გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.08.2018
საქმის ნომერი
831210218002557608
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

831210218002557608

საქმე №2-166

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 აგვისტო, 2018 წელი ქ. ბაღდათი

 

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე

 

განმცხადებელი: - თ------ კვ------–---–ი

 

მოთხოვნა: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - უფლების დამდგენი

საბუთის კუთვნილების დადგენის შესახებ

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

სასამართლოს განცხადებით მომართა თ------ კვ------–---–მა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის -Pუფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების დადგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თ------ კვ------–---–ი არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. რუსეთის საპენსიო კანონმდებლობით დადგენილი 60 წლის ასაკის მიღწევის გამო გადაწყვიტა პენსია დაენიშნა რუსეთის სახელმწიფოსგან, რის შესაძლებლობასაც საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში მუშაობის შესახებ შრომის წიგნაკში არსებული ჩანაწერების მიხედვით შეკრებილი წლების (სამუშაო სტაჟის) ოდენობა იძლევა. საბჭოთა პერიოდში მის სახელზე გაცემული იყო ორი შრომის წიგნაკი, რომელთაგან ერთში, 1986 წლის 20 ნოემებერს გაცემულ შრომის წიგნაკში სერია: ЗТ – I №0761013 მისი დაბადების აღმნიშვნელი რეკვიზიტებიდან ერთი, თვის მაჩვენებელი ციფრი ნაცვლად მარტისა, ანუ 03, შეცდომით მითითებულია 06 ანუ ივნისი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, ხოლო სხვა რეკვიზიტები დაბადების წელი 1958 და თვის კონკრეტული კალენდარული დღის აღმნიშვნელი ციფრი სწორია. მის დაბადების თარიღად 1958 წლის 18 მარტი მითითებულია როგორც მის დაბადების მოწმობაში სერია: III – РЭ №388560, ასევე შემდეგ სხვა დოკუმენტებშიც, კონკრეტულად: პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში №13ID04628; სამხედრო ბილეთში სერია: AM №199966; საქართველოს პასპორტში 16 BA 07000 და რუსეთის ფედერაციის პასპორტში სერია: 45 10 447718, პასპორტი გაცემულია ჩააო-ში მოსკოვის რუსეთის ფსსსგ-ს რაიონი ,,მარიინა როშჩას“ განყოფილების მიერ, გაცემის თარიღი 11.02.2010; აგრეთვე 2018 წლის 27 აპრილს წყალტუბოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ განცხადებაში; 2012 წლის 05 მარტის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში №173 და 1979 წლის 10 აპრილს გაცემული შრომის წიგნაკში სერია: АТ – II 0413474.

 

განმცხადებელმა მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ შრომის წიგნაკი ЗТ – I №0761013, გაცემული თ------ ა-------- ძე კვ------–---–ის სახელზე, სადაც დაბადების თარიღად მითითებულია 1958 წლის 18 ივნისი, ეკუთვნის თ------ ა-------- ძე კვ------–---–ს დაბადებულს 1958 წლის 18 მარტს, პ/ნ 09001004152. განმცხადებელი მიუთითებს, რომ აღნიშნული ესაჭიროება იმისათვის, რომ დაინიშნოს პენსია რუსეთის სახელმწიფოსგან.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებული მოწმეების ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ თ------ ა-------- ძე კვ------–---–ი დაბადებულია 1958 წლის 18 მარტს და გაცემული შრომის წიგნაკი ეკუთვის მას.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმცხადებელმა მხარი დაუჭირა განცხადებას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლო უდავო წარმოების წესით განიხილავს საქმეს _ უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს. ამავე კოდექსის 313-ე და 315-ე მუხლების მიხედვით, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში. ამასთან, განმცხადებელმა უნდა მიუთითოს, რა მიზნისთვის სჭირდება ამ ფაქტის დადგენა და უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების შეუძლებლობას.

 

განმცხადებელს მითითებული აქვს მიზანზე, რისთვისაც სჭირდება უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენა. კერძოდ, რათა მან დაინიშნოს პენსია რუსეთის სახელმწიფოსგან.

 

საქმეში არსებული მასალებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ განმცხადებელ თ------ ა-------- ძე კვ------–---–ი დაბადებულია 1958 წლის 18 მარტს და გაცემული შრომის წიგნაკი ეკუთვის მას. ამდენად დადგენილია, რომ შრომის წიგნაკი ЗТ – I №0761013, გაცემული თ------ ა-------- ძე კვ------–---–ის სახელზე, სადაც დაბადების თარიღად მითითებულია 1958 წლის 18 ივნისი, ეკუთვნის თ------ ა-------- ძე კვ------–---–ს დაბადებულს 1958 წლის 18 მარტს, პ/ნ 09001004152. აღნიშნულიდან გამომდინარე განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243 - 244-ე, 248-249-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით, 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით, 313-316-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ------ კვ------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების შესახებ, კერძოდ: შრომის წიგნაკი ЗТ – I №0761013, გაცემული 1986 წლის 20 ნოემბერს თ------ ა-------- ძე კვ------–---–ის სახელზე, სადაც დაბადების თარიღად მითითებულია 1958 წლის 18 ივნისი, ეკუთვნის თ------ ა-------- ძე კვ------–---–ს დაბადებულს 1958 წლის 18 მარტს, პ/ნ 09001004152.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე