გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/279-2019წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელეები ე---------- მ------–---–ი
გ------ დ---------–---–ი
წარმომადგენელი როსტომ კერესელიძე
მოპასუხე შ------ თ--ა
მესამე პირი ზურაბ კ-----ე
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე
დავის საგანი მამობის დადგენა, ბავშვის გვარის შეცვლა, დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა
II აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სამოქალაქო რეესტრში 2011 წლის 28 მარტის მამობის დადგენის ჩანაწერი შ------ თ---- მამობის შესახებ, ს--–---- თ---- მამად აღიარებული იქნას ზურაბ კ-----ე და ბავშვს მიენიჭოს გვარი კ-----ე.
1.2. 2012 წლის 14 ოქტომბერს დაბადებული ნ-----–---- თ---- მამად აღიარებული იქნას მოსარჩელე გ------ დ---------–---–ი.
მოსარჩელე ე---------- მ------–---–ი 2003 წლის იანვრიდან 2010 წლის მარტამდე იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ზურაბ კ-----ესთან. თანაცხოვრების პერიოდში ე---------- მ------–---–ს და ზურაბ კ-----ეს შეეძინათ შვილები- მარიამ კ-----ე (დაბ. 12.09.2003 წ.), საბა კ-----ე (დაბ. 11.07.2005წ) და ს--–---- მ------–---–ი (დაბ.25.06.2009 წ, შემდგომში ს--–---- თ--ა). ვინაიდან ს--–---- თ---- დაბადების პერიოდში ზურაბ კ-----ე იმყოფებოდა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, მან ფიზიკურად ვერ მოახერხა სამშობიაროში მისვლა. ასევე ე---------- მ------–---–ი არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ზურაბ კ-----ესთან, რის გამოც სააქტო ჩანაწერში ბავშვის გვარად დაფიქსირდა დედის გვარი, ხოლო მამის გრაფა დარჩა შეუვსებელი.
2011 წლის დასაწყისში ე---------- მ------–---–მა გაიცნო ნეპალის მოქალაქე შ------ თ--ა, რომელიც შეჰპირდა, რომ ნეპალის გავლით ჩინეთში წაიყვანდა ე---------- მ------–---–ს სამუშაოდ. ამისთვის აუცილებელი იყო, რომ იგი მასთან ყოფილიყო რეგისტრირებულ ქორწინებაში. შ------ თ--ამ ასევე მოსთხოვა ე---------- მ------–---–ს რათა ბავშვის მამად დადგენილიყო შ------ თ--ა, რაც განხორციელდა კიდეც და 2011 წლის 26 მარტს ე---------- მ------–---–მა და შ------ თ--ამ დაარეგისტრირეს ქორწინება, ხოლო 2011 წლის 28 მარტს ს--–---- მ------–---–ის მამად მითითებული იქნა შ------ თ--ა.
2011 წლის 28 აპრილს ე---------- მ------–---–ი და შ------ თ--ა წავიდნენ ნეპალში უკრაინის გავლით, ვინაიდან ჩინეთში ვერ მოხერხდა მათი გადასვლა, ე---------- მ------–---–ი 2011 წლის 9 ივლისს მარტო დაბრუნდა საქართველოში. მალევე დაახლოებით 2011 წლის შემოდგომაზე ე---------- მ------–---–მა გაიცნო გ------ დ---------–---–ი, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში 2012 წლის 14 ოქტომბერს შეეძინა შვილი ნ-----–----ი, ვინაიდან იმ დროისთვის ე---------- მ------–---–ი ისევ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში შ------ თ----თან, ბავშვის სააქტო ჩანაწერში N20201210859 და დაბადების მოწმობაში ბავშვის მამად დაფიქსირდა შ------ თ--ა, ხოლო ბავშვის გვარად-თ--ა. 2011 წლის 28 აპრილის შემდეგ შ------ თ--ა საქართველოში აღარ ყოფილა და ე---------- მ------–---–ის სარჩელის საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება შ------ თ---- და ე---------- მ------–---–ს შორის. 2011 წლის შემოდგომიდან ე---------- მ------–---–ი და გ------ დ---------–---–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2014 წლის 25 ივლისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შ------ თ---- სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და სხდომაზე არ გამოცხადდა. მოპასუხეს სარჩელის შინაარსი და სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით.
მესამე პირის პოზიცია
ზურაბ კ-----ე დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ს--–---- მისი შვილია, ბავშვის დაბადების დროს მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უცხოეთში, რის გამოც ბავშვის მამად ვერ დარეგისტრირდა, მოსარჩელესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იყო. 2010 წელს მეუღლეს დაშორდა. იმ დროს კვლავ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, რის გამოც ბავშვის მამად რეგისტრაცია ვერ მოხერხდა. შ------ თ----თან მოსარჩელის ურთიერთობის შესახებ არ იცის, შვილებთან, მათ შორის ს--–----სთან აქვს მჭიდრო და ხშირი ურთიერთობა. უცხო გვარის გამო ბავშვს სკოლაში დასცინიან, რის გამოც ბავშვის გვარის შეცვლა უნდა. ზურაბ კ-----ის განმარტებით იგი ბავშვის ბიოლოგიური მამაა და თანახმაა ს--–----ს მისი გვარი მიენიჭოს.
(10.09.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი.)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. ზურაბ კ-----ესა და ე---------- მ------–---–ს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა განმარტებები (10.09.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი.))
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ზურაბ კ-----ესა და ე---------- მ------–---–ს ჰყავთ სამი შვილი, 2009 წლის 25 ივნისს დაბადებული ს--–---- თ---- ბიოლოგიური მამა არის ზურაბ კ-----ე. ე---------- მ------–---–სა და შ------ თ---- 2011 წლამდე პირადი ურთიერთობა არ ჰქონდათ.
საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის თანახმად, ს--–---- თ--ა დაბადებულია 2009 წლის 25 ივნისს. ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი შესრულებულია 2011 წლის 25 მარტს, სადაც მითითებულია დედის ვინაობა - ე---------- მ------–---–ი, მამის გრაფა შევსებული არ არის. ამდენად, დაბადების რეგისტრაციის დროს ბავშვის მამის ვინაობა არ დარეგისტრირებულა. 2011 წლის 28 მარტის N44201120025 მამობის დადგენის აქტის ჩანაწერის საფუძველზე ბავშვის მამად დარეგისტრირდა შ------ თ--ა.
ზურან კ-----ისა და ე---------- მ------–---–ის შვილები არიან მარიამ კ-----ე და საბა კ-----ე. მარიამ კ-----ე დაბადებულია 2003 წლის 12 სექტემბერს, ხოლო საბა კ-----ე - 2005 წლის 11 ივლისს. მათ დაბადების მომწმობებში მშობლებად რეგისტრირებულნი არიან - დედა ე---------- მ------–---–ი, მამა - ზურაბ კ-----ე.
ამდენად, ს--–---- თ---- დაბადების სააქტო ჩანაწერი შესრულებულია 2011 წლის 25 მარტს, თავდაპირველ სააქტო ჩანაწერში ბავშვის მამიდ გრაფა შეუვსებელი დარჩა.
2011 წლის 26 მარტს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქალაქ რუსთავის ქორწინების სახლში დარეგისტრირდა ქორწინება ე---------- მ------–---–სა და შ------ თ---- შორის.
2011 წლის 28 მარტს გაცემულია მამობის დადგენის მოწმობა, რომლის მიხედვით, 2011 წლის 28 მარტს განხორციელებულია მამობის დადგენის სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლის მიხედვით, შ------ თ--ა აღიარებულია ე---------- მ------–---–ის შვილის ს--–---- მ------–---–ის პირადი 35291000143 მამად.
ამდენად, ე---------- მ------–---–ის ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ს--–---- თ---- მამად დარეგისტრირდა დედასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი შ------ თ--ა, რადგან მანამდე ე---------- მ------–---–ი ქორწინების რეგისტრაციაში არ იმყოფებოდა.
განსახილველ საქმეში დავის საგანია ს--–---- თ---- მიმართ მამობის ფაქტი, რადგან მხარეთა განმარტებით შ------ თ--ა ბავშვის ბიოლოგიური მამა არ არის და ბავშვის ბიოლოგიური მამაა ზურაბ კ-----ე.
სასამართლოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ შ------ თ--ა საქართველოში შემოვიდა 2010 წლის 15 მაისს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან თვითმფრინავით, ხოლო საქართველო დატოვა 2011 წლის 28 აპრილს უკრაინის მიმართულებით (შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის წერილი).
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შსს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ე---------- მ------–---–მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 2011 წლის 28 აპრილს თვითმფრინავით უკრაინის მიმართულებით, ხოლო საქართველოში დაბრუნდა 2011 წლის 9 ივლისს. ე---------- მ------–---–ის მიერ საზღვრის კვეთის სხვა ფაქტი არ ფიქსირდება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ ე---------- მ------–---–ის არასრულწლოვანი შვილი ს--–---- თ--ა არის ზურაბ კ-----ის ბიოლოგიური შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.
ამ ნორმით დადგენილია მტკიცების სტანდარტი, რადგან განსაზღვრულია ბავშვის მამობის დადგენა ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მშობლების ერთად ცხოვრებით და საერთო მეურნეობის წარმოებით. 1190-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, მამობის დადგენა უნდა ემყარებოდეს ფაქტებს და მტკიცებულებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას. ამდენად, პიროვნების მამად აღიარების საფუძველია უტყუარი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ამ პიროვნებასა და ბავშვს შორის ბიოლოგიურ კავშირს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ს--–---- თ--ა დადებულია 2009 წელს, იმ დროს როცა მისი დედა ე---------- მ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა შ------ თ----თან. ისინი დაქორწინდნენ 2011 წლის 26 მარტს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე---------- მ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა მასსა და შ------ თ---- შორის რეგისტრირებული ქორწინება. ქორწინების შეწყვეტა რეგისტრირებულია 2014 წლის 29 აპრილს, და იმავე წლის 1 ივლისს გაცემულია განქორწინების მოწმობა.
სასამართლო ამ გარემოების მნიშვნელობის საკითხის განმარტებისათვის მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე №ას-85-81-2017, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „1.4.2. საკასაციო პალატის მოსაზრებით, როგორც კვლევის ბიოლოგიური მეთოდი, ისე _ მარეგულირებელი ნორმა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არასწორად იქნა გამოყენებული, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი ადგენს ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილების წარმოშობის დადგენას და ნორმაში მითითებული კვლევის მეთოდების გამოყენება, ასევე, იმ საპროცესო საშუალებათა განკარგვა (მტკიცების ტვირთის შებრუნება), რომლებიც მშობლისა და შვილის ბიოლოგიური კავშირის დადგენას ისახავს მიზნად, გამართლებულია მაშინ, როდესაც ბავშვის მშობლები არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რაც განსხვავდება ამავე კოდექსის 1189-ე მუხლით მოწესრიგებული შემთხვევისაგან, როდესაც ივარაუდება შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან. ამ თვალსაზრით სასამართლო აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს და ეთანხმება იმ ზოგად იდეას, რომ ბავშვს აქვს თვითგამორკვევის უფლება, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ასევე უფლებას, იცოდეს საკუთარი ბიოლოგიური წარმომავლობა. უფრო მეტიც, სასამართლო ემხრობა და არ უკარგავს არასრულწლოვანს უფლებას, სურვილის შემთხვევაში, გამოარკვიოს მამასთან ბიოლოგიური კავშირი, ასევე, არსებობის შემთხვევაში, დაადგინოს თუ ვინ არის მისი ბიოლოგიური მშობელი, თუმცა ეს საკითხი წინამდებარე დავის ფარგლებში შესაფასებელი არ არის. ამდენად, უდავოა, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად იხელმძღვანელეს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის დებულებებით, რადგანაც სახეზე არ არის ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა, რამეთუ არასრულწლოვანი დაბადებულია რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, რაც ძირითადი მოსარჩელის კანონიერ მამად აღიარების საფუძველს წარმოადგენს (ამ მხრივ პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე (სკ-ის 1190-ე მუხლის მე-7 ნაწილი), ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ნორმის მოქმედება განსახილველ საკითხზე არ ვრცელდება). საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მითითებას პრეცედენტულ სამართალზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები: Mikulić v. Croatia, no. 53176/99 judgment of 07.02.2002; Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014; Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX; Sahin v. Gernamy [GC], no.30943/96,§66,ECHR 003-VIII), თუმცა, განმარტავს, რომ მოხმობილი გადაწყვეტილებები იცავენ არასრულწლოვნის უფლებას, იცოდეს საკუთარი წარმომავლობა და ნაკლები შემხებლობა აქვთ განსახილველ საკითხთან“.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბიოლოგიური გამოკვლევის მეთოდებით ბავშვის წარმოშობის დადგენა აუცილებელია ისეთ შემთხვევაში, როცა სახეზეა დაუქორწინებელი მშობლებისაგან ბავშვის დაბადება. ამ შემთხვევაში ს--–---- თ--ა დაიაბადა 2009 წელს, 2 წლით ადრე, ვიდრე მის მამად მითითებულ პიროვნებაზე დაქორწინდებოდა მისი დედა. ბავშვის მამად მითითებული პიროვნება შ------ თ--ა არის უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, 2010 წლის 15 მაისამდე იგი საქართველოში არ შემოსულა, ხოლო ე---------- მ------–---–ი 2011 წლის 28 აპრილამდე მუდმივად საქართველოში ცხოვრობდა და უცხოეთში არ წასულა. ამდენად, ბავშვის დაბადებამდე მათ რაიმე სახის პირადი ურთიერთობა არ ჰქონდათ, ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ.
მოსარჩელე ე---------- მ------–---–ის განმარტებით, ს--–---- თ---- მამა არის ზურაბ კ-----ე, რომლებსაც ჰყავთ კიდევ 2 უფროსი შვილი. მესამე პირის ზურაბ კ-----ის და მოწმეების განმარტებით დასტურდება, რომ 2011 წლამდე ე---------- მ------–---–სა და ზურაბ კ-----ეს შორის არსებობდა ოჯახური ურთიერთობა, ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, ჰქონდათ საერთო მეურნეობა. საბა კ-----ისა და მარიამ კ-----ის მშობლებად რეგისტრირებულნი არიან ე---------- მ------–---–ი და ზურაბ კ-----ე.
სასამართლო სხდომაზე ს--–---- თ---- მიერ მიცემულ განმარტებით ასევე დასტურდება, რომ მას ზურაბ კ-----ესთან აქვს მამა-შვილური ურთიერთობა. მათ აქვთ ინტენსიური პირადი ურთიერთობა, დროის მნიშვნელოვან ნაწილს ს--–---- და-ძმასთან ერთად ატარებს ზურაბ კ-----ის ოჯახში. ბავშვის განმარტებით, მისი მამა ზურაბ კიკაძეა, ხოლო შ------ თ---- არ იცნობს. მასთან რაიმე ურთიერთობა არ ჰქონია. ბავშვის განმარტებით, მისთვის უცხო ადამიანის გვარი აქვს, რაც სკოლაში ურთიერთობის მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. უჭირს იმის ახსნა, თუ რატომ აქვს და-ძმისგან განსხვავებული უცხო გვარი. მას სურს ჰქონდეს გვარი კ-----ე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1189-ე მუხლის თანახმად, შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით. ამ ნორმის საფუძველზე ბავშვის მამად რეგისტრირებულია შ------ თ--ა იმის გამო, რომ ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დროს მასზე იყო დაქორწინებული ბავშვის დედა. ამ ნორმით გათვალისწინებული წესის დადგენის საფუძველია ის გარემოება, რომ მშობლის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის გამო არსებობს იმის ვარაუდი, რომ ბავშვი მათი საერთო შვილია, ისეთ ვითარებაშიც თუ ბავშვი მათ დაქორწინებამდე დაიბადა. თუმცა ამგვარი პრეზუმფციის წარმომშობი უპირველესი გარემოებაა ის ფაქტი, რომ ბავშვი დაბადებულია რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში. ამ შემთხვევაში ბავშვი დაიბადა შ------ თ----ა და ე---------- მ------–---–ის ქორწინების რეგისტრაციამდე 1 წლითა და 9 თვით ადრე, ხოლო 2010 წლის 15 მაისამდე შ------ თ--ა საქართველოში არ იმყოფებოდა და მას და ე---------- მ------–---–ს პირადი ურთიერთობა არ ჰქონდათ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბავშვის დაბადებამდე ე---------- მ------–---–ს პირადი ურთიერთობა შ------ თ----თან არ ჰქონდა. სამედიცინო ჩარევის შედეგად, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ბავშვის დაბადებული არ არის. ბავშვის დაბადებამდე, შ------ თ--ა საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოსულა, ხოლო ე---------- მ------–---–ი 2011 წლამდე მუდმივად საქართველოში ცხოვრობდა. მას ოჯახური კავშირი ჰქონდა ზურაბ კ-----ესთან, ეს გარემოებები აქარწყლებს იმ პრეზუმფციას, რომ შ------ თ----თან ქორწინების რეგისტრაციის გამო ს--–---- თ---- მამა არის შ------ თ--ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 20-22. ტომი 1)
- მამობის დადგენის სააქტო ჩანაწერის ასლი (ს.ფ. 65-69. ტომი 1)
- მომსახურების სააგენტოს წერილები (ს.ფ. 36, 52-53. ტომი 1)
3.2.2. არასრულწლოვანი ნ-----–---- თ---- მამა არის მოსარჩელე გ------ დ---------–---–ი.
წარმოდგენილი დაბადების მოწმობის ასლით თანახმად, ნ-----–---- თ--ა დაბადებულია 2012 წლის 14 ოქტომბერს. მშობლებად რეგისტრირებულები არიან - დედა ე---------- მ------–---–ი, მამა შ------ თ--ა. ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია 2012 წლის 4 დეკემბერს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შ------ თ----ა და ე---------- მ------–---–ს შორის თანაცხოვრება და პირადი ურთიერთობა 2011 წლის 9 ივლისის შემდეგ არ ჰქონდათ. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ე---------- მ------–---–ი და შ------ თ--ა ერთდროულად გაემგზავრნენ საქართველოდან 2011 წლის 28 აპრილს უკრაინის მიმართულებით, რის შემდეგ შ------ თ--ა საქართველოში არ დაბრუნებულა, ხოლო ე---------- მ------–---–ი საქართველოში დაბრუნდა 2011 წლის 9 ივლისს. ამის შემდეგ იგი მუდმივად საქართველოში ცხოვრობს და უცხოეთში არ წასულა. ნ-----–----ი დაბადებულია დედის საქართველოში ჩამოსვლიდან 1 წლისა და 3 თვის შემდეგ - 2012 წლის 14 ოქტომბერს.
ე---------- მ------–---–სა და გ------ დ---------–---–ს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2014 წლის 25 ივლისს. ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობენ 2011 წლის შემოდგომიდან. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით დასტურდება, რომ შ------ თ--ა 2011 წლის 28 აპრილის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა, ხოლო ე---------- მ------–---–ი 2011 წლის 9 ივლისის შემდეგ უწყვეტად საქართველოში ცხოვრობს. საქმეში წარმოდგენილი სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, მოსარჩელეების და მესამე პირების განმარტებით ერთობლიობაში სავსებით დასტურდება, რომ ნ-----–---- თ--ა არ არის შ------ თ---- შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-9. ტომი 1)
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 21. ტომი 1).
- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 35. ტომი 1).
- მომსახურების სააგენტოს წერილები (ს.ფ. 36, 52-53. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებით სავსებით დასტურდება, რომ მოპასუხე შ------ თ--ა არ არის მოსარჩელეების არასრულწლოვანი შვილების მამა, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე, 1197-ე, 1198-ე, 1205-ე, 1199-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლები
- გაეროს „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
განსახილველ საქმეში დავის საგანია არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ მამობის დადგენა, რის გამოც დავის გადასაწყვეტად საქართველოს სამოქალაქო კოდექსთან ერთად გამოყენებული უნდა იქნას ბავშვის უფლებების კონვენცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1189-ე მუხლის თანახმად, შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით.
სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა კანონით განსაზღვრული წესით ასევე შეიძლება დაადგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას. 7. პირს, რომელსაც აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თვითონ არის ბავშვის მამა, შეუძლია სადავო გახადოს ამ მუხლის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ბავშვის მამის შესახებ შესრულებული ჩანაწერი ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც გაიგო ან უნდა გაეგო აღნიშნული ჩანაწერის თაობაზე. 8. სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის თანახმად, მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ბათილად ჩაითვლება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებული პირი მისი მამა არ არის.
ამ ნორმების საფუძველზე პირს უფლება აქვს სასამართლო გზით დაადგინოს ბავშვის მამობა და ამის საფუძველზე გაბათილდეს სამოქალაქო რეესტრში არსებული ჩანაწერის სხვა პირის მამობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვების მამად მითითებულია შ------ თ--ა, ხოლო ბავშვების მამობაზე სხვა პირები აცხადებენ პრეტენზიას.
”ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ქორწინების გარეშე დაბადებული თვითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.
ბავშვის უფლებების კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ უფლებათა განხორციელებას საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის შესატყვისად და თავისი მოვალეობების შესრულებას ამ სფეროში შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი სხვაგვარად ბავშვს არ ექნება მოქალაქეობა.
ბავშვთა უფლებების შესახებ არსებული აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, ბავშვის უფლებაა რამდენადაც ეს შესაძლებელია იცნობდეს თავის მშობლებს, გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. აღნიშნულ ნორმის დებულება, რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია ბავშვი უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს, ნიშნავს ბავშვის უფლებას ინფორმირებული იყოს მისი ბიოლოგიური წარმოშობის, ბიოლოგიური მშობლების შესახებ, ხოლო დებულება რამდენადაც ეს შესაძლებელია სასამართლო აზრით შეეხება შვილად აყვანის შემთხვევებს, რა დროსაც საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილია შვილად აყვანის კონფიდენციალობა. სხვა შემთხვევებში ბავშვი უფლებამოსილია ჰქონდეს ინფორმაცია მისი ბიოლოგიური მშობლების შესახებ. ტერმინი რამდენედაც ეს შესაძლებელია გულისხმობს ასევე 1190-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ისეთ შემთხვევას, როცა მამობის დადგენა ბავშვის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
‘ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის” და ”ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” ევროპული კონვენციის მიხედვით მამობის დადგენისა და უარყოფის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ბავშვთან ბიოლოგიური ნათესაობის ფაქტი, შესაბამისად პირი, რომელიც უარყოფს ბავშვის მამობას ან აცხადებს რომ ბავშვის მამაა, უნდა დაადასტუროს შესაბამისი გარემოება.
”ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” ევროპული კონვენციის კონვენციის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ მამობის დადგენასთან დაკავშირებულ მოქმედებაში მეცნიერული მტკიცებულებანი, რომლებსაც ძალუძთ ხელი შეუწყონ მამობის დადგენას ან უარყოფას იქნება დაშვებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე მამობის დადგენა ემყარება 2 ძირითად ასპექტს: ბიოლოგიურ კავშირს და სოციალურ ასპექტს. მამობის დადგენის სოციალური ასპეტზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ამდენად, ბავშვის მიმართ მამობის დადგენის საკითხში გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, მისი უფლებები.
მამობის დადგენის სოციალური ასპექტების შეფასების დროს მნიშვნელოვანი გარემოებებია ბავშვს და მამობაზე პრეტენზიის მქონე პირს შორის ურთიერთობის ხასიათი, მათი პირადი ურთიერთობის ინტენსივობა.
სასამართლო მამობის დადგენის საქმეში ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების კონჯეტქში მოიხმობს ადამიანის უფლება ევროპული სასამართლოს განმარტებებს.
საქმეში CASE OF S.L. AND J.L. v. CROATIA, განაცხადი N13712/11, 7 მაისი 2015 წელი, სასამართლომს განმარტა, რომ „62. სასამართლო ასევე ადგენს, რომ თუ საქმეში ჩართულნი არიან ბავშვები, აუცილებლად გასათვალისწინებელია მათი საუკეთესო ინტერესები (იხ. იქსი ლატვიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N27853/09 , §96, ECHR 2013). ამ კონკრეტულ საკითხზე სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს: არსებობს საყოველთაო კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ საუკეთესო ინტერესებს. რამდენადაც თვითონ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, მათ ინტერესებს, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი წონა უნდა მიენიჭოს (იხ. ჯეუნესი ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა], N12738/10 , §109, 2014 წლის 3 ოქტომბერი). ბავშვის უფლებათა კონვენცია აძლევს ბავშვს უფლებას, რომ მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და როგორც უპირველესი არგუმენტი გათვალისწინებული იქნეს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედებისა თუ გადაწყვეტილების მიღებისას, იქნება ეს საჯარო, თუ პირადი სფერო, ეს არის კონვენციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება“.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე „X ლატვიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა, რომ „ ბავშვის ინტერესები არ ემთხვევა მამის ან დედის ინტერესებს იმ გამონაკლისის გარდა, როდესაც მათ შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმი აუცილებლად საერთო აქვთ, რომელიც ბავშვის ინდივიდუალურ პიროვნულობასთან, ფონსა და კონკრეტულ ვითარებასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, არ უნდა მოხდეს მათი ერთნაირად გაგება დამოუკიდებლად იმისა, განიხილავს თუ არა სასამართლო ჰააგის კონვენციის შესაბამისად, ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას თუ მეურვეობასა და მშობელთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საჩივარს; ეს უკანასკნელი, პრინციპში, არ უკავშირდება ჰააგის კონვენციის მიზანს (მუხლები მე-16, მე-17 და მე-19; აგრეთვე იხ. ზემოთ პარაგრაფი 35-ე).“ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმე №ას-85-81-2017 განმარტა, რომ „ქართული კანონმდებლობა, მსგავსად ევროსაბჭოს წევრი არაერთი ქვეყნის კანონმდებლობისა, ადგენს კანონიერი მამობის პრეზუმფციას იმ ბავშვისა და მშობლის მიმართ, რომელიც რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში დაიბადა. ამასთანავე, „ოჯახური ცხოვრების“ უფლების დადგენის მიზნით პრეცედენტულ სამართალში განმარტებულია, რომ სახეზე უნდა იყოს მშობლისა და შვილის სოციალური ინტეგრაცია და შეჩვევის ინტენსიური ხასიათი, რაც ამავდროულად ემსახურება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს _ იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში. ევროსასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ „ოჯახური ცხოვრების“ უფლებით დაცულ სფეროს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნის მშობლები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და კანონიერ მამას, თუნდაც ის არ იყოს ბიოლოგიური მშობელი, აქვს ბავშვის მიმართ სოციალური ერთობა. ამ გარემოებას არსებითად უთანაბრდება შემთხვევა, როდესაც ბავშვი ქორწინების გარეშეა დაბადებული და სახეზეა de facto „ოჯახური ცხოვრება“. საქმეებში: Ahrens v. Germany (განაცხადი # 45071/09, 22 მარტი 2012) და Kautzor v. Germany (განაცხადი # 23338/09, 22 მარტი, 2012) ევროსასამართლომ გამიჯნა კანონიერი და ბიოლოგიური მამების უფლებები და განმარტა, რომ ბიოლოგიური მამის უფლება, რომელსაც არ გააჩნდა შვილთან ახლო პირადი ცხოვრება, ექვემდებარებოდა „პირადი ცხოვრებით“ დაცულ სფეროს, ხოლო კანონიერი მამის უფლება, რომელთანაც იზრდებოდა ბავშვი _ „ოჯახური ცხოვრებით“ დაცულ სფეროს, ამასთანავე, კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად არ იქნა მიჩნეული ბიოლოგიური მამისათვის მამის სრულყოფილი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ევროსასამართლოს განმარტებით, მართალია განმცხადებლების ინტერესს წარმოადგენდა მათი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტის დადგენა და სამართლებრივი აღიარება, თუმცა, გერმანიის სასმართლოების გადაწყვეტილება ემსახურებოდა კანონმდებლის ნების შესრულებას, უპირატესობა მინიჭებოდა არსებულ ოჯახურ ურთიერთობას ბავშვსა და კანონიერ მამას შორის, რომელიც ყოველდღიურად უზრუნველყოფდა მას მშობლის მზრუნველობით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასევე, ევროსასამართლოს განმარტება საქმეზე ANAYO v. GERMANY (განაცხადი № 20578/07, 21 დეკემბერი, 2010 წელი), რომლის თანახმადაც, ბატონი ანაიოს მოთხოვნის არ დაკმაყოფილება შვილებთან ურთიერთობის თაობაზე წარმოადგენდა მე-8 მუხლით დაცულ უფლებებში ჩარევას. იმის გათვალისწინებით, რომ მას არასდროს უცხოვრია ტყუპებთან და არც არასდროს შეხვედრია, მათ ურთიერთობას მართლაც არ ახასიათებდა საკმარისი სიხშირე, რომ მიჩნეულიყო „ოჯახურ ცხოვრებად“, თუმცა, სასამართლომ მანამდე დაადგინა, რომ ოჯახური ცხოვრების სურვილი შესაძლოა მოექცეს მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში, თუკი ოჯახური ცხოვრების არარსებობის ფაქტი არ უკავშირდება განმცხადებელს. ასეც მოხდა ბატონი ანაიოს შემთხვევაში, რომელსაც ტყუპებთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი დედა და კანონიერი მამა უარს ეუბნებოდნენ მას თხოვნებზე. ბატონმა ანაიომ გამოავლინა ბავშვების მიმართ ნამდვილი ინტერესი სურვილის გამოხატვით, რომ მას სურდა მათთან ურთიერთობა, როგორც მათ დაბადებამდე, ისე დაბადების შემდგომ და მალევე წამოიწყო სამართალწარმოება სასამართლოებში ურთიერთობასთან დაკავშირებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ის და ქალბატონი B. არ ეწეოდნენ თანაცხოვრებას, ბავშვები გაჩნდნენ იმ ურთიერთობის შედეგად, რომელიც ორი წლის მანძილზე გრძელდებოდა და არ იყო უბრალოდ შემთხვევით შეხვედრებზე აგებული. თუნდაც მიჩნეულიყო, რომ მისი ურთიერთობა ბავშვებთან არ ექცეოდა „ოჯახური ცხოვრების“ ცნებაში, ეს ურთიერთობა ბატონი ანაიოს იდენტობისა და მისი „პირადი ცხოვრების“ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა მე-8 მუხლის მნიშვნელობისთვის“.
ამ შემთხვევაში ს--–---- თ--ა დაბადებულია მის მშობლებად რეგისტრირებული პიროვნებების ქორწინების რეგისტრაციამდე თითმის 2 წლით ადრე, იმ დროს როცა მამად მითითებული შ------ თ--ა საქართველოში საერთოდ არ ცხოვრობდა, ხოლო დედა 2011 წლამდე მუდმივად საქართველოში ცხოვრობდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით და ს--–---- თ---- განმარტებით დასტურდება, რომ ბავშვს ოჯახური და პირადი ურთიერთობა საერთოდ არა აქვს შ------ თ----თან, მათ შორის სოციალური და ოჯახური კავშირი ჩამოყალიბებული არ არის. ბავშვის განმარტებით, მას უფროს და-ძმასთან ერთად ზურაბ კ-----ესთან, როგორც მამასთან აქვს ხშირი პირადი ურთიერთობა და სურვილი აქვს მამის გვარი „კ-----ე“ ჰქონდეს.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, 1. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. 3. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის ან მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, და მათი პერსონალის რიცხვისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით აღიარებულია ბავშვის უფლება დაბადებისთანავე დარეგისტრირდეს მისი ვინაობა, დაბადებიდანვე აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება. ბავშვის უფლებაა იცნობდეს თავის მშობლებს, ჰქონდეს მშობლებთან ურთიერთობა. უფლება აქვს მშობლებისგან იყოს ზრუნვის და ყურადღების ობიექტი, უფლება აქვს მშობლები აქტიურად იყოს ჩართული მის აღზრდაში.
განსახილველ საქმეში დავის საგანია მამობის დადგენა, რომლის ერთერთი მნიშვნელოვანი შედეგია ბავშვის გვარის შეცვლა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის თანახმად, ბავშვისათვის გვარის შეცვლა დასაშვებია მისი ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვისათვის გვარის შეცვლისათვის საჭიროა ბავშვის თანხმობაც. სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას მამობის დადგენაზე, თუკი ეს ეწინააღმდეგენა ბავშვის ინტერესებს. ს--–---- თ--ა არის 10 წლის ასაკის, რის გამოც სასამართლომ სხდომაზე მოისმინა ბავშვის მოსაზრებები ფსიქოლოგის მონაწილეობით.
ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. 2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით. კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (N.TS. AND OTHERS v. GEORGIA ), რომელიც შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ დავას, სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო, ბავშვთა უფლებების კონვენციის მუხლი 12–ის გათვალისწინებით (იხილეთ პუნქტი 40-42 ზემოთ, და, კერძოდ, ბავშვთა უფლებების კომიტეტის ზოგადი შენიშვნების No.12 პუნქტი 32), ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებებზე, კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, ბავშვები, რომელთაც აქვთ თავისი საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარი, საკმარისად ჩართულნი უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მიეცეთ შესაძლებლობა, მოუსმინონ მათ და, ამგვარად, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები (იხილეთ ასევე მ. დამ., ციტირებულია ზემოთ, § 181). იგივე პრინციპები სათანადოდ არის განმტკიცებული ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებებში ბავშვებისადმი კეთილგანწყობილ სამართალთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს ბავშვთა უფლებას – მოხდეს მათი მოსმენა და გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათზე ახდენს გავლენას“.
ამ გადაწყვეტილებაში ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებების საფუძველზე განმარტებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის შინაარსი და ბავშვის უფლება, მოუსმინონ, რაში მდგომარეობს.
გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის N12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე- 12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე- 12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში.
როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი)... ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას.
ბავშვის უფლებების კომიტეტის 2009 წლის 20 ივლისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში (CRC/C/GC/12) მითითებულია, რომ ყველა ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა (შემდგომში კომიტეტი) მუხლი 12 განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, ამასთან, დანარჩენი ძირითადი პრინციპებია - არა-დისკრიმინაციის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, და ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფისთვის უპირველესი ყურადღების დათმობა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას...
კონვენციის დებულება “საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“ განმარტებულია შემდეგნაირად: „კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ყველა „საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“ ბავშვის უფლება, მოუსმინონ. ეს ფრაზა უნდა იქნას გაგებული არა როგორც შეზღუდვა, არამედ როგორც სახელმწიფოს ვალდებულება, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეაფასოს ბავშვის უნარი, ჩამოაყალიბოს ავტონომიური შეხედულება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარეს არ შეუძლია ქმედება დაიწყოს იმ დაშვებით, რომ ბავშვს არ გააჩნია უნარი, გამოხატოს მისი შეხედულებები. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო მხარემ უნდა ივარაუდოს, რომ ბავშვს გააჩნია უნარი, ჩამოაყალიბოს მისი შეხედულებები და უნდა აღიაროს, რომ ბავშვს გააჩნია ამ შეხედულებების გამოხატვის უფლება; ბავშვს არ უნდა სჭირდებოდეს მისი უნარის დამტკიცება“.
დებულება “შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად“ განმარტებულია, რომ ეს დებულება ეხება ბავშვის უნარს, რომელიც უნდა შეფასდეს, რათა მის შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა მიენიჭოს, ან ბავშვისთვის მოხდეს იმის კომუნიკაცია, თუ რა გავლენას ახდენს ასეთი შეხედულებები პროცესის შედეგებზე. მუხლი 12 აწესებს, რომ ბავშვის მხოლოდ მოსმენა არ არის საკმარისი; ბავშვის შეხედულებები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული, თუ ბავშვს აქვს თავისი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარი“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია ბავშვთან დაკავშირებულ დავაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადასაწყვეტი საკვანძო საკითხები. კერძოდ, “სამართალწარმოებაში, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვზე, სასამართლო ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა:
a. განსაზღვროს, გააჩნია თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, მშობლის პასუხისმგებლობის მტვირთველი პირებისაგან;
b. იმ შემთხვევაში, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით მიჩნეულია, რომ ბავშვს გააჩნია საკმარისი შემეცნების უნარი, სასამართლო ხელისუფლებამ უნდა:
– უზრუნველყოს ბავშვის მიერ ყველა შესაბამისი ინფორმაციის მიღება;
– შესაბამის შემთხვევებში უზრუნველყოს ბავშვისთვის პირადი კონსულტაციების მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი კონსულტაციები ბავშვთან სხვებისგან განცალკევებით უნდა განხორცილედეს უშუალოდ სასამართლო ხელისუფლების მიერ ან სხვა პირების ან ორგანოების მეშვეობით, ბავშვის გაგების უნარის შესაბამისი წესით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
– უზრუნველყოფილი უნდა იქნას ბავშვისთვის მისი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა;
c. სასამართლო ხელისუფლებამ შესაბამისი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის მიერ გამოხატულ შეხედულებებს.”
ს--–---- თ--ა არის 10 წლის ასაკის, იგი საკმარისად ინფორმირებულია დავის გარემოებების შესახებ, მან მკაფიოდ და არაორაზროვნად განმარტა, რომ ზურაბ კ-----ე მისი მამაა და შ------ თ----თან რაიმე ურთიერთობა არასდროს ჰქონია. ბავშვის განმარტებით, ამჟამად არსებული გვარის გამო სკოლაში არასახარბიელო მდგომარეობაშია, რადგან ვერ ხსნის რატომ აქვს მისთვის უცნობი ადამიანის გვარი. ბავშვმა მკაფიოდ გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ სურვილი აქვს ჰქონდეს გვარი კ-----ე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასაკის გამო ბავშვის ამ მოსაზრებებს საკითხის განხილვის დროს არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, რადგან მას ასაკის გათვალისწინებით ცხადად და მკაფიოდ, დასაბუთებულად გამოთქვა მისი მოსაზარება სადაო საკითხზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, ს--–---- თ---- მიმართ შ------ თ---- მამობის სარეგისტრაციო ჩანაწერი უნდა გაბათილდეს და მისი მამად ცნობილი უნდა იქნას ზურაბ კ-----ე. ბავშვის მკაფიო სურვილის გამო სახეზე არ არის 1190-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, მამობის დადგენა შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რადგან შ------ თ---- მამობის დადგენამდე არსებული ჩანაწერის აღდგენით ს--–----ს მამის გრაფა შეუვსებელი დარჩება. ეს კი გამოიწვევდა ისეთ ვითარებას როცა ს--–----ს მამის ვინაობა გაურკვეველი დარჩებოდა, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება და არღვევს ბავშვის უფლებების კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილ ბავშვის ინდივიდუალობის უფლებას. კონვენციის ამ ნორმის მიხედვით, 1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. 2. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას საჭირო დახმარებით და დაცვით მისი ინდივიდუალობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინდივიდუალობის ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მჭიდრო, უშუალო და პირადი ოჯახური ურთიერთობის, ნათესაური კავშირების არსებობა. ბავშვთა უფლებების კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ოჯახური გარემო მიჩნეულია ბავშვის აღზრდის საუკეთესო პირობად. ს--–----ს მამად მითითებული პიროვნება ბავშვის ოჯახური ცხოვრების მონაწილე არასდროს ყოფილა, ბავშვის მამის მოვალეობას ასრულებს ზურაბ კ-----ე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის სურვილი და მოსაზრება საფუძვლიანია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე და ბავშვის მოსაზრების გათვალისწინებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების მოთხოვნა ნ-----–---- თ---- მამად გ------ დ---------–---–ის აღიარების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შ------ თ----ა და ე---------- მ------–---–ს შორის თანაცხოვრება და პირადი ურთიერთობა 2011 წლის 9 ივლისის შემდეგ არ ჰქონდათ. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ე---------- მ------–---–ი და შ------ თ--ა ერთდროულად გაემგზავრნენ საქართველოდან 2011 წლის 28 აპრილს უკრაინის მიმართულებით, რის შემდეგ შ------ თ--ა საქართველოში არ დაბრუნებულა, ხოლო ე---------- მ------–---–ი საქართველოში დაბრუნდა 2011 წლის 9 ივლისს. ამის შემდეგ იგი მუდმივად საქართველოში ცხოვრობს და უცხოეთში არ წასულა. ნ-----–----ი დაბადებულია დედის საქართველოში ჩამოსვლიდან 1 წლისა და 3 თვის შემდეგ - 2012 წლის 14 ოქტომბერს.
ე---------- მ------–---–სა და გ------ დ---------–---–ს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2014 წლის 25 ივლისს. ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობენ 2011 წლის შემოდგომიდან, რაც დასტურდება მოწმეების ჩვენებებით. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით დასტურდება, რომ შ------ თ--ა 2011 წლის 28 აპრილის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა, ხოლო ე---------- მ------–---–ი 2011 წლის 9 ივლისის შემდეგ უწყვეტად საქართველოში ცხოვრობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.
საქმეში წარმოდგენილი სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, მოსარჩელეების და მესამე პირების განმარტებით, ერთობლიობაში სავსებით დასტურდება, რომ ნ-----–---- თ--ა არ არის შ------ თ---- შვილი. 2011 წლის 9 ივლისის შემდეგ ეკეატერინე მ------–---–ის მუდმივად და უწყვეტად საქართველოში ცხოვრობს, ხოლო შ------ თ--ა საქართველოში ცხოვრობდა მხოლოდ 2011 წლის 28 აპრილამდე. ნ-----–----ი დაბადებულია დედის საქართველოში დაბრუნებიდან (2011 წლის 9 ივლისი) 1 წლისა და 3 თვის შემდეგ 2012 წლის 14 ოქტომბერს, რაც სავსებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი არის გ------ დ---------–---–ის შვილი და ბავშვს შ------ თ----თან ბილოგიური კავშირი არა აქვს. ბავშვ მართალია დაბადებულია ე---------- მ------–---–ის და შ------ თ---- რეგისტრირებული ქორინების განმავლობაში, მაგრამ ამის გამო ბავშვის მათგან ბიოლოგიური წარმოშობის პრეზუმფცია გაქარწყლებულია საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით, რის გამოც ნ-----–---- თ---- მამად აღიარებული უნდა იქნას გ------ დ---------–---–ი.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოსარჩელეების ოჯახი (7 წევრი) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ისინი იღებენ საარსბო შემწეობას თვეში 620 ლარის ოდენობით, რის გამოც სარჩელზე სახელმწიფო ბაჟ გადახდილი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს. საქმეში დავის საგანია არასრულწლოვანი ბავშვის მამობის დადგენა, რის გამოც სარჩელზე გადასახდელია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
IV სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს გ------ დ---------–---–ის და ე---------- მ------–---–ის სარჩელი;
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სამოქალაქო რეესტრში 2011 წლის 28 მარტის მამობის დადგენის სააქტო ჩანაწერი N44201120025 შ------ თ---- მამობის შესახებ, 2009 წლის 25 ივნისს დაბადებული ს--–---- თ---- (პირადი N3----------) მამად აღიარებული იქნას ზურაბ კ-----ე (პირადი N3----------) და ბავშვს მიენიჭოს გვარი „კ-----ე“.
1.2. 2012 წლის 14 ოქტომბერს დაბადებული ნ-----–---- თ---- (პირადი N1----------) მამად აღიარებული იქნას გ------ დ---------–---–ი (პირადი N3----------) და ბავშვს მიენიჭოს გვარი დ---------–---–ი.
2. შ------ თ---- დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი