გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32465-19
თბილისის საქალაქო სასამართლო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
20 თე-------–ი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
მაგისტრი - ნინო ილურიძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველი-ნი
განმცხადებელი - გი----------–---–ი
მოთხოვნა - იურიდიული მნიშვნელობის მქონე - დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოთხოვნა
1.1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის დადგენა-კერძოდ, საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 22.02.2019.წელს N 1------- მომზადებული ცნობის კუთვნილების ფაქტის დადგენა გი----------–---–ისადმი (პ/ნ 01--------9).
1.2. იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის დადგენა-კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული ცნობის 18.02.2019.წლის N 2------------ ცნობის კუთვნილების ფაქტის დადგენა გი----------–---–ისადმი (პ/ნ 01--------9)
2. დაინტერესებული პირის პოზიცი-
საქმეზე დაინტერესებული პირები არ არი-ნ.
3. 1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. გი- ნიკ---–-----ს ძე გვ------–---–ი დაიბადა 19-- წლის 2 თე-------–ს ზემოქედი, წითელ წყაროში.
მტკიცებულებები:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 12)
3.1.2. საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მომზადებულ ცნობაში 22.02.2019.წლის N 1------- და შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებულ 18.02.2019.წლის N 2------------ ცნობაში განმცხადებლის სახელი „გი-----ი“ შეცდომითაა მითითებული ნაცვლად გი-სი.
მტკიცებულება:
- საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მომზადებული ცნობა 22.02.2019.წლის N 1------- (ს.ფ. 14-15).
- შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული ცნობის 18.02.2019.წლის N 2------------ ცნობა (ს/ფ. 16)
-მხარეთა ახსნა განმარტება (სხდომის ოქმი 13.02.2020)
-მოწმეთა ჩვენებები (სხდომის ოქმი 13.02.2020)
3.1.3. 2019 წლის 11 აპრილს გი----------–---–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, მიწის ნაკვეთზე, გარდაბანი, სოფელი სართიჭალა. მან საჯარო რეესტრში წარადგინა საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მომზადებული ცნობა 22.02.2019.წლის N 1------- და შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული 18.02.2019.წლის N 2------------ ცნობა. თუმცა, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მაისი 04/3566 წერილის თანახმად, ვერ დგინდება უფლების დამდგენ დოკუმენტებში: საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მომზადებულ 22.02.2019.წლის N 1------- ცნობაში და შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებულ 18.02.2019.წლის N 2------------ ცნობაში მითითებული მფლობელისა და დაინტერესებული პირის სახელის იდენტურობა, რის გამოც ვერ დასტურდება მიწის ნაკვეთის იდენტურობა. შესაბამისად განმცხადებელს დაევალა წარუდგინოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის კერძოდ კი, უფლების დამდგენი დოკუმენტის დაინტერესებული პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის თაობაზე.
მტკიცებულება:
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაწყვეტილება 13.05.2019.წლის N 882019270515-07(ს.ფ. 13).
3.1.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 17.01.2020 წლის N01/11581 წერილის საფუძველზე დგინდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალაში რეგისტრირებული გი-----ი (გი-) ნიკ---–-----ს ძე გვ------–---–ის სარეგისტრაციო მონაცემები (რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ) ინფორმაცი- არ მოიძებნა, თუმცა სააგენტოს საინფორმაციო სამისამართო ბიუროში ირიცხება გი- ნიკ---–-----ს ძე გვ------–---–ი (დაბ 02.02.19-- წ) რომელსაც საბჭოთა სიმბოლიკი-ნი პასპორტი აღებული აქვს 28.05.1976 წელს გარდაბნის შსს განყოფილებაში. რაც ემთხვევა გი- გვრითიშვილის მონაცემებს.
მტკიცებულება:
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 17.01.2020 წლის N01/11581 წერილი (ს.ფ. 51).
3.1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას. განმცხადებაში მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა: და-------------–---–მა და ალ-------------------ძემ, დაადასტურეს განცხადებეში მითითებული გარემოებები, აღნიშნეს ის ფაქტიც, რომ სხვა გი-----ი გვრიტოშვილი ამ სოფელში არ ცხოვრობს და მხოლოდ გი----------–---–ს იცნობენ, განმარტეს ასევე, რომ ამ სოფელში გვ------–---–ების მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს და ეს ოჯახი- გი----------–---–ის ოჯახი. ასევე დაადასტურეს ის გარემოება, რომ საარქივო ცნობაში მითითებული პირები არი-ნ განმცხადებლის გი----------–---–ის ოჯახის წევრები და შესაბამისად დაადასტუეს საარქივო ცნობის კუთვნილების ფაქტიც.
მტკიცებულება:
მოწმეთა ჩვენებები: სხდომის ოქმი 13.02.2020 წ. (სფ.68-72 )
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მაგისტრს მი-ჩნი-, რომ გი----------–---–ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც მაგისტრმა იხელმძღვანელა:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 102-ე, 103-ე, 105-ე, 177-ე, 310-ე, 311-ე, 312-ე და 315-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – განცხადებით.
პირის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებული- XXXV–XLII თავებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებში- აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს,მამის სახელს ან გვარს; ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უდავო წარმოების წესით ხდება ისეთი ფაქტების დადგენა, რომლებზედაც დამოკიდებული- მოქალაქეთა და ორგანიზაცი-თა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ამავე კოდექსის 315-ე მუხლის თანახმად, განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა. ამ კუთხით უნდა განიმარტოს, რომ სასამართლო ადგენს არა ფაქტებს ზოგადად, არამედ ისეთ ფაქტებს, რომლებსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვთ, ანუ, რომელთა დადგენის მიმართაც დაინტერესებულ პირს - განმცხადებელს გარკვეული ინტერესი გააჩნი-. იურიდიული ინტერესის არსებობა კი წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენს მიზანს. საქმის მასალებით დგინდება, რომ გი----------–---–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა მიწის ნაქვეთი გამომდინარე იქიდან, რომ ვერ დაადგინა დოკუმენტების კუთვნილების ფაქტი გი----------–---–ისადმი. შესაბამისად აღნიშნული ფაქტი იურიდიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან ამ ფაქტის დადგენის შემდომ განმცხადებელი შეძლებს უძრავი ქონების რეგისტრაცი-ს საჯარო რეესტრი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება მხარის ყველა არგუმენტის სასამართლოს მიერ მხედველობაში მიღებით, ხოლო მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 17.01.2020 წლის N01/11581 წერილის საფუძველზე დგინდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალაში რეგისტრირებული გი-----ი (გი-) ნიკ---–-----ს ძე გვ------–---–ის სარეგისტრაციო მონაცემები (რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ) ინფორმაცი- არ მოიძებნა, თუმცა სააგენტოს საინფორმაციო სამისამართო ბიუროში ირიცხება გი- ნიკ---–-----ს ძე გვ------–---–ი (დაბ 02.02.19-- წ) რომელსაც საბჭოთა სიმბოლიკი-ნი პასპორტი აღებული აქვს 28.05.1976 წელს გარდაბნის შსს განყოფილებაში. რაც ემთხვევა გი- გვრითიშვილის მონაცემებს.
ასევე, სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა: და-------------–---–მა და ალ-------------------ძემ, დაადასტურეს განცხადებეში მითითებული გარემოებები, აღნიშნეს ის ფაქტიც, რომ სხვა გი-----ი გვრიტოშვილი ამ სოფელში არ ცხოვრობს და მხოლოდ გი----------–---–ს იცნობენ, განმარტეს ასევე, რომ ამ სოფელსში გვრითიშვილების მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვროობს და ეს ოჯახი- გი----------–---–ის ოჯახი. ასევე დაადასტურეს ის გარემოება, რომ საარქივო ცნობაში მითითებული პირები არი-ნ განმცხადებლის გი----------–---–ის ოჯახის წევრები და შესაბამისად დაადასტუეს საარქივო ცნობის კუთვნილების ფაქტიც.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მაგისტრს მი-ჩნი-, რომ გი----------–---–ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე - დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
1. გი----------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - გი----------–---–ისადმი (დაბადების თარიღი - 02.02.19-- წელი, დაბადების ადგილი - საქართველო, პ/ნ 01--------9) უფლების დამდგენი საბუთის, სახელდობრ, საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 თებერვლის #1------- წერილის კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული სახელი- „გი-----ი“ არ ემთხვევა მის დაბადების მოწმობაში მითითებულ სახელს- „გი-“.
3. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - გი----------–---–ისადმი (დაბადების თარიღი - 02.02.19-- წელი, დაბადების ადგილი - საქართველო, პ/ნ 01--------9) უფლების დამდგენი საბუთის, სახელდობრ, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის #2------------ წერილის კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული სახელი- „გი-----ი“ არ ემთხვევა მის დაბადების მოწმობაში მითითებულ სახელს- „გი-“.
4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგი-ში საჩივრის შეტანის გზით, დასაბუთებული დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;
5. დადგენილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება დადგენილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილი- დადგენილების გამოცხადების თარიღი, ვალდებული- დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვი-ნეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს დადგენილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დადგენილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელი-.
მაგისტრი: ნინო ილურიძე