გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----19
თბილისის საქალაქო სასამართლო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
6 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავა-–- ნაწილი
მაგისტრი - ნინო ილურიძე
სხდომის მდივანი- ნინო მახარაძე
განმცხადებელი - დო---ა დე-------–--ლი
წარმომადგენელი - მა---- მც------–--ე
დაინტერესებული პირები: თე---------ი დე-------–--ლი
მოთხოვნა - იურიდიული მნიშვნელობის მქონე - მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოთხოვნა
1.1. დო---ა დე-------–--ლის დაბადებული: 19-- წლის 1- ნოემბერს, ს-------ში, პ/ნ: 01---------) მიერ მეუღლის - თა----ო დე-------–--ლის (გარდაცვლილი: 2----–-–----- სექტემბერს, ს-------ში, აქტის ჩანაწერი N 0-----9) მემკვიდრეობის მიღების ფაქტი.
2. დაინტერესებული პირის პოზიცია
საქმეში საოქმო დადგენილებებით დაინტერესებული პირის სახით ჩაბმულ იქნა თე--------- დე-------–--ლი, რომელიც, დაეთანხმა განმცხადებლის მოთხოვნას, (იხ. 29-------9 წ. სხდომის ოქმები, ს.ფ. 34-41).
3. 1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2019 წლის 2 სექტემბერს დო---ა დე-------–--ლმა მიმართა ნოტარიუსს - ია------------–--ნს, მეუღლის - 2----–-–----- სექტემბერს გარდაცვლილი თა----ო დე-------–--ლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაზედაც იმავე თარიღით გაცემული დადგენილებით სანოტარო მოქმედების შესრულებაზე ეთქვა უარი. ნოტარიუსი განმარტავს, რომ ვერ დაადგინა, რომ დო---ა დე-------–--ლი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მეუღლის - 2----–-–----- სექტემბერს გარდაცვლილი თა----ო დე-------–--ლის სამკვიდრო ქონებას.
მტკიცებულებები:
- განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე;
- ნოტარიუსის 0-.09.2019 წ. დადგენილება (ს.ფ. 11-13).
3.1.2. დადგენილია, რომ 19---–-–----- აგვისტოს იქორწინეს დო---ა ლო----მ პ/ნ 01--------- და თა----ო დე-------–--ლმა, დო---ა ლო----მ მიიღო მეუღლის გვარი დე-------–--ლი.
მტკიცებულება:
- ქორწინების მოწმობა № 01--------- (ს.ფ. 10).
3.1.3. თა----ო დე-------–--ლსა და დო---ა დე-------–--ლს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, თე--------- დე-------–--ლი და და-–- დე-------–--ლი, რომელთაც დაადასტურეს სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტი და ის გარემოება, რომ სადავოს არ ხდიან და ეთანხმებიან წარმოდგენილ განცხადებას.
მტკიცებულება:
-დაბადების მოწმობა N01--------- (ს.ფ 6)
-დაბადების მოწმობა N01--------- (ს.ფ 7)
-სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურება N19-------- (ს.ფ.9)
-სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურება N19------- (ს.ფ.26)
3.1.4. საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, რეგისტაციის N 23-----0, სარეგისტრაციო ზონა ს-------ი, კოდი 5-, სექტორი ვა----ი, კოდი 0-, კვარტა-–- 0-, ნაკვეთის ნომერი 62---------- კვ.მ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა თა----ო დე-------–--ლი.
მტკიცებულება:
- მიწის სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ. 42 ).
3.1.5. დადგენილია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი თა----ო მი----–ის ძე დე-------–--ლის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
მტკიცებულებები:
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 07.------- წ. ინფორმაცია (ს.ფ. 14).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა მოწმეებმა, ოთარ ბაკურაძემ და ზაზა უდუმაშვილმა დაადასტურეს ის გარემოება რომ დო---ა დე-------–--ლს მიღებული აქვს მეუღლის ქონებას ფაქტობრივი ფლობით, ასევე აღნიშნული ფაქტი დაადასტურა დაინტერესებულმა პირმა თე---------ი დე-------–--ლმაც.
მტკიცებულება:
განცხადება.
დაინტერესებული პირის ჩვენება (სხდომის ოქმი 29-------9 წ. სხდომის ოქმები, ს.ფ. 34-41)
მოწმეთა ჩვენებები (სხდომის ოქმი 29-------9 წ. სხდომის ოქმები, ს.ფ. 34-41)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვა-–-სწინებით, მაგისტრს მიაჩნია, რომ დო---ა დე-------–--ლის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც მაგისტრმა იხელმძღვანელა:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 10--ე, 10--ე, 105-ე, 177-ე, 310-ე, 311-ე, 312-ე და 315-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე და 1421-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვა-–-სწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვა-–-სწინებულ შემთხვევებში – განცხადებით.
პირის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვა-–-სწინებით, რომლებიც გათვა-–-სწინებულია XXXV–XLII თავებით.
ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლო განიხილავს საქმეებს: ა) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ; ბ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ; გ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ; დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს; თ) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხა-–- დაიბადებიან;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე, მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება მხარის ყველა არგუმენტის სასამართლოს მიერ მხედველობაში მიღებით, ხოლო მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოკითხულმა დაინტერესებულმა პირმა თე---------ი დე-------–--ლმა დაადასტურა განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მოწმეებმა ზაზა უდუმაშვილმა და ოთარ ბაკურაძემ დაადასტურეს ის გარემოება რომ დო---ა დე-------–--ლი უვლის და პატრონობდა მეუღლის ქონებას, შესაბამისად, დადგენილია, რომ დო---ა დე-------–--ლი დაეუფლა მეუღლის თა----ო დე-------–--ლის ქონებას ფაქტოფრივი ფლობით.
სარეზოლუციო ნაწილი :
მაგისტრმა იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე, 312-ე, 3161-ე, 285-ე მუხლებით და
სარეზოლუციო ნაწილი
1. დო---ა დე-------–--ლის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ - დო---ა დე-------–--ლის დაბადებული: 19-- წლის 1- ნოემბერს, ს-------ში, პ/ნ: 01---------) მიერ მეუღლის - თა----ო დე-------–--ლის (გარდაცვლილი: 2----–-–----- სექტემბერს, ს-------ში, აქტის ჩანაწერი N 0-----9) მემკვიდრეობის მიღების ფაქტი.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საჩივრის შეტანის გზით, დასაბუთებული დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
4. დადგენილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება დადგენილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია დადგენილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს დადგენილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დადგენილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მაგისტრი ნინო ილურიძე