განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100210017002040919
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 1158
18 იანვარი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე
აპელანტი: მ----- მ----–--ე
წარმომადგენელი: დ-------- მ----–----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე: ი----- ბ--------–---–ი
წარმომადგენელი: ე-–---- ბ---------ე
დაინტერესებული მხარე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი: ს--–---- კ-------ე
დავის საგანი: შვილად აყვანის ფაქტის აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ----- მ----–--ემ, მოპასუხედ ი----- ბ--------–---–ი მიუთითა და შვილად აყვანის ფაქტის აღიარება ითხოვა. მოსარჩელის განმარტებით ის დაიბადა 1992 წლის 20 აპრილს ჭიათურაში. მოსარჩელის ბიოლოგიური მშობლები არიან გ------ მ----–--ე და ლ---- მ----–--ე ხუთი წლის ასაკში შვილების მიზნით კანონით დადგენილი წესის დაუცველად, აღსაზრდელად გადაცეს ბიძას დედის ძმას -ზ---– ბ-–--ეს და ბიცოლას ია ბ--------–---–ს. მათთან იყო მიღებული ოჯახში და იზრდებოდა, როგორც შვილი. თავდაპირველად ცხოვრობდა სოფელ ც----------ში, საშუალო სკოლაც იქ დაამთავრა. ამჟამად კი ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად ჭიათურაში ია ბ--------–---–ის სახელზე რიცხულ ბინაში, რომელიც მდებარეობს ქ.ჭიათურაში ჩ------ის ქ----ში. ზ---– ბ-–--ე გარდაიცვალა 2005 წელში, ხოლო ია ბ--------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 20 დეკემბერს. მასთან ერთად ცხოვრობს მხარდაჭერის მიმღები, დეიდა - ი----- ბ--------–---–ი, რომლის მხარდამჭერიც არის თავად მოსარჩელე. ბიოლოგიური მშობლები თანახმა არიან დადასტურებული იქნას ზ---– ბ-–--ისა და ია ბ--------–---–ის მიერ მ----- მ----–--ის შვილად აყვანა.
2. მოსარჩელემ ითხოვა აღიარებული იქნას აწ. გარდაცვლილი ზ---– ბ-–--ისა და აწ.გარდაცვლილ ია ბ--------–---–ის მიერ მ----- მ----–--ის შვილად აყვანა. მ----- მ----–--ის დაბადების მოწმობაში მშობლების გრაფაში ჩაიწეროს მამა-ზ---– ბ-–--ე, დედა - ია ბ--------–---–ი.
3. მოპასუხე ი----- ბ--------–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
4. სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილება არ დაეთანხმა სარჩელს და მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებით არ იქნება დაცული მხარდაჭერის მიღების პირის ინტერესები, რადგან სარჩელის იურიდიულ ინტერესად მოსარჩელე სამკვიდროს მიღებაზე მიუთითებს.
5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ----- მ----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ზ---– ბ-–--ე დაბადებულია 1956 წელს და გარდაიცვალა 2006 წლის 30 იანვარს.
- ია ბ--------–---–ი დაიბადა 1958 წელს და გარდაიცვალა 2016 წლის 20 დეკემბერს.
- მ----- მ----–--ის ბიოლოგიური მამა არის გ------ მ----–--ე, ხოლო ბიოლოგიური დედა არის ლ---- მ----–--ე.
- ზ---– ბ-–--ე და ია ბ--------–---–ი იყვნენ მეუღლეები. ლ---- მ----–--ე არის ზ---– ბ-–--ის და.
- სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე და მისი და, რომელიც ახლა გათხოვილია და ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად ბიოლოგიურმა მშობლებმა აღსაზრდელად გადასცეს ბიძას და ბიცოლას შესაბამისად ზ---– ბ-–--ეს და ია ბ--------–---–ს. მათ ბიოლოგიურ მშობლებს ეკონომიურად უჭირდათ.
- დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე სწავლობდა ჯერ ს------–------ის საჯარო სკოლაში, ხოლო შემდეგ სოფელ ს----ის საჯარო სკოლაში, სადაც მიიღო სრული ზოგადი განათლების ატესტატი. ამჟამად მ----- მ----–--ე რეგისტრირებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ც----------ში(ს----ის ტერიტორიული ორგანო).
- დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე ია ბ--------–---–ი 2015 წლის 25 დეკემბრის საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა ი----- ბ--------–---–ის მხარდამჭერად. ია ბ--------–---–ის გარდაცვალების შემდგომ (2016 წლის 20 დეკემბერი) კი ი----- ბ--------–---–ის მხარდამჭერად დაინიშნა მოსარჩელე მ----- მ----–--ე.
- დადგენილი იქნა, რომ აწ.გარდაცვლილ ია ბ--------–---–ის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე ქ.ჭიათურა ჩ------ის ქ------- (ყოფილი მ-------ის ქ---). - დადგენილი იქნა, რომ ამჟამად მ----- მ----–--ე ცხოვრობს ჭიათურა ჩ------ის ქ-- -ში აწ. გარდაცვლილი ია ბ--------–---–ის სახელზე რიცხულ ბინაში მოპასუხე ი----- ბ--------–---–თან და თავის ქმარ-შვილთან ერთად და ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ცნობითა და მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ----- მ----–--ე ხუთი წლის ასაკიდან ცხოვრობდა და იზრდებოდა ზ---– ბ-–--ისა და ია ბ--------–---–ის ოჯახში. მასთან ერთად იზრდებოდა მოსარჩელის ბიოლოგიური და.
7. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე, 1240-ე, 1289-ე , 1280-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაშია სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის დანაწესთან, რაც მოცემული საქმეზე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას და შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებას.
8. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული მ----- მ----–--ის მიერ. რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა;
9. აპელანტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ძირითადად სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, სასამართლომ არასწორად არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ----- მ----–--ე ზ---– ბ-–--ისა და ი---------–---–ის ოჯახში არამარტო ცხოვრობდა და იზრდებოდა , არამედ ის ამ ოჯახში შვილად იყო მიღებული და მათ შორის ისეთივე ურთიერთობა არსებობდა რაც არსებობს მშობელსა და შვილს შორის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელე მხარის მიერ უტყუარად დადასტურდა წარმოდგენილი მტკიცებულებებით, თუმცა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
10. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
12. დადგენილია, რომ 1992 წლის 20 აპრილს დაბადებული მ----- მ----–--ე, რომელიც სარჩელის წარდგენის დროსათვის სრულწლოვანი პირია. 5 წლის ასაკიდან ცხოვრობდა და იზრდებოდა ბიძა - ბიცოლას, ზ---– ბ-–--ისა და ია ბ--------–---–ის ოჯახში. ამ ოჯახში ის შვილად იყო მიღებული.
13. დადგენილია, რომ სარჩელის წარდგენის დროისათვის აღმზრდელი გარდაცვლილია.
სამართლებრივი შეფასება:
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის თანახმად შვილება (შვილად აყვანა) დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის. სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.
15. ამავე კოდექსის 1240-ე მუხლის შესაბამისად: აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ.
16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შვილად აყვანა ფაქტია, რომელიც შვილად ამყვანსა და ნაშვილებს შორის წარმოშობს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას, რაც ღვიძლ მშობლებსა და შვილებს შორის არსებობს. შვილად აყვანის ინსტიტუტის ძირითად მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვანი პირებისათვის აღზრდისა და რჩენის ნორმალური პირობების შექმნა, ამასთან ეს ურთიერთობა მშობლიური გრძნობის გამოვლენისა და განხორციელების შესაძელბლობას ანიჭებს შვილად ამყვანს. კანონი უშვებს არა მარტო არასრულწლოვანი, არამედ სრულწლოვანი პირის შვილად აყვანასაც. ამ შემთხვევას მაშინ აქვს ადგილი, როცა მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.
17. შვილად აყვანის ფაქტი სასამართლომ შესაძლოა დადასტურებულად ცნოს იმ შემთხვევაში, როცა საოჯახო ურთიერთობა ფაქტობრივად არსებობდა შვილად აყვანის მსურველსა და შვილად ასაყვანს შორის და ასეთი ურთიერთობა ორივე მხარის ინტერესებს შეესაბამებოდა. ფაქტობრივი ურთიერთობა კი არ იყო გაფორმებული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ ფაქტის დადასტურების
18. სრულწლოვან პირთა შვილად აყვანის შესაძლებლობა მშვილებელსა და ნაშვილებს შორის ადრე არსებულ ფაქტობრივ საოჯახო ურთიერთობათა დაკანონებას წარმოადგენს.
19. მოსარჩელე მხარე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ის ია ბ--------–---–ის ოჯახში შვილად იყო მიღებული. ამგვარი სამართლებრივი საფუძვლით შვილად აყვანის დასადგენად კანონი (ს.კ. 1240-ე მ.) განსაზღვრავს შვილად ასაყვანი სუბიექტის სტატუსს და მიუთითებს, რომ ის უნდა იყოს არასრულწლოვანი, განსახილველ შემთხვევაში კი მ----- მ----–--ე სრულწლოვანი პირია.
20. თუმცა უმთავრესი და გადამწყვეტი ამ ტიპის სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არის კანონისმიერი დანაწესი, რომელიც იმპერატილად ითხოვს, რომ აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ (მ.1240).
21. კანონმდებლის ნება ასეთია, რომ დადასტურდეს შვილად აყვანის ფაქტი სასამართლოს წესით 2 პირობა ერთდროულად უნდა არსებობდეს 1) არასრულწლოვანი ოჯახში შვილად უნდა იყოს მიღებული და 2) მშვილებელს სიცოცხლეშივე უნდა ჰქონდეს შეტანილი განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ.
22. უდავოდაა დადგენილი, რომ კონკრეტულ სემთხვევაში აღმზრდელი ისე გარდაიცვალა, რომ მას მსგავსი განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
20. ამგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ვითარებაში, პალატა თვლის, რომ არ არსებობს მ----- მ----–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
22. აპელანტი კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. მ----- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა