გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2019
საქმის ნომერი
150210219003319981
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210219003319981

№2/304-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე _ არარატ ესოიან

სხდომის მდივანი _ არმენ ქოსიან

 

განმცხადებელი _ ლ----- გ----------- (სომხეთის მოქალაქე, პასპორტი N A---------, მცხოვრები საქართველოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. გ----ში);

განცხადების არსი _ უფლების დამდგენი საბუთის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მოთხოვნა

1.1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ 1970 წლის 10 ივლისს გაცემული შრომის წიგნაკი ეკუთვნის ლ----- თ-------ის ასულ გ-----------ს.

განმცხადებლი განცხადებაში უთითებს, რომ:

იგი დაიბადა 1----–-–------------ს საქართველოს რესპუბლიკის, ბოგდანოვკის რაიონის (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) სოფელ გ----ში. მისი სახელი და გვარი დაბადების მოწმობაში ჩაიწერა - ლ----- გ-----------. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ყველა უფლების დამდგენი ოფიციალური დოკუმენტი რაც კი მის სახელზე გაიცა, ყველგან მისი სახელი და გვარი ჩაიწერა - ლ----- გ-----------.

თუმცა 1970 წლის 10 ივლისს მის სახელზე დამსაქმებელის მიერ გაიცა შრომის წიგნაკი, სადაც მისი სახელი შეცდომით ჩაიწერა, კერძოდ, ნაცვლად ლ----- გ-----------ისა წერია ლ------ გ-----------.

1970 წლის 2 მარტიდან 1970 წლის პირველ ოქტომბრამდე იგი მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს ნინოწმინდის (ბოგდანოვკის) ტერიტორიულ ორგანოში ელექტროენერგიის რეალიზაციის კონტროლიორის პოზიციაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, იგი 2019 წლის 28 ოქტომბერს მიმართა ელექტროკომპანიას - ენერგო პრო ჯორჯიას სამხრეთ საქართველოს ფილიალს, რომელიც წარმოადგენს 1970 წელს ნინოწმინდის რაიონში მოქმედი ელექტროკომპანიის სამართალმემკვიდრეს და მოითხოვა მისი შრომის წიგნაკში არსებული შეცდომის გამოსწორების მიზნით ცნობის გაცემა მისი მუშაობის დადასტურების თაობაზე. 2019 წლის 4 დეკემბერს მისი წერილის პასუხად აცნობეს, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დღეს მოქმედი ელექტროკომპანია, რომელიც უნდა ყოფილიყო 1970 წელს, ანუ მისი მუშაობის პერიოდში მოქმედი ელექტროკომპანიის სამართალმემკვიდრე - სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს 2007 წლის 29 ივნისიდან, ხოლო 2007 წლის ივნისამდე კი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის უფლებამოსილებას ფლობდა სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“, რომლის სამართალმემკვიდრე, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 10 თებერვლის N1-3/736 ბრძანების მეორე პუნქტის თანახმად, იყო სს“ენერგია XXI“ (ს.კ.2-------) - ამჟამად ლიკვიდირებულია. აღნიშნული ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით მას უარი უთხრეს მისი 02.03.1970 წლიდან 01.10.1970 წლამდე კომპანიაში მუშაობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე - რადგან სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 2007 წლის ივნისამდე, როგორც დამსაქმებელი ინფორმაციას არ ფლობს. აქედან გამომდინარე რადგან შრომის წიგნაკის გამომცემი ორგანოს მიერ შეუძლებელია შრომის წიგნაკში არსებული ხარვეზის გამოსწორება იძულებულია მომართოს სასამართლოს.

განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ 2010 წელს იგი გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და ამავე წლის 15 თებერვლიდან მიიღო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა. დღესდღეობით ვინაიდან მისი შვილები გადავიდნენ საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში და რადგან მან მიაღწია საპენსიო ასაკს და არის სრულიად მარტო, იძულებული არის გადავიდეს საცხოვრებლად მისი შვილთან, ხოლო რადგან მას უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს, პენსიონერად აღრიცხვისათვის იმ ქვეყანაში მას უნდა წარადგინოს სრულყოფილი დოკუმენტაცია მათ შორის შრომის წიგნაკი, რომელშიც მისი სახელის არასწორად ჩაწერის გამო, შეუძლებელია ამ დოკუმენტის მისდამი კუთვნილების ფაქტის დადგენა სასამართლოს გარეშე.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. განმცხადებელი ლ----- გ-----------ი დაიბადა 1----–-–------------ს საქართველოს რესპუბლიკის, ბოგდანოვკის რაიონის (ამჟამად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) სოფელ გ----ში. მისი სახელი და გვარი დაბადების მოწმობაში ასევე მის პასპორტში ჩაიწერა- ლ----- გ-----------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განმცხადებლის ახსნა-განმარტება;

- დაბადების მოწმობა I-----------.

- პასპორტი N A---------;

3.2. 1970 წლის 2 მარტიდან 1970 წლის პირველ ოქტომბრამდე იგი მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს ნინოწმინდის (ბოგდანოვკის) ტერიტორიულ ორგანოში ელექტროენერგიის რეალიზაციის კონტროლიორის პოზიციაზე, 1970 წლის 10 ივლისს მის სახელზე დამსაქმებელის მიერ გამოიცა შრომის წიგნაკი, სადაც მისი სახელი ჩაიწერა ლ------, რაც არ ემთხვევა დაბადების მოწმობაში და პასპორტში აღნიშნულ სახელს - ლ-----.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განმცხადებლის ახსნა-განმარტებანი;

- პასპორტი N A---------;

- შრომის წიგნაკი ზ-------------.

3.3. უფლების დამდგენი დოკუმენტის (შრომის წიგნაკის) გამცემი ორგანიზაცია - სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს ნინოწმინდის (ბოგდანოვკის) ტერიტორიულ ორგანო აღარ არსებობს. იმ პერიოდში მოქმედი ელექტროკომპანიის სამართალმემკვიდრე - სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს 2007 წლის 29 ივნისიდან, ხოლო 2007 წლის ივნისამდე კი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის უფლებამოსილებას ფლობდა სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“, რომლის სამართალმემკვიდრე, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 10 თებერვლის N1-3/736 ბრძანების მეორე პუნქტის თანახმად, იყო სს“ენერგია XXI“ (ს.კ.2-------) - ამჟამად ლიკვიდირებულია. რაც დასტურდება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2019 წლის 04 დეკემბრის წერილით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირთა რეესტრიდან ინფორმაციით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განმცხადებლის ახსნა-განმარტებანი;

- ლ----- გ-----------ის 2019 წლის 28 ნოემბერის განცხადება;

- სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2019 წლის 04 დეკემბრის N5------ წერილი;

- ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირთა რეესტრიდან (რეგ. NB--------).

3.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ----- გ----------- და ლ------ გ----------- ერთი და იგივე პირია.

შრომის წიგნაკში მითითებულია ლ------ თ-------ის ასული გ-----------, 1--- წლის დაბადებული, ხოლო დაბადების მოწმობაში და პასპორტში წერია ლ----- თ-------ის ასული გ-----------, 1--- წელს დაბადებული. ანუ ემთხვევა მამის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი. შესაბამისად სასამართლო ეჭვი არა აქვს, რომ ლ----- გ----------- და ლ------ გ----------- ერთი და იგივე პირია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

3.1. სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა განმარტებები, მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-315-ე მუხლები.

5. სამართლებრივი შეფასება.

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომელზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი, ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენს ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების, ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის თანახმად, განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ შეიტანება სასამართლოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლის თანახმად, განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ: 1) უფლების დამდგენი დოკუმენტები გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოების ან შესაბამისი დაწესებულის მიერ და სწორედ იმ ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ გაცემულ საბუთში არსებული უსწორობის გასწორება. 2) დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის დადგენის თაობაზე განცხადებების წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობას სწორედ შესაბამისი ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით იმ ადმინისტრაციული ორგანოს/დაწესებულების უარი წარმოადგენს, რომლის მიერაც გაცემულია კონკრეტული საბუთი. თუ აღნიშნული შეუძლებელი აღმოჩნდება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართოს პირმა სასამართლოს. 3) ამასთან განმცხადებელს უნდა ჰქონდეს იურიდიული ინტერესი, ანუ რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს მოთხოვნილი ფაქტის დადგენა. ამასთან განცხადება შეიტანება სასამართლოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ----- გ-----------ს აქვს იურიდიული ინტერესი მოითხოვოს აღნიშნული ფაქტის დადგენა, კერძოდ რუსეთის ფედერაციაში პენსიონერად აღრიცხვისათვის მან უნდა წარადგინოს სრულყოფილი დოკუმენტაცია, მათ შორის შრომის წიგნაკი. შესაბამისად მოთხოვნილი იურიდიული (დოკუმენტის კუთვნილების) ფაქტის დადგენა პირდაპირ ეხება განმცხადებლის ინტერესებს.

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტების გამცემი ორგანიზაცია - სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს ნინოწმინდის (ბოგდანოვკის) ტერიტორიულ ორგანო აღარ არსებობს და მის მიერ გადაცემული და არქივში დაცული მონაცემების შეცვლა დაუშვებელია. შესაბამისად მოთხოვნილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან დღეის მდგომარეობით არ არსებობს ორგანო, რომელიც აღადგენს ან შეასწორებს არქივში ჩაბარებული მონაცემებს.

ამასთან ლ----- გ----------- ცხოვრობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ს. გ----ში, შესაბამისად განცხადება შეტანილია განსჯად სასამართლოში.

5.3. დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო დარწმუნდა, რომ 1970 წლის 10 ივლისს გაცემული ზ------------- შრომის წიგნაკში აღნიშნული ლ------ გ----------- და განმცხადებელი ერთი და იგივე პირია. ხოლო აღნიშნული დოკუმენტში მითითებული პირის სახელი არ ემთხვევა განმცხადებლის პასპორტში და დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს.

ამდენად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი - 1970 წლის 10 ივლისს გაცემული შრომის წიგნაკი ზ------------- ეკუთვნის 1----–-–------------ს დაბადებულ ლ----- თ-------ის ასულ გ-----------ს.

6. საპროცესო ხარჯები

სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 310-ე, 312-316-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

1.1. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ 1970 წლის 10 ივლისს გაცემული შრომის წიგნაკი ზ------------- ეკუთვნის 1----–-–------------ს დაბადებულ, ლ----- თ-------ის ასულ გ-----------ს (სომხეთის მოქალაქის პასპორტი N A---------);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე არარატ ესოიან