-------–----ს მამად გარდაცვლილი ინ-----მ მუ----ის აღიარებას. რაც შეეხება მოპასუხე მარ---------–--ლს მას შესაგებელი არ წარმოუდგენია და იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა. აღნიშნული კი მიანიშნებს, რომ მას მოცემული დავის მიმართ ინტერესი არ გააჩნია. შესაბამისად, აღნიშნული ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას და არსებობს აი-------–----ს მამად, ინ-----მ მუ----ის (გარდაცვალების თარიღი 2--- წლის 10 აგვისტო) აღიარების საფუძველი.

 

ამასთა--ვე დადგენილია, რომ აი-------–---- იზრდება ინ-----მ მუ----ის მშობლების საცხოვრებელ სახლში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის თა--ხმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით, თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თა--ხმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის მიხევდით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის N17 ზოგადი კომენტარის თა--ხმად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლება გვარის შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საბერძნეთის მიმართ გამოთქმულ თავის რეკომენდაციაში, მიუთითა, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და გამოიყენოს მისი სრული სახელი და გვარი, რომელსაც თავად, მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები აირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ უმთარვეს შემთხვევაში, მშობლები წყვეტენ ბავშვის გვართან დაკავშირებულ საკითხს, კონვენცია არ უშვებს იმას, რომ აღნიშნული უფლება მშობლის აბსოლიტურ პრეროგატივაა.

(იხ.www.unicef.org/publications/files/Implementation_Handbook_for_the_Convention_on_the_Rights_of_the_Child.pdf);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, გარემოებები, რომელიც კანონის თა--ხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტრადიციული მიდგომა მამის გვარის მინიჭების შესახებ სამართლებრივად მნიშვნელობის მქონე გარემოებაა, ვინაიდან ბავშვის უპირატესი ინტერესი ზემოაღნიშნული მსჯელობის თა--ხმად, თანხვედრაშია არსებულ ტრადიციებთან. შესაბამისად, არასრულწლოვანი ბავშვის ასაკისა და მისი სწორად აღზრდის ინტერესების გათვალისწინებით, აი-------–----ს (დაბადებული 201- წლის 5 იანვარს) მამად აღიარებულ იქნეს აწ გარდაცვლილი ინ-----მ მუ----ი და შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს მის დაბადების სააქტო ჩა--წერში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლია--დ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარეს სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი. ვინაიდან მოპასუხე მა------------ვმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, იგი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხე მარ---------–--ლს მოსარჩელე სა--–----–--ვას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ა--ზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს შა--–----–--ვას სარჩელი;

 

1.1. 201- წლის 5 იანვარს დაბადებული აი-------–----ს მამად აღიარებული იქნეს ინ-----მ მუ----ი (პირადი N 28----1-213; გარდაცვალების თარიღი: 10.08.2--- წელი), რის გამოც შევიდეს ცვლილება აი-------–----ს დაბადების მოწმობაში და სააქტო ჩა--წერში.

 

2. მოპასუხე მარ---------–--ლს მოსარჩელე შა--–----–--ვას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ა--ზღაურება;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე