გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/14296-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დალი აბჟანდაძე
სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი
მოსარჩელე - მ----------–---–-
წარმომადგენელი - რ-----------–--ე
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი
მოპასუხე - ლ--------–-----
დავის საგანი შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დადასტურებელი (აღიარებული) იქნას, ა------------------–--ლის (გარდაცვლილი 2--- წლის 1-------რს, აქტის ჩანაწერი N0----------) მიერ მ----------–---–-ს (დაბადებული 1--- წლის 2---------ს, პ/ნ 0----------) შვილად აყვანა.
სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელე მ----------–---–- დაიბადა 1--- წლის 2---------ს. მისი ბიოლუგიური მშობლები იყვნენ მ-------------ა და ლ--------–-----. მ----------–---–-ს ბიოლოგიური მშობლები განქორწინდნენ. მ-------------ამ იქორწინა ა-----------------–---–ზე 1----–-–-ს 2---------ს და მიიღო მეუღლის გვარი. არასრულწლოვანი მ----------–---–- ცხოვრობდა დედასთან და მამინაცვალთან ერთად ერთ ოჯახში.
1--- ელის 4 ნ------რს, არასრულწლოვანი მ----------–---–-ს ბიოლოგიური მშობლების განცხადების საფუძველზე, მ----------–---–მა მიიღო აღმზრდელი მამის გვარი და დარეგისტრირდა როგორც მ---------------–--ლი. მ----ა შვილად იყო მიღებული ოჯახში, ა-----------------–---–ი მას შვილად ცნობდა, მ----ა ატარებდა მის გვარს ქორწინებამდე. მ---------------–--ლმა იქორწინა თ-----------–---–ზე 1----–-–-ს 28 ივნისს და მიიღო მეუღლის გვარი.
ა-----------------–---–ს მ----------–---–-ს გარდა არ ჰყავს სხვა მემკვიდრეები. ამჟამად არ მიმდინარეობს სამემკვიდრეო საქმის წარმოება.
2----–-–ის 04 ნ------რს გარდაიცვალა მ----------–---–-ს დედა მ----------------–--ლი, ხოლო 2--- წლის 1-------რს გარდაიცვალა ა------------------–--ლი. გარდაცვლილი ა-----------------–---–ის სამკვიდროში ირიცხება უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა, სადაც ამჟამად ცხოვრობს მოსარჩელე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა შესაგებლით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლომ დაადასტუროს იმ შემთხვევაში, როცა საოჯახო ურთიერთობა ფაქტობრივად არსებობდა შვილად აყვანის მსურველსა და შვილად ასაყვანს შორის და ასეთი ურთიერთობა ორივე მხარის ინტერესებს შეესაბამებოდა.
კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებას ესენია: 1. აღმზრდელის ოჯახში არასრულწლოვანი ბავშვის შვილად მიღება, რაც დასტურდება ოჯახის წევრებისა და სხვა ნათესავების მიერ 2. მშვილებლის მიერ სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ განცხადების სიცოცხლეშივე შეტანა. როგორც წარმოდგენილი სარჩელიდან ირკვევა, სახეზეა ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი არასრული შემადგენლობა, რაც გამორიცხავს შვილად აყვანის ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
მოპასუხე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს.
2.2. მოპასუხე ლევან კილატავას, სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ სარჩელი თანდართული მასალებით მოპასუხეს ჩაბარდა სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ 2019 წლის 01 აგვისტოს განჩინებით, ხოლო სასამართლო უწყება ჩაბარდა სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ 2019 წლის 05 დეკემბრის განჩინებით, მაგრამ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ----------–---–-ს დაიბადა 1--- წლის 2---------ს, მისი ბიოლოგიური მშობლები იყვნენ მ-------------ა და ლ--------–-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა აქტის ჩანაწერი #208 (იხ. ს.ფ. 17);
- მოსარჩელე მხარის ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.1.2. მ----------–---–-ს ბიოლოგიური მშობლები განქორწინდნენ, მ-------------ამ იქორწინა ა-----------------–---–ზე 1----–-–-ს 2---------ს და მიიღო მეუღლის გვარი - ნ--------–---–ი. არასრულწლოვანი მ----------–---–- ცხოვრობდა დედასთან და მამინაცვალთან - ა-----------------–---–თან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (იხ., ს.ფ.18).
- მოსარჩელე მხარის ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.1.3. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული იურიდიული კომისიის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების განყოფილების, ქ. თბილისის ლენინის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ, 1--- წლის 04 ნ------რს გაცემული იქნა დასკვნა, რომლის თანახმად მოქალაქეები ლ----- კ--–----ა და მ----------------–--ლი მოითხოვენ გამოეცვალოს გვარი მათ არასრულწლოვან შვილს - მ----ა ლ-----ს ა----– კილატავას (კილატავა - ნ--------–---–ზე). მითითებული დასკვნის მიხედვით, დაკმაყოფილდა მ----------------–--ლის და ლ----- კ--–----ას თხოვნა და გამოეცვალა გვარი მათ არასრულწლოვან შვილს მ---------–---ვას - ნ--------–---–ზე, რის გამოც შეტანილი იქნა შესწორება მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული იურიდიული კომისიის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების განყოფილების, ქ. თბილისის ლენინის რაიონის მმაჩის ბიუროს დასკვნა (იხ. ს.ფ.19-20);
3.1.4. ქ. თბილისის, კალინინის რაიონის სახლმმართველობის (#--) მიერ გაცემული საბინაო წიგნის ამონაწერის მიხედვით ქ. თბილისში, გ--------- ქ. ს---–---, ბ------- -ში, 1----–-–-ს 3----------------ან რეგისტრირებული არიან შემდეგი პირები: ნ-------–---–----------ი პ---–----- (დაბ. 1---წ.), ნ--------–---–ი მარია ლ-----ს ა----–ი ( დაბ.1---–.), ნ--------–---–ი მ----ა ლ-----ს ა----–ი (დაბ.1---წ.) და პ---–---–---------ი თენგიზის ა----–ი (დაბ. 1977 წ.)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქ. თბილისის, კალინინის რაიონის სახლმმართველობის (#--) მიერ გაცემული საბინაო წიგნის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 21).
3.1.5. მ----------------–--ლი გარდაიცვალა 2--- წლის 04 ნ------რს (აქტის ჩანაწერი 1----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (იხ. ს.ფ. 25);
3.1.6. ა-----------------–---–ი გარადიცვალა 2--- წლის 1-------რს (აქტის ჩანაწერი 0----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (იხ. ს.ფ. 26);
3.1.7. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2--- წლის 15 მაისის #16/6692 ინფორმაციის მიხედვით, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2--- წლის 1-------რს გარდაცვლილი ა------- პ---–----- ნ--------–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2--- წლის 15 მაისის #16/6692 ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 23);
3.1.8. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2--- წლის 15 მაისის #1------ ინფორმაციის მიხედვით, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 2--- წლის 1-------რს გარდაცვლილი ა------- პ---–----- ნ--------–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2--- წლის 15 მაისის #1------ ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 24);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.9. ა------------------–--ლის მიერ, მის ოჯახში, 1--- წლის 2---------ს დაბადებული მ---------------–--ლი შვილად იყო მიღებული.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 1----–-–-ს 24 იანვრიდან ა-----------------–---–ის და მ-------------ას ქორწინების დღიდან მ---------–---ვა მუდმივად ცხოვრობდა და იზრდებოდა ა-----------------–---–ის და მ----------------–--ლის ოჯახში. მის რჩენა-აღზრდას, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და საჭირო ნებისმიერი ხარჯების გაღებას უზრუნველყოფდნენ როგორც დედა - მარიამ ნ--------–---–ი ასევე ა-----------------–---–ი. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული იურიდიული კომისიის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების განყოფილების, ქ. თბილისის ლენინის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ, 1--- წლის 04 ნ------რს გაცემული იქნა დასკვნა, რომლის თანახმად მოქალაქეები ლ----- კ--–----ა და მ----------------–--ლი მოითხოვენ არასრულწლოვან შვილის - მ----ა ლ-----ს ა----–ი კილატავასათვის გვარის შეცვლას (კილატავა - ნ--------–---–ზე). მითითებული დასკვნის მიხედვით, დაკმაყოფილდა მ----------------–--ლის და ლ----- კ--–----ას თხოვნა, მოხდა არასრულწლოვან მ---------–---ვას გვარის შეცვლა - ნ--------–---–ზე, რის გამოც შეტანილი იქნა შესწორება მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში, რაც ადასტურებს არამარტო განმცხადებელების, არამედ ამ გვარის მატარებელი, მ----------------–--ლის მეუღლის - ა------------------–--ლის ნებას, არასრულწლოვანი მ---------–---ვასთვის მისი გვარის მიკუთვნების თაობაზე.
აღნიშნულს ამყარებს ასევე ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ქ. თბილისის, კალინინის რაიონის სახლმმართველობის (#--) მიერ გაცემული საბინაო წიგნის ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში, გ--------- ქ. ს---–---, ბ------- -ში, 1----–-–-ს 3----------------ან რეგისტრირებული არიან შემდეგი პირები: ნ-------–---–----------ი პ---–----- (დაბ. 1---წ.), ნ--------–---–ი მარია ლ-----ს ა----–ი ( დაბ.1---–.), ნ--------–---–ი მ----ა ლ-----ს ა----–ი (დაბ.1---წ.) და მ---------------–--ლის შვილი - პ---–---–---------ი თენგიზის ა----–ი (დაბ. 1977 წ.)
საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებებისა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გასამყარებლად, მოსარჩელე უთითებს ასევე მოწმეთა ჩვენებებზე. მოპასუხე მხარეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელიც შეედავა მოსარჩელეს, მის მიერ მითითებული გარემოებების გასაქარწყლებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-ე 148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.
მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
საქმეზე წარმოდგენილი მოწმეები სანათა ძაძამია და ლამზირა ლაღიძე განმარტავენ, რომ ა-----------------–---–ს და მ---------------–--ლს შორის ახლო, პატივისცემაზე დამყარებული, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველობითი ურთიერთ დამოკიდებულება იყო.
მოწმე სანათა ძაძამიას განმარტებით, ის ა-----------------–---–ის ოჯახის მეზობელი იყო, ,,ა-------ი და მ----ა ერთმანეთს მიმართავდნენ როგორც შვილი - მამას და მამა-შვილს“, ,,ა-------ის მ----ა მიმართავდა როგორც - მამა“ (იხ. სხდომის ოქმი 16.12.2019წ. 12:19:18 სთ, 12:20:14 სთ), მათ ურთიერთობას შეაფასებდა როგორც მოსიყვარულე მამა-შვილი (იხ. სხდომის ოქმი 16.12.2019წ.12:20:50 სთ), ოჯახის წევრებს თბილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, ისინი სტუმრად დადიოდნენ ერთად, კარგად ახსოვს მთელი ოჯახის სტუმრად სიარულის რიტუალი.
მოწმე ლამზირა ლაღიძის განმარტებით დაახლოებით 1971 წლიდან მეგობრობს მ---------------–--ლთან, ძალიან მოსიყვარულე და თბილი ოჯახი ჰქონდათ ა-------, მარიამ და მ---------------–--ლებს, ა-------ის ნათესაობთა იკრიბებოდა მათ სახლში, ,,მ----ა ა-------ის მიმართავდა - მამა“ (იხ. სხდომის ოქმი 16.12.2019წ.12:34:05 სთ), დიდი ხანია მეგობრობს მ---------------–--ლთან და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შეიტყო, რომ ა-------ი არ იყო მ----ას ნამდვილი მამა (იხ. სხდომის ოქმი 16.12.2019წ.12:33:05 სთ). ა-------იმ და მარიამმა გაზარდეს მ----ას შვილებიც, ა-------ი როდესაც ცუდად გახდა მ----ამ წამოიყვანა იმ სახლში, სადაც გათხოვდა და უვლიდა, ხოლო როდესაც გარდაიცვალა ჭირისუფალში იჯდა მ----ა.
მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ორივე მოწმემ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მ----------–---–- იზრდებოდა და ცხოვრობდა ა-----------------–---–თან და დედასთან - მ----------------–--ლთან, რომლებიც ზრუნავდნენ და პატრონობდნენ მას, წევდნენ მისი საჭიროებისათვის აუცილებელ ყველა ხარჯს. მათ ჰქონდათ ერთმანეთთან ახლო, თბილი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა. მ----ა და მარიამი ა-------ის დაჰყავდა ნათესავებთან და მათაც ხშირად სტუმრობდნენ ა-----------------–---–ის ნათესავები. აღნიშნული გარემოება კი ადასტურებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ ა-----------------–---–ი მ---------------–--ლს მიიჩნევდა ოჯახის წევრად. აღსანიშნავია მოწმეების განმარტება იმის თაობაზე, რომ მ----------–---–მა იმ სახლში, სადაც გათხოვდა წამოიყვანა ა-----------------–---–ი, მაშინ როდესაც ის ავადმყოფობდა და უვლიდა მას. წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებისა და უდავოდ დადგენილი გარემოებების თანხვედრაშია მოსარჩელე მხარის მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტები იმის თაობაზე, რომ ა------------------–--ლს მ----ა შვილად ყავდა მიღებული არასრულწლოვნების ასაკიდან მისი სრულწლოვანების ასაკის შემდეგაც, რის გამოც მას მისცა გვარი, წამოიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, ზრუნავდა, ზრდიდა და პატრონობდა როგორც შვილს, შესაბამისად სითბოთი და ყურადღებით პასუხობდა მას მ----------–---–-ც. მათ შორის არსებობდა სიყვარულზე დამყარებული მამა-შვილური ურთიერთდამოკიდებულება.
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, იმის თაობაზე, რომ მას ძალიან კარგი, მამა-შვილური დამოკიდებულება ჰქონდა ა-----------------–---–თან თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან, რის გამოც სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს ა-----------------–---–ის მიერ მ---------------–--ლის შვილად მიღების ფაქტობრივ გარემოებას.
მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებით დადგენილი წესით გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, საქმეზე დადგენილ გარემოებებს, მოსარჩელისა და მის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა------------------–--ლის მიერ, მის ოჯახში მ---------------–--ლი შვილად იყო მიღებული, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე, 1507-ე, 1240-ე, 1244-ე, 1187-ე, 1198-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე მ---------------–--ლმა 2--- წლის 1-------რს გარდაცვლილი ა------------------–--ლის მიერ მისი შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე, ა------------------–--ლის ოჯახში არასრულწლოვნების ასაკიდან, შვილად იყო მიღებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მიხედვით, შვილება (შვილად აყვანა) დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის. სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა,იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს შეუძლია შვილად აიყვანოს ბავშვი როგორც საქართველოში, ისე უცხო ქვეყანაში.
შვილად აყვანისათვის მხოლოდ შესაბამისი ნების გამოვლენა და გასაშვილებელი პირის მიმართ ფაქტობრივი მზრუნველობის განხორციელება საკმარისი არ არის, აუცილებელია იგი იურიდიულად იქნეს გაფორმებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
დადგენილია, რომ მ----------–---–-ს ბიოლოგიური მშობლები იყვნენ მ-------------ა და ლ--------–-----. მ---------------–--ლის ბიოლოგიური მშობლები განქორწინდნენ, ხოლო 1----–-–-ს 2---------ს მ-------------ამ იქორწინა ა-----------------–---–ზე და მიიღო მეუღლის გვარი - ნ--------–---–ი. არასრულწლოვანი მ---------–---ვა ცხოვრობდა დედასთან და მამინაცვალთან - ა-----------------–---–თან ერთად.
დადგენილია ასევე, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული იურიდიული კომისიის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების განყოფილების, ქ. თბილისის ლენინის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ, 1--- წლის 04 ნ------რს გაცემული იქნა დასკვნა, რომლის თანახმად მოქალაქეებმა ლ----- კ--–----ამ და მ----------------–--ლმა მოითხოვეს არასრულწლოვანი შვილის - მ----ა ლ-----ს ა----–ი კილატავასათვის გვარის შეცვლა (კილატავა - ნ--------–---–ზე). მითითებული დასკვნის მიხედვით, დაკმაყოფილდა მ----------------–--ლის და ლ----- კ--–----ას თხოვნა, მოხდა არასრულწლოვან მ---------–---ვას გვარის შეცვლა - ნ--------–---–ზე, რის გამოც შეტანილი იქნა შესწორება მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში.
ასევე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. თბილისის, კალინინის რაიონის სახლმმართველობის (#--) მიერ გაცემული საბინაო წიგნის ამონაწერის მიხედვით ქ. თბილისში, გ--------- ქ. ს---–---, ბ------- -ში, 1----–-–-ს 3----------------ან რეგისტრირებული არიან შემდეგი პირები: ნ-------–---–----------ი პ---–----- (დაბ. 1---წ.), ნ--------–---–ი მარია ლ-----ს ა----–ი ( დაბ.1---–.), ნ--------–---–ი მ----ა ლ-----ს ა----–ი (დაბ.1---წ.) და მ---------------–--ლის შვილი - მარიამ პაპაშვილი თენგიზის ა----–ი (დაბ. 1977 წ.).
მითითებული გარემოებებით უდავოა, რომ მ----------------–--ლს, არასრულწლოვანისათვის გვარის შეცვლასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორცილებისათვის თანხმობა მიღებული ჰქონდა მეუღლის ა------------------–--ლისგან, კერძოდ ა------------------–--ლის მიერ გამოხატული იყო ნება მისი გვარის არასრულწლოვანი მ---------–---ვასთვის მიკუთვნების თაობაზე, რასაც ასევე მოწმობს აღნიშნული ქმედებების შემდგომ მათი ერთ ოჯახად ცხოვრება და საბინაო წიგნში რეგისტრაცია ა------------------–--ლის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. საყურადღებოა ასევე ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია მ----------–---–-ს შვილი მარიამ პაპაშვილიც, რაც სასამართლოს უმყარებს იმის რწმენას, რომ ა------------------–--ლი არამარტო მ---------------–--ლს მიიჩნევდა შვილად და ოჯახის წევრად, არამედ ოჯახის შემადგენელ წევრად მიიჩნევდა და ასეთს წარმოადგენდა ასევე მ---------------–--ლის შვილიც.
შვილად აყვანა, პირადი ხასიათის უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება. შვილად აყვანა იურიდიული ფაქტია, რომელიც შვილად ამყვანსა და ნაშვილებს შორის წარმოშობს იმ სახის ურთიერთობას, რაც მშობელსა და შვილს შორის არსებობს. შესაბამისად, შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებისას უნდა დადგინდეს მშვილებელსა და გასაშვილებელ პირს შორის არსებობდა თუ არა ისეთი ურთიერთობა, როგორც მშობელსა და შვილს შორის.
სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
შვილად აყვანის ძირითადი მიზანი არასრუწლოვანთა რჩენისა და აღზრდისათვის ნორმალური პირობების შექმნაა. შვილად აყვანა არა მხოლოდ ბავშვის ინეტრესებს უნდა შეესაბამებოდეს, არამედ იგი შვილად ამყვანის მშობელთა გრძნობის გამოვლენასა და განხორციელების შესაბამისიც უნდა იყოს. კანონმდებლობით გათვალისწინებულია, როგორც არასრულწლოვანის ასევე სრულწლოვანი პირის შვილება. სრულწლოვანი პირის შვილება გამონაკლისის სახით არის გათვალისწინებული და სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე ჩამოყალიბებული იყო მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებელისა და მშობლის ინტერესებსა და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ა------------------–--ლი და მ----------------–--ლი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1----–-–-ს 24 იანვრიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. მ----------------–--ლი გარდაიცვალა 2----–-–ის 04 ნ------რს, ხოლო ა------------------–--ლი გარდაიცვალა 2--- წლის 1-------რს, ხოლო მოხუცებულობის ასაკში მის მზრუნველობას, მოვლა-პატრონობას ახორციელებდა მ---------------–--ლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან. სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის მიხედვით, აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ. ვინაიდან, მხარეები მიუთითებენ ზემოაღნიშნულ ნორმებზე, მოცემული ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმად სასამართლომ უნდა გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლი. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელე შვილად იყო მიღებული 1----–-–-დან და მასსა და ა-----------------–---–ს შორის მამა-შვილური ურთიერთობა არსებობდა ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე 2--- წლამდე. შესაბამისად სასამართლომ უნდა შეამოწმოს არსებობს თუ არა მოცემული მუხლით გათვალისწინებული სუბსუმირებადი გარემოებანი.
შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს მაშინ, როდესაც შვილად აყვანის მსურველსა და შვილად ასაყვანს შორის ფაქტობრივად ჩამოყალიბებული იყო საოჯახო ურთიერთობა და იგი ორივე მხარის ინტერესებს შეესაბამებოდა. კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რაც საფუძვლად უდევს აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებას. აღმზრდელის ოჯახში არასრულწლოვანი შვილად უნდა იყოს მიღებული, რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება დადასტურდეს ოჯახის წევრებისა და სხვა ნათესავების მიერ. აგრეთვე შვილად ამყვანის მიერ შვილად აყვანის შესახებ განცხადების სასამართლოში სიცოცხლეშივე შეტანის გზით.
შვილად აყვანისათვის მშვილებელმა განცხადება უნდა შეიტანოს სასამართლოში თავისი ან შვილად ასაყვანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ცნობები მშვილებლის ოჯახური მდგომარეობის, სამუშაოსა და მატერიალური შემოსავლის შესახებ. ასევე განცხა დებაში უნდა მიეთითოს ცნობები შვილად ასაყვანი პირის ასაკის, მშობლების შესახებ და სხვა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა-----------------–---–ს მ---------------–--ლის შვილად აყვანის შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, სასამართლომ უნდა შეისწავლოს მიღებული იყო თუ არა მ---------------–--ლი, ა------------------–--ლის ოჯახში შვილად.
დადგენილია, რომ მ----------------–--ლის და ა-----------------–---–ის ქორწინების დღიდან მ---------------–--ლი (1----–-–-ს 2---------ი) ცხოვრობდა და იზრდებოდა დედის - მ----------------–--ლის და ა-----------------–---–ის ოჯახში. მათ ჰქონდათ მოსიყვარულე, თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ოჯახი, მ---------------–--ლის რჩენა-აღზრდას, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და საჭირო ნებისმიერი ხარჯების გაღებას უზრუნველყოფდა როგორც მაირიამ ნ--------–---–ი ასევე ა-----------------–---–ი. ა-----------------–---–ის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც იგი აღმზრდელის ოჯახში ცხოვრობს, ფლობს და განკარგავს მას დღემდე. ა-------ი ნადირაშვილი გარდაიცვალა 2--- წლის 1-------რს და ჭირისუფალთა შორის იყო მ---------------–--ლი და მისი ახლობლები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და უდავო გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის თაობაზე, რომ ა------------------–--ლის მიერ მ---------------–--ლი არასრულწლოვნების ასაკიდან მისი სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც, ოჯახში შვილად იყო მიღებული, ზრუნავდა და პატრონობდა მას როგორც ოჯახის წევრს.
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ განუხორციელებია მტკიცების ტვირთის სრულყოფილი რეალიზება, მას რაიმე ფაქტობრივი გარემოება ან მტკიცებულება რაც გააქარწყლებდა მოსარჩელე მ----------–---–-ს მიერ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს ან მითითებულ გარემოებებს არ წარმოუდგენია, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე ლ--------–-----ს მოპასუხე მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მას სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ 2019 წლის 01 აგვისტოს განჩინებით, ხოლო სასამართლო უწყება ჩაბარდა სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ 2019 წლის 05 დეკემბრის განჩინებით, საწინააღმდეგო პოზიცია (შესაგებელი) არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე და 2321 -ე მუხლებით აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე ადასტურებს იმას, რომ იგი არ ეწინააღმდეგება სასარჩელო მოთხოვნას და მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა იქნას მიჩნეული, ხოლო რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რაც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ეჭვს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საპირისპიროდ, სასამართლოში წარდმოგენილი არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად: ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ადგენს რა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა განსაზღვრავს, რომ კანონიერი და ბიოლოგიური მშობლის სტატუსის სამართლებრივი დეკლარირების და ამ გზით დაცული ზემოხსენებული სიკეთეების გამიჯვნის თაობაზე არ არსებობს ერთიანი ევროპული კონსენსუსი, რის გამოც, კონვენციის წევრი სახელმწიფოებისათვის დადგენილია მიხედულების შედარებით ფართო ზღვარი. „ოჯახური ცხოვრების“ უფლების დადგენის მიზნით პრეცედენტულ სამართალში განმარტებულია, რომ სახეზე უნდა იყოს მშობლისა და შვილის სოციალური ინტეგრაცია და შეჩვევის ინტენსიური ხასიათი, რაც ამავდროულად ემსახურება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს _ იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ----------–---–- არასრულწლოვნების ასაკიდან ა-----------------–---–ის ოჯახში შვილად იყო მიღებული, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მ----------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა შვილად აყვანის ფაქტის დადასტურების თაობაზე დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხე - სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 100 ლარიდან - 50 ლარის, ხოლო მოპასუხე ლ--------–-----ს ასევე 50 ლარის გადახდა მოსარჩელე მ----------–---–-ს სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1244-ე, სსსკ-ის მე-8, 37-ე, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243- 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ----------–---–-ს სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ლ--------–-----ს მიმართ, შვილად აყვანის ფაქტის დადასტურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. აღიარებულ იქნას ა------------------–--ლის (გარდაცვლილი 2--- წლის 1-------რს, აქტის ჩანაწერი N0----------) მიერ მ----------–---–-ს (დაბადებული1--- წლის 2---------ს, პ/ნ 0----------) შვილად აყვანა.
2. მოპასუხე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მ----------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე ლ--------–-----ს მოსარჩელე მ----------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დალი აბჟანდაძე