გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28-20
№200210220003432990
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მარტი, 2020 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი მაია ხუციშვილი
განმცხადებელი - ს-----–--ა ქ-------
წარმომადგენელი - გ------ი ჯ-------–---–ი
მოთხოვნა - იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოთხოვნა
1.1 იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა პირთა ნათესაური კავშირის შესახებ, რომ ს-----–--ა ჯ----–ის ასული ქ------- არის ჯ----– ქ----–---–ის შვილი;
1.2. საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2019 წლის 12 ნოემბერს გაცემული №3-------- ცნობაში ჩანაწერი ,,ე-–-----ი ზ--------ის ძე ქ----–---–ის“ ეკუთვნის ,,ჯ----–ი ზ--------ის ძე ქ----–---–ს“;
1.3. ჩ------–-- ო----ის-ა-–---ის რესპუბლიკის ა-------ის რაიონის კ----------ის სოფლის საბჭოს ადმინისტრაციის მიერ 2019 წლის 25 ნოემბერს გაცემულ №4-- ცნობაში ჩანაწერი ,,ქ-------ა-ქ------- ნ----- ე------ეს ასული“ ეკუთვნის რ--- ქ----–---–ს;
1.4. აწ გარდაცვლილი ჯ----– ქ----–---–ის (დაბადებული 1--- წლის 1---------ს, გარდაცვალების თარიღი: 2--- წლის 2------------ი, გარდაცვალების მოწმობა №2----------) დანაშთი სამკვიდრო ქონება (მის. თ--–--ის მუნიციპალტეტი, სოფ. ჯ-------ი) ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებული აქვს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - შვილს, განმცხადებელ ს-----–--ა ქ-------ს მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე და იგი დღემდე ფლობს და განკარგავს აღნიშნულ სამკვიდრო ქონებას;
განცხადებით ირკვევა, რომ ს-----–--ა ქ----–---–ის დაიბადა 1----–-–------------------ს ქ. თ--–--ში. მისი მშობლები იყვნენ ჯ----–ი ზ--------ის ძე ქ----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 1---------ს და რ--- ე------ეს ასული ქ-----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 11 მარტს, რა დასტურდება ს-----–--ა ქ----–---–ის დაბადების მოწმობით. 1----–-–------------ს ჯ----– ქ----–---–ი და რ--- ქ-----–---–ი გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში, რის შემდეგ რ--- ქ-----–---–ს მიეკუთვნა მეუღლის გვარი ქ----–---–ი, რაც დასტურდება მათი ქორწინების მოწმობით. ერთად ცხოვრების დროს - 1----–-–------------------ს ჯ----–ი და რ--- ქ----–---–ებს შეეძინათ ერთ შვილი ს-----–--ა ქ----–---–ი, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა თ--–--ის რაიონის სოფელ ჯ-------ში . ჯ----–ი და რ--- ქ----–---–ს სოფელში ორი სახელით იცნობდნენ, კერძოდ ჯ----–ის ზოგი მოიხსენიებდა როგორც ე-–-----ის, ზოგი კი როგორც ჯ----–ის, ხოლო რ---ს ზოგი ნ-----ს ეძახდა, ზოგი კი რ---ს; 1992 წელს ჯ----– ქ----–---–ი მეუღლესთან და შვილთან ერთად საცხოვრებლად და სამუშაოდ წავიდა ჩ------–--ეთ ო----ში, ა-–---ის რესპუბლიკაში.
განმცხადებლის განმარტებით ს-----–--ა ქ----–---–მა მიიღო რ------ის ფ-------–იის მოქალაქეობა და ნაცვლად ს-----–--ა ქ----–---–ის, 2017 წლის 10 აპრილს რ------ის ფ-------–იის პასპორტი აიღო ს-----–--ა ჯ----–ის ასული ქ-------ს სახელით და გვარით, რათა გაადვილებოდა რ------ის ფ-------–იაში ცხოვრება, სწავლა და მუშაობა, თუმცა გადაწყვეტილება გვარის შეცვლის თაობაზე სათანადო სამსახურს არ მიუღია და შესაბამისად მას არ გააჩნია გვარის შეცვლის მოწმობა; 1998 წლის 23 მაისს ჩ------–-- ო----ი - ა-–---ის რესპუბლიკაში, სოფელ კ----------ში გარდაიცვალა ს-----–--ა ქ-------ს დედა რ--- ქ----–---–ი, თუმცა მისი გარდაცვალების შესახებ გარდაცვალების მოწმობა არ გაცემულა; ჩ------–-- ო----ი -ა-–---ის რესპუბლიკის ა-------ის რაიონის კ----------ის სოფლის საბჭოს ადმინისტრაციის მიერ 2019 წლის 25 ნოემბერს გაცემული №4-- ცნობაში მითითებულია, რომ ქ-------ა- ქ------- ნ----- ე------ეს ასული დაბადებული 1--- წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა 2--------- წელს და დაკრძალეს კ----------ის სოფლის საბჭოს №1 სასაფლაოზე; ასევე მისი საფლავის ქვაზე არის მისი სურათი და იგი მოხსენიებულია როგორც ნ----- ე------ეს ასული ქ-------ა ქ-------. ვინაიდან ჩ------–--ეთ ო----ში ცხოვრობდა, რ--- ქ----–---–მაც შეიცვალა სახელი და გვარი და სოფელ კ--------აში მას მოიხსენიებდნენ როგორც ნ----- ქ-------ა ქ-------ს; თუმცა მისი სახელისა და გვარის შეცვლის შესახებ შესაბამის სამსახურს გადაწყვეტილება არ მიუღია და შესაბამისად არ გაჩნია სახელის და გვარის შეცვლის მოწმობა; ს----–-–-----------------------------------------ოს თ--–--ის ს-------–---------------------------ს მიმართეს განცხადებით და მოითხოვეს რ--- ქ-----–---–ის დაბადების განმეორებითი მოწმობის გაცემა. აღნიშნულ სამსახურს გააჩნია რ--- ე------ეს ასული ქ-----–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერი, თუმცა მის გაცემაზე აღნიშნულმა სამსახურმა 2020 წლის 13 იანვრის ცნობით უთხრათ უარი იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ წარდგენილი საბუთებით სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემაზე ვერ დგინდება ს-----–--ა ქ-------ს უფლებამოსილება; 2--- წლის 2------------ს გარდაიცვალა ჯ----– ქ----–---–ი პირადი №2---------- და გაიხსნა მისი სამკვიდრო რაც დასტურდება მისი გარდაცვალების მოწმობით; ჯ----–ი ქ----–---–ს დარჩა მხოლოდ პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე შვილი - ს-----–--ა ქ-------;
საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 12 ნოემბრის №3-------- ცნობის თანახმად კახეთის რეგიონულ არქივში დაცული თ--–--ის რაიონის ჯ-------ის 1993 წლის მიწის განაწილების სიის მიხედვით ე-–-----ი ზ--------ის ძე ქ----–---–ს აწერია ფართობი 1 ჰა. ჯ-------ის სასოფლო საბჭოს 1986-1995 წ.წ 1996-2000 წ.წ 2001 -2007 წწ. საკომლო წიგნებში ე-–----- ქ----–---–ის კომლი არ მოიძებნა. მიწის განაწილების სიაში არასწორად არის სახელი ,,ე-–-----ი“ მითითებული, მის ნაცვლად უნდა ეწეროს სახელი ჯ----–ი. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სოფელ ჯ-------ში ჯ----–ის ე-–-----ისაც ეძახდნენ; მართალია ს-----–--ა ქ-------ს მამის ჯ----–ი ქ----–---–ის სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ექვსი თვის ვადაში არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის მამის სამკვიდრო მოწმობის ასაღებად, მაგრამ მან სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი დაუფლების გზით, მიუხედავად იმისა, რომ იგი მშობლებმა ბავშვობიდან საცხოვრებლად წაიყვანეს ჩ------–--ეთ ო----ში, მაგრამ როგორც მამის სიცოცხლეში, ისე მისი გარდაცვალების დღიდან იგი თითქმის ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში, კერძოდ სოფელ ჯ-------ში და უვლის მამის სამკვიდრო ქონებას, სახლ-კარს. ს-----–--ა ქ-------ს სურს ფაქტობრივი ფლობით მიღებულ მამის სამკვიდრო ქონებაზე საჯარაო რეესტრში აღირიცხოს მისი საკუთრების უფლება. ამ მიზნით 2020 წლის 14 იანვარს მისმა წარმომადგენელმა გ------ი ჯ-------–---–მა მიმართა სანოტარო ბიუროს და განაცხადა, რომ წარმოადგენს ს-----–--ა ჯ----–ის ასულ ქ-------ს, მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და სურს მისი სახელით 2--- წლის სექტემბერს გარდაცვლილი ჯ----– ქ----–---–ის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივებსა და პასივებზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნ-----------მა ნ------------ემ 2020 წლის 14 იანვრის დადგენილებით უარი უთხრა ს-----–--ა ქ-------ს აწ გარდაცვალებული ჯ----– ქ----–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ს-----–--ა ჯ----–ის ასული ქ-------მ რომ ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო მამის - ჯ----– ქ----–---–ის სამკვიდრო ქონება, წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება, წარმოდგენილი დოკუმენტაციით აგრეთვე არ დასტურდება, რომ ს-----–--ა ჯ----–ის ასული ქ------- არის ჯ----– ქ----–---–ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი, ვინაიდან წარმოდგენილ დაბადების მოწმობაში სახელი და გვარი მითითებულია ს-----–--ა ქ----–---–ი, ხოლო რ------ის ფ-------–იის პასპორტში - ს-----–--ა ქ-------.
2. დაინტერესებული პირის პოზიცია
განმცხადებლის განცხადებით საქმეზე დაინტერესებული პირები არ არიან.
3. 1. ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ ჯ----–ი ზ--------ის ძე ქ----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 1---------ს და რ--- ე------ეს ასული ქ-----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 11 მარტს, 1975 წლის 5 მარტს გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში, რ--- ქ-----–---–ს მიეკუთვნა მეუღლის გვარი ქ----–---–ი.
მტკიცებულება:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 13)
3.2.2. ს-----–--ა ქ----–---–ი დაიბადა 1----–-–------------------ს ქ. თ--–--ში. მისი მშობლები იყვნენ მამა - ჯ----–ი ქ----–---–ი და დედა რ--- ქ----–---–ი;
მტკიცებულებები:
- ს-----–--ა ქ----–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.8)
3.2.3. ჯ----–ი ქ----–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 02------------ს;
მტკიცებულება:
- ჯ----–ი ქ----–---–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.14)
3.2.4. მოცემულ სამოქალაქო საქმეში განმცხადებელი არის ს-----–--ა ქ-------.
მტკიცებულება:
- რ------ის ფ-------–იის პასპორტი (ს.ფ.14
3.2.5. ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 14 იანვარს ს-----–--ა ქ-------ს წარმომადგენელმა გ------ი ჯ-------–---–მა მიმართა სანოტარო ბიუროს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმბის გაცემა აწ გარდაცვლილი ჯ----– ქ----–---–ის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივებსა და პასივებზე. ნ-----------მა ნ------------ემ 2020 წლის 14 იანვრის დადგენილებით უარი უთხრა ს-----–--ა ქ-------ს აწ გარდაცვალებული ჯ----– ქ----–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ს-----–--ა ჯ----–ის ასული ქ-------მ, რომ ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო მამის - ჯ----– ქ----–---–ის სამკვიდრო ქონება, წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება, წარმოდგენილი დოკუმენტაციით აგრეთვე არ დასტურდება, რომ ს-----–--ა ჯ----–ის ასული ქ------- არის ჯ----– ქ----–---–ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი, ვინაიდან წარმოდგენილ დაბადების მოწმობაში სახელი და გვარი მითითებულია ს-----–--ა ქ----–---–ი, ხოლო რ------ის ფ-------–იის პასპორტში - ს-----–--ა ქ-------.
მტკიცებულება:
-დადგენილება (ს.ფ.25)
სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე,მე-11-ე, 102-ე,105-ე 310-ე, 311-ე, 312-ე და 315-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – განცხადებით.
პირის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,დ“ და ,,თ“ პუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს : პირთა ნათესაური კავშირის შესახებ და ასევე უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს;ასევე მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ.
დადგენილია, რომ განმცხადებელმა მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა პირთა ნათესაური კავშირის შესახებ, რომ ს-----–--ა ჯ----–ის ასული ქ------- არის ჯ----– ქ----–---–ის შვილი;
ასევე საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2019 წლის 12 ნოემბერს გაცემული №3-------- ცნობაში ჩანაწერი ,,ე-–-----ი ზ--------ის ძე ქ----–---–ის“ ეკუთვნის ,,ჯ----–ი ზ--------ის ძე ქ----–---–ს“;
ასევე აწ გარდაცვლილი ჯ----– ქ----–---–ის (დაბადებული 1--- წლის 1---------ს, გარდაცვალების თარიღი: 2--- წლის 2------------ი, გარდაცვალების მოწმობა №2----------) დანაშთი სამკვიდრო ქონება (მის.: თ--–--ის მუნიციპალტეტი, სოფ. ჯ-------ი) ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებული აქვს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - შვილს, განმცხადებელ ს-----–--ა ქ-------ს მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე და იგი დღემდე ფლობს და განკარგავს აღნიშნულ სამკვიდრო ქონებას;
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ჯ----–ი ზ--------ის ძე ქ----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 1---------ს და რ--- ე------ეს ასული ქ-----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 11 მარტს, 1975 წლის 5 მარტს გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში, რ--- ქ-----–---–ს მიეკუთვნა მეუღლის გვარი ქ----–---–ი.
ს-----–--ა ქ----–---–ი დაიბადა 1----–-–------------------ს ქ. თ--–--ში. მისი მშობლები იყვნენ მამა - ჯ----–ი ქ----–---–ი და დედა რ--- ქ----–---–ი; ჯ----–ი ქ----–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 02------------ს. ჯ----– ქ----–---–ის გარდაცვალებით 2--- წლის 02------------ს გაიხსნა სამკვიდრო.
მოცემულ სამოქალაქო საქმეში განმცხადებელი არის ს-----–--ა ქ-------.
ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 14 იანვარს ს-----–--ა ქ-------ს წარმომადგენელმა გ------ი ჯ-------–---–მა მიმართა სანოტარო ბიუროს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა აწ გარდაცვლილი ჯ----– ქ----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე. ნ-----------მა 2020 წლის 14 იანვრის დადგენილებით უარი უთხრა ს-----–--ა ქ-------ს აწ გარდაცვალებული ჯ----– ქ----–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ვინაიდან ს-----–--ა ჯ----–ის ასული ქ-------მ ფაქტობრივი დაუფლებით რომ მიიღო მამის - ჯ----– ქ----–---–ის სამკვიდრო ქონება, წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა. ამავე დადგენილების თანახმად წარმოდგენილი დოკუმენტაციით აგრეთვე არ დასტურდება, რომ ს-----–--ა ჯ----–ის ასული ქ------- არის ჯ----– ქ----–---–ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი, ვინაიდან წარმოდგენილ დაბადების მოწმობაში სახელი და გვარი მითითებულია ს-----–--ა ქ----–---–ი, ხოლო რ------ის ფ-------–იის პასპორტში - ს-----–--ა ქ-------.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებთ დასტურდება ის ფაქტი, რომ ს-----–--ა ქ------- არის ჯ----– ქ----–---–ის შვილი, ვინაიდან განმცხადებელს არა აქვს წარმოდგენილი სათანადო ორგანოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილება გვარის შეცვლის თაობაზე, ხოლო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები საკმარისი მტკიცებულება არ არის იმისათვის რომ დადსტურებული იქნეს განმცხადებლის მოთხოვნა.
შესაბამისად სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს ს-----–--ა ქ-------ს, როგორც არაუფლებამოსილი პირის მოთხოვნას აწ გარდაცვლილი ჯ----– ქ----–---–ისადმი როგორც დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის შესახებ მოთხოვნას, ასევე მის მიერ ჯ----– ქ----–---–ის სამკვიდროს მიღებას ფაქტობრივი დაუფლებით.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმეში არსებული დოკუმენტების თანახმად ს-----–--ა ქ----–---–ის დედა იყო რ--- ქ----–---–ი, ხოლო განმცხადებელი ითხოვს რომ ჩ------–-- ო----ის - ა-–---ის რესპუბლიკის ა-------ის რაიონის კ----------ის სოფლის საბჭოს ადმინისტრაციის მიერ 2019 წლის 25 ნოემბერს გაცემულ №4-- ცნობაში ჩანაწერი ,,ქ-------ა -ქ------- ნ----- ე------ეს ასული“ მიეკუთვნოს რ--- ქ----–---–ს,მაშინ როდესაც მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოსადმი წერილობითი დოკუმენტი, რ--- ქ----–---–ის მიერ გვარისა და სახელის შეცვლის თაობაზე. ამავე დროს წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ ს-----–--ა ქ------- არის უფლებამოსილი პირი, რომ განცხადებით მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღნიშნული იურიდიული ფაქტის დადგენა.
ს-----–--ა ქ------- წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად უფლებამოსილი პირი რომც იყოს აღნიშნული მოთხოვით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა არა მარტო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც დადასტურებული იქნებოდა რ--- ქ----–---–ის მიერ სახელისა და გვარის შეცვლა, არამედ იურიდიული ინტერესიც აღნიშნული ფაქტის დადგენისა.
საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად გამოიკვლია რა იურიდიული ფაქტების დადგენისათვის აუცილებელი პირობები და გარემოებები, დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით, 311-ე მუხლით, 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს-----–--ა ქ-------ს წარმომადგენლის გ------ი ჯ-------–---–ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის: პირთა ნათესაური კავშირის შესახებ, ასევე დოკუმენტის კუთვნილების შესახებ და ფაქტობრივი დაუფლებით სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე