განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
820210219002795541
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210219002795541

საქმე 2/ბ-103-19წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძ-

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძ-

ნანა კალანდაძ-

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: მ----- ხ-----–--

წარმომადგენელი: მ-------- ზ----ე

დავის საგანი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე, განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება

გამოარკვია:

2019 წლის 08 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა მ----- ხ-----–--ს წარმომადგენელმა მ-------- ზ------ და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა მოითხოვა.

განმცხადებლის განმარტებით, მ----- ხ-----–-- წარმოადგენს ხ--–----------------------------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების მართლზ--მიერ მფლობელს და მოსარგებლეს. ამ მიწის ნაკვეთზე მას არ ჰყავს მოდავე, რის გამოც, მისი საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით მიმართა საჯარო რეესტრს.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი იქნა დამატებითი ინფორმაცია მ----- ხ-----–--ს მიწის ნაკვეთის საკადასტრო ა--------- ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით.

გაცემული ინფორმაციით გამოიკვეთა შეუსაბამობა, კერძოდ, საკომლო წიგნებში მიწის ნაკვეთის მისამართად, ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ,,მა-----------ს“ ნაცვლად, მითითებულია ,,გ---------“, რის გამოც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

ამ გარემოების გამო, მომართა სასამართლოს, რათა დადგენილი იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოდან ტერიტორიული ორგანოს, ხელვაჩაურის არქივის მა-----------ს სადაბო საკრებულოს 1---------–-–-------- საკომლო წიგნში მ----- ხ-----–--ს მისამართი სოფელ ,,გ---------ს’’ ნაცვლად, მიეთითოს სოფელი ,,მა-----------’’, სხვა მონაცემები დარჩეს უცვლელი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით, მ----- ხ-----–--ს განცხადება არ იქნა განსახილველად მიღებული.

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე, 311-312-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მითითებული ნორმები ამომწურავად განსაზღვრავენ სასამართლოს მიერ, უდავო წარმოების წესით, მათ შორის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის წესით განსახილველ მოთხოვნებს.

სსკ-ის 312-ე მუხლის ,,დ'' პუნქტის მიხედვით, სასამართლო განიხილავს საქმეს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს,მამის სახელს ან გვარს.

განსახილველ შემთხვევაში, განცხადება წარმოდგენილი არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე, 315-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ განცხადებით არ დასტურდება, რომ განმცხადებელი მითითებული მუხლის ფარგლებში ითხოვს ფაქტის დადგენას, ასევე, ვერ ადასტურებს, თუ რატომ სჭირდებოდა ამ ფაქტის დადგენა. არ არის წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ამდენად, განცხადება არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის პირობებს, რის გამოც უარი ეთქვა მიღებაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ----- ხ-----–--ს წარმომადგენელმა მ-------- ზ------, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნაა საარქივო ჩანაწერში-საკომლო წიგნში მისამართის-,,ხ--–----------------------------–----------------“ ჩანაწერის არ არსებობის გამო, სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს (არქივს) მიეცეს დავალება გააკეთოს ასეთი ჩანაწერი, რაც შემდგომში შესაძლებლობას მისცემს მ----- ხო---–-ძ-ს, საკუთრებაში დაირეგისტრიროს უძრავი ქონება.

სასამართლომ, სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის გამო, განცხადება არ ჩათვალა დასაშვებად, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განცხადების წარმოებაში მიღების შემდგომაც, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2019 წლის 08 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა მ----- ხ-----–--ს წარმომადგენელმა მ-------- ზ------ და მოითხოვა, დადგენილი იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოდან, ტერიტორიული ორგანოს-ხელვაჩაურის არქივის მა-----------ს სადაბო საკრებულოს 1---------–-–-------- საკომლო წიგნში, მ----- ხ-----–--ს (დაბადებული 1--------- წ. რეგისტრირებული ქ. ბ------------------–--------------------, ფაქტობრივად მცხოვრები ხ--–----------------------------–-------------ში, პ/ნ 6----------) მისამართი სოფელი ,,გ---------ს’’ ნაცვლად, მიეთითოს სოფელი ,,მა-----------’’, სხვა მონაცემები დარჩეს უცვლელი.

დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით, მ----- ხ-----–--ს განცხადება არ იქნა განსახილველად მიღებული.

დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ----- ხ-----–--ს წარმომადგენელმა მ-------- ზ------ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების წარმოებაში მიღება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში დაფიქსირებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით.

ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.

მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ განმცხადებელი მოითხოვს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას მასზედ, რომ საკომლო წიგნში მ----- ხ-----–--ს მისამართი, სოფელი ,,გ---------ს’’ ნაცვლად, მიეთითოს სოფელი ,,მა-----------’’.

ამდენად, განმცხადებელი ითხოვს საკომლო წიგნში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ჩანაწერის ცვლილებას და არა სახელის, მამის სახელის ან გვარის, რომელიც არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს, რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მითითება, რომ განცხადება არ პასუხობს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს დასაბუთებულია და სწორად ეთქვა უარი განცხადების მიღებაზე, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----- ხ-----–--ს (წარმომადგენელი - მ-------- ზ----ე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძ-

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძ-

 

ნანა კალანდაძ-