გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.09.2019
საქმის ნომერი
091210219003178933
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 091210219003178933

საქმე 2/113-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

13 სექტემბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე

ვანის მუნიციპალიტეტში როინ კახიძე

სხდომის მდივანი გურამ შენგელია

განმცხადებელი - თ------- მ----–----–---

მოთხოვნის არსი - იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა

სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე, უდავო წარმოების წესით განიხილა სამოქალაქო საქმე თ------- მ----–----–---- განცხადებისა გამო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის თაობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით, 311-ე მუხლით, 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,თ “ ქვეპუნქტით, 369-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. თ------- მ----–----–---- (პირადი N1----------) განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. დადგენილ იქნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები: პირთა ნათესაური კავშირისა და მემკვიდრეობის მიღების ფაქტის შესახებ, სახელდობრ:

 

2.1. დადგენილ იქნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი _ პირთა ნათესაური კავშირი, თ------- მ----–----–---სა (პირადი №1----------) და მ---- ხ--------- (პირადი N1----------) შორის, როგორც დედისა და შვილისა.

2.2. დადგენილ იქნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი _ პირთა ნათესაური კავშირი, ა-–---------- მ----–----–---სა (დაბადების თარიღი 14.03.1954წ. გარდაცვალების თარიღი: 28.08.1979წ.) და რ------- მ----–----–---ს (პირადი N-----------, გარდაცვალების თარიღი: 27.12.2015წ.) შორის, როგორც დედისა და შვილისა.

2.3. დადგენილ იქნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მემკვიდრეობის მიღების შესახებ, სახელდობრ თ------- მ----–----–---- (პირადი N1----------) მიერ ბებიის - რ------- მ----–----–---- (პირადი N-----------, გარდაცვალების თარიღი: 27.12.2015წ.) დანაშთი სამკვიდრო აქტივის ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების შესახებ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ვანის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ვანის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

შენიშვნა:

 

განმცხადებლის თხოვნით, რომელმაც წერილობით განაცხადა, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებს მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით _ დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე

როინ კახიძე