გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.09.2019
საქმის ნომერი
190210019002822833
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-147-19

(საქმე N190210019002822833)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე: ა-- კ------ე

მოპასუხე: გ---- ჯ-----ი

მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი: პ----- ც------–--ე

დავის საგანი: მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, შვილის გვარის შეცვლა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მოპასუხე გ---- ჯ-----ს (პ/ნ 3----------- არასრულწლოვანი შვილის, ე---–- ჯ-----ის (პ/ნ 0----------) მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, კერძოდ შეეზღუდოს უფლება გასცეს თანხმობა ე---–- ჯ-----ის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე.

 

2. ე---–- ჯ-----ს (პ/ნ 0----------) მიეკუთვნოს დედის ა-- კ------ის (პ/ნ 3----------) გვარი - კ------ე.

 

მოსარჩელე ა-- კ------ე და მოპასუხე გ---- ჯ-----ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

მხარეები ამჟამად არიან განქორწინებული და ერთად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ჯ-----ი ცხოვრობს მოსარჩელესთან. მოპასუხე ყურადღებას არ აქცევს შვილს და არა--ირი კონტაქტი არ გააჩნია მასთან. მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი უცნობია და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს მოსარჩელე, რის გამოც ხელი ეშლება ბავშვის აღზრდაში, ვინაიდან მთელი რიგი დოკუმენტების აღებაში საჭიროა მეორე მშობლის თანხმობა. მოპასუხე თავს არიდებს მისი ვალდებულების შესრულებას და არ ახორციელებს მშობლის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.

ასევე, მოსარჩელეს სურს, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ე---–- ჯ-----ს მიეკუთვნოს დედის გვარი - კ------ე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებელი და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, შასაბამისად, უცნობია მისი პოზიცია.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის განმარტებით, ვიზიტები განხორციელდა როგორც მოსარჩელე-ა-- კ------ის, ასევე მოპასუხე-გ---- ჯ-----ის საცხოვრებელ მისამართებზე. ვერ იქნა მოძიებული მოპასუხე-გ---- ჯ-----ი და მისი საცხოვრებლის მისამართი. მე-20 მკრ-ნის მაცხოვრებლების ინფორმაციით გ---- ჯ-----ს არ იცნობენ და მათ მეზობლად არ ცხოვრობს. ასევე არ არის ცნობილი გ---- ჯ-----ის საკონტაქტო ინფორმაცია.

მოსარჩელე-ა-- კ------ე შვილთან ე---–- ჯ-----თან და მამასთან-ჯ------–- კ------ესთან ერთად ცხოვრობს ქ. რუსთავში, თოდრიის პირველი ჩიხი # 5----ში საკუთარ კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ბინაში. ე---–- დედასთან კეთილსაიმედო გარემოში ცხოვრობს. ა-- კ------ის ინფორმაციით აქვს საკუთარი შემოსავალი კერძო საქმიანობიდან. ა--ს ასევე საჭიროების შემთხვევაში ფინანსურად ეხმარებიან მშობლები.

მოსარჩელე-ა-- კ------ეს ყოფილ მეუღლესთან-გ---- ჯ-----თან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2016 წლის 01 ნოემბერს შეეძინა შვილი - ე---–- ჯ-----ი. წყვილების დაშორების მიზეზი იყო ხშირი უთანხმოება და პირადი კონფლიქტი. მათი ოფიციალური განქორწინება მოხდა 2017 წლის 17 მარტს. ა--ს ინფორმაციით, როდესაც ყოფილ მეუღლეს დაშორდა ე---–- თვეების იყო. მას შემდეგ ორი წელი ხდება, რაც მამას ე---–- აღარ უნახავს და არანაირი მზრუნველობა არ გამოუჩენია. ა--ს ინფორმაციით, დაშორების შემდეგ ცდილობდა, რომ ე---–-ს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, თუმცა ყოფილი მეუღლე ბავშვის მიმართ არ იჩენდა ინტერესს. ა--მ არ იცის, თუ სად იმყოფება ყოფილი მეუღლე და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. მოსარჩელე - ა-- კ------ის ინფორმაციით, შესაძლოა ბავშვისთვის მთელი რიგი დოკუმენტების აღებაში საჭირო გახდეს მამის თანხმობა, რომელიც შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იმისათვის, რომ მოხდეს ბავშვის-ე---–- ჯ-----ის სრულყოფილი განვითარება, მნიშვნელოვანია მამის მზრუნველობა და აქტიური ჩართულობა, რასაც მოპოვებული ინფორმაციით, ვერ ხედავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრი. შესაძლებელია მართლაც შეიქმნას პრობლემა ბავშვის დოკუმენტების მოწესრიგების მომენტში, რამაც შეიძლება არასრულწლოვნის ინტერესების დარღვევა გამოიწვიოს. შესაბამისად, არასრულწლოვნისთვის საქართველოს პასპორტის გაცემაზე მიზანშეწონილად მიიჩნევს სოციალური მომსახურების სააგენტო , რომ მამას შეეზღუდოს კანონიერი წარმომადგენლობითი უფლება, ხოლო ბავშვის გვარის გამოცვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 01 ნოემბერს დაბადებული ე---–- ჯ-----ის მშობლები არიან - დედა ა-- კ------ე და მამა გ---- ჯ-----ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა;

 

3.1.2. მხარეები ამჟამად არიან განქორწინებული და ერთად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ე---–- ჯ-----ი ცხოვრობს მოსარჩელესთან. მოპასუხე ყურადღებას არ აქცევს შვილს და არანაირი კონტაქტი არ გააჩნია მასთან. მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი უცნობია და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს მოსარჩელე, რის გამოც ხელი ეშლება ბავშვის აღზრდაში, ვინაიდან მთელი რიგი დოკუმენტების აღებაში საჭიროა მეორე მშობლის თანხმობა. მოპასუხე თავს არიდებს მისი ვალდებულების შესრულებას და არ ახორციელებს მშობლის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის ახსნა-განმარტება;

- ამონაბეჭდი ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან;

 

3.1.3. მხარეებს შორის ქორწინება შეწყვეტილია და ბავშვი ცხოვრობს მოსარჩელესთან. არასრულწლოვანი ე---–- ჯ-----ის ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროა ბავშვის გვარის გამოცვლა და შვილისათვის დედის გვარის მიკუთვნება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის ახსნა-გაანმარტება;

- განქორწინების მოწმობა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა, რადგან მოპასუხეს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. თუმცა ყოფილი მეუღლე ბავშვის მიმართ არ იჩენს ინტერესს. ა--მ არ იცის, თუ სად იმყოფება ყოფილი მეუღლე და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. მოსარჩელე - ა-- კ------ის ინფორმაციით, შესაძლოა ბავშვისთვის მთელი რიგი დოკუმენტების აღებაში საჭირო გახდეს მამის თანხმობა, რომელიც შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

 

ასევე სასამართლოს ბავშვის ინტერესების შესაბამის მოთხოვნად მიაჩნია, ე---–- ჯ-----ისთვის გვარის - ჯ-----ის შეცვლა და დედის გვარის -კ------ის მინიჭება. ბავშვი ცხოვრობს დედასთან, არის დაახლოებით სამი წლის და არ იცნობს მამას, რომელიც არ ნახულობს მას, არ ზრუნავს მის აღზრდაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსარჩელე მხარემ შეძლო თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის და გვარის შეცვლის თაობაზე ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-12-ე, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ა-- კ------ემ მოითხოვა მოპასუხე გ---- ჯ-----ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა, კერძოდ, პასპორტის აღებისას თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით: 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა კონკრეტულ სფეროში მოპასუხის მიერ ნებართვის გაცემის ნაწილში. დადგენილია მოპასუხე წასულია ოჯახიდან და მასთან არანაირი კონტაქტი არა აქვთ, რაც დაადასტურა სასამართლო პროცესზე მისმა გამოუცხადებლობამაც.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სოციალური მუშაკის ვიზიტი განხორციელდა ე---–- ჯ-----ის საცხოვრებელ ადგილზე. ბავშვის გარემოს შესაფასებლად სოციალურმა აგენტმა განახორციელა ვიზიტი სახლში, სადაც საცხოვრებელი პირობები არის დამაკმაყოფილებელი.

იქიდან გამომდიანრე, რომ უცნობია მამის ადგილსამყოფელი, დედას ხელი ეშლება ბავშვის პასპორტის აღებაში, რაც ესაჭიროება პერიოდულად საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ბავშვის ბებიასთან.

 

.,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.

 

საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას.

 

მშობლებს აქვთ თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამასთან, არამართებულად არ უნდა შეიზღუდოს არასრულწლოვანი ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება. სოციალური სამსახურის მითითებით, მიზანშეწონილია არასრულწლოვანი ბავშვის გაყვანა მოხდეს კონკრეტულ ქვეყნებში და ზუსტად იქნეს მითითებული ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც, მოსარჩელე შესძლებს არასრულწლოვანის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და დავის საგანთან მიმართებით მხარეთა განმარტებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ა-- კ------ის სასარჩელო მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხე მხარეს უნარჩუნდება ბავშვთან როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც.

 

მამა - გ---- ჯ-----ი შვილის - ე---–- ჯ-----ის მიმართ არ იჩენს მზრუნველობას, უცნობია მისი ადგილსამყოველი როგორც მოსარჩელისთვის , ასევე სასამართლოსთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმაც ვერ შეძლო მისი მოძიება, დედის განმარტებით, ბავშვი ვიზუალურადაც არ იცნობს მამას და იგი იზრდება დედასთან და ამიტომ უმჯობესია ბავშს მიენიჭოს დედის გვარი. ე---–- დაბადებულია 2016 წლის 1 ნოემბერს და ამჟამად არის სამ წლამდე ასაკის , ამიტომ ბავშვის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს არ მოუსმენია. დედის პოზიციის და რეალური სიტუაციის ( მამა არ იცნობს შვილს, არ უხდის ალიმენტს, არ ზრუნავს მასზე) გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესს შეესაბამება , რომ იგი ატარებდეს დედის გვარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-55-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა-- კ------ის (პირადი N3----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გ---- ჯ-----ს (პირადი N3----------- შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის ე---–- ჯ-----ის (დაბადებული 2016 წლის 01 ნოემბერს, პირადი N0----------) მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ნაწილში,3. ე---–- ჯ-----ს (დაბადებული 2016 წლის 01 ნოემბერს, პირადი N0----------) მიეკუთვნოს დედის - ა-- კ------ის (პირადი N3----------) გვარი - კ------ე.

 

4. დაეკისროს გ---- ჯ-----ს ა-- კ------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი