გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210218002564630
# 2-3150/2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
განმცხადებელი: ია–------–--–---–ი
წარმომადგენელი: ავ--------–-----–---ი
მოთხოვნის არსი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის (დაზუსტებული) მოთხოვნა:
1.1. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ განმცხადებელ ია–------–--–---–ის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებულია მისი აწგარდაცვლილი მამის - მე---------–--–---–ის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა-------------ს მიმდებარე ტერიტორია, 167 468 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი;
განმცხადებელი თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
- განმცხადებლის - ია–------–--–---–ის მამა მე---------–--–---–ი გარდაიცვალა 1991 წლის 08 დეკემბერს. მისი გარდაცვალების შედეგად გაიხსნა სამკვიდრო, რომელიც ძირითადად შედგებოდა საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთებისაგან, მდებარე ქ. ბათუმი, გი-------–-----–--ის ქუჩა #-. და ასევე ქ. ბათუმი, ა-------------ს მიმდებარე ტერიტორია.
- მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს ქონებები გადმოვიდა განმცხადებლის მფლობელობაში და მან ფაქტიურად მიიღო სამკვიდრო, რაც დასტურდება სახელმწიფო არქივის მიერ გაცემული ცნობებით, მოწმეთა ჩვენებით.
- განმცხადებელს საჯარო რეესტრში საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება, ქ. ბათუმი, გი-------–-----–--ის ქუჩა #-, ხოლო ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა-------------ს დასახლება, 167 468 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც შემორჩენილია შენობა-ნაგებობების ნანგრევები, რომელიც იყო მისი აწგარდაცვლილი ბაბუას, და შემდეგ აწგარდაცვლილი მამის - მე---------–--–---–ის მფლობელობაში, - მამის გარდაცვალებიდან არის მის ფაქტობრივ მფლობელობაში.
- განმცხადებელი მიუთიეთებს, რომ მის მიერ აწგარდაცვლილი მამის სამკვიდროს მიღების ფაქტს დაადასტურებენ ასევე მოწმეები;
- განმცხადებელს სამკვიდრო მიღების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის, ხოლო გარდაცვლილ პირთა სამკვიდროს ფაქტიურად მიღების ფაქტის დასადასტურებლად აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილებით იქნეს ეს ფაქტები დადგენილი და მისი იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საკუთრებაში დაირეგისტრიროს სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა-------------ს დასახლება, 167 468 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი.
- განმცხადებელმა საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია 167 468 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის შესახებ ვერ წარმოადგინა, თუმცა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხება.
(იხ. განცხადება, მოთხოვნის დაზუსტება სხდომის ოქმში, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
2. სასამართლომ განიხილა განცხადება, მოისმინა განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. დადგენილია, რომ განმცხადებელი ია–------–--–---–ი დაბადებულია 1953 წლის 09 ოსექტემბერს და მისი მამა იყო მე---------–--–---–ი, ხოლო ბაბუა კი - მე---------–--–---–ის მამა დუ-------------------–--–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პირადობის მოწმობა;
- ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება;
2.2. დადგენილია, რომ განმცხადებლის მამა მე---------–--–---–ი გარდაიცვალა 1991 წლის 08 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მე---------–--–---–ის გარდაცვალების მოწმობა;
2.3. დადგენილია, რომ განმცხადებელს საჯარო რეესტრში საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს მამის - მე---------–--–---–ის დანაშთი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ბათუმი, გი-------–-----–--ის ქუჩა #-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება, განცხადების დაზუსტება სხდომის ოქმში, ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენები;
2.4. საარქივო ცნობებით, დგინდება, რომ განმცხადებლის ბაბუა დუ----------–-----–ი სხვა ნათესავებთან ერთად ქ. ბათუმში, ახლანდელი ა-------------ს ტერიტორიაზე ,,ექვსი დესეტინის" ოდენობის" მიწის ნაკვეთს ფლობდნენ თურქეთის ბატონობის დროიდან საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე. დადგენილია, რომ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდშიც, 1931 წლის მდგომარეობით, ისინი აგრძელებდნენ ამ მიწის ნაკვეთის ფლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საარქივო ცნობები;
- მოწმეთა ჩვენები;
2.5. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ამჟამად წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განმცხადებლის ახსნა-განმარტება;
- საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება;
2.6. დადგენილია, რომ განმცხადებელმა მიმართა ნოტარიუს ნა-------------ს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა მამის დანაშთი ქონებაზე, რაზედაც ნოტარიუსის 18.07.2017წ. დადგენილებით უარი ეთქვა, რადგან მას გაშვებული ჰქონდა 6-თვიანი ვადა სამკვიდროს მისაღებად, ასევე არ იყო წარდგენილი ფაქტობრივი ფლობით მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნოტარიუსის 12.06.2017წ. დადგენილება;
- განცხადება;
- ახსნა-განმარტებები;
2.7. სასამართლომ განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება.
საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
2.8. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია განმცხადებელ ია–------–--–---–ის მიერ აწგარდაცვლილი მამის - მე---------–--–---–ის სამკვიდროს ქონების მიღების ფაქტი. ამას მოწმობს ის გარემოებაც, რომ მას მამის დანაშთი ქონება, მდებარე მდებარე, ქ. ბათუმი, გი-------–-----–--ის ქუჩა #-, - საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული. თუმცა, რომ დადგენილ იქნას ის იურიდიული ფაქტი, რომ მან ფაქტობრივად მიიღო მისი აწგარდაცვლილი მამის - მე---------–--–---–ის სამკვიდრო, კერძოდ ქ. ბათუმში, ახლანდელი ა-------------ს ტერიტორიაზე არსებული 167 468 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, - აღნიშნული იურიდიული ფაქტი საქმის განხილვის შედეგად ვერ დადგინდა. უფრო მეტიც, განმცხადებლის მიერ ვერ ან არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზეც, რომ გარდაცვალებამდე, განმცხადებლის მამას მე---------–--–---–ს მამისგან - დუ-----------–--–---–ისაგან მიღებული და ფაქტიურ ფლობაში ჰქონდა ეს მიწის ნაკვეთი. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება თუნდაც იმაზე, რომ განმცხადებლის მამის - მე---------–--–---–ის გარდაცვალებისას, ეს ქონება იყო მის მფლობელობაში და მას დაეუფლა ფაქტობრივი ფლობელობით განმცხადებელი და ფლობს რაიმე სახის ფლობით ამჟამადაც. იგი მხოლოდ მოწმეებით ამტკიცებს ამას. უფრო მეტიც, განმცხადებელმა არ წარმოადგინა (მიუხედავად სასამართლოს წინადადებისა) ქ. ბათუმში, ახლანდელი ა-------------ს ტერიტორიაზე მდებარე, 167 468 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ა. შ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება;
- ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენები;
- სახელმწიფო არქივის მიერ გაცემული ცნობები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ია–------–--–---–ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სსკ-ის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია XXXV–XLII თავებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლის თანახმად, განცხადებაში კონკრეტულად უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა. ფაქტის დადგენის იურიდიული ინტერესის არარსებობა, მასზე მიუთითებლობა გამორიცხავს განცხადების მიღებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლი შეიცავს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა ამომწურავ ჩამონათვალს. უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს შემდეგ საქმეებს:
ა) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ; ბ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ; გ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ; დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს; თ) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ;
საქართველოს სსკ-ის 312-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს უდავო წარმოების წესით სასამართლოს მიერ დასადგენ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს. სხვა ფაქტების დადგენა უდავო წარმოების წესით არ დაიშვება.
6.2. საქართველოს სკ 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
საქ. სკ-ის 1307-ე მუხლით ,,მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ:
ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;
ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები“.
ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტით: ,, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ია–------–--–---–ი არის მე---------–--–---–ის შვილი.
ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
განმცხადებელი ამტკიცებს, რომ მას ფაქტობრივი მფლობელობის გზით, მიღებული აქვს მამის სამკვიდრო ქონება, თუმცა მას ნოტარიუსმა სამკვიდროს მიღების მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა 6-თვიანი ვადის გაშვების გამო, და რომ არა წარდგენილი ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
დადგენილია, რომ მე---------–--–---–ი გარდაიცვალა 1991 წლის 08 დეკემბერს. ამ დღიდან სამკვიდრო, (მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით) გახსნილად ითვლება. განმცხადებელმა ია–------–--–---–მა სამკვიდროს გახსნის დღიდან, ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო, მისი მამის სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივები და პასივები.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ,,2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი“.
სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსისათვის მიმართვა სამკვიდროს მიღების ერთ-ერთი პირობაა. სამკვიდროს მიღება გარდა სანოტარო ორგანოსათვის მიმართვისა, საქართველოს სკ-ის 1424-ე მუხლით დასაშვებია ქონების ფაქტობრივი მფლობელობის გზითაც. ანუ თუ მემკვიდრემ ფაქტობრივად მიიღო მამკვიდრებლის ქონება, მართავს, სარგებლობს და განკარგავს ამ ქონებას, ითვლება, რომ მას მიღებული აქვს სამკვიდრო ქონება.
მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ია–------–--–---–ს აწგარდაცვლილი მამის - მე---------–--–---–ის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივად აქვს მიღებული, თუმცა იგი ითხოვს ფაქტის დადგენას უშუალოდ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, ახლანდელი ა-------------ს ტერიტორიაზე მდებარე, კერძოდ 167 468 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის მიმართ.
6.5. როგორც სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ მის მიერ ფაქტობრივი ფლობით უშუალოდ მიღებული იქნა აწგარდაცვლილი მამის დანაშთი ქონება - 167 468 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმში, ახლანდელი ა-------------ს ტერიტორიაზე მიმდებარედ. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მას არ დაუყენებია აღნიშნული მოთხოვნა, იმის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არ წარმოუდგენია, რომ მამის - მე---------–--–---–ის გარდაცვალებისას, ეს ქონება იყო მის მფლობელობაში და რომ მას ეს ქონება თუნდაც ფაქტობრივი მფლობელობით მიღებული ჰქონდა აწგარდაცვლილი მამის - დუ-----------–--–---–ისაგან, თუნდც ფაქტობრივი დაუფლების გზით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
განმცხადებელი მხოლოდ მოწმეების ჩვენებით ამტკიცებს ფაქტებს, თუმცა უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობის თაობაზე მხოლოდ მოწმეების ჩვენებები არ არის საკმარისი.
6.6. სასამართლომ, სწორედ საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, სამართლებრივად შეაფასა რა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება განცხადების დაკმაყოფილებისათვის საკმარისი მტკიცებულებები, რის გამოც ია–------–--–---–ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოსათვის გასაგებია განმცხადებლის ინტერესი, თუმცა ფაქტის დაუდგენლობის გამო, მოთხოვნა არის უსაფუძვლო და ვერ დაკმაყოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემული საქმე უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება, გადახდილი აქვს რა განმცხადებელს წინასწარ სახელმწიფო ბაჟი, მას სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაეთვალოს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 310-ე-312-ე, 313-ე, 316-ე, 3161-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ია–------–--–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს.
2. განმცხადებლის მიერ სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: სალიხ შაინიძე