გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/220-19
თბ--–--ის საქალაქო სასამართლო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
06 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბ--–--ი
შესავალი ნაწილი
მაგისტრი - ნი--- ილ------ე
სხდომის მდივანი - ნი--- მა------ე
განმცხადებელი: გი-----ი ჭი------–---–ი
მოთხოვნა: იურიდიული მნიშვნელობის მქონე - 1. პირთა შორის ნათესაური კავშირის დადგენა. 2. დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოთხოვნა
1.1. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - მოანდერძე ნი--- ნა--------სა და გი-----ი ჭი------–---–ს შორის ნათესაური კავშირი, კერძოდ, ის, რომ გი-----ი ჭი------–---–ი არის ნი--- ნა-------ის შვილიშვილი.
1.2. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ ნი--- ნა-------ის მიერ 1986 წლის 08 აპ----–ს შედგენილი ანდერძი რ/რ N 3-5--5, სადაც მოანდერძედ მითითებულია ნი-- ნა--------, წარმოადგენს 19-- წლის 17 ოქ---------ს გარდაცვლილი ნი--- ნა-------ის კუთვნილი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
1.3. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20-- წლის 21 აპ----–ს გაცემული ცნობა N 9----, სადაც მოსარგებლედ მითითებულია ნი-- ნა-------- წარმოადგენს 19-- წლის 17 ოქ---------ს გარდაცვლილი ნი--- ნა-------ის კუთვნილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
1.4. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მასზედ, რომ ტექ-პასპორტი, სადაც მესაკუთრედ ფიქსირდება ნა-------- ნი--, წარმოადგენს ნი--- ნა-------ის კუთვნილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
2019 წლის 10 იანვარს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოში განცხადება წარმოადგი-- გი-----ი ჭი------–---–მა და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების, კერძოდ: პირთა შორის ნათესაური კავშირის ნი--- ნა--------სა და გი-----ი ჭი------–---–ს შორის ბებია შვილიშვილობის ფაქტი, ასევე უფლების დამდგენი დოკუმენტების ნი--- ნა-------ისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა.
განმცხადებლის განმარტებით იგი არის ნი--- ნა-------ის შვილიშვილის გრ----რ ჭი------–---–ის შვილი. 1986 წლის 08 აპ----–ს ნი--- ქიტესას ასული ნა-------ის მიერ შედგენილი იქნა ანდერძი რ/რ N 3-5--5, რომლის თანახმად, მოანდერძემ მთელი თავისი ქონება უანდერძა შვილიშვილს ჭი------–---–ი გი-----ი გრ----რის ძეს, მცხოვრებს ქ. თბ--–--ში, დო---ს ქ. N8--ში. აღნიშნულ ანდერძში მემკვიდრე გი-----ი ჭი------–---–ი მოხსენიაბულია, როგორც შვილიშვილი და არა როგორ შვილიშვილის შვილი. აღნიშნული მიზეზის გამო ნოტარიუსმა გამოიტანა დადგენილება „სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“. ასევე ნოტარიუსის უარის მეორე საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20-- წლის 21 აპ----–ს გაცემული ცნობაში N 9----, ქონებაზე ქ. თბ--–--ი, დო---ს ქ. N8--ში მესაკუთრედ მითითებულია ნი-- ნა--------, ხოლო მამკვიდრებელია ნი--- ნა--------.
2.1. დაინტერესებული პირის პოზიცია
განმცხადებლის განმარტებით, საქმეზე დაინტერესებული პირები არ არიან, ვი--იდან განმცხადებელი არის ანდერძისმიერი მემკვიდრე, ხოლო მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის ცოცხალი არ იყო მისი არცერთი პირველი რიგის მემკვიდრე.
3. 1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 31 ივლისს გი-----ი ჭი------–---–მა მიმართა ნოტარიუსს - ქეთევან ბო------–---–ს მამის გრ----რ ჭი-----–---–ის ბებიის-19-- წლის 17 ოქ---------ს - გარდაცვლილი ნი--- ნა-------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაზედაც იმავე თარიღით გაცემული დადგენილებით სანოტარო მოქმედების შესრულებაზე ეთქვა უარი. ნოტარიუსის განმარტებით, გი-----ი ჭი------–---–ს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა ნი--- ნა-------ის მიერ დამოწმებული ანდერძის რ/რN3-5--5 გი-----ი ჭი------–---–ისადმი კუთვნილების ფაქტი, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20-- წლის 21 აპ----–ს გაცემული ცნობა N 9----, მამკვიდრებლისადმი 19-- წლის 17 ოქ---------ს გარდაცვლილი ნი--- ნა-------ისადმი კუთვნილ უფლების.
მტკიცებულებები:
- განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე;(ს.ფ 1-5)
- ნოტარიუსის 31.07.18 წ. დადგენილება (ს.ფ. 44).
3.1.2. 1986 წლის 08 აპ----–ს ნი--- ქიტესას ასული ნა-------ის მიერ შედგენილი იქნა ანდერძი რ/რ N 3-5--5, რომლის თანახმად, მოანდერძემ მთელი თავისი ქონება უანდერძა შვილიშვილს ჭი------–---–ი გი-----ი გრ----რის ძეს, მცხოვრებს ქ. თბ--–--ში, დო---ს ქ. N8--ში.
მტკიცებულება:
-1986 წლის 08 აპ----–ს შედგენილი ანდერძი რ/რ N 3-5--5 (ს/ფ: -7)
3.1.3. განმცხადებელი გი-----ი ჭი------–---–ი არის მამკვიდრებლის ნი--- ნა-------ის შვილიშვილის გრ----რ ჭი------–---–ის შვილი.
მტკიცებულება:
- დაბადების მოწმობა N364120 (ს.ფ. 10)
- მოწმეთა ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ. 87-97)
3.1.4. მამკვიდრებელს ნი--- ნა--------ს ჰყავდა შვილი ო---რ ჭი------–---–ი დაბადებული 1927 წლის 22 მაისს, რომელიც გარდაიცვალა 1985 წლის 2 მაისს.
მტკიცებულება:
- ო---რ ჭი------–---–ი დაბადების მოწმობა (ს.ფ. 12)
- ო---რ ჭი------–---–ი გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 36)
3.1.5. ო---რ ჭი------–---–ს ჰყავდა შვილი გრ----რ ჭი------–---–ი დაბადებული 1952 წლის 22 ოქ---------ს, რომელიც გარდაიცვალა 2009 წლის 10 აპ----–ს.
მტკიცებულება:
- გრ----რ ჭი------–---–ი დაბადების მოწმობა (ს.ფ. 11)
- გრ----რ ჭი------–---–ი გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 15)
3.1.6. გრ----რ ჭი------–---–ის ჰყავს შვილი გი-----ი ჭი------–---–ი დაბადებული 1982 წლის 5 დეკემბერს, რომელიც არის ასევე, ნი--- ნა-------ის ანდერძისმიერი მემკვიდრე.
მტკიცებულება:
- გი-----ი ჭი------–---–ი დაბადების მოწმობა (ს.ფ.10)
- 1986 წლის 08 აპ----–ს შედგენილი ანდერძი რ/რ N 3-5--5 (ს.ფ.7)
3.1.7. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის თანახმად, მისამართზე, დო---ს ქ. 8- -ის მესაკუთრეა ნა-------- ნი-- ქიტესას ასული, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 21 აპ----–ის N9---- ცნობის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივში, წარმოდგენილი საარქივო მასალა მისამართი: ქ. თბ--–--ი, დო---ს ქ. N8- ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლე/მესაკუთრე) მითითებულია ნი-- ნა--------- საფუძველი: სააღრიცხვო ბარათი, აღრიცხული 1943 წელი და 08-------3 წლის N2------- ნოტარიალური საბუთი (მასალაში არ ი--ხება)
მტკიცებულება:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის21 აპ----–ის N9---- ცნობი (ს.ფ. 8)
- ტექნიკური აღრიცხვის ბარათის (ს.ფ. 27)
3.1.8. საქმეზე გამოთხოვილი მტკიცებულებებით, კერძოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს საინფორმაციო- სამისამართო ბარათით დასტურდება, რომ ნი--- ქიტესის ასული ნა-------- დაბადებული 05.05.1906 წელს 1943 წლიდან, რეგისტრირებული იყო ქ. თბ--–--ში დო---ს, 8- -ში, ასევე ნი--- ნა-------ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერის თანახმად დასტურდება, რომ მისი გარდაცვალების ადგილია თბ--–--ი, დო---ს 8--ი.
მტკიცებულება:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს საინფორმაცის- სამისამართო ბარათით (ს.ფ. 61)
-გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (ს.ფ 67 )
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მაგისტრს მიაჩნია, რომ გი-----ი ჭი------–---–ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე - პირთა ნათესაური კავშირის დადგენისა და დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20-- წლის 21 აპ----–ს გაცემული ცნობა N 9---- და ტექ-პასპორტის ნი--- ნა-------ისადმი კუთვნილების ნაწილში, ხოლო ნი--- ნა--------სა და გი-----ი ჭი------–---–ს შორის ნათესაური კავშირის, კერძოდ ბებია- შვილიშვილობის ფაქტის დადგენასა და ნი--- ნა-------ის მიერ 1986 წლის 08 აპ----–ს შედგენილი ანდერძის რ/რ N 3-5--5 ნი--- ნა-------ისადმი კუთვნილი ფაქტის დადგენაზე განმცხადებელს უნდა ეთქვას უარი.
5. კანონები, რომლებითაც მაგისტრმა იხელმძღვანელა:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 102-ე, 103-ე, 105-ე, 177-ე, 310-ე, 311-ე, 312-ე და 315-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოები განიხილავენ საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდი--რეობს, აგრეთვე იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები.
ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – განცხადებით.
პირის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით.
მოცემულ შემთხვევაში, გი-----ი ჭი------–---–ის მიერ მოთხოვნილი ფაქტების დადგენა იურიდიული მნიშვნელობისაა, ვი--იდან კანონი ამ ფაქტს უკავშირებს იურიდიული ურთიერთობის წარმოშობას, კერძოდ, განმცხადებელი სსს კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვს ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენას, რის საფუძველზეც შესაძლებლობა ექნება მიიღოს პაპის ო---რ ჭი------–---–ის დედის ნი--- ნა-------ის ნაანდერძევი ქონება.
პირთა შორის ნათესაური კავშირი ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესრულებული სათანადო სააქტო ჩანაწერით დასტურდება. კერძოდ, შვილის მშობლისაგან წარმოშობა (მათ შორის ნათესაური ურთიერთობა) შვილის დაბადების შესახებ სააქტო ჩანაწერში (დაბადების მოწმობაში) არსებული მშობლის ვი--ობის - სახელის და გვარის მითითების საფუძველზე დგინდება.
ამასთან, მაგისტრი განმარტავს, რომ ნათესაური კავშირის დადგენის აუცილებლობა შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში წარმოიშვას: 1. ერთი, გარკვეული პირის დაბადების სააქტო ჩანაწერში (შესაბამისად, დაბადების მოწმობაში) მშობლის ან შვილის მონაცემები შეცდომითაა მითითებული; 2. როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ არის დაცული (შემონახული) რომელიმე პირის დაბადების სააქტო ჩანაწერი.
მოცემულ შემთხვევაში, გი-----ი ჭი------–---–ი ითხოვს დადგინდეს ნათესაური კავშირი მასსა და ნი--- ნა--------ს შორის, კერძოდ ბებია შვილიშვილობის ფაქტი. საქმეზე წარმოდგენილი დაბადების მოწმობებით, ასევე მხარის ახსნა განმარტებით კი დგინდება, რომ გი-----ი ჭი------–---–ი არის ნი--- ნა-------ის შვილიშვილის გრ----რი ჭი------–---–ის შვილი, კერძოდ: ნი--- ნა-------ის შვილია -ო---რ ჭი------–---–ი, ო---რ ჭი------–---–ის შვილია- გრ----რ ჭი------–---–ი, ხოლო გრ----რ ჭი------–---–ის შვილია განმცხადებელი -გი-----ი ჭი------–---–ი, ანუ გი-----ი ჭი------–---–ი არის ნი--- ნა-------ის შვილიშვილის შვილი და არა შვილიშვილი. გამცხადებელი კი ითხოვს იმ ფაქტის დადგენას, რომ გი-----ი ჭი------–---–ი არის ნი--- ნა-------ის შვილიშვილი, შესაბამისად სასამართლო ვერ დაადგენ იმ ნათესაურ კავშირს რასაც განმცხადებელი ითხოვს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის დ) ქვეპუნქტის თანახმად: სასამართლო განიხილავს საქმეებს: დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს,მამის სახელს ან გვარს;
განმცხადებლის მეორე მოთხოვნა წარმოადგენ დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ ნი-- ნა-------ის მიერ 1986 წლის 08 აპ----–ს შედგენილი ანდერძი რ/რ N 3-5--5, სადაც მოანდერძედ მითითებულია ნი-- ნა--------, წარმოადგენს 19-- წლის 17 ოქ---------ს გარდაცვლილი ნი--- ნა-------ის კუთვნილი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლის თანახმად, განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა. ამ კუთხით უნდა განიმარტოს, რომ სასამართლო ადგენს არა ფაქტებს ზოგადად, არამედ ისეთ ფაქტებს, რომლებსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვთ, ანუ, რომელთა დადგენის მიმართაც დაინტერესებულ პირს - განმცხადებელს გარკვეული ინტერესი გააჩნია. იურიდიული ინტერესის არსებობა კი წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენს მიზანს.
განცხადებას ერთვის ანდერძი, საიდანაც დასტურდება, რომ ნი--- ქიტესას ასულმა ნა--------მ დაწერა ანდერძი, მართალია ამ ანდერძს ხელს აწერს ნი-- ნა-------- თუმცა ანდერძი შედგენილია ნი--- ნა-------ის მიერ, აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ, ნოტარიუსი ამ ანდერძის კუთვნილების ფაქტს მოანდერძისადმი არ აპრობლემებს, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული ფაქტის დადგენისადმი იურიდიული ინტერესი.
6.3 განმცხადებლის მესამე და მეოთხე მოთხოვნას წარმოადგენ, დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20-- წლის 21 აპ----–ს გაცემული ცნობა N 9----, სადაც მოსარგებლედ მითითებულია ნი-- ნა-------- წარმოადგენს 19-- წლის 17 ოქ---------ს გარდაცვლილი ნი--- ნა-------ის კუთვნილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
ასევე, დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მასზედ, რომ ტექ-პასპორტი, სადაც მესაკუთრედ ფიქსირდება ნა-------- ნი--, წარმოადგენს ნი--- ნა-------ის კუთვნილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წი--სწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი ში--განი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება მხარის ყველა არგუმენტის სასამართლოს მიერ მხედველობაში მიღებით, ხოლო მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოთხოვილი მტკიცებულებებით, კერძოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს საინფორმაციო- სამისამართო ბარათით დასტურდება, რომ ნი--- ქიტესის ასული ნა-------- დაბადებული 05.05.1906 წელს 1943 წლიდან, რეგისტრირებული იყო ქ. თბ--–--ში დო---ს, 8- -ში, ასევე ნი--- ნა-------ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერის თანახმად დასტურდება, რომ მისი გარდაცვალების ადგილია თბ--–--ი, დო---ს 8--ი. შესაბამისად დასტურდება, რომ ადგილი გვაქვს ტექნიკურ შეცდომასთან და აღნიშნული დოკუმენტები ეკუთვნის ნამდვილად ნი--- ნა--------ს.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდი--რე სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-----ი ჭი------–---–ის განცხადება მოთხოვნის ამ ნაწიში უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
1. გი-----ი ჭი------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, ნი--- ნა-------ისადმი (გარდაცვლილი: 19-- წლის 17 ოქ---------ს, თბ--–--ში, აქტის ჩანაწერი N 83--, გარდაცვალების მოწმობა N 01---------) უფლების დამდგენი საბუთის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20-- წლის 21 აპ----–ს გაცემული ცნობის N 9---- -ის კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული მისი სახელი ”ნი--” არ ემთხვევა მისი გარდაცვალების მოწმობაში (აქტის ჩანაწერი N 83--, გარდაცვალების მოწმობა N 01---------) მითითებულ სახელს ”ნი---”.
3. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, ნი--- ნა-------ისადმი (გარდაცვლილი: 19-- წლის 17 ოქ---------ს, თბ--–--ში, აქტის ჩანაწერი N 83--, გარდაცვალების მოწმობა N 01---------) უფლების დამდგენი საბუთის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გაცემული ტექნიკური აღრიცხვის ბარათის, (მისამართზე დო---ს ქუჩა 8-) კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული მისი სახელი ”ნი--” არ ემთხვევა მისი გარდაცვალების მოწმობაში (აქტის ჩანაწერი N 83--, გარდაცვალების მოწმობა N 01---------) მითითებულ სახელს ”ნი---”.
4. გი-----ი ჭი------–---–ის მოთხოვნა ნი--- ნა-------ისა და გი-----ი ჭი------–---–ს შორის ბებია-შვილიშვილობის ფაქტის დადგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. გი-----ი ჭი------–---–ის მოთხოვნა, ნი-- ნა-------ის მიერ 1986 წლის 08 აპ----–ს შედგენილი ანდერძის რ/რ N 3-5--5, კუთვნილების ფაქტის დადგენა ნი--- ნა-------ისადმი არ დაკმაყოფილდეს.
6. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საჩივრის შეტანის გზით, დასაბუთებული დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;
7. დადგენილების გასაჩივრების მსურველი პირი, თუ ის ესწრება დადგენილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია დადგენილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს დადგენილების ასლი. წი--აღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დადგენილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მაგისტრი: ნი--- ილ------ე