გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN231210219002945331-2/082-19წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 მაისი 2019 წელი ქ. ბორჯომი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - სალომე გვარჯალაძე
განმცხადებელი: და------------ე
მესამე პირი - გუ-------------–---–ი
მესამე პირი - თე------------------–---–ი
მოთხოვნა - მემკვიდრეობის მიღების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოთხოვნა
დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, და------------ის (დაბ. 1--- წლის 2- აგვისტოს, ბ----------- რაიონის სოფ. ჭო-------ს პ/ნ-1----------) მიერ აკ-----------ის (გარდ. 2--- წლის 0- დე-------ს, ბ----------- რაიონის სოფ. ჭო-------, პ/ნ-1----------) მემკვიდრეობის მიღების შესახებ.
განმცხადებლის განმარტებით, 1959 წელს იშვილეს ცოლ-ქმარმა - მამამისის ბიძაშვილმა ა-------------მ და დედამისის მამიდაშვილმა თი---------------–---–მა, მისი შვილად აყვანა არ ყოფილა რეგისტრირებული, ისინი დაქორწინებული იყვნენ 1945 წლიდან რეგისტრაციის გარეშე, ხოლო რეგისტრაციაში გატარდნენ 1986 წელს.
1966 წელს ა-------------მ თავის ნაკვეთში, ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ--------ში ააშენა ორსართულიანი კაპიტალური სახლი.
2004 წლის 16 სექტემბერს ა-------------მ განმცხადებლის სახელზე, სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლის საფუძველზე, შეადგინა შინაურული ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება უანდერძე და------------ეს, ანდერძზე ასევე ხელი მოაწერინა სამ პირს. ა------------- გარდაიცვალა 2--- წლის 0- დე-------ს.
განმცხადებელმა 2008 წლის 22 მ---- ანდერძი წარუდგინა ბ----------- ნოტარიუს ნუ------------–-----–-–---–ს, რომელმაც იმავე დღეს, უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლის არ ითვალისწინებდა შინაურული ანდერძის შედგენას მოწმეთა თანდასწრებით. ნოტარიუსის დადგენილება გაასაჩივრა ბ----------- რაიონულ სასამართლოში, რომლის 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ,,ბათილად იქნა ცნობილი ბ----------- ნოტარიუსის ნუ------------–-----–-–---–ის 2008 წლის 23 მაისის N1-- დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა იგივე ნოტარიუსს, რომ მოსარჩელე და------------ისათვის გაეცა ანდერძის მიერი სამკვირდო მოწმობა, აკ-----------ის დანაშთ ქონებაზე“. განმცხადებელს სამკვიდრო მოწმობა ნოტარიუსისაგან აღარ აუღია. დედა- თი---------------–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 1---------------.
განმცხადებელს ფაქტიურად სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს, ფლობს და განკარგავს მას.
2019 წლის 01 თებერვალს, განმცხადებელმა, ქ. გუ-------–ი მიმართა ნოტარიუსს ნუ------------–-----–-–---–ს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად და ფოსტით გაუგზავნა ანდერძი და ყველა მტკიცებულება, რითაც დასტურდებოდა სამკვიდროს მიღების და ფლობის ფაქტი.
2019 წლის 28 მარტის დადგენილებით ნოტარიუსმა უარი უთხა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე იმ მოტივით, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილის და 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განმცხადებელს გაშვებული აქვს 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
აქედან გამომდინარე, ვინაიდან სხვა გზით არ ხერხდება მემკვიდრეობის მიღება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის და 312-ე მუხლის თანახმად განმცხადებელი ითხოვს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას.
2. მესამე პირის პოზიცია
სასამართლო სხდომაზე მესამე პირი გუ-------------–---–ი დაეთანხმა განცხადებას და განმარტა, რომ და------------ე ფაქტობრივად ფლობს და განკარგავს აკ-----------ის დანაშთ ქონებას.
სასამართლო სხდომაზე მესამე პირი თე------------------–---–ი დაეთანხმა განცხადებას და განმარტა, რომ და------------ე ფაქტობრივად ფლობს და განკარგავს აკ-----------ის დანაშთ ქონებას.
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ა------------- დაიბადა 192- წლის 16 მ----, ხოლო გარდაიცვალა 2--- წლის 0- დე-------ს.
მტკიცებულებები:
- დაბადების მოწმობა N3------ (ს.ფ. 8).
- გარდაცვალების მოწმობა ალN2----- (ს.ფ. 11)
3.1.2. თი---------------–---–ი დაიბადა 1--- წლის 05 მ----, ხოლო გარდაიცვალა 2--- წლის 1---------------.
მტკიცებულება:
- გარდაცვალების მოწმობა ალN4----- (ს.ფ. 10)
3.1.3. ნო----- ა---ი რ-–----ის ძე (დაბ. 1--------- წ.) და ს-------–---–ი თ-------ი ჩ------ ასული (დაბ. 2---------წ) დაქორწინდნენ 1986 წლის 23 მ----.
მტკიცებულება:
- ქორწინების მოწმობა N2----- (ს.ფ. 11)
3.1.4. ა-------------მ 2004 წლის 16 სექტემბრის ანდერძით, მისი გარდაცვალების შემდეგ ყოველი უძრავი და მოძრავი ქონება, მათ შორის მდებარე ბ----------- რაიონ სოფ. ჭ--------ში მთლიანად უანდერძა შვილობის და---- აბ----–----ს ძე ნო-----ს.
მტკიცებულება:
- 2004 წლის 16 სექტემბრის ანდერძი (ს.ფ. 5)
3.1.5. ბ----------- რაიონის ნოტარიუსის ნუ------------–-----–-–---–ის 2--- წლის 22 მაისის, დადგენილებით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილია, რომ მან განიხილა და------------ის განცხადება აკ-----------ის დანატოვარ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, და------------ემ ნოტარიუს წარუდგინა 2004 წლის 16 სექტემბრით დათარიღებული შინაური ანდერძი აკ-----------ის და მოწმეების სო------------ს და თე------------–---ს ხელმოწერით და ვინაიდან დარღვეულია ანდერძის შედგენის ფორმალური მხარე, და------------ეს უარი ეთქვა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
მტკიცებულება:
- 2--- წლის 23 მაისის N1-- დადგენილება (ს.ფ. 6)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.6 ბ----------- რაიონული სასამართლოს 2--- წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მემკვიდრეობის გასაფორმებლად 2--- წლის 22 მ---- და------------ემ წარუდგინა ანდერძი ბ----------- ნოტარიუს ნუ------------–-----–-–---–ს, რომელმაც იმავე დღეს მიღებული N1-- დადგენილებით უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ბ----------- რაიონული სასამართლოს 2--- წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბ----------- ნოტარიუს ნუ------------–-----–-–---–ის 2008 წლის 23 მაისის N1---ე დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და იგივე ნოტარიუსს დაევალა, და------------ეზე გასცეს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა აკ-----------ის დანაშთ ქონებაზე.
მტკიცებულება:
- სასამართლოს გადაწყვეტილება 31.10.2008 წელი (ს.ფ 7)
3.1.7. და------------ე განცხადების წარმოდგენის დროისათვის ცხოვორობს ბ----------- რაიონ სოფ. ჭ--------ში.
მტკიცებულება:
- 2019 წლის 15 თებერვალის ცნობა (ს.ფ 13)
- 2011 წლის 14 თებერვალის ცნობა (ს.ფ 14)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. და------------ემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის ვადაში, მიმართა ნოტარიუსს.
მტკიცებულება:
- ბ----------- ნოტარიუსს ნუ------------–-----–-–---–ის 2--- წლის 23 მაისი დადგენილება (ს.ფ 13)
- ბ----------- რაიონული სასამართლოს 2--- წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ 7)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა მემკვიდრეობის მიღების თაობაზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც მაგისტრმა იხელმძღვანელა:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 177-ე, 310-ე, 311-ე, 312-ე და 315-ე მუხლები;
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1421-ე და 1424-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – განცხადებით.
პირის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლო განიხილავს საქმეებს: ა) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ; ბ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ; გ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ; დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს; თ) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ.
სასამართლო ადგენს არა ფაქტებს ზოგადად, არამედ ისეთ ფაქტებს, რომლებსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვთ, ანუ, რომელთა დადგენის მიმართაც დაინტერესებულ პირს გარკვეული ინტერესი გააჩნია და რომლებიც დაკავშირებულია დაინტერესებული პირის პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობასთან, შეცვლასთან ან შეწყვეტასთან. იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის მიზანს, რის შესახებაც მითითებული უნდა იყოს სასამართლოში შეტანილ განცხადებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტი უშვებს სასამართლოს მიერ 1) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და 2) მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესაძლებლობას.
აღნიშნული ფაქტების სასამართლოს მიერ დადგენის აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ საშუალებად მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებას ითვალისწინებს. სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების დადგენას სანოტარო ორგანო მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ახდენს, ხოლო სხვა შემთხვევაში მემკვიდრე იძულებული ხდება მიმართოს სასამართლოს.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო უდაო წესით ახდენს მხოლოდ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების ფაქტის დადგენას, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დადგენა სანოტარო ორგანოს მიერ ვერ ხერხდება.
განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი და------------ე ითხოვს დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი და------------ის მიერ აკ-----------ის (გარდ. 2--- წლის 0- დე-------ს, ჭო-------, პ/ნ-1----------) მემკვიდრეობის მიღების თაობაზე.
დადგენილია, რომ 2004 წლის 16 სექტემბერს, ა-------------მ შეადგინა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მან მთელი თავისი ქონება, ყოველი უძრავი და მოძრავი ქონება, სადაც არ უნდა მდებარეობდეს, მათ შორის ბ----------- რაიონის სოფელ ჭ--------ში მთლიანად უანდერძა თავის შვილობილს და---- აბ----–----ს ძე ნო-----ს (დაბ. 1--- წელს, მცხ. ქ. ბ----------, დ. აღ--–-----–-ს ქ.N2-).
ა------------- გარდაიცვალა 2--- წლის 0- დე-------ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
განსახილველ შემთხვევაში აკ-----------ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა მისი გარდაცვალების დღეს, ანუ 2--- წლის 0- დე-------ს.
საქართველოს სამოქალაქო 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
აკ-----------ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა 2--- წლის 0- დე-------ს, შესაბამისად მის მისაღებად კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადა იწურებოდა 2--- წლის 0- ივნისს.
დადგენილია, რომ აკ-----------ის სამკვიდროს მისაღებად და------------ემ მიმართა ბ----------- ნოტარიუს ნუ------------–-----–-–---–ს 2--- წლის 22 მ----.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ და------------ემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად. და------------ის მიერ აკ-----------ის სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან და------------ემ სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მისაღებად მიმართვის გზით დაადასტურა მის მიერ აკ-----------ის სამკვიდროს მიღების ფაქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს განმცხადებლის განმარტებას, რომ 2019 წლის 28 მარტის დადგენილებით ნოტარიუსმა უარი უთხრა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე იმ მოტივით, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილის და 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გაშვებული აქვს 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, სხვა გზით კი ვერ ხერხდება მემკვიდრეობის მიღება.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილია, რომ განმცხადებელმა კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის, შესაბამისად არ არის სამართლებრივი საფუძველი - მემკვიდრეობის ფაქტობრივი ფლობის გზით, მიღების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
სარეზოლუციო ნაწილი:
1. და------------ეს უარი ეთქვას მემკვიდრეობის მიღების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის (ქ. ბორჯომი, დუმბაძის ქ. N7) მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლუიზა თოდუა