გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.10.2019
საქმის ნომერი
200210819003119954
კატეგორია
დავის ტიპი
თარიღი
14.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/539-19წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თელავი

 

შესავალი ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ზვიად შარაძე

სხდომის მდივანი თინათინ ფეიქრიშვილი

 

განმცხადებელები _ მ--------------ე და პ------–---–-----ი

მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი;

წარმომადგენელი - გ-----------------ე

შვილად ასაყვანი პირი - მ------------–---–ი

მოთხოვნის არსი _ არასრულწლოვანი ბავშვის მ------------–---–ის შვილად აყვანა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. განმცხადებლის მოთხოვნა

 

1.1 არასრულწლოვანი მ------------–---–ის შვილად აყვანა და მის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნაშვილები ბავშვის მ------------–---–ის, დაბადებული 2----–-–----------------–ს პ/ნ №----------- დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: სახელი მიეთითოს „მ----“ , გვარი - „წ---–------“, დაბადების თარიღი - 2------------–--------–--–-; დაბადების ადგილი - „----–----, ასევე ცვლილება შევიდეს მშობლების დემოგრაფიულ მონაცემებში, კერძოდ, დედის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: მ--------------ე პ/ნ №-----------, მამის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: პ------–---–-----ი, პ/ნ N-----------, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი.

 

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. შვილად ასაყვანია მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი მ------------–---–ი, დაბადებული 2----–-–----------------–ი პ/ნ №----------- ბავშვის მამა არის უცნობი ხოლო დედა მ--------------–---–ი პ/ნ №-----------.

 

2.2. მ------------–---–ი, (დაბადებული 2----–-–----------------–ი პ/ნ №-----------) იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და მინიჭებული აქვს გასაშვლებელი ბავშვის სტატუსი (2011 წლის 28 ივნისის №-------- გადაწყვეტილება).

 

2.3. 2019 წლის 15 ივლისს მ--------------ემ და პ------–---–-----მა ერთობლივი განცხადებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, რომელშიც აღნიშნეს, რომ ისინი დარეგისტრირებულები არიან მშვილებელ მშობელთა ერთიან რეესტრში და მათ მიიღეს შეთავაზება ბავშვების შვილად აყვანის შესახებ, რის გამოც წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

2.4. მ--------------ე და პ------–---–-----ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2011 წლის 04 ნოემბრიდან.

 

2.5. დადგენილია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის 2019 წლის 15 ივლისის N---- თავსებადობის შესახებ დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვანი მ------------–---–ი (პ--------------) სოციალური მომსახურების სააგენტოს მეორვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით (28.12.2018 წ. N-------------) დუშეთის რაიონიდან, გადაუდებელი მინდობით აღზრდის ფორმით 2018 წლის 28 დეკემბერს განთავსდა მ--------------ისა და პ------–---–-----ის მიმღებ ოჯახში და მასზე მზრუნველობას ახორციელებენ მ--------------ე და პ------–---–-----ი.

 

2.6. მ--------------ე და პ------–---–-----ი თანახმანი არიან შვილად აიყვანონ არასრულწლოვანი მ------------–---–ი.

 

2.7. მ--------------ე და პ------–---–-----ი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების 2016 წლის 26 თებერვლის №---------- გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვთ მინდობით აღმზრდელის, დედობილ/მამობილის სტატუსი;

 

2.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის ნ-----------–---–ის მიერ 2019 წლის 15 ივლისს მიღებული იქნა შვილად ამყვანი პირის მ--------------ის და პ------–---–-----ის და გასაშვილებელი ბავშვის მ------------–---–ის თავსებადობის შესახებ დასკვნა, რომლის თანახმადაც სოციალური მუშაკის მიერ დადასტურებული იქნა მ------------–---–ის თავსებადობა მ--------------ის და პ------–---–-----ის ოჯახთან და მიეცა რეკომენდაცია მ--------------ეს და პ------–---–-----ს როგორც მ------------–---–ის შვილად ამყვან პირს;

 

2.9. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 18 ივლისის დასკვნით N---------- მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მ--------------ის და პ------–---–-----ის მიერ არასრულწლოვანი მ------------–---–ის შვილად აყვანა;

 

2.10. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული შვილად აყვანის ხელისშემშლელი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეაფასა დადგენილი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ მ--------------ის და პ------–---–-----ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე, 1245-ე, 1246-ე, 1247-ე, 1258-ე, 1264-ე მუხლები, ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-11, მე-17, მე-20, 23-ე მუხლები.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილება დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის. ამავე კოდექსის 1245-ე მუხლის მიხედვით, მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩამორთმეული ან შეზღუდული აქვს მშობლის უფლება. მშვილებელი არ შეიძლება იყოს, ასევე, პირი, რომელსაც ავადმყოფობის ან მორალური თვისებების გამო არ შეუძლია განახორციელოს მშობლის უფლებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ--------------ეს და პ------–---–-----ს არა აქვთ კრიმინალური წარსული და პრაქტიკულად ჯანმრთელია, ხასიათდება დადებითად და მას შესწევს უნარი, დაიცვას არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობა და ინტერესები.

 

5.2. საქმეში წარმოდგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების 2011 წლის 07 დეკემბრის N------ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მ--------------ე და პ------–---–-----ი აყვანილნი იქნენ შვილად აყვანის მსურველ კანდიდატთა აღიცხვაზე.

საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 03 აპრილის N-------- წერილი, რომლის მოხედვით მ------------–---–ს დედის - მ--------------–---–ის მიერ გაშვილებაზე თანხმობის ფორმის შევსების საფუძველზე, გურჯაანის რაიონული განყოფილების მიერ, მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1246-ე მუხლის თანახმად მეუღლეებს შეუძლიათ ბავშვი ერთად იშვილონ. არ შეიძლება ერთი ბავშვი ორმა პირმა იშვილოს გარდა მეუღლეებისა.

 

5.4. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილად აყვანის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის სააგენტო. ამავე კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები არიან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე.

 

5.5. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი, მამინაცვალი. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს – დედობილს ან/და მამობილს – ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა. შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან/და ძმა. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ--------------ე და პ------–---–-----ი სარგებლობენ შვილად აყვანის უპირატესი უფლებით, ვინაიდან მ------------–---–ი მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან 6 (ექვსი) თვეზე მეტია, კერძოდ 2018 წლის 28 დეკემბრიდან იზრდება მ--------------ის და პ------–---–-----ის ოჯახში.

 

5.6. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დასკვნით დგინდება, რომ აღნიშნულმა სააგენტომ გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია მ--------------ის და პ------–---–-----ის მიერ არასრულწლოვანი – მ------------–---–ის შვილად აყვანა. აღნიშნულ დასკვნას დაეთანხმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი.

 

5.7. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილით, საბოლოო გადაწყვეტილება ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გამოაქვს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება შვილად ასაყვანის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 349-ე და 351-ე მუხლებით დადგენილი წესით, გამოიტანს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ.

 

5.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--------------ის და პ------–---–-----ის მიერ მ------------–---–ის შვილად აყვანა ხელს შეუწყობს ბავშვის კეთილდღეობას, ნორმალურ აღზრდა-განვითარებას და უდავოდ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს.

 

5.9. სასამართლო, ასევე, საფუძვლიანად მიიჩნევს განმცხადებლის მოთხოვნას, შვილად ასაყვანის დაბადების სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის შესახებ, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1258-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ უნდა მიეთითოს შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და შვილად ასაყვანის მ------------–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: სახელი მიეთითოს „მ----“ , გვარი - „წ---–------“, დაბადების თარიღი - 2------------–--------–--–-; დაბადების ადგილი - „----–----, ასევე ცვლილება შევიდეს მშობლების დემოგრაფიულ მონაცემებში, კერძოდ, დედის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: მ--------------ე პ/ნ №-----------, მამის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: პ------–---–-----ი, პ/ნ N-----------, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი..

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე და 2591-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ზ” პუნქტით, 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, 349-351-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--------------ის და პ------–---–-----ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ნება დაერთოს მ--------------ის და პ------–---–-----ის არასრულწლოვანი მ------------–---–ის (დაბადების თარიღი: 2----–-–----------------–ი. დაბადების ადგილი - თელავი, სქესი - მდედრობითი, პ/ნ №----------- მოქალაქეობა - საქართველოს) შვილად აყვანაზე.

 

1.2 ნაშვილები ბავშვის მ------------–---–ის, დაბადებული 2----–-–----------------–ს პ/ნ №----------- დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: სახელი მიეთითოს „მ----“ , გვარი - „წ---–------“, დაბადების თარიღი - 2------------–--------–--–-; დაბადების ადგილი - „----–----, ასევე ცვლილება შევიდეს მშობლების დემოგრაფიულ მონაცემებში, კერძოდ, დედის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: მ--------------ე პ/ნ №-----------, მამის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: პ------–---–-----ი, პ/ნ N-----------, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი.

 

2. შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5.გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების შედეგებით დაინტერესებულ სხვა პირებს შეუძლიათ მისი გასაჩივრება თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

მოსამართლე ზვიად შარაძე