განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002187626
საქმე №2ბ/1285-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტები – ც----- ც---–-–---–ი, თ----- ც---–-–---–ი, გ------- ც---–-–---–ი, ა-----– ც---–-–---–ი
წარმომადგენელი - ფ---------------ე, პ------------ე
მოწინააღმდეგე მხარე _ თ------------------ი
წარმომადგენელი - თ----- ჯ--–--–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ------------------ის სარჩელი ლ---- გ---–---–---–ის, ა-------------------ის, ე-–----------------ის, ა-----– ც---–-–---–ის, გ------- ც---–-–---–ის, ც----- ც---–-–---–ისა და თ----- ც---–-–---–ის მიმართ, შვილად აყვანის ფაქტის დადასტურების თაობაზე დაკმაყოფილდა და აღიარებულ იქნა მ--------- ც---–-–---–ის (გარდაცვლილი 2017 წლის 06 აგვისტო, აქტის ჩანაწერი N0----------) მიერ არასრულწლოვანი (1996 წლის 03 სექტემბერს დაბადებული) თ------------------ის (პირადი N1----------) შვილად აყვანა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ე-–----------------ი და ა-------------------ი ქორწინებაში იმყოფებიან 1995 წლიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი: ლ--–--------------ი, დაბადებული 1994 წლის 06 აგვისტიოს, მ-----------------ი, დაბადებული 1995 წლის 02 აგვისტოს, თ------------------ი, დაბადებული 1996 წლის 03 სექტემბერს და ბ------------------ი, დაბადებული 2000 წლის 25 თებერვალს. ა-------------------ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი მ-------------------ი, დაბადებული 1982 წლის 11 მაისს.
2.2. 1996 წლის 03 სექტემბერს დაბადებული თ------------------ის დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მითითებულია ე-–----------------ი, ხოლო მამის გრაფაში ა-------------------ი;
2.3. ე-–----------------ისა და ა-------------------ის ოჯახის მატერიალური მდგომარეობა მძიმე იყო. ეკონომიური სიდუხჭირის გამო ისინი 2002-2007 სხვადასხვაგვარი ფიზიკური შრომით ირჩენდნენ თავს და მუშაობდნენ ე.წ. მ------------------ზე. გარკვეული პერიოდი მათი ნათესავების გ------- და დ-------------–---–ების ოჯახში. 2007 წლიდან ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას.
2.4. თ------------------ი იზრდებოდა სკოლა-ინტერნატში, რომლის ლიკვიდაციაც 2006 წლის 29 სექტემბერს მოხდა. მშობლების სამუშაო ადგილზე ე.წ. მ------------------ზე თ------------------ი მიდიოდა ყოველ შაბათ-კვირას, ასევე დასვენების პერიოდში;
2.5. მ--------- ც---–-–---–ი და ლ---- გ---–---–---–ი 1989 წლის 30 აპრილიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. ისინი ცხოვრობდნენ მ-----------–-----------ზე.
2.6. მ--------- ც---–-–---–ი იყო განათლებული, პატივსაცემი, კეთილი და ქველმოქმედი პიროვნება. იგი მუშაობდა გეოლოგიის დეპარტამენტში, ასევე იყო ბავშვთა გეოლოგიური საზოგადოების აღმზრდელი პიონერთა სასახლეში. მ--------- ც---–-–---–ს მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2.7. მ--------- ც---–-–---–მა თ------------------ი გაიცნო მისი ბიოლოგიური მშობლების სამუშაო ადგილზე, ე.წ. მ------------------ზე მაშინ, როცა თ------------------ი ხუთი წლის იყო. მ--------- ც---–-–---–ს თ------------------თან თავიდანვე თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. გაცნობიდან რამოდენიმე ხანში თ------------------ი თავისთან საცხოვრებლად წაიყვანა მ--------- ც---–-–---–მა. აღმზრდელთა ოჯახში საცხოვრებლად გადასვლის სურვილი თავად არასრულწლოვან თ------------------საც ჰქონდა;
2.8. 2006 წლის ივლისის თვიდან თ------------------ი ცხოვრობდა და იზრდებოდა ლ---- გ---–---–---–ისა და მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში. მის რჩენა-აღზრდას, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და ხარჯების გაღებას უზრუნველყოფდა მ--------- ც---–-–---–ი.
2.9. თ------------------მა 2016 წელს წარმატებით დაასრულა სსიპ ქალაქ თბილისის N1---ე საჯარო სკოლა და ამავე წელს ჩაირიცხა შპს „ს----------–--------------------ს“ სამართლის სკოლის სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2017 წლის 09 ნოემბერს თ------------------ი იმყოფებოდა სწავლების მესამე სემესტრზე. თ-----ის განათლებისა და აღზრდა-განვითარების ხარჯებს სწევდა მ--------- ც---–-–---–ი.
2.10. მ--------- ც---–-–---–მა თ------------------ს მისცა არა მხოლოდ სასკოლო და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, არამედ შეასწავლა უცხო ენა და მანქანის მართვა.
2.11. მ--------- ც---–-–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 06 აგვისტოს; ჭირისუფალთა შორის ლ---- გ---–---–---–თან ერთად იყო თ------------------იც;
2.12. მოპასუხეები - თ----- ც---–-–---–ი და ც----- ც---–-–---–ი არიან 2017 წლის 06 აგვისტოს გარდაცვლილი მ--------- ც---–-–---–ის დედმამიშვილები. ა-----– ც---–-–---–ი და გ------- ც---–-–---–ი კი მ--------- ც---–-–---–ის ძმის, 2015 წლის 29 ნოემბერს გარდაცვლილი ი---- ც---–-–---–ის შვილები.
2.13. მ--------- ც---–-–---–ს სიცოცხლის მანძილზე თ------------------ის შვილად აყვანის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს;
2.14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაცია მ--------- ც---–-–---–ის რეგისტრირებული ქორწინებისა და შვილების შესახებ არ იძებნება.
2.15. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2017 წლის 06 აგვისტოს გარდაცვლილი მ--------- ც---–-–---–ის მიერ დამოწმებული ანდერძის თაობაზე;
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2017 წლის 06 აგვისტოს გარდაცვლილი მ--------- ც---–-–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე;
2.16. 2017 წლის 22 დეკემბერს თ----- ც---–-–---–მა და ც----- ც---–-–---–მა, წარმომადგენლის ა-----– ც---–-–---–ის მეშვეობით მიმართეს ნოტარიუს თ----- ონიანს მ--------- ც---–-–---–ის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით;
2.17. ლ---- გ---–---–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება შემდეგი უძრავი ქონება: ქალაქი თ---–-------------–--–--, საკადასტრო კოდი 8-----------, დაზუსტებული ფართობი 37000.00 კვ.მ.; ქალაქი თ---–-------------–--–--, საკადასტრო კოდი 8-----------, დაზუსტებული ფართობი 50859.00 კვ.მ.; ქალაქი თ---–-------------–--–--, საკადასტრო კოდი 81.08.3.476, დაზუსტებული ფართობი 84851.00 კვ.მ.; ქალაქი თ---–-------------–--–--, საკადასტრო კოდი 8-----------, დაზუსტებული ფართობი 140000.00 კვ.მ.; ქალაქი თ---–-------------–--–--, საკადასტრო კოდი 8-----------, დაზუსტებული ფართობი 87670.00 კვ.მ;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.18. მ--------- ც---–-–---–ის მიერ და მის ოჯახში, არასრულწლოვანი, 1996 წლის 03 სექტემბერს დაბადებული თ------------------ი შვილად იყო მიღებული.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 2006 წლის ივლისის თვიდან, თ------------------ი მუდმივად ცხოვრობდა და იზრდებოდა ლ---- გ---–---–---–ისა და მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში. მის რჩენა-აღზრდას, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და თ------------------ისათვის საჭირო ნებისმიერი ხარჯების გაღებას უზრუნველყოფდა მ--------- ც---–-–---–ი. მ--------- ც---–-–---–სა და თ------------------ს შორის ახლო, პატივისცემაზე დამყარებული, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველობითი ურთიერთდამოკიდებულება იყო. ასეთივე დამოკიდებულება აქვს თ-----ს ლ---- გ---–---–---–თან. 2006 წლიდან მ--------- ც---–-–---–ის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც, იგი აღმზრდელთა ოჯახში ცხოვრობს დღემდე. მ--------- ც---–-–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 06 აგვისტოს; ჭირისუფალთა შორის ლ---- გ---–---–---–თან ერთად იყო თ------------------იც.
- 2013 წლის 09 სექტემბერს, სსიპ ქალაქ თბილისის N1---ე საჯარო სკოლასა და ლ---- გ---–---–---–ს, როგორც 1996 წლის 03 სექტემბერს დაბადებულ თ------------------ის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის, დაიდო ხელშეკრულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადაცემაზე;
- მოპასუხე სადავოდ ხდის გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი 8 წლის თ------------------ი, მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში მიღებული იყო არა შვილად, არამედ მ--------- ც---–-–---–მა მიიყვანა ის, როგორც მეუღლის - ლ---- გ---–---–---–ის დამხმარედ, შინამოსამსახურედ, რათა დახმარებოდა მათ საოჯახო და სამეურნეო საქმიანობაში, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
- მხარეებს შორის უდავოა, რომ მ--------- ც---–-–---–ი იყო განათლებული, პატივსაცემი, კეთილი და ქველმოქმედი პიროვნება. იგი მუშაობდა გეოლოგიის დეპარტამენტში, ასევე იყო ბავშვთა გეოლოგიური საზოგადოების აღმზრდელი პიონერთა სასახლეში. მ--------- ც---–-–---–ს მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხი. რეგისტრირებული იყო და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მისამართზე თბილისი მ------------------ი;
- დადგენილია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონულმა განყოფილებამ 2010 წლის აგვისტოს თვეში სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, ა-------------------ისა და ე-–----------------ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების - ლ--–--------------ის, მ-----------------ისა და ბ------------------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ. აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის, სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი იქნა დასკვა სადაც მითითებულია, რომ ბავშვები 2008 წლიდან საგ------ოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები არიან, დედა კატეგორიული წინააღმდეგია მათ მინდობით აღზრდაზე. არასრულწლოვანი შვილი თ------------------ი კი უკვე 4 წელია სხვა ოჯახში იზრდება და მამის მითითებით ბავშვი გაშვილებულია. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა-------------------ისა და ე-–----------------ისათვის არასრულწლოვანი თ------------------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ მოუთხოვია.
- დადგენილია, რომ თ------------------ი, მ--------- ც---–-–---–ის თანხმობით, 2013 წლის 19 ივლისიდან რეგისტრირებულია მ--------- ც---–-–---–ისა და ლ---- გ---–---–---–ის საცხოვრებელ ბინაში მდებარე მისამართზე - თბილისი, მ------------------ი.
- საქმის მასალებით მტკიცდება ასევე, რომ 2013 წლის 28 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა მ--------- ც---–-–---–ის, ლ---- გ---–---–---–ისა და თ------------------ის განცხადების N12/18488-5 საფუძველზე, მიმართა შპს „ჯ----------------------------------“ სასმელი წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობისათვის.
- საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებებისა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გასამყარებლად, მოსარჩელე უთითებს ასევე მოწმეთა ჩვენებებზე. მოპასუხე მხარემ, რომელიც შეედავა მოსარჩელეს, მის მიერ მითითებული გარემოებების გასაქარწყლებლად წარმოადგინა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლოს შეფასებით, მხარეებს ეკისრებათ, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მხოლოდ საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომელის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მხარეებს უნდა დაეკისროთ იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი (ვალდებულება) რაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ე-–----------------ის, თ------------------ისა და მოწმის - გ------- ს------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მ--------- ც---–-–---–მა, თ------------------ი თავის სახლში, მის ბიოლოგიურ მშობლებთან შეთანხმებისა და თანხმობის შემდეგ წაიყვანა. ა-------------------ი და ე-–----------------ი დათანხმდნენ თ------------------ის გაშვილებას და მათ აღნიშნული გადაწყვეტილება დღემდე გათვიცნობიერებული აქვთ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------ ც---–-–---–მა, გ------- ს------–---–მა, ბ-–---------------ემ, მ---–--------------–---–მა და რ--------------–--ემ განმარტეს, რომ მ--------- ც---–-–---–მა მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ იმყოფებოდა იუსტიციის სახლში თ----- მ------------ს შვილად აყვანის საკითხის მოწესრიგებისათვის დეტალების გასარკვევად და სექტემბრიდან აპირებდა დაეწყო შვილად აყვანის პროცედურები, თუმცა უეცარი გარდაცვალების გამო არ დასცალდა. მოწმის განმარტებით, მ--------- ც---–-–---–ი, ლ---- გ---–---–---–თან და თ------------------თან ერთად რამდენჯერმე იმყოფებოდა ზესტაფონში თავის ნათესავებთან. თ----- მ-----------მა თავად ჩაიყვანა ავტომობილით მისი აღმზრდელები ზესტაფონში. ზესტაფონში ყოფნისას აღდგომის დღესასწაულზე მ--------- ც---–-–---–ის ბიძაშვილის შვილმა - ზ------ ც---–-–---–მა იგი ეკლესიაშიც წაიყვანა წირვაზე დასასწრებად; თ------------------ი მ--------- ც---–-–---–მა მის ნათესავს ბიძაშვილის შვილის გ------ ც---–-–---–ს ოჯახს გააყოლა ზესტაფონში დასასვენებლად.
მოსარჩელე მხარის მოწმეები განმარტავენ, რომ მ--------- ც---–-–---–მა მათ არასრულწლოვანი თ------------------ი, როგორც თავისი შვილი, შვილად აყვანიდან მალევე, 2006 წელსვე გააცნო. მოწმის სახით დაკითხული მ--------- ც---–-–---–ის ბიძაშვილის შვილის გ------ ც---–-–---–ის განმარტებით, მ---------მა თ-----ი შემდეგი სიტყვებით გააცნო „ეს არის თქვენი ბიძაშვილი“. მოწმე, თ------------------ს იცნობდა, როგორც მ--------- ც---–-–---–ის შვილს, რადგან ამ უკანასკნელმა თ-----ი მას შვილად გააცნო და ასევე მის ოჯახს გააყოლა დასასვენებლად ზესტაფონში. მოწმე გ------ ც---–-–---–ი განმარტავს, რომ მასთან საუბარში მ--------- ც---–-–---–ი თ-----ს შვილად მოიხსენიებდა, თუმცა თ-----ი მ---------ს როგორ მიმართავდა მისთვის უცნობია. მ--------- ც---–-–---–მა გ------ ც---–-–---–ის მეუღლეს დაავალა თ-----ის საყიდლებზე გაყოლოდა. მოწმის მითითებით, ერთხელ როდესაც თ------------------ს სახლში დაბრუნება შეაგვიანდა, მ--------- ც---–-–---–მა ამაზე ინერვიულა. თ------------------ი აღმზრდელთა ოჯახში შვილად იყო მიღებული და იგი ოჯახის დამხმარეს არ წარმოადგენდა.
მოწმის სახით დაკითხული გ------- ს------–---–ი, რომელიც მ--------- ც---–-–---–ს 1983 წლიდან იცნობდა, მისი მეზობელი და მეგობარი იყო, განმარტავს, რომ თ------------------ს დაბადებიდან იცნობს და სწორედ მისი დახმარებით მოხდა თ-----ის ბიოლოგიურ მშობლებთან მ--------- ც---–-–---–ის დაკავშირება, რომლებიც მასთან მუშაობდნენ. მოწმის მითითებით, მ--------- ც---–-–---–ს არასრულწლოვანთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგ ბავშვი მას შეეჩვია. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი თავისთან სახლში შვილად წაიყვანა. მოწმე ასევე მიუთითებს, რომ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე მ--------- ც---–-–---–მა მას განუცხადა, რომ სურდა სექტემბერში დაეწყო შვილად აყვანის საკითხის მოწესრიგება. მათ შორის თბილი მამა-შვილური ურთიერთობა იყო, თ-----ი მ---------ს „მამას“ ეძახდა, ხოლო თავად კი „შვილოთი“ მიმართავდა. ბიოლოგიურ მშობლებს თ-----ის გაშვილების საკითხზე არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ, რადგან ეკონომიურად გაჭირვებულები იყვნენ და მისთვის რამის მიცემა არ შეეძლოთ. მოწმის მითითებით, მ--------- ც---–-–---–ი თ------------------ის შვილად აყვანის საკითხის იურიდიულ მოწესრიგებას არ ჩქარობდა, რადგან ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მისი ცნობიერების სრულად ჩამოყალიბებას ელოდებოდა.
მოწმის სახით დაკითხულ ბ-–---------------ეს, რომელიც მ--------- ც---–-–---–ის კურსელი და შვილის ნათლიაა, თავად მ---------მა უთხრა, რომ თ-----ი შვილად მიიყვანა, რაც სათანადოდ აღნიშნეს კიდეც. მოწმის მითითებით მ---------ი თ----- მ-----------ს უკეთებდა ყველაფერს, რაც მამას შვილისათვის უნდა გაეკეთებია. მოწმის გადმოცემით მ--------- ც---–-–---–მა მას უთხრა, რომ იუსტიციის სახლში იყო მისული შვილად აყვანის საბუთების შესაგროვებლად.
მოწმედ დაკითხული მ---–---- მ--------–---–ის მითითებით, რომელიც მ--------- ც---–-–---–სა და მის ოჯახს 1992-1993 წლებიდან იცნობს, მას მ---------მა 2006 წელს უთხრა რომ თ------------------ი მისი შვილი იყო. მათ მამა-შვილური ურთიერთობა ჰქონდათ. მოწმის მითითებით მ--------- ც---–-–---–ი თ------------------ს „შვილად“ მოიხსენიებდა და მასთან სტუმრობისას ხშირად მიჰყავდა თან. მ---–--------------–---–ის განმარტებით, გასული წლის ივლისის თვეში მ--------- ც---–-–---–მა უთხრა, რომ იუსტიციის სახლში იყო მისული შვილად აყვანის საკითხის გასარკვევად.
ს---------–---–-----მა, რომელიც მ--------- ც---–-–---–ის მეზობელია სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 15 წლის წინ შეიძინა სახლი მუხიანში. მ--------- ც---–-–---–მა თ------------------ი მას შვილად გააცნო და თავიდან თ------------------ი მ--------- ც---–-–---–ის ბიოლოგიურ შვილად მიაჩნდა. მოწმის მითითებით, მ--------- ც---–-–---–მა მას განუცხადა, რომ თ-----ი მისი გვარის გამგრძელებლი იყო. თ-----ს მ--------- ც---–-–---–მა დაბადების დღეც გადაუხადა და თ-----ი მას „მამას“ ეძახდა.
მოწმის სახით დაკითხულმა რ--------------–--ემ აღნიშნა, რომ მ--------- ც---–-–---–მა მას თავად უთხრა შვილის აყვანის შესახებ, მაშინ როდესაც მასთან ერთად მ---------მა დიდი რაოდენობით ბავშვის ნივთები შეიძინა. მოწმის მითითებით, მ--------- ც---–-–---–ი შვილად აყვანის პროცედურების განხორციელებას არ ჩქარობდა, რადგან მიაჩნდა, რომ ბავშვს ჯერ ადაპტაცია უნდა გაევლო და როცა თავად თ-----ი ჩათვლიდა, რომ მ---------ი იყო მისი აღმზრდელი და მამა, შვილად აყვანას მხოლოდ მაშინ გააფორმებდა. მოწმის მითითებით მ--------- ც---–-–---–სა და თ------------------ს შორის მამა-შვილური ურთიერთობა არსებობდა. მ---------ის განსაკუთრებული დამოკიდებულება თ-----ის მიმართ იმითაც აიხსნებოდა, რომ მ---------ის დედასაც თ-----ი ერქვა. მოწმის მითითებით, მ--------- ც---–-–---–მა შვილად აყვანის საბუთების მოგროვებაზე ფიქრი მაშინ დაიწყო, როცა თ-----ი სტუდენტი გახდა, რადგან თ-----ს სურდა, რომ დიპლომი „ც---–-–---–ის“ გვარზე აეღო. მოწმე ასევე მიუთითებს, რომ მ--------- ც---–-–---–ის გარდაცვალებისას ჭირისუფლებში სწორედ ლ---- გ---–---–---–ი და თ------------------ი ისხდნენ. მოწმე ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღმზრდელთა სახლში ცხოვრებიდან ერთი წლის მანძილზე თ------------------ი სკოლაში არ დადიოდა, რაზეც კამათიც კი მოუვიდა მ--------- ც---–-–---–თან.
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გასაქარწყლებლად მოპასუხეებმა - თ----- ც---–-–---–მა, ც----- ც---–-–---–მა, გ------- ც---–-–---–მა და ა-----– ც---–-–---–მა, ასევე წარმოადგინეს მოწმეები, რომლთაც განმარტეს, რომ მ--------- მ-----------ს თ------------------ი სახლში ლ---- გ---–---–---–ის დამხმარედ ჰყავდა მიყვანილი, რათა იგი ოჯახის დიასახლის სახლის საქმეებში დახმარებოდა.
მოწმის სახით დაკითხულმა ციური მურუსიძემ, რომელიც მოპასუხე ა-----– ც---–-–---–ის დეიდა და მ--------- ც---–-–---–ის მეზობელია, განმარტა, რომ მ--------- ც---–-–---–ს 30-32 წელია იცნობს. რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნების შემდეგ, მ---------ის ოჯახში მისვლისას დახვდა 10-11 წლის გოგონა, თ------------------ი, რომელმაც განუცხადა, რომ ლია დეიდა და მ---------ი ბიძია სახლში არ იყვნენ, თავად ლია დეიდის დასახმარებლად იმყოფებოდა იქ და იყო მ---------ის ძმაკაცის შვილი. ციური მურუსიძის მითითებით, მ--------- ც---–-–---–მა ა-------------------ისა და ე-–----------------ის შვილები მ-–---–---–-----ის ოჯახში ნახა, მოეწონა რადგან ყოჩაღი ბავშვები იყვნენ და მშობლებთან შეთანხმებით თ-----ი თავისთან დამხმარედ წამოიყვანა. თავდაპირველად, თ-----ი სკოლაში არ დადიოდა, მხოლოდ მეზობლების ჩარევისა და საჩივრების შემდეგ შეიყვანეს იგი აღმზრდელებმა სკოლაში. მათ შორის მამა-შვილური ურთიერთობა ჩამოყალიბებული არ იყო, მ---------ი მას „თ-----ს“ ეძახდა, ხოლო თ-----ი „ მ---------ი ბიძიას“, ოჯახში თ------------------ი სხვადასხვა საქმიანობას ასრულებდა: წველიდა ძროხას, რძე შემოჰქონდა, თივას ყრიდა და სხვა, იგი ოჯახში დამხმარედ იყო მიღებული. მ--------- ც---–-–---–ი თავის ძმიშვილებს გ------- ც---–-–---–სა და ა-----– ც---–-–---–ს მიიჩნევდა მემკვიდრედ და შვილებად.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ------–-–--–---–მა, რომელიც სკოლა ინტერნატში მუშაობდა და არის ა-----– ც---–-–---–ის სიდედრი, განმარტა, რომ მის დედამთილ-მამამთილთან მ-–---–---–-----თან და მ-–--–---–-----თან მუშაობდნენ თ------------------ის ბიოლოგიური მშობლები. სწორედ მისი დედამთილის თხოვნით შეიყვანეს თ-----ი სკოლა-ინტერნატში. მოწმემ ასევე დედამთილისგან იცის, რომ თ-----ი ლ---- გ---–---–---–თან უნდა წაეყვანათ დამხმარედ. თ------------------ის მშობლები შემდეგ გადავიდნენ სამუშაოდ გ------- ს------–---–თან. 2006 წელს, როდესაც თ------------------ი წაიყვანეს მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში სკოლა-ინტერნატი აღარ ფუნქციონირებდა. მ--------- ც---–-–---–ის მეზობლების აღშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, რომ თ------------------ი სკოლაში არ დადიოდა. თ-----ი სკოლაში მხოლოდ მეზობლების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ შეიყვანეს. მოწმის მითითებით, მ--------- ც---–-–---–თან თავის ძმიშვილები - გ------- ც---–-–---–ი და ა-----– ც---–-–---–ი შვიდი წლის ასაკიდან ცხოვრობდნენ და იგი ძმიშვილებს მიიჩნევდა შვილებად. თ-----ი კი მას „ბატონო მ---------ით“ მოიხსენიებდა. მოწმემ ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ ლ---- გ---–---–---–ს მ--------- ც---–-–---–ი მეუღლედ მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა.
მოწმის სახით დაკითხულმა მ--------- ც---–-–---–ის ბიძაშვილის შვილმა - ზ------ ც---–-–---–მა მიუთითა, რომ მ---------მა უთხრა მას, რომ თ-----ი დამხმარედ წამოიყვანა სახლში. მოწმის მითითებით, თ-----ი ამ დროს 7-8 წლის იყო და ამის შემდეგ მ--------- ც---–-–---–ს ამ თემაზე მასთან აღარ უსაუბრია. შემდგომ პერიოდში სტუმრობისას მოწმემ შეამჩნია, რომ თ------------------სა და მ--------- ც---–-–---–ს, როგორც „დამხმარისა“ და უფროსის ურთიერთდამოკიდებულება აღარ ჰქონდათ. მოწმის მითითებით, მ--------- ც---–-–---–სა და თ------------------ს დიდი მეგობრული და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, თ-----ი მას „ბატონო მ---------ით“ მოიხსენიებდა, თუმცა მათ შორის მამა-შვილური ურთიერთობა არ არსებობდა. თ-----ი მ------------, ლ---- გ---–---–---–თან და მ--------- ც---–-–---–თან ერთად რამოდენიმეჯერ იმყოფებოდა მათთან ზესტაფონში. მოწმის მითითებით, იგი მ--------- ც---–-–---–თან ღამისთევითაც დარჩენია და უნახავს, როგორ ეძინა თ------------------ს ლ---- გ---–---–---–ის ლოგინში მასთან ერთად, როგორ ამზადებდნენ ის და ლ---- ერთად საჭმელს.
მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ც---–-–---–მა, რომელიც მ--------- ც---–-–---–ის ბიძაშვილია, განმარტა, რომ მ---------ს მასთან ბავშვის შვილებაზე არ უსაუბრია. იცის, რომ თ-----ი სახლში ჰყავდა მიყვანილი, ზრდიდა და პატრონობდა. თ------------------ი კი მ---------ს „მ---------იკო“, „მ---------ით“ მოიხსენიებდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ თ------------------ი 2017 წელს მ--------- ც---–-–---–თან და ლ---- გ---–---–---–თან ერთად იმყოფებოდა მათთან ზესტაფონში, როდესაც მ--–---- ც---–-–---–ს მამა გარდაეცვალა. მოწმის მითითებით მ--------- ც---–-–---–ი თ------------------ს ზრდიდა, პატრონობდა და უვლიდა, შეფასებისას კი აღნიშნა, რომ შვილს ამაზე მეტს არც არაფერს უკეთებენო.
მოწმის სახით დაკითხულმა დ------–---–-----მა, რომელიც მოპასუხე ა-----– ც---–-–---–ის სიმამრია, განმარტა, რომ თ------------------ის ბიოლოგიური მშობლები მის მშობლებთან მუშაობდნენ. მ--------- ც---–-–---–მაც თ-----ი სწორედ აქ გაიცნო და გადაწყვიტა, რომ სახლში წაეყვანა ლ---- გ---–---–---–ის დამხმარედ, რადგან ეს უკანასკნელი ძალიან იღლებოდა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მანქანის ტარება მ--------- ც---–-–---–მა თ------------------ს მხოლოდ იმიტომ ასწავლა, რომ თავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ შეეძლო საჭესთან ჯდომა. თ-----ი მ---------ს „ბატონო მ---------ით“ და „მ---------ი ბიძიათი“ მოიხსენიებდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-ე 148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.
მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი, თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს, რაც თავისი მხრივ განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.შესაბამისად სასამართლომ მოწმეთა ჩვენება უნდა შეაფასოს ერთობლიობაში, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად კავშირში თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარის მოწმეებმა დაადასტურეს ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 2006 წლიდან თ------------------ი იზრდებოდა და ცხოვრობდა მ--------- ც---–-–---–თან, რომელიც ზრუნავდა და პატრონობდა მას, წევდა მისი საჭიროებისათვის აუცილებელ ყველა ხარჯს. მათ ჰქონდათ ერთმანეთთან ახლო, თბილი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა. თ-----ი მას დაყავდა ზესტაფონში ნათესავებთან, დღემდე მის სახლში ცხოვრობს მოსარჩელე ლ---- გ---–---–---–თან ერთად.
სასამართლოს შეფასებით, საქმეზე უდავოდ მიჩნეული გარემოებებისა და იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ მ--------- ც---–-–---–მა მისი თანხმობით თ-----ს უფლება მისცა რეგისტრაციში გატარებულიყო და მის მუდმივ საცხოვრებლად სამართლებრივად დაეფიქსირებია აღმზრდელის საცხოვრებელი ადგილი, ასევე - წერილობითი ფორმით, როგორც მათ ოჯახში მცხოვრები და ოჯახის პრობლემების გადაწყვეტით დაინტერესებულ პირს მიემართა კომპეტენტური ორგანოსათვის საკითხის გადასაწყვეტად, ადასტურებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ თ------------------ს მ--------- ც---–-–---–ი მიიჩნევდა ოჯახის წევრად და მასზე მზრუნველ პირად. წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებისა და უდავოდ გარემოებების თანხვედრაშია მოსარჩელე მხარის მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტები იმის თაობაზე, რომ მ--------- ც---–-–---–ის მიზანი, თ-----ის შვილება იყო და იგი მას შვილად ყავდა მიღებული, რის გამოც წამოიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, ზრუნავდა, ზრდიდა და პატრონობდა როგორც შვილს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე 7 წლით ადრე 2010 წელს შედგენილ დასკვნაში მითითებულ გარემოებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ თ-----ი, მ-----------ების ოჯახის შეფასებამდე, 4 წლის წინ გაშვილებული იყო და იზრდებოდა სხვა ოჯახში, ასევე 2013 წლის 09 სექტემბერს სსიპ ქალაქ თბილისის N1---ე საჯარო სკოლასა და ლ---- გ---–---–---–ს, როგორც 1996 წლის 03 სექტემბერს დაბადებულ თ------------------ის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს - ლ---- გ---–---–---–ს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებისა და მხარე ლიტერატურის უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადაცემაზე. დადგენილია, რომ ლ---- მ------------ და მ--------- ც---–-–---–ი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ.
შესაბამისად, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მხედველობაში მიღებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში არასრულწლოვანი თ------------------ი შვილად იყო მიღებული. თ-----ისადმი მ--------- ც---–-–---–ის ამგვარი დამოკიდებულება მისი პიროვნული თვისებებითაც იყო განპირობებული და ითვალისწინებს მხარეების მიერ უდავო გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ--------- ც---–-–---–ი იყო განათლებული, პატივსაცემი პიროვნება, მუშაობდა გეოლოგიის დეპარტამენტში, ასევე იყო ბავშვთა გეოლოგიური საზოგადოების აღმზრდელი პიონერთა სასახლეში. მ--------- ც---–-–---–ს მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი შეგნებულად უდგებოდა თ-----ის შვილებას და ითვალისწინებდა მის აზრს შვილად აყვანის სამართლებრივი სახის მიცემასთან დაკავშირებით.
სასამართლომ, სხვა ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, სწორედ მ--------- ც---–-–---–ის პიროვნული თვისებების, მისი პიროვნული მახასიათებლების და განათლების გათვალისწინებით სარწმუნოდ მიიჩნია, რომ თ-----ი მან შვილად მიიღო და ვერ გაიზიარა მოპასუხე თ----- ც---–-–---–ის, ც----- ც---–-–---–ის, გ------- ც---–-–---–ისა და ა-----– ც---–-–---–ის, ასევე მათი მოწმეების მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში თ------------------ი რვა წლის ასაკში დამხმარის სტატუსით მივიდა და შემდგომ ასევე გააგრძელა ცხოვრება, მათ შორის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. მოპასუხე მხარეს, გარდა მოწმეთა ჩვენებების სხვა რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, ამასთან სასამართლომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მოწმის, ზ------ ც---–-–---–ის მიერ მითითებულ გარემოებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ მას დანახული ჰყავს, როგორ ეძინა ლ---- გ---–---–---–ის საწოლში თ------------------ს მასთან ერთად. ამავე მოწმის მითითებით, თ-----ი, მ--------- ც---–-–---–თან ოჯახში დამხმარედ მისვლისას 7-8 წლის იყო და ამის შემდეგ მ--------- ც---–-–---–ს ამ თემაზე მასთან აღარ უსაუბრია. შემოდგომ პერიოდში სტუმრობისას მოწმემ შეამჩნია, რომ თ------------------სა და მ--------- ც---–-–---–ს, როგორც „დამხმარისა“ და უფროსის ურთიერთდამოკიდებულება აღარ ჰქონდათ. ზ------ ც---–-–---–ი ასევე ადასტურებს, რომ თ------------------ს მ--------- ც---–-–---–ი ზრდიდა, პატრონობდა და უვლიდა, შეფასებისას კი აღნიშნა, რომ შვილს ამაზე მეტს არც არაფერს უკეთებენო.
სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებით დადგენილი წესით მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში თ------------------ის დამხმარის სტატუსით ყოფნის ფაქტს დაადსტურებდა და სარწმუნოდ გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებსა და საქმეზე დადგენილ გარემოებებს. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის მოწმეები არიან ასევე მ--------- ც---–-–---–ის მეგობრები, მეზობლები, რომელთა დაინტერესება საქმის შედეგისადმი არ იკვეთება, ხოლო მოპასუხის მოწმეები - ა-----– ც---–-–---–ის მეუღლის მშობლები, ნათესავები, რომელთაც გამოხატეს დაინტერესება ქონების შედეგებისადმი ა-----–ის სასარგებლოდ. შესაბამისად, სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების, მხედველობაში მიღებისა და ერთობლიობაში შეფასების შედეგად, დადგენილად მიიჩნია გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მ--------- ც---–-–---–ის მიერ თ------------------ი, არასრულწლოვნების ასაკიდან მისი სრულწლოვანების ასაკის შემდეგაც ოჯახში შვილად იყო მიღებული, ზრუნავდა და პატრონობდა მას როგორც ოჯახის წევრი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.19. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე თ------------------მა, 2017 წლის 06 აგვისტოს გარდაცვლილი მ--------- ც---–-–---–ის მიერ მისი შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე, მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში არასრულწლოვნების ასაკიდან, შვილად იყო მიღებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მიხედვით, შვილება (შვილად აყვანა) დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის. სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა,იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს შეუძლია შვილად აიყვანოს ბავშვი როგორც საქართველოში, ისე უცხო ქვეყანაში. შვილად აყვანისათვის მხოლოდ შესაბამისი ნების გამოვლენა და გასაშვილებელი პირის მიმართ ფაქტობრივი მზრუნველობის განხორციელება საკმარისი არ არის, აუცილებელია იგი იურიდიულად იქნეს გაფორმებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
დადგენილია, რომ ე-–----------------ი და ა-------------------ი ქორწინებაში იმყოფებიან 1995 წელიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი: ლ--–--------------ი - დაბადებული 1994 წლის 06 აგვისტიოს, მ-----------------ი - დაბადებული 1995 წლის 02 აგვისტოს, თ------------------ი - დაბადებული 1996 წლის 03 სექტემბერს და ბ------------------ი - დაბადებული 2000 წლის 25 თებერვალს. 1996 წლის 03 სექტემბერს დაბადებული თ------------------ის დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მითითებულია ე-–----------------ი, ხოლო მამის გრაფაში - ა-------------------ი.
სასამართლომ განმარტა, რომ შვილად აყვანა, პირადი ხასიათის უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება. შვილად აყვანა იურიდიული ფაქტია, რომელიც შვილად ამყვანსა და ნაშვილებს შორის წარმოშობს იმ სახის ურთიერთობას, რაც მშობელსა და შვილს შორის არსებობს. შესაბამისად შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებისას უნდა დადგინდეს მშვილებელსა და გასაშვილებელ პირს შორის არსებობდა თუ არა ისეთი ურთიერთობა, როგორც მშობელსა და შვილს შორის. სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთ უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. შვილად აყვანის ძირითადი მიზანი არასრუწლოვანთა რჩენისა და აღზრდისათვის ნორმალური პირობების შექმნაა. შვილად აყვანა არა მხოლოდ ბავშვის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს, არამედ იგი შვილად ამყვანის მშობელთა გრძნობის გამოვლენასა და განხორციელების შესაბამისიც უნდა იყოს. კანონმდებლობით გათვალისწინებულია, როგორც არასრულწლოვანის ასევე სრულწლოვანი პირის შვილება. სრულწლოვანი პირის შვილება გამონაკლისის სახით არის გათვალისწინებული და სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე ჩამოყალიბებული იყო მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებელისა და მშობლის ინტერესებსა და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მ--------- ც---–-–---–ი და ლ---- გ---–---–---–ი 1989 წლის 30 აპრილიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. მ--------- ც---–-–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 06 აგვისტოს, 76 წლის ასაკში.
სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის მიხედვით, აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ. ვინაიდან, მ--------- ც---–-–---–ი გარდაცვლილია, მოცემული ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმად სასამართლომ უნდა გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლი. შესაბამისად სასამართლომ უნდა შეამოწმობს არსებობს თუ არა მოცემული მუხლით გათვალისწინებული სუბსუმირებადი გარემოებანი.
შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს მაშინ, როდესაც შვილად აყვანის მსურველსა და შვილად ასაყვანს შორის ფაქტობრივად ჩამოყალიბებული იყო საოჯახო ურთიერთობა და იგი ორივე მხარის ინტერესებს შეესაბამებოდა. კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რაც საფუძვლად უდევს აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებას. აღმზრდელის ოჯახში არასრულწლოვანი შვილად უნდა იყოს მიღებული, რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება დადასტურდეს ოჯახის წევრებისა და სხვა ნათესავების მიერ. აგრეთვე შვილად ამყვანის მიერ შვილად აყვანის შესახებ განცხადების სასამართლოში სიცოცხლეშივე შეტანის გზით.
შვილად აყვანისათვის მშვილებელმა განცხადება უნდა შეიტანოს სასამართლოში თავისი ან შვილად ასაყვანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ცნობები მშვილებლის ოჯახური მდგომარეობის, სამუშაოსა და მატერიალური შემოსავლის შესახებ. ასევე განცხადებაში უნდა მიეთითოს ცნობები შვილად ასაყვანი პირის ასაკის, მშობლების შესახებ და სხვა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ--------- ც---–-–---–ს თ------------------ის შვილად აყვანის შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, სასამართლომ უნდა შეისწავლოს მიღებული იყო თუ არა არასრულწლოვანი, მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში შვილად.
დადგენილია, რომ 2006 წლის ივლისის თვიდან, თ------------------ი ცხოვრობდა და იზრდებოდა ლ---- გ---–---–---–ისა და მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში. მის რჩენა-აღზრდას, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და თ------------------ისათვის საჭირო ნებისმიერი ხარჯების გაღებას უზრუნველყოფდა მ--------- ც---–-–---–ი. მ--------- ც---–-–---–სა და თ------------------ს შორის, ახლო, პატივისცემაზე დამყარებული, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველობითი ურთიერთდამოკიდებულება იყო. ასეთივე დამოკიდებულება აქვს თ-----ს ლ---- გ---–---–---–თან. 2006 წლიდან მ--------- ც---–-–---–ის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც იგი აღმზრდელთა ოჯახში ცხოვრობს დღემდე. მ--------- ც---–-–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 06 აგვისტოს; ჭირისუფალთა შორის ლ---- გ---–---–---–თან ერთად იყო თ------------------იც. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და უდავო გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება იმის თაობაზე, რომ მ--------- ც---–-–---–ის მიერ თ------------------ი, არასრულწლოვნების ასაკიდან მისი სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც, ოჯახში შვილად იყო მიღებული, ზრუნავდა და პატრონობდა მას, როგორც ოჯახის წევრი.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად: ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ადგენს რა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა განსაზღვრავს, რომ კანონიერი და ბიოლოგიური მშობლის სტატუსის სამართლებრივი დეკლარირების და ამ გზით დაცული ზემოხსენებული სიკეთეების გამიჯვნის თაობაზე არ არსებობს ერთიანი ევროპული კონსენსუსი, რის გამოც, კონვენციის წევრი სახელმწიფოებისათვის დადგენილია მიხედულების შედარებით ფართო ზღვარი. „ოჯახური ცხოვრების“ უფლების დადგენის მიზნით პრეცედენტულ სამართალში განმარტებულია, რომ სახეზე უნდა იყოს მშობლისა და შვილის სოციალური ინტეგრაცია და შეჩვევის ინტენსიური ხასიათი, რაც ამავდროულად ემსახურება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს _ იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში.
სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე ა-----– ც---–-–---–ის, გ------- ც---–-–---–ის, ც----- ც---–-–---–ისა და თ----- ც---–-–---–ის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის გამოყენებისას ერთდროულად უნდა არსებობდეს ორი კუმულაციური პირობა. კერძოდ, შვილად ასაყვანი ოჯახში შვილად უნდა იყოს მიღებული და ასევე მშვილებელს სიცოცხლეშივე უნდა ჰქონდეს განცხადებით სასამართლოსათვის მიმართული. მოპასუხეს მიაჩნია, რომ ნორმაში მითითებული სიტყვა „აგრეთვე“ უნდა განიმარტოს როგორც „ასევე“. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმის მსგავსი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარსს. განსახილველ ნორმაში ჩამოყალიბებული ორი მოთხოვნა: არასრულწლოვანის ოჯახში შვილად მიღება და მშვილებლის მიერ სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ განცხადების სიცოცხლეშივე შეტანა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნებია და ორივე პირობის ერთდროულად არსებობა სავალდებულო არ არის. აღნიშნული მუხლის ნორმატიული სტრუქტურის გათვალისწინებით სიტყვა „აგრეთვე“ გულისხმობს დამატებითი და არა კუმულაციურად სავალდებულო შესაძლებლობის არსებობას შვილად აყვანის ფაქტის დასადასტურებლად, კერძოდ, მშვილებლის მიერ სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ განცხადების სიცოცხლეშივე შეტანა.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------------------ი არასრულწლოვნების ასაკიდან მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში შვილად იყო მიღებული, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტების განმარტებით, მთავარი ფაქტობრივი გარემოება, რასაც სადავოდ ხდის აპელანტი მხარე არის ის, რომ თ------------------ი ც---–-–---–ების ოჯახში მიღებული იყო, როგორც დამხმარე და არა - როგორც შვილი. აპელანტების შეფასებით, საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ--------- ც---–-–---–ის მიერ თ------------------ის შვილად აყვანის ფაქტს, აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმაც, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა ვერ მიუთითეს ისეთ უტყუარ გარემოებებზე, რაც შვილად აყვანის ნამდვილობის შესახებ შექმნიდა დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შესაძლებლობას. ამდენად, აპელანტი მხარე მიუთითებს, რომ მოწმეთა მიერ გაჟღერებული იქნა ერთმანეთის საპირისპირო გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი ჩვენება არ არის რელევანტური და უტყუარი, თუმცა მოპასუხე მხარის მოწმეეთა ჩვენებებმა გააბათილა მოსარჩელე მხარის მოწმეთა არგუმენტაცია.
3.2. აპელანტები ასევე არ ეთანხმებიან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის გამოყენებას და განმარტებას და მიუთითებენ, რომ ხსენებული მუხლის გამოყენებისათვის სახეზე უნდა იყოს ორი კუმულატიური პირობა 1. არასრულწლოვანი ოჯახში შვილად უნდა იყოს მიღებული და ასევე 2. მშვილებელს სიცოცხლეშივე უნდა ჰქონდეს სასამართლოში განცხადება შეტანილი შვილად აყვანის შესახებ. კანონში მითითებული ტერმინი „აგრეთვე“ გრამატიკულად უნდა განიმარტოს როგორც „ასევე“ და რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში მ--------- ც---–-–---–ს სიცოცხლეში სასამართლოსა თუ სხვა ორგანოსათვის შვილად აყვანის მოთხოვნით არ მიუმართავს და არც თ------------------ი ჰყავდა ოჯახში შვილად მიღებული, ასევე - იგი თ-----ს შვილად არასდროს მოიხსენიებდა, მოცემული მუხლის მისადაგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან აპელანტებს მიზანშეუწონლად მიაჩნიათ და თვლია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, ქმნის არასწორ პრეცენდენტს და უნდა გაუქმდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე.
ამავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდ გამხდარ გარემოებას მასზედ, იყო თუ არა მიღებული თ------------------ი ც---–-–---–ების ოჯახში შვილად და განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაითვალისწინებს აპელანტების მტკიცებას მასზედ, რომ თ------------------ი მ--------- ც---–-–---–მა ოჯახში დამხმარედ მიიყვანა, ხოლო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის მასალები და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.
უპირველეს ყოვლისა, პალატა შენიშნავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით თ------------------ის მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში დამხმარედ მიყვანის ფაქტი ვერ მტკიცდება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია ოჯახში მიყვანილი ბავშვის ასაკი. აღნიშნული თავისთავდ მეტყველებს იმის თაობაზე, რომ შეუძლებელია რვა წლის ბავშვმა შესძლოს ისეთი დახმარების აღმოჩენა, რომ მუდმივად დამხმარედ აიყვანონ იგი. ასევე, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებში არ მოიძებნება რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც მ--------- ც---–-–---–ის მიერ თ------------------ის შვილად აყვანის ფაქტს დაადასტურებდა, გარდა სსიპ სოციალური მუშაკის დასკვნისა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 372-376), რომელშიც მითითებულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონულმა განყოფილებამ 2010 წლის აგვისტოს თვეში სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, ა-------------------ისა და ე-–----------------ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების - ლ--–--------------ის, მ-----------------ისა და ბ------------------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ. აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის, სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი იქნა დასკვა სადაც ვკითხულობთ, რომ ბავშვები 2008 წლიდან საგ------ოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები არიან, დედა კატეგორიული წინააღმდეგია მათ მინდობით აღზრდაზე. არასრულწლოვანი შვილი თ------------------ი კი უკვე 4 წელია სხვა ოჯახში იზრდება და მამის მითითებით, ბავშვი გაშვილებულია.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძელზე და იმის გათვალისწინებით, რომ სადავო გარემოების კვლევის თვალსაზრისით საქმის მასალებში წერილობითი მტკიცებულებების სიმწირეა, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენების შეფასებას.
პალატა შენიშნავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. ზოგადად, მოწმის ჩვენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე (1) მუხლის კონტექსტში გადმოცემულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რასაკვირველია, არა მხოლოდ ამ ჩვენების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ - მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრაციას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობა არის ის გზა, თუ როგორ უნდა შეფასდეს იგი, რაც პირველ ყოვლისა ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა და სწორედ ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებულ მტკიცებულებები. შესაბამისად, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, ცალსახაა, რომ ცალკე აღებული მოწმის ჩვენება რომ აკმაყოფილებდეს ყველა კრიტერიუმს, შესაძლებელია კონკრეტული ფაქტის სამტკიცებელ გარემოებად არ გამოდგეს, თუ იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით/გარემოებებით გამყარებული არ არის. აღნიშნული რელევანტურია მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოწმის ჩვენება სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს.
აღნიშნული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც გაზიარებულ იქნა კიდეც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. მოწმის სახით თავდაპირველი მოსარჩელის მხარეს დაიკითხნენ აწ გარდაცვლილი მ--------- ც---–-–---–ის ბიძაშვილი, მეზობელი, მეგობარი და კურსელი, რომელთაც მ--------- ც---–-–---–თან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და იცნობდნენ მის განზრახვებსა და ნება-სურვილებს და მათ დაადასტურეს ის გარემოება, რომ მ--------- ც---–-–---–ს თ-----ი შვილად ჰყავდა მიღებული, ხოლო მეორე (ამჟამინდელი აპელანტების) მხარეს დაკითხული მოწმეები წარმოადგენენ ერთ-ერთი აპელანტის - ა-----– ც---–-–---–ის დეიდას, სიდედრს, სიმამრსა და აწ გარდაცვლილი მ--------- ც---–-–---–ის ბიძაშვილსა და მის შვილს, რომლებიც უთითებენ, რომ თ-----ი მ---------მა სახლში დამხმარედ მიიყვანა, არარელევანტური იქნებოდა სასამართლოს სარწმუნოდ მიეჩნია ერთ-ერთი აპელანტისა და თავდაპირველი მოპასუხის ოჯახის წევრების ჩვენებები, მით უფრო, რომ უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა რომ, მოწმის, რომელიც საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს, მხარეთა ნათესავს ან სხვა ისეთ პირს წარმოადგენს, რომლის ობიექტურობაში შეტანის საფუძველიც არსებობს, მის მიერ მიცემული ჩვენება განსაკუთრებით კრიტიკულად უნდა შეფასდეს, კრიტიკულად შეფასება კი, სასამართლოს მიერ იმგვარი პრეზუმფციის დაშვებას გულისხმობს, რომ მხარეს საქმეში მონაწილე კონკრეტული პირების ან/და საქმის კონკრეტული გარემოების მიმართ იმგვარი დამოკიდებულება აქვს, რომელმაც მისი აღქმისა და მისი გადმოცემის ობიექტურობაზე შესაძლებელია გავლენა იქონიოს, რაც მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
ზემოთ მოხმობილ არგუმენტაციასთან ერთად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედაც, რომ, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, საქმეში თავდაპირველ მოპასუხედ ჩართული ლ---- გ---–---–---–ი, რომელიც წარმოადგენს მ--------- ც---–-–---–ის მეუღლეს, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან და მ---------მა თ-----ი შვილად აიყვანეს, ლ---- გ---–---–---–ი მიუთითებს, რომ იგი და მ--------- ც---–-–---–ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთბაში იმყოფებოდნენ 1989 წლის 30 აპრილიდან, მეუღლეები ერთად მუშაობდნენ გეოლოგიის დეპარტამენტში, შემდგომ მ--------- ც---–-–---–მა შექმნა თავისი კომპანია, რომლის მთავარი ბუღალტერიც ლ---- გ---–---–---–ი იყო, ვინაიდან ორივე მეუღლე ერთ სისტემაში მუშაობდა ქორწინება ოფიციალურად არ დაარეგისტრირეს. თ------------------ის არსებობის, მისი მშობლებისა და დედმამიშვილების შესახებ ლ---- გ---–---–---–ს მეუღლემ უთხრა, თავდაპირველად თ-----ი მ--------- ც---–-–---–ს შეეჩვია, დაუახლოვდა და მათ შორის თბილი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. მოგვიანებით კი, 2006 წლის 21 ივლისიდან თ------------------ი ლ---- გ---–---–---–ისა და მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად. ლ---- გ---–---–---–მა მიუთითა ისიც, რომ აღმზრდელებთან მისვლისას ბავშვმა წერა-კითხვა არ იცოდა, რის გამოც ერთი წელი სახლში პედაგოგებთან ემზადებოდა. სკოლაში მისვლისას მისი საბაზისო ცოდნის გათვალისწინებითა და დირექტორის რჩევით იგი მეოთხე კლასში ჩარიცხეს, ნაცვლად მეხუთისა. სკოლაში თ-----ი წარჩინებული მოსწავლე იყო, შემდეგ აღმზრდელები სხვადასხვა პედაგოგებთან ამზადებდნენ უნივერსიტეტში ჩასარიცხად. აღნიშნული ხარჯები და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ხარჯები თ-----ისათვის აღმზრდელებმა გაიღეს, სწორედ მათ შეასწავლეს მანქანის ტარებაც. თ------------------ი მ--------- ც---–-–---–ს ოჯახში შვილად ჰყავდა მიღებული და მას თავის შვილად მიიჩნევს ასევე ლ---- გ---–---–---–იც. მისივე განმარტებით, მ--------- ც---–-–---–ს სურდა, თ-----ს გაეთვითცნობიერებინა ის საკითხი, რომ ეტარებინა ცხელიშილის გვარი და ეს გახდა მიზეზი მისი მხრიდან შვილად აყვანის პროცედურის დაწყების გაჭიანურებისა.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მეტად არასარწმუნოდ გამოიყურება მ--------- ც---–-–---–ის მიერ თ-----ის ოჯახში დამხმარედ მიყვანის ფაქტი. როგორც აღვნიშნეთ, ოჯახში მიყვანისას თ-----ი იყო 8 წლის. შეუძლებელია, ამ ასაკში ბავშვს შეძლებოდა საოჯახო საქმეებში სერიოზული დახმარების აღმოჩენა. წვრილმანი დახმარების ფონზე კი შეუძლებელია, მათ გაეწიათ ისთი დახმარება, როგორიცაა სკოლაში ჩასარიცხად ბავშვისათვის მასწავლებლების დაქირავება და მისთვის წერა -კითხვის სწავლებიდან მოყოლებული მეოთხე კლასის ჩათვლით მთელი პროგრამის დამუშავება ( ეს ფაქტი სადავოდ არ არის გამხდარი მხარეთა მიერ). 8 წლის ასაკში არასწრულწლოვანი თვითონ საჭიროებს სხვადასხვა სახის დახმარებას. და როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მათ აღმოუჩინეს კიდეც ეს დახმარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თ-----ის ოჯახში ყოფნის ხანგრძლივობაც. თ-----ი 8 წლიდან ცხოვრობს და იზრდება მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში. ამ ოჯახში ყოფნისას მოეწყო უმაღლეს სასწავლებელში. მისი სწავლის თანხას იხდიდნენ მისი აღმზრდელები. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ დაფიქსირებულა არც თავად მოპასუხეთა მოწმეების მხრიდან, კერძოდ, აპელანტების მიერ მოწმის სახით წარმოდგენილმა ერთ-ერთმა პირმა, მ--–---- ც---–-–---–მა, რომელიც მ--------- ც---–-–---–ის ბიძაშვილია, მიუთითა, რომ თ------------------ს აწ გარდაცვლილი მისი ბიძაშვილი ზრდიდა, პატრონობდა და უვლიდა, ფაქტის შეფასებისას კი აღნიშნა, რომ შვილს ამაზე მეტს არც არაფერს უკეთებენო.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის დასაშვებია მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ შემთხვევის აღწერას ემყარება და საიდანაც ზუსტად ირკვევა, რა სტატუსით იზრდებოდა თ------------------ი ც---–-–---–ის ოჯახში. სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ მართალია რიგ შემთხვევებში მოწმის ჩვენება განკუთვნად მტკიცებულებადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა იგი, მსგავსად მტკიცებულებათა შეფასების ზემოხსენებული წესისა, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად უნდა გაანალიზდეს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------------------ის ც---–-–---–ებთან ოჯახის დამხმარედ ყოფნის ფაქტი საქმეში არსებული არცერთი სხვა გარემოებით არ დასტურდება, გარდა ზოგიერთი მოპასუხის მოწმის ჩვენებისა, რომელთაც, როგორც დადგინდა, აპელანტ მხარეებთან ახლო ნათესაური კავშირი გააჩნიათ და მით უფრო იმ პირობებში, რომ გასათვალისწინებელია თავად თ------------------ის ასაკიც (8 წელი) მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში საცხოვრებლად გადასვლისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ იმ გარემოებას, რომ მ--------- ც---–-–---–ის მიერ და მის ოჯახში არასრულწლოვანი - 1996 წლის 03 სექტემბერს დაბადებული თ------------------ი - შვილად იყო მიღებული.
4.2. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა მითითებას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლი არასწორად განმარტა, კერძოდ, არ გაითვალისწინა, რომ ხსენებული მუხლის გამოყენებისათვის სახეზე უნდა იყოს ორი კუმულატიური პირობა 1. არასრულწლოვანი ოჯახში შვილად უნდა იყოს მიღებული და ასევე 2. მშვილებელს სიცოცხლეშივე უნდა ჰქონდეს სასამართლოში განცხადება შეტანილი შვილად აყვანის შესახებ, ხოლო კანონში მითითებული ტერმინი „აგრეთვე“ გრამატიკულად უნდა განიმარტოს როგორც „ასევე“ და რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში მ--------- ც---–-–---–ს სიცოცხლეში სასამართლოსა თუ სხვა ორგანოსათვის შვილად აყვანის მოთხოვნით არ მიუმართავს და არც თ------------------ი ჰყავდა ოჯახში შვილად მიღებული, ასევე - იგი თ-----ს შვილად არასდროს მოიხსენიებდა, მოცემული მუხლის მისადაგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან უსაფუძლოა.
პალატა შენიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის მიხედვით, აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ.
პალატის შეფასებით, მოცემული მუხლის მიზნებისათვის, შვილად აყვანის ფაქტი სასამართლომ შეიძლება დაადასტუროს იმ შემთხვევაში, როდესაც საოჯახო ურთიერთობა ფაქტობრივად არსებობდა შვილად აყვანის მსურველსა და შვილად ასაყვანს შორის და ასეთი ურთიერთობა ორივე მხარის ინტერესებს შეესაბამებოდა, თუმცაღა ფაქტობრივი ურთიერთობა არ იყო გაფორმებული კანონის მოთხოვნათა დაცვით ამა თუ იმ მიზეზის გამო, ხოლო ამ ფაქტის დადასტურების აუცილებლობას იწვევს შვილად ასაყვანის აღმზრდელის გარდაცვალება. პალატა შენიშნავს, რომ კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს ამგვარი შემთხვევის დადასტურებას და ესენია გარემოებები მასზედ, რომ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად უნდა იყოს მიღებული და აგრეთვე - მშვილებელს სიცოცხლეშივე უნდა ჰქონდეს სასამართლოში განცხადება შეტანილი. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ პირველი საფუძელი შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ არასრულწლოვანს, ხოლო მეორე საფუძველი - როგორც სრულწლოვან, ასევე არასრულწლოვან პირს და სწორედ ეს მნიშვნელოვანი დიფერენციაცია ადასტურებს იმას, რომ აღნიშნული საფუძვლები კუმულატიურად გამოყენებად საფუძლებად ვერ იქნება მიჩნეული.
რამდენადაც წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ თ------------------ი მ--------- ც---–-–---–ის ოჯახში მივიდა 8 წლის ასაკში და იგი სრულწლოვანებამდე იზრდებოდა მათთან (დადგენილია, რომ იგი მოცემული დგომარეობითაც ცხოვრობს ლ---- გ---–---–---–თან ერთად და მ--------- ც---–-–---–ის გარდაცვალებისას იჯდა ჭირისუფლებს შორის), მიღებული იყო შვილად, ხოლო მ--------- ც---–-–---–ი გარდაცვლილია, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად და მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლი და მის საფუძველზე შეამოწმა, არსებობდა თუ არა მოცემული მუხლით გათვალისწინებული სუბსუმირებადი გარემოებანი, რაც საქმის მასალების სრულყოფილი შესწავლის შედეგად დადასტურდა კიდეც.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად და საფუძვლ----დ დააკმაყოფილა თ------------------ის სასარჩელო მოთხოვნა და არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ც----- ც---–-–---–ის, თ----- ც---–-–---–ის, გ------- ც---–-–---–ისა და ა-----– ც---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც----- ც---–-–---–ის, თ----- ც---–-–---–ის, გ------- ც---–-–---–ისა და ა-----– ც---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო