გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
150210219003008769
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #150210219003008769

№ 2/118-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ივნისი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

 

შესავალი ნაწილი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე _ არარატ ესოიან

სხდომის მდივანი _ ეთერ მაღრაძე

 

განმცხადებელი _ ა--- ვ---------იან (პ/ნ 0----------);

წარმომადგენელი - ს----- ხ------იან, ნ------- გ-------ძე;

დაინტერესებული პირები - 1. რ------ ვ---------იან,2. გ---- ვ---------იან, ა-------- ვ---------იან; მათი წარმომადგენელი - რ------ ვ---------იან,მოთხოვნის არსი _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - პირთა ნათესაური კავშირის დადგენა;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სამოქალაქო №2/118-19 საქმე ა--- ვ---------იანის განცხადების გამო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - პირთა ნათესაური კავშირის დადგენის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მოთხოვნა

1.1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ, კერძოდ,· ვ-----ა ვ---------იანს (დაბადებული 194- წლის 1-----------ს, გარდაცვალების თარიღი: 2--- წლის 2-----–--ი) და ა--- ვ----ის ასულ ვ---------იანს (დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, პ/ნ 0----------) შორის ნათესაური კავშირის შესახებ, როგორც მამასა და შვილს შორის;

· ვ-----ა ვ---------იანს (დაბადებული 194- წლის 1-----------ს, გარდაცვალების თარიღი: 2--- წლის 2-----–--ი) და რ------ ვ----ის ასულ ვ---------იანს (დაბადებული 1--- წლის 1--------------ს, პ/ნ 0----------) შორის ნათესაური კავშირის შესახებ, როგორც მამასა და შვილს შორის;

· ვ-----ა ვ---------იანს (დაბადებული 194- წლის 1-----------ს, გარდაცვალების თარიღი: 2--- წლის 2-----–--ი) და გ---- ვ----ის ძე ვ---------იანს (დაბადებული 197- წლის 1-----------ს) შორის ნათესაური კავშირის შესახებ, როგორც მამასა და შვილს შორის;

· ვ-----ა ვ---------იანს (დაბადებული 194- წლის 1-----------ს, გარდაცვალების თარიღი: 2--- წლის 2-----–--ი) და ა-------- ვ----ის ძე ვ---------იანს (დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, პ/ნ 0----------) შორის ნათესაური კავშირის შესახებ, როგორც მამასა და შვილს შორის

განმცხადებლის წარმომადგენელი ს----- ხ------იანი წარმოდგენილ განცხადებაში უთითებს, რომ:

· ა--- ვ---------იანი დაიბადა 1--- წლის 2------------–ს ქალაქ ახალქალაქში რის შესახებაც ახალქალაქის რაიონის მმაჩის განყოფილებაში 1--- წლის 2------------–ს განხორციელდა დაბადების შესახებ სააქტო ჩანაწერი # 3- და გაიცა დაბადების მოწმობა V----- № 2-----. დაბადების სააქტო ჩანაწერის და ზემოთმითითებული დაბადების მოწმობის მიხედვით ა--- ვ---------იანის მშობლებს წარმოადგენენ მამა ვ---------იან ვ---- შ------ს ძე, დედა- ვ---------იან ვ-----ა ვ-----ის ასული. ა--- ვ---------იანის მშობლები ვ---- შ------ს ძე ვ---------იანი და ვ-----ა ვ-----ის ასული ბ-------ანი 1--- წლიდან 197- წლის იანვრამდე იმყოფებოდნენ არაეგისტრირებულ ქორწინებაში. მათი ქორწინების რეგისტრაცია მოხდა 197- წლის 0---------ს ახალქალაქის მმაჩ-ის ბიუროში, სადაც მოხდა შესაბამისი ჩანაწერი №- და გაიცა ქორწინების მოწმობა I----- № 6-----. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ვ-----ა ბეკრაკიანს მიეკუთვნა მეუღლის გვარი ვ---------იან. ა--- ვ---------იანის დაბადებამდე 1--- წლის 1--------------ს შეეძინათ პირველი შვილი რ------ ვ----ის ასული ვ---------იანი, მაგრამ დაბადების მოწმობაში მისი გვარი რატომღაც შეცდომით ნაცვლად ვ---------იანისა ჩაწერეს ვ---------იან. 197- წლის 1-----------ს შეეძინათ მეორე შვილი გ---- ვ----ის ძე ვ---------იანი, 1--- წლის 2-----------ს ვ---- და ვ-----ა ვ---------იანებს შეეძინათ მესამე შვილი ა-------- ვ----ის ძე ვ---------იანი. 2001 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა ვ-----ა ვ---------იანი. 2--- წლის 2-----–--ს გარდაიცვალა ვ---- ვ---------იანი რის თაობაზეც სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელდა გარდაცვალების აქტის ჩანაწერი №1---------- და გაიცა გარდაცვალების მოწმობა. ვ---- ვ---------იანის გარდაცვალების მოწმობაში მისი სახელი და გვარი ნაცვლად ვ---- ვ---------იანისა ჩაწერეს ვ-----ა ვ---------იან. ვ---- ვ---------იანის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქობებაზე გაიხსნა სამკვიდრო და მისი მემკვიდრეები, კონკრეტულად კი მისი შვილები, ფაქტობრივი მფლობელობით დაეუფლნენ დანაშთ სამივიდრო ქონებას, მაგრამ იმის გამო, რომ ვ---- ვ---------იანის გარადაცვალების მოწმობაში მისი სახელი და გვარი წერია ვ-----ა ვ---------იან, მემკვირდეებს არ შეუძლიათ ვ---- ვ---------იანის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის აღება. ვ---- ვ---------იანის შვილმა გ---- ვ---------იანმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2--- წლის 01 ნოემბერს განცხადებით მიმართა და მოითხოვა მისი მამის ვ---- ვ---------იანის გარდაცვალების მოწმობაში შეეცვალათ ვ-----ა ვ---------იანის სახელი და გვარი ვ---- ვ---------იანზე, რაზედაც სსგს ახალქალაქის სამოქალქო რეესტრის სამსახურმა 2--- წლის 15---------ის №0----------- გადაწყვეტილებით უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ვ-----ა ვ---------იანის დაბადების აქტის ჩანაწერში, აგრეთვე მის მიმართ 2--- წლის 1-------ს გაცემულ პირადობის მოწმობაში და სსგს მონაცემთა ბაზაში სახელი და გვარი ჩაწერილია ,,ვ-----ა ვ---------იან“.

· 2019 წლის 22 მარტს ა--- ვ---------იანის წარმომადგენელმა ს----- ხ------იანმა განცხადებით მიმართა ნოტარიუს ე--------------ეს და მოითხოვა 2--- წლის 2-----–--ს გარდაცვლილი ა--- ვ---------იანის მამის ვ-----ა ვ---------იანის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. იმ მოტივით, რომ ა--- ვ---------იანმა თითქოსდა ნოტარიუსს ვერ წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც უტყუარად დაადასტურებდა მამკვიდრებელთან მის უტყუარ ნათესაურ კავშირს, ნოტარიუსის 2019 წლის 22 მარტის დადგენილებით უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სასამართლო წესით მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირის დადგენამდე.

· 2019 წლის 03 აპრილს ა--- ვ---------იანმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალქალაქის სამოქალაქო რესტრის სამსახურს და მოითხოვა მისი მამის ვ---- ვ---------იანის გარდაცვალების მოწმობაში შეეცვალათ ვ-----ა ვ---------იანის სახელი და გვარი ვ---- ვ---------იანზე, რაზედაც სსგს ახალქალაქის სამოქალქო რეესტრის სამსახურმა 2019 წლის 1--------–ის №0----------- გადაწყვეტილებით უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ვ-----ა ვ---------იანის დაბადების აქტის ჩანაწერში, აგრეთვე მის მიმართ 2--- წლის 1-------ს გაცემულ პირადობის მოწმობაში და სსგს მონაცემთა ბაზაში სახელი და გვარი ჩაწერილია ,,ვ-----ა ვ---------იან“.

· მამკვიდრებლის შვილებს: რ------ ვ---------იანს, გ---- ვ---------იანს, ა--- ვ---------იანს და ა-------- ვ---------იანს სურთ მათი მამის დანაშთი სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისაგან სამკვიდრო მოწმობის მიღება, მაგრამ როგორც ზემოთ განმარტავს განმცხადებელი, მამკვიდრებელის ერთერთი მემკვიდრეს ა--- ვ---------იანს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუსმა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ა--- ვ---------იანმა თითქოსდა ნოტარიუსს ვერ წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც უტყუარად დაადასტურებდა მამკვიდრებელთან მის უტყუარ ნათესაურ კავშირს, ნოტარიუსის 2019 წლის 22 მარტის დადგენილებით უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სასამართლო წესით მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირის დადგენამდე. ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგებიან მამკვიდრებლის დანარჩენი მემკვიდრეებიც თუკი სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ისინი მიმართავენ ნოტარიუსს.

· გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან პირთა შორის ნათესაური კავშირის დადგენის გარეშე შეუძლებელი გახდება ვ-----ა ვ---------იანის შვილების, როგორც მისი პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრეების მიერ, დანაშთ სამკვიდროზე სამკვიდრო მოწმობის მიღება. ამისათვის საჭიროა, რომ დადგინდეს აღნიშნულ პირთა შორის ნათესაური კავშირი, ვინაიდან განსაზღვრული ხარისხის ნათესაური ურთიერობების დადგენა გარკვეული პირობების არსებობისას წარმოშობს შესაბამის იურიდიულ შედეგებს. მოცემულ შემთხვევაში ნათესაური ურთიერთობის დადგენა ვ-----ა ვ---------იანსა და ა--- ვ---------იანს, რ------ ვ---------იანს, გ---- ვ---------იანს, ა-------- ვ---------იანს შორის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე სხვა გზით შეუძლებელია, ვინაიდან სსგს ვ-----ა ვ---------იანის გარდაცვალების მოწმობაში სახელის და გვარის ვ---- ვ---------იანზე შეცვლაზე ა--- და გ---- ვ---------იანებს უარი უთხრა, ნოტარიუსმა ე--------------ემ ა--- ვ---------იანს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მან ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები ვ-----ა ვ---------იანსა და ა--- ვ---------იანს შორის ნათესაური კავშირის დასადასტურებლად.

2. დაინტერესებული პირები დაეთანხმნენ განცხადებას და დაადასტურეს მოთხოვნილი ნათესაური (მამასა და შვილის) ურთიერთობის არსებობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

3.1. სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა განმარტებები, მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე, 313-ე 315-ე, მუხლები.

5. სამართლებრივი შეფასება.

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომელზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი, ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სასამართლო განიხილავს საქმეებს პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენს ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების, ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლის თანახმად, განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ: 1) ერთ-ერთ წინაპირობას სწორედ შესაბამისი ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით იმ ადმინისტრაციული ორგანოს უარი წარმოადგენს, თუ აღნიშნული შეუძლებელი აღმოჩნდება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართოს პირმა სასამართლოს. 2) ამასთან განმცხადებელი უნდა ჰქონდეს იურიდიული ინტერესი, ანუ რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს მოთხოვნილი ფაქტის დადგენა.

5.2. განსახილველ შემთხვევაში ა--- ვ---------იანს სამკვიდრო უფლების ძალით აქვს იურიდიული ინტერესი მოითხოვოს აღნიშნული ფაქტის დადგენა, კერძოდ რ------ ვ---------იანს, გ---- ვ---------იანს, ა--- ვ---------იანს და ა-------- ვ---------იანს სურთ მათი მამის დანაშთი სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისაგან სამკვიდრო მოწმობის მიღება.

შესაბამისად მოთხოვნილი იურიდიული ფაქტის (ნათესაური კავშირის) დადგენა პირდაპირ ეხება განმცხადებლის ინტერესებს.

5.3. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ არის ნოტარიუსის უარი 2019 წლის 22 მარტის დადგენილება) სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, იმის მითითებით რომ სასამართლო წესით დასადგენია მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირი.

მოცემული ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით ასევე არის სსგს ახალქალაქის სამოქალქო რეესტრის სამსახურის უარი (2--- წლის 15---------ის №0----------- გადაწყვეტილება და 2019 წლის 1--------–ის №0----------- გადაწყვეტილება).

შესაბამისად საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს გარეშე შეუძლებელია.

5.4. რაც შეეხება მოთხოვნილი ფაქტის დამტკიცებას:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით და წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დაყრდნობით სასამართლო დარწმუნდა, რომ ვ-----ა ვ---------იანი და ვ---- ვ---------იანი ერთი და იგივე პირია და ის არის ა--- ვ----ის ასულ ვ---------იანის, რ------ ვ----ის ასულ ვ---------იანის, გ---- ვ----ის ძე ვ---------იანის და ა-------- ვ----ის ძე ვ---------იანის მამა.

ამდენად ა--- ვ---------იანის განცხადება პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს;

6. საპროცესო ხარჯები

სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 310-ე, 312-316-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა--- ვ---------იანის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დაკმაყოფილდეს;

1.1. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი პირთა ნათესაური კავშირის შესახებ, კერძოდ,1.1.1. ვ-----ა ვ---------იანს (დაბადებული 194- წლის 1-----------ს, გარდაცვალების თარიღი: 2--- წლის 2-----–--ი) და ა--- ვ----ის ასულ ვ---------იანს (დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, პ/ნ 0----------) შორის ნათესაური კავშირის შესახებ, როგორც მამასა და შვილს შორის;

1.1.2. ვ-----ა ვ---------იანს (დაბადებული 194- წლის 1-----------ს, გარდაცვალების თარიღი: 2--- წლის 2-----–--ი) და რ------ ვ----ის ასულ ვ---------იანს (დაბადებული 1--- წლის 1--------------ს, პ/ნ 0----------) შორის ნათესაური კავშირის შესახებ, როგორც მამასა და შვილს შორის;

1.1.3. ვ-----ა ვ---------იანს (დაბადებული 194- წლის 1-----------ს, გარდაცვალების თარიღი: 2--- წლის 2-----–--ი) და გ---- ვ----ის ძე ვ---------იანს (დაბადებული 197- წლის 1-----------ს) შორის ნათესაური კავშირის შესახებ, როგორც მამასა და შვილს შორის;

1.1.4. ვ-----ა ვ---------იანს (დაბადებული 194- წლის 1-----------ს, გარდაცვალების თარიღი: 2--- წლის 2-----–--ი) და ა-------- ვ----ის ძე ვ---------იანს (დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, პ/ნ 0----------) შორის ნათესაური კავშირის შესახებ, როგორც მამასა და შვილს შორის.

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე არარატ ესოიან