გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150210218002782342
2/251-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ ა-------- ესოიან
სხდომის მდივანი _ ეთერ მაღრაძე
განმცხადებელი _ პ-------- ნ---------ნი (პ/ნ 0----------)
განცხადების არსი _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - უფლების დამდგენი დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოთხოვნა
1.1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივის 2019 წლის 01 თებერვლის N20/12542 სამუშაო სტაჟის შესახებ წერილი/ცნობა და სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში) სადაც მითითებულია: პ-------------------------------------------------- ეკუთვნის პ-------- ო----ის ასულ ნ---------ნს (დაბადებული 19---–-–----------------ს, პ/ნ 0----------).
განმცხადებლი განცხადებაში უთითებს, რომ პირად და ქონებრივ უფლებებთან შეექმნა პრობლემა, რაც გამოიხატა იმაში, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ახალქალაქის რაიონის ოკამის ხორცისა და რძის საბჭოთა მეურნეობის სოფელ ოკამის მონაკვეთის სამუშაო სტაჟის პირად ანგარიშებში მისი სახელი და გვარი მითითებულია პ--------------------------------------------------, ხოლო დაბადების მოწმობაში, ქორწინების მოწმობაში და პირადობის მოწმობაში მისი სახელი და გვარი მითითებულია პ-------- ო----ის ასული ნ---------ნ (ვ----------) დაბადებული 19---–-–----------------ს. მან 2018 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობის მომზადება-გაცემის მოთხოვნით, რაზედაც 2018 წლის 17 აპრილს პასუხად მიიღო უარი სამუშაო სტაჟის შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, ვინაიდან სამუშაო სტაჟის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემს და არქივმა მოითხოვა იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. განმცხადებელმა 2018 წლის მაისის თვეშიც განმეორებით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობის მომზადება-გაცემისა და შესწორების შეტანის მოთხოვნით, რაზედაც 2018 წლის 15 მაისს კვლავ პასუხად მიიღო უარი სამუშაო სტაჟის შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, ვინაიდან სამუშაო სტაჟის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემს და არქივმა მოითხოვა იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ მას აღნიშნული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა სჭირდება საპენსიო სტაჟის დასადგენად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. განმცხადებელი არის პ-------- ო----ის ასული ნ---------ნი (პ/ნ 0----------); ხოლო ქორწინებამდელი გვარია ვ----------; დაბადებული: 19---–-–----------------ს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში;
პ-------- ნ---------ნი 1986 წლიდან კანონიერ ქორწინებაშია ახალქალაქის რაიონის სოფ. სულდაში მცხოვრებ ა-------- ნ---------ნთან, ქორწინების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი ნ---------ნ და ცხოვრობს ახალქალაქის რაიონის სოფ. სულდაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განმცხადებლის ახსნა-განმარტება.
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა №1--------;
- დაბადების მოწმობა ნკ №8-----
- ქორწინების მოწმობა Ш-ТИ №3-----;
3.2. განმცხადებელმა პ-------- ნ---------ნმა 2018 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნული არქივს, საიდანაც მოითხოვა სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობის მომზადება-გაცემა, ხოლო 2018 წლის 17 აპრილს პასუხად მიიღო უარი სამუშაო სტაჟის შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, ვინაიდან სამუშაო სტაჟის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემს და არქივმა მოითხოვა იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
2019 წლის 28 იანვრის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განჩინებით საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივიდან გამოთხოვილი იქნა პ-------- ნ---------ნის სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ინფორმაცია-ცნობა არსებული ჩანაწერების მიხედვით.
საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივის მიერ 2019 წლის 01 თებერვლის N20/12542 წერილით და თანდართული დოკუმენტებით (საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში)) ირკვევა, რომ ახალქალაქის რაიონის ოკამის ხორცისა და რძის საბჭოთა მეურნეობის დოკუმენტებით (პირადი ანგარიში/საარქივო ჩანაწერი) დასტურდება, რომ პ-------------------------------------------------- (მამის სახელი არ ირიცხება) 1976-1984 წწ. მუშაობდა სოფელ ოკმის და გუმბურდოს მონაკვეთში, ხოლო 1975 წ. მისი მუშაობის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა.
სწორედ აღნიშნული N20/12542 წერილის და სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში) კუთვნილებას ითხოვს განმცხადებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განმცხადებლის ახსნა-განმარტებანი;
- საქართველოს ეროვნული არქივის 17.04.2018 წლის N02-3/55794 წერილი;
- აღნიშნული N20/12542 წერილი თანდართული მასალებით.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივის 2019 წლის 01 თებერვლის N20/12542 წერილი წარმოადგენს სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობას.
აღნიშნულ დოკუმენტში, ასევე სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ჩანაწერში (პირადი ანგარიში) პირის მონაცემები მითითებულია - პ--------------------------------------------------, ხოლო განმცხადებლის მონაცემებია - პ-------- ნ---------ნ, შესაბამისად სახელი და გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა განმცხადებლის დაბადების მოწმობაში და პირადობის მოწმობაში აღნიშნულ სახელს და გვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განმცხადებლის ახსნა-განმარტებანი;
- აღნიშნული N20/12542 წერილი თანდართული მასალებით.
3.4. საქმეში წარმოდგენილი საბუთებით და მხარის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ საარქივო საბუთებში აღნიშნული პ-------------------------------------------------- და განმცხადებელი ერთი და იგივე პირია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განმცხადებლის ახსნა-განმარტებანი;
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა №1--------;
- დაბადების მოწმობა ნკ №8-----
- ქორწინების მოწმობა Ш-ТИ №3-----;
- აღნიშნული N20/12542 წერილი თანდართული მასალებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
3.1. სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა განმარტებები, მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე, 313-ე 315-ე, მუხლები.
5. სამართლებრივი შეფასება.
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომელზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი, ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენს ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების, ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლის თანახმად, განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ: 1) უფლების დამდგენი დოკუმენტები გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოების ან შესაბამისი დაწესებულის მიერ და სწორედ იმ ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ გაცემულ საბუთში არსებული უსწორობის გასწორება. 2) დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის დადგენის თაობაზე განცხადებების წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობას სწორედ შესაბამისი ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით იმ ადმინისტრაციული ორგანოს/დაწესებულების უარი წარმოადგენს, რომლის მიერაც გაცემულია კონკრეტული საბუთი. თუ აღნიშნული შეუძლებელი აღმოჩნდება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართოს პირმა სასამართლოს. 3) ამასთან განმცხადებელს უნდა ჰქონდეს იურიდიული ინტერესი, ანუ რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს მოთხოვნილი ფაქტის დადგენა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პ-------- ნ---------ნს აქვს იურიდიული ინტერესი მოითხოვოს აღნიშნული ფაქტის დადგენა, კერძოდ სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობა და საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში) რუსეთის ფედერაციაში საპენსიო სტაჟის დასადგენად სჭირდება. შესაბამისად მოთხოვნილი იურიდიული (დოკუმენტის კუთვნილების) ფაქტის დადგენა პირდაპირ ეხება განმცხადებლის ინტერესებს.
ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტების გამცემი ორგანიზაცია - ახალქალაქის რაიონის ოკამის ხორცისა და რძის საბჭოთა მეურნეობა აღარ არსებობს და მის მიერ გადაცემული და არქივში დაცული მონაცემების შეცვლა დაუშვებელია. შესაბამისად მოთხოვნილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან დღეის მდგომარეობით არ არსებობს ორგანო, რომელიც აღადგენს ან შეასწორებს არქივში ჩაბარებული მონაცემებს.
დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო დარწმუნდა, რომ საბუთებში აღნიშნული პ-------------------------------------------------- და განმცხადებელი ერთი და იგივე პირია. ხოლო აღნიშნული დოკუმენტები (საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივის 2019 წლის 01 თებერვლის N20/12542 წერილი/ცნობა და სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში), სადაც აღნიშნული პირის სახელი და გვარი არ ემთხვევა განმცხადებლის სახელს და გვარს, ნამდვილად ეკუთვნის განმცხადებელს.
ამდენად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი - 2019 წლის 01 თებერვლის N20/12542 წერილი/ცნობა პ--------------------------------------------------ის სამუშაო სტაჟის შესახებ და სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში) ნამდვილად ეკუთვნის პ-------- ო----ის ასული ნ---------ნს (დაბადებული 19---–-–----------------ს, პ/ნ 0----------).
6. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 310-ე, 312-316-ე, 364-ე, 369_ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
1.1. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივის 2019 წლის 01 თებერვლის N20/12542 სამუშაო სტაჟის შესახებ წერილი/ცნობა და სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ჩანაწერი (პირადი ანგარიში) სადაც მითითებულია: პ-------------------------------------------------- ეკუთვნის პ-------- ო----ის ასულ ნ---------ნს (დაბადებული 19---–-–----------------ს, პ/ნ 0----------);
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ა-------- ესოიან