გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №260210219003302289 (2/127-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24-----------------9 წელი ზუგდიდი
გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - ელიზა შამათავა
განმცხადებელი - ლა---------–-----–--ე
მოთხოვნის არსი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის მოთხოვნა
განმცხადებელმა ლა---------–-----–--ემ მომართა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს აწ გარდაცვლილ ელ-------------------ნ ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენის თაობაზე, მათი ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთში;
აფხაზეთში განვითარებული მოქმედებების გამო, ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს ქორწინების რეგისტრაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო 20-7 წლის 16-------–ს ელ--------------ა გარდაიცვალა.
განმცხადებელი ითხოვს დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მასზედ, რომ ლა---------–-----–--ე (პირადი №62--------4) 20-3 წლის 15----------ნ რეგისტრირებულ ქორწინებაშია აწ გარდაცვლილ ელ-------------------ნ (პირადი №62--------2, გარდაცვალების თარიღი 16-------–ი, 20-7 წელი, აქტის ჩანაწერი №28--------2, გარდაცვალების მოწმობა №28--------5).
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მულის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის II ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო განიხილავს საქმეებს მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელი ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ.
დასახელებული კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების დანაწესებით ქორწინება არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც დასტურდება შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერით (ქორწინების აქტის ჩანაწერით).
ამავე კანონის 48-ე მუხლის თნახმად ქორწინების წარმოშობისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.
,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უკანონოა ნებისმიერი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი (დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აქტი გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნებისათვის.
ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 20-9 წლის 28-------------ს გაცემული ცნობის მიხედვით ლა---------–-----–--ის და ელ--------------ას ქორწინების აქტის ჩანაწერი არ აღმოჩნდა, როგორც საქმის მასალებიდან, განმცხადებლის და მოწმეების ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, მათი ქორწინება არ ყოფილა რეგისტრირებული, შესაბამისად არც საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, არ აღიარებული ეგრეთ წოდებული აფახაზეთის რესპუბლიკის სტრუქტურების მიერ, განმცხადებელმა განმარტა, რომ რეგისტრირებულ ქრწინებაში მეუღლესთან არ ყოფილა და მხოლოდ კომლის წევრად ჩაეწერა მასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-განცხადება
-ახსნა-განმარტებები, სხდომის ოქმი
-ელ--------------ას გარდაცვალების მოწმობა №28--------5
ამდენად საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, შეკრებილი მტკიცებულებების და ზემოთ მოყვანილი ნორმების შეფასებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ რომც ყოფილიყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში საქართველოს საერთო სასამართლოები აღნიშნული ფაქტის დადგენას ვერ მოახდენს, რამეთუ ეს გაუტოლდება ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას, რაც ყოვლად დაუშვებელია და სამართლებრივად არასწორია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად განმცხადებელს სახლემწიფო ბაჟი 25 ლარი გადახდილი აქვს წინასწარ, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ეს თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 311-312-ე, 316-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლა---------–-----–--ის (პირადი №62--------4) განცხადება აწ გარდაცვლილ ელ-------------------ნ (პირადი №62--------2, გარდაცვალების თარიღი 16-------–ი, 20-7 წელი, აქტის ჩანაწერი №28--------2, გარდაცვალების მოწმობა №28--------5) ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. განცხადებლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 25 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მისი გადაცემიდან 14 დღის ვადაში გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით კეკენაძე