განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2019
საქმის ნომერი
010210218002001087
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210218002001087

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-352-19 17 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატა მოსამართლე - ლაურა მიქავა სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე აპელანტი წარმომადგენელი მოთხოვნა - - - ჯე---– ჩა--–--–---–- ავ--------– ავ--–---- იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბა------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება 1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- ჯე---– ჩა--–--–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

- დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ განმცხადებელმა ჯე---– ჩა--–--–---–-- (პ/ნ.: 6----------) ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო, მისი მამის, 1995 წლის 05 მარტს გარდაცვლილი დუ------ ჩა--–--–---–-ს სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივები და პასივები.

- ჯე---– ჩა--–--–---–-ს განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენაზე იმის შესახებ, რომ მან ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო, მისი ბაბუას, 1944 წელს გარდაცვლილი ჯე---– ჩა-–-----–-- სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივები და პასივები, - არ დაკმაყოფილდა.

- განმცხადებლის მიერ სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით: სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. დადგენილია, რომ განმცხადებელი ჯე---– ჩა--–--–---–- დაბადებულია 1956 წლის 02 ოქტომბერს და მისი მამა იყო დუ------ ჩა--–--–---–-; 2.2. დადგენილია, რომ განმცხადებლის მამა დუ------ ჩა--–--–---–- დაბადებულია 1929 წლის 25 დეკემბერს და იგი გარდაიცვალა 1995 წლის 05 მარტს; 2.3. დადგენილია, რომ განმცხადებლის მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს მამა იყო ჯე---– ჩა-–-----–-, რომელიც დაიბადა 1879 წელს და გარდაიცვალა 1944 წელს; 2.4. დადგენილია, რომ განმცხადებლის ბაბუა ჯე---– ჩა-–-----–-, ასევე განმცხადებლის მამა დუ------ ჩა--–--–---–- გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ იმავე მისამართზე, რა მისამართზეც (დღევანდელი სახელწოდებით: ბა------, კ-------------ა, №1 შესახვევი, სახლი №3) ფაქტობრივად ცხოვრობს განმცხადებელი ჯე---– ჩა--–--–---–-; 2.5. აჭ----- მი–------–------ კომისარიატის 1931 წლის მასალებით დგინდება, რომ განმცხადებლის ბაბუა ჯე---– ჩა-–-----–- ქ. ბათუმში, ახლანდელი ა-------------- ტ---------------, ფატიმე ჩალოღლთან ერთად ფლობდა 15,4 ჰა მიწის ნაკვეთს; 2.6. დადგენილია, რომ განმცხადებლის მამამ - ჯე---– ჩა-–-----–-მ 1949 წლის 16 დეკემბერს შეიცვალა გვარი ჩა--–--–---–-თ; 2.7. დადგენილია, რომ განმცხადებელმა ჯე---– ჩა--–--–---–-- მიმართა ნოტარიუს ნათია ფაღავას და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა მამისა და ბაბუას დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე, რაზედაც ნოტარიუსის 12.06.2017წ. დადგენილებით უარი ეთქვა, რადგან მას გაშვებული ჰქონდა 6-თვიანი ვადა სამკვიდროს მისაღებად, ასევე არ იყო წარდგენილი ფაქტობრივი ფლობით მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები; 2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განმცხადებელ ჯე---– ჩა--–--–---–-ს მიერ აწ გარდაცვლილი მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს სამკვიდროს ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტი. ამას მოწმობს ის გარემოებაც, რომ მას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის №8959 05.06.2---წ. საფუძველზე 2011 წლის 25 იანვრიდან საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული ქონება, მიწის ნაკვეთი. ასევე, ის ფაქტიურად ფლობს და სარგებლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს, რომელსაც ფლობდა აწ გარდაცვლილი მისი მამა. განმცხადებელი ფლობს აწ გარდაცვლილი მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს წითელი ვარსკვლავის ორდენს და ამ ორდენის წიგნაკს. ყოველივე ამას ადასტურებენ მოწმეებიც; 2.9. განმცხადებელი ასევე ითხოვდა, რომ დადგენილი ყოფილიყო ის იურიდიული ფაქტიც, რომ მან ფაქტობრივად მიიღო მისი აწ გარდაცვლილი ბაბუას - ჯე---– ჩა-–-----–-- სამკვიდრო, კერძოდ ქ. ბათუმში, ახლანდელი ა-------------- ტ--------------- არსებული 15,4 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული იურიდიული ფაქტი საქმის განხილვის შედეგად ვერ დადგინდა; 2.10. ჯე---– ჩა-–-----–- დაიბადა 1879 წელს და გარდაიცვალა 1944 წელს. ხოლო განმცხადებელი ჯე---– ჩა--–--–---–- დაბადებულია 1956 წლის 02 ოქტომბერს, განმცხადებელი დაბადებულია ბაბუას გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ. ბუნებრივია, ბაბუას გარდაცვალებიდან მისი სამკვიდრო გახსნილად ითვლება და განმცხადებელი ფიზიკურად ვერ შეძლებდა სამკვიდროს ვერც ფაქტობრივად და ვერც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებას. ამდენად, აღნიშნული ფაქტი ბუნებაში არ არსებობს. რაც შეეხება თავად განმცხადებლის მამის - აწ გარდაცვლილი დუ------ ჩა--–--–---–-ს მიერ თავისი მამის - აწ გარდაცვლილი ჯე---– ჩა-–-----–-- სამკვიდროს მიღებას (რის დადგენასაც განმცხადებელი არ ითხოვს), ასეთ ფაქტს შეიძლება ჰქონდეს ადგილი და დადგინდეს სასამართლო წესით, თუმცა უშუალოდ, ქ. ბათუმში, ახლანდელი ა-------------- ტ--------------- არსებული 15,4 ჰა მიწის ნაკვეთის, როგორც ჯე---– ჩა-–-----–-- სამკვიდროში შემავალი აქტივის არსებობა სამკვიდროს გახსნის მომენტში - 1944 წელს, ჯე---– ჩა-–-----–-- გარდაცვალებისას, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება თუნდაც იმაზე, რომ განმცხადებლის მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს გარდაცვალებისას ეს ქონება იყო მის მფლობელობაში და მას დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით განმცხადებელი და ფლობს რაიმე სახის ფლობით ამჟამადაც. უფრო მეტიც, განმცხადებელმა არ წარმოადგინა (მიუხედავად სასამართლოს წინადადებისა) ქ. ბათუმში, ახლანდელი ა-------------- ტ--------------- მდებარე, ადრე მის ბაბუას მფლობელობაში არსებული 15,4 ჰა მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებისათვის რაიმე სახის მტკიცებულება, აზომვითი ნახაზი, მისი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ა. შ.; დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.11. საქართველოს სსკ-ის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია XXXV– XLII თავებით; 2.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლის თანახმად, განცხადებაში კონკრეტულად უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა. ფაქტის დადგენის იურიდიული ინტერესის არარსებობა, მასზე მიუთითებლობა გამორიცხავს განცხადების მიღებას; 2.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლი შეიცავს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა ამომწურავ ჩამონათვალს. უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს შემდეგ საქმეებს: ა) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ; ბ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ; გ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ; დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს; თ) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ; 2.14. საქართველოს სსკ-ის 312-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს უდავო წარმოების წესით სასამართლოს მიერ დასადგენ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს. სხვა ფაქტების დადგენა უდავო წარმოების წესით არ დაიშვება; 2.15. საქართველოს სკ 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის; 2.16. საქ. სკ-ის 1307-ე მუხლით ,,მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები“; 2.17. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტით: ,, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები); 2.18. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯე---– ჩა--–--–---–- არის დუ------ ჩა--–--–---–-ს შვილი; 2.19. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად; 2.20. განმცხადებელი ამტკიცებს, რომ მას ფაქტობრივი მფლობელობის გზით, ძმასთან ერთად მიღებული აქვს მამის სამკვიდრო ქონება, თუმცა მას ნოტარიუსმა სამკვიდროს მიღების მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა 6-თვიანი ვადის გაშვების გამო, და რომ არ წარდგენილი ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები; 2.21. დადგენილია, რომ დუ------ ჩა--–--–---–- გარდაიცვალა 1995 წლის 05 მარტს. ამ დღიდან სამკვიდრო (მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით) გახსნილად ითვლება. განმცხადებელმა ჯე---– ჩა--–--–---–-- სამკვიდროს გახსნის დღიდან, ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო, მისი მამის, 1995 წლის 05 მარტს გარდაცვლილი დუ------ ჩა--–--–---–-ს სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივები და პასივები; 2.22. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ,,2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი“; 2.23. სასამართლომ განმარტა, რომ ნოტარიუსისათვის მიმართვა სამკვიდროს მიღების ერთ-ერთი პირობაა. სამკვიდროს მიღება გარდა სანოტარო ორგანოსათვის მიმართვისა, საქართველოს სკ-ის 1424-ე მუხლით დასაშვებია ქონების ფაქტობრივი მფლობელობის გზითაც. ანუ თუ მემკვიდრემ ფაქტობრივად მიიღო მამკვიდრებლის ქონება, მართავს, სარგებლობს და განკარგავს ამ ქონებას, ითვლება, რომ მას მიღებული აქვს სამკვიდრო ქონება; 2.24. მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯე---– ჩავლეიშვილს აწ გარდაცვლილი მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს სამკვიდრო ქონება ფაქტობრივად აქვს მიღებული და აქედან გამომდინარე, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია; 2.25. რაც შეეხება მეორე ფაქტის დადგენას - დადგენილ იქნას ის იურიდიული ფაქტიც, რომ განმცხადებელმა ფაქტობრივად მიიღო მისი აწ გარდაცვლილი ბაბუას - ჯე---– ჩა-–-----–-- სამკვიდრო, კერძოდ ქ. ბათუმში, ახლანდელი ა-------------- ტ--------------- არსებული 15,4 ჰა მიწის ნაკვეთი, - აღნიშნული იურიდიული ფაქტი საქმის განხილვის შედეგად ვერ დადგინდა; 2.26. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯე---– ჩა-–-----–- დაიბადა 1879 წელს და გარდაიცვალა 1944 წელს. ხოლო განმცხადებელი ჯე---– ჩა--–--–---–- დაბადებულია 1956 წლის 02 ოქტომბერს, განმცხადებელი დაბადებულია ბაბუას გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ. ბუნებრივია, ბაბუას გარდაცვალებიდან მისი სამკვიდრო გახსნილად ითვლება და განმცხადებელი ფიზიკურად ვერ შეძლებდა სამკვიდროს ვერც ფაქტობრივად და ვერც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მის მიღებას; 2.27. დამატებით განიმარტა ასევე, რომ აწ გარდაცვლილი ჯე---– ჩა-–-----–-- სამკვიდროს მიღებას განმცხადებლის მამის მიერ (რის დადგენასაც განმცხადებელი არ ითხოვს), ასეთ ფაქტს შეიძლება ჰქონდეს ადგილი და დადგინდეს კიდეც სასამართლო წესით, თუმცა უშუალოდ, ქ. ბათუმში, ახლანდელი ა-------------- ტ--------------- არსებული 15,4 ჰა მიწის ნაკვეთის, როგორც ჯე---– ჩა-–-----–-- სამკვიდროში შემავალი აქტივის არსებობა სამკვიდროს გახსნის მომენტში - 1944 წელს, ჯე---– ჩა-–-----–-- გარდაცვალებისას, - ეს ფაქტიც არ დგინდება, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. 3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობა გახლავთ ის, რომ სასამართლო მოვლენებს არ აყალიბებს ისე, როგორც იყო და წერს, რომ ბაბუის - ჯე---– ჩა-–-----–-- სამკვიდო ქონება მასში შემავალი აქტივები და პასივები არ მიუღია განმცხადებელ ჯე---– ჩავლეიშვილს. მოცემულ ქონებას დაეუფლა ჯერ ჯე---– ჩა-–-----–-- შვილი, იგივე მისი მამა - დუ------ ჩა-–-----–--ჩა--–--–---–- და შემდგომ ჯე---– ჩა--–--–---–-; 3.2. მოსამართლემ იურიდიულად არასაკმარისად გაანალიზა განმცხადებელი ჯე---– ჩა--–--–---–-ს როლი მისი ბაბუის ჯე---– ჩა-–-----–-- დანაშთ უძრავი ქონების დუ------ ჩა-–-----–--ჩა--–--–---–-ს მიერ ფლობის ფაქტი და ამის შემდგომ, მამის დუ------ ჩა--–--–---–-ს გარდაცვალების შემდგომ, განმცხადებელი ჯე---– ჩა--–--–---–-ს მიერ 1944 წელს გარდაცვლილი ბაბუის - ჯე---– ჩა-–-----–-- დანაშთი ქონების თანმიმდევრობის ფლობის ფაქტი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ 2.1-2.9 პუქნტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს შემდეგს: 4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდაა გამხდარი ის გარემოება, რომ ჯე---– ჩა--–--–---–- ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს სამკვიდრო ქონებას, რომელიც თავის მხრივ ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მისი მამის ჯე---– ჩა-–-----–-- დანაშთ ქონებას. შესაბამისად, დუ------ ჩა--–--–---–-ს სამკვიდრო ქონება მოიცავდა ჯე---– ჩა-–-----–-- დანაშთ ქონებას; 4.3. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე; 4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივის), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივის) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის ასევე საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა; 4.5. დადგენილია, რომ ჯე---– ჩა-–-----–- (ჯე---– ჩა--–--–---–-ს ბაბუა და დუ------ ჩა--–--–---–-ს მამა) გარდაიცვალა 1944 წელს, რა დროსაც გაიხსნა მისი სამკვიდრო მასა; 4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით; 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის; 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები; 4.9. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი; 4.10. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამდენად მითითებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი) სამკვიდროს მიღებას უკავშირებს ასევე სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება; 4.11. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, რაც გარკვეული ვადითაა შეზღუდული. მემკვიდრეობის მიღება ხდება უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვით, ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვა შეზღუდულია დროით. საჭიროა - ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. ამ მოქმედების განხორციელების შედეგად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო უკვე შეიძინა, იგი არის მისი მესაკუთრე. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე - სამკვიდროს მიღების შესახებ. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას, ან არ მიიღებს ზომებს ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს ვერ მოახდენს გავლენას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა; 4.12. სამკვიდროს გახსნიდან - ექვსი თვის განმავლობაში, მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას, ან მართოს იგი. ასეთად კი მიიჩნევა - მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანა, შენახვა; სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, ქონების მართვასა და მოვლა პატრონობაში, მამკვიდრებლის ქონებაზე დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.; 4.13. ამდენად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (იხ. სუსგ-ები Nას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; ას-203-193-2016, 02.06.2016; ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ.); 4.14. დადგენილია, რომ დუ------ ჩა--–--–---–- იყო განმცხადებელ ჯე---– ჩა--–--–---–-ს მამა და ამავდროულად ჯე---– ჩა-–-----–-- შვილი. დადგენილია, რომ ჯე---– ჩა--–--–---–-- მიიღო მამის დუ------ ჩა--–--–---–-ს დანაშთი ქონება - საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, რომლშიც დღემდე ცხოვრობს და ფლობს. ხოლო თავის მხრივ დუ------ ჩა--–--–---–-- აღნიშნული ქონება მიიღო მამის ჯე---– ჩა-–-----–-- გარდაცვალებიდან ფაქტობრივი ფლობის გზით. მან გააგრძელა ცხოვრება მამის დანატოვარ სახლში და ამ გზით დაეუფლა მას. ამდენად, გამოდის, რომ ჯე---– ჩა-–-----–-- დანაშთი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობის გზით მიიღო დუ------ ჩა--–--–---–--, ხოლო შემდგომში ჯე---– ჩა--–--–---–-- მიიღო მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს დანაშთი სამკვიდრო ქონება, რაც მოიცავდა ასევე ბაბუის - ჯე---– ჩა-–-----–-- დანაშთ სამკვიდრო ქონებას. თუმცა, ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ახლანდელი ა-------------- ტ--------------- არსებული 15,4 ჰა მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ჯე---– ჩა-–-----–-- საკუთრებას და შესაბამისად, იგი შევიდა სამკვიდრო მასაში შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; 4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით; 4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია; 4.17. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. ჯე---– ჩა--–--–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

უნდა გაუქმდეს ბა------ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ჯე---– ჩა--–--–---–-ს განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენაზე, იმის შესახებ, რომ მან ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო მისი ბაბუის, 1944 წელს გარდაცვლილი ჯე---– ჩა-–-----–-- სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივები და პასივები, - არ დაკმაყოფილდა; ჯე---– ჩა--–--–---–-ს განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; დადგენილ უნდა იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, ჯე---– ჩა--–--–---–-ს (პ/ნ.: 6----------) მიერ გარდაცვილი მამის დუ------ ჩა--–--–---–-ს (გარდაცვალების თარიღი.: 05.03.1995 წ.) სამკვიდროს, მასში შემავალი დუ------ ჩა--–--–---–-ს მამის ჯე---– ჩა-–-----–-- (გარდაცვალების თარიღი.: 1944 წ.) სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ; 6. საპროცესო ხარჯები აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯე---– ჩა--–--–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ბა------ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ჯე---– ჩა--–--–---–-ს განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენაზე, იმის შესახებ, რომ მან ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო მისი ბაბუის, 1944 წელს გარდაცვლილი ჯე---– ჩა-–-----–-- სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივები და პასივები, - არ დაკმაყოფილდა;

 

3. ჯე---– ჩა--–--–---–-ს განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, ჯე---– ჩა--–--–---–-ს (პ/ნ.: 6----------) მიერ გარდაცვილი მამის დუ------ ჩა--–--–---–-ს (გარდაცვალების თარიღი.: 05.03.1995 წ.) სამკვიდროს, მასში შემავალი დუ------ ჩა--–--–---–-ს მამის ჯე---– ჩა-–-----–-- (გარდაცვალების თარიღი.: 1944 წ.) სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა