სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლი · სსსკ 315
თავი XXXVI — იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა
განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(33)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-989-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
…მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის წინაპირობები. 5.3.სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის მუხლის „ა“ პუნქტზე, ამავე კანონის 313-ე და 315-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ სასამართლოში შეტანილი განცხადება უნდა აკმაყოფილდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოთხოვნებს, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის მოთხოვნით აღძრული განცხადების წამოებაში მიღების რამდენიმე წინაპირობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე და 315-ე მუხლების მიხედვით, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთის სხვა წესით მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში,…
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1330-ე, 1328-ე, 1306-ე, 1307-ე 1421-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312- 315-ე, 102-ე მუხლებით და დაადგინა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების საფუძველზე ვერ დაასაბუთა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საქმე №ას-442-756-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2009
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სსსკ-ის 315-ე მუხლის თანახმად გ. გა-ამ მიუთითა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზანი _ ვეტერანის სტატუსის მინიჭება და აქედან გამომდინარე გარკვეული შეღავათების მიღება.
საქმე №ა-842-შ-34-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2009
ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლის თანახმად, განცხადებაში იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება…
საქმე №ას-597-824-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2009
საქმე №ას-598-825-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2008
საქმე №ას-695-915-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2008
საქმე №ას-684-1014-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2008
საქმე №ას-469-857-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2007
საქმე №3კ/622-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2003
საქმე №3გ-ად-204-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2002
საქმე №3/33-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.09.2001
საქმე №3კ/422-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2001
საქმე №3კ/803 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2001
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 315, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-315/