სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/107 |
|
2013 წლის 1 მაისი ქ. თბილისი |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
1.
შეიქმნას სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” (შემდგომში – სააგენტო) შემდეგი მომსახურების ცენტრები: |
ა)
კახეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი) ; |
ბ)
სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ახალციხე, ბორჯომი, ახალქალაქი, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა); |
გ)
ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა); |
დ)
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი); |
ე)
სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ფოთი, აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური); |
ვ)
იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი, წყალტუბო, თერჯოლა, ბაღდათი, ჭიათურა, ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი, ხარაგაული, საჩხერე, ტყიბული, ვანი, ხონი); |
ზ)
თბილისის მომსახურების ცენტრი. |
2.
დამტკიცდეს პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების ცენტრების თანდართული ტიპური დებულება. |
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპურ დებულებათა დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 14 სექტემბრის №1-1/1810 ბრძანება. |
4.
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 10 მაისიდან.
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” (შემდგომში – სააგენტო) სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და ამ ბრძანების საფუძველზე. |
2.
ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით. |
3.
ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულების დროს წარმოადგენს სააგენტოს. |
4.
ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. |
5.
ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
6.
ცენტრს აქვს ბეჭედი ცენტრის სახელწოდებით. |
7.
ცენტრი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. |
8.
ცენტრის მისამართი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |
მუხლი 2.
ცენტრის ფუნქციები |
ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში: |
ა)
მართავს, განკარგავს და სარგებლობაში გადასცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას; |
ბ)
მონიტორინგს უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან/მართვის უფლებით გადაცემასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით მყიდველის/მართვის უფლებით მიმღების/სარგებლობის უფლების მიმღების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს; |
გ)
აღრიცხავს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას; |
დ)
უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანასა და დაყოფას/გაერთიანებას; |
ე)
ახორციელებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს; |
ვ)
ახორციელებს სახელმწიფო ქონების ჩამოწერას; |
ზ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში; |
თ)
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 3.
ცენტრის სტრუქტურა |
1.
ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. |
2.
ცენტრის უფროსი: |
ა)
დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; |
ბ)
ანაწილებს მოვალეობებს და ფუნქციებს ცენტრის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს; |
გ)
თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას; |
დ)
კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; |
ე)
დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს სახელით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; |
ვ)
ახორციელებს კანონმდებლობითა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებებს. |
მუხლი 4.
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია |
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
1. შეიქმნას სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” (შემდგომში – სააგენტო) შემდეგი მომსახურების ცენტრები: |
ა) კახეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი) ; |
ბ) სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ახალციხე, ბორჯომი, ახალქალაქი, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა); |
გ) ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა); |
დ) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი); |
ე) სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ფოთი, აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური); |
ვ) იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი, წყალტუბო, თერჯოლა, ბაღდათი, ჭიათურა, ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი, ხარაგაული, საჩხერე, ტყიბული, ვანი, ხონი); |
ზ) თბილისის მომსახურების ცენტრი. |
2. დამტკიცდეს პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების ცენტრების თანდართული ტიპური დებულება. |
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპურ დებულებათა დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 14 სექტემბრის №1-1/1810 ბრძანება. |
4. ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 10 მაისიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი |
1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” (შემდგომში – სააგენტო) სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და ამ ბრძანების საფუძველზე. |
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით. |
3. ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულების დროს წარმოადგენს სააგენტოს. |
4. ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. |
5. ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
6. ცენტრს აქვს ბეჭედი ცენტრის სახელწოდებით. |
7. ცენტრი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. |
8. ცენტრის მისამართი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |
მუხლი 2.
ცენტრის ფუნქციები |
ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში: |
ა) მართავს, განკარგავს და სარგებლობაში გადასცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას; |
ბ) მონიტორინგს უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან/მართვის უფლებით გადაცემასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით მყიდველის/მართვის უფლებით მიმღების/სარგებლობის უფლების მიმღების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს; |
გ) აღრიცხავს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას; |
დ) უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანასა და დაყოფას/გაერთიანებას; |
ე) ახორციელებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს; |
ვ) ახორციელებს სახელმწიფო ქონების ჩამოწერას; |
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში; |
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 3.
ცენტრის სტრუქტურა |
1. ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. |
2. ცენტრის უფროსი: |
ა) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; |
ბ) ანაწილებს მოვალეობებს და ფუნქციებს ცენტრის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს; |
გ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას; |
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; |
ე) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს სახელით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; |
ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებებს. |
მუხლი 4.
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია |
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |