გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2019
საქმის ნომერი
150210218002744722
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №150210218002744722

2/232-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 იანვარი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე _ არარატ ესოიან

სხდომის მდივანი _ ეთერ მაღრაძე

განმცხადებელი _ ა----- ა------ი

წარმომადგენელი _ ე--------------ი

განცხადების არსი _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - უფლების დამდგენი დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მოთხოვნა

1.1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივის 2018 წლის 17 დეკემბერის N20/1----- წერილი/ცნობა ა----- წ---------ის სამუშაო სტაჟის შესახებ და ა----- წ---------ის სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში) ეკუთვნის ა----- რ-----ის ასულ ა------ს (დაბადებული 196--–-–---------------ს, პ/ნ 0---------- ბინადრობის მოწმობით);

განმცხადებლის წარმომადგენელი ე--------------ი წარმოდგენილ განცხადებაში უთითებს, რომ:

· ა----- ა------ი (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პასპორტის N7--------, მისამართი: რუსეთის ფედერაცია, ქალაქი მოსკოვი, დ------------------------------------------, საქართველოს ბინადრობის მოწმობა პ/ნ 0----------) დაიბადა 196--–-–---------------ს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----ში. ა----- ა------ი 198- წლიდან კანონიერ ქორწინებაშია სოფელ კ-----ში მცხოვრებ ე---– წ---------თან და ქორწინების შემდეგ მეუღლის გვარი არ მიუღია, მისი გვარი დღემდე ა------ია. ა----- ა------ი ქორწინების შემდეგ 198- წლიდან 199- წლამდე მუშაობდა ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-----ის კოლმეურნეობაში. 2018 წელს, როდესაც საჭირო გახდა ცნობა მისი მუშაობის შესახებ, ა----- ა------მა განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივს, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ მისი მუშაობის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. განმცხადებელს გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა საარქივო ჩანაწერებში მისი გვარი შეცდომით მითითებული ყოფილიყო მეუღლის გვარით - წ---------ი. მან განმეორებით მიმართა ახალქალაქის არქივს და მოითხოვა ცნობა ა----- ა------ის (წ---------ის) მუშაობის შესახებ. არქივიდან მიიღო პასუხი, რომ ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-----ის კოლმეურნეობის 198--199- წწ. პირად ანგარიშებში ფიქსირდება ჩანაწერი ა----- წ---------ის მუშაობის ფაქტის შესახებ.

· განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ მას აღნიშნული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა სჭირდება რუსეთის ფედერაციაში პენსიის ასაღებად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ა----- ა------ი (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პასპორტის N7--------, მისამართი: რუსეთის ფედერაცია, ქალაქი მოსკოვი, დ------------------------------------------, საქართველოს ბინადრობის მოწმობა პ/ნ 0----------) დაიბადა 196--–-–---------------ს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----ში. ცხოვრობს ახალქალაქის რაიონის სოფ. კ-----ში ბინადრობის მოწმობით.

ა----- ა------ი 198- წლიდან კანონიერ ქორწინებაშია სოფელ კ-----ში მცხოვრებ ე---– წ---------თან და ქორწინების შემდეგ მეუღლის გვარი არ მიუღია, მისი გვარი დღემდე ა------ია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განმცხადებლის ახსნა-განმარტება.

- დროებითი ბინადრობის მოწმობა №1--------;

- რუსეთის ფედერაციის პასპორტი №7--------;

- ქორწინების მოწმობა №4-----;

2.2. განმცხადებელმა ა----- ა------მა 2018 წლის 14 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივს, საიდანაც მოითხოვა სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობის გაცემა, კერძოდ იმის შესახებ, რომ ის 198--199- წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-----ის კოლმეურნეობაში.

საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივის 2018 წლის 21 სექტემბრის ცნობის თანახმად, ახალქალაქის რეგიონულ არქივში დაცული ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-----ის კოლმეურნეობის 198--199- წლების დოკუმენტებში ა----- რ-----ის ასული ა------ის მუშაობის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა.

მან განმეორებით მიმართა ახალქალაქის არქივს და მოითხოვა ცნობა ა----- ა------ის (წ---------ის) მუშაობის შესახებ, რაზედაც საქართველოს ეროვნული არქივმა 15.11.2018 წლის N02-3/1----- წერილით უპასუხა, რომ ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-----ის კოლმეურნეობის 198--199- წლების პირად ანგარიშებში ფიქსირდება ჩანაწერი ა------ წ---------ის (დოკუმენტში ასეა) მუშაობის ფაქტის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განმცხადებლის ახსნა-განმარტება;

- ახალქალაქის არქივის 21.09.2018 წლის AA2----------03 ცნობა.

- საქართველოს ეროვნული არქივის 15.11.2018 წლის N02-3/1----- წერილი.

 

2.3. 2018 წლის 11 დეკემბერს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განჩინებით საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივიდან გამოთხოვილი იქნა ა----- წ---------ის სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ინფორმაცია-ცნობა არსებული ჩანაწერების მიხედვით.

საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივის მიერ 2018 წლის 17 დეკემბრის N20/1----- წერილით და თანდართული დოკუმენტებით (საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში)) ირკვევა, რომ ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-----ის კოლმეურნეობის დოკუმენტებით (პირადი ანგარიში/საარქივო ჩანაწერი) დასტურდება, რომ წ--------- ა------ (დოკუმენტებში ასეა) რ. (მამის სახელი ირიცხება ინიციალებით) 198--199- წწ. მუშაობდა აღნიშნულ კოლმეურნეობაში.

სწორედ აღნიშნული 20/1----- წერილის და სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში) კუთვნილებას ითხოვს განმცხადებელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განმცხადებლის ახსნა-განმარტებანი;

- აღნიშნული 20/1----- წერილი თანდართული მასალებით.

2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივის მიერ 2018 წლის 17 დეკემბრის N20/1----- წერილი წარმოადგენს სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობას.

აღნიშნულ დოკუმენტში, ასევე სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში) პირის მონაცემები მითითებულია - წ--------- ა------ რ., ხოლო განმცხადებლის მონაცემებია - ა----- ა------, შესაბამისად სახელი და გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა განმცხადებლის პასპორტში აღნიშნულ სახელს და გვარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განმცხადებლის ახსნა-განმარტებანი;

- აღნიშნული 20/1----- წერილი თანდართული მასალებით;

- პასპორტი №7--------.

2.5. საქმეში წარმოდგენილი საბუთებით და მხარის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ საარქივო საბუთებში აღნიშნული წ--------- ა------ რ. და განმცხადებელი ერთი და იგივე პირია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განმცხადებლის ახსნა-განმარტებანი;

- პასპორტი №7--------;

- ქორწინების მოწმობა

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

3.1. სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა განმარტებები, მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე, 313-ე 315-ე, მუხლები.

5. სამართლებრივი შეფასება.

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომელზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი, ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენს ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების, ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლის თანახმად, განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ: 1) უფლების დამდგენი დოკუმენტები გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოების ან შესაბამისი დაწესებულის მიერ და სწორედ იმ ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ გაცემულ საბუთში არსებული უსწორობის გასწორება. 2) დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის დადგენის თაობაზე განცხადებების წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობას სწორედ შესაბამისი ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით იმ ადმინისტრაციული ორგანოს/დაწესებულების უარი წარმოადგენს, რომლის მიერაც გაცემულია კონკრეტული საბუთი. თუ აღნიშნული შეუძლებელი აღმოჩნდება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართოს პირმა სასამართლოს. 3) ამასთან განმცხადებელს უნდა ჰქონდეს იურიდიული ინტერესი, ანუ რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს მოთხოვნილი ფაქტის დადგენა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა----- ა------ს აქვს იურიდიული ინტერესი მოითხოვოს აღნიშნული ფაქტის დადგენა, კერძოდ რუსეთის ფედერაციაში პენსიის ასაღებად სჭირდება. შესაბამისად, განმცხადებელმა სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობა და საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში) უნდა წარადგინოს რუსეთის ფედერაციის სოციალური მომსახურების სამსახურში მისი საპენსიო სტაჟის დასაანგარიშებლად და პენსიის დასანიშნად. შესაბამისად მოთხოვნილი იურიდიული (დოკუმენტის კუთვნილების) ფაქტის დადგენა პირდაპირ ეხება განმცხადებლის ინტერესებს.

ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტების გამცემი ორგანიზაცია - სოფელ კ-----ის კოლმეურნეობა აღარ არსებობს და მის მიერ გადაცემული და არქივში დაცული მონაცემების შეცვლა დაუშვებელია. შესაბამისად მოთხოვნილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან დღეის მდგომარეობით არ არსებობს ორგანო, რომელიც აღადგენს ან შეასწორებს არქივში ჩაბარებული მონაცემებს.

დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო დარწმუნდა, რომ საბუთებში აღნიშნული წ--------- ა------ რ. და განმცხადებელი ერთი და იგივე პირია. ხოლო აღნიშნული დოკუმენტები (საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივის მიერ 2018 წლის 18 დეკემბერს გამოგზავნილი 20/1----- წერილი/ცნობა და სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში), სადაც აღნიშნული პირის სახელი და გვარი არ ემთხვევა განმცხადებლის სახელს და გვარს, ნამდვილად ეკუთვნის განმცხადებელს.

ამდენად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი - ახალქალაქის არქივის მიერ 2018 წლის 18 დეკემბერს N20/1----- წერილი/ცნობა ა------ წ---------ის სამუშაო სტაჟის შესახებ და სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში) ნამდვილად ეკუთვნის ა----- რ-----ის ასულ ა------ს (დაბადებული 196--–-–---------------ს, პ/ნ 0---------- ბინადრობის მოწმობით);

6. საპროცესო ხარჯები

სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 310-ე, 312-316-ე, 364-ე, 369_ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

1.1. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივის 2018 წლის 17 დეკემბერის N20/1----- წერილი/ცნობა ა----- წ---------ის სამუშაო სტაჟის შესახებ და ა----- წ---------ის სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში) ეკუთვნის ა----- რ-----ის ასულ ა------ს (დაბადებული 196--–-–---------------ს, პ/ნ 0---------- ბინადრობის მოწმობით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე არარატ ესოიან