გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 150210219003311518
#2/297-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2020 წ. ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – არმენ ქოსიან
განმცხადებელი – ა--- კ-----–--- (პ/ნ 3----------);
წარმომადგენელი - ვ----–----–-----;
დაინტერესებული (მესამე) პირები: ა--–-- კ-----–---, ა------ კ-----–---, ა------ პ-------–--- (კ-----–---);
მოთხოვნის არსი – Pპირის გარდაცვლილად გამოცხადება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოთხოვნა
1.1. გ--–----- ა--–--ის ძე კ-----–---ი (დაბადებული 194--–-–-------------ს), გამოცხადებულ იქნას გარდაცვლილად.
განმცხადებლის ა--- კ-----–---ის მეუღლე გ--–----- ა--–--ის ძე კ-----–---ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. ნინოწმინდაში, ე-----------------ში.
გ--–----- ა--–--ის ძე კ-----–---ი დადიოდა რუსეთის ფედერაციაში დროებით სამუშაოდ, თუმცა 1995 წელს რომ წავიდა, მას შემდეგ დღემდე აღარ დაბრუნებულა თავის საცხოვრებელ ადგილას. მის შესახებ არც ა--- კ-----–---ს და არც მის ნათესავებს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ.
ა--- კ-----–---ს სურს უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რომელიც რეგისტრირებულია გ--–----- ა--–--ის ძე კ-----–---ის სახელზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეუღლის გ--–----- ა--–--ის ძე კ-----–---ის გარდაცვალების მოწმობა არ გააჩნია, ვერ ახერხებს სამკვიდროს მიღებას და უძრავი ქონების რეგისტრაციას.
ა--- კ-----–---ს საქმისადმი გააჩნია იურიდიული ინტერესი და მეუღლის გ--–----- ა--–--ის ძე კ-----–---ის გარდაცვლილად გამოცხადება ესაჭიროება სამკვიდროს მიღების მიზნით, როგორც კანონით მემკვიდრემ, საჭირო დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად. აღნიშნული ფაქტის დადგენა სხვა გზით შეუძლებელია, ამიტომ მომართა სასამართლოს.
2. დაინტერესებულ პირთა პოზიცია.
2.1. დაინტერესებული პირები ა--–-- კ-----–---ი, ა------ კ-----–---ი და ა------ პ-------–---ი (კ-----–---) სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადნენ, ვინაიდან იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ მათ მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად გაცემული ხელწერილების თანახმად ისინი ადასტურებენ მოთხოვნას და თანახმა არიან, რომ მოხდეს მათი მამის გ--–----- ა--–--ის ძე კ-----–---ის გარდაცვლილად გამოცხადება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 197---–-–-----------ს მოხდა ა--- ხ-------ის და გ--–----- კ-----–---ის ქორწინების რეგისტრაცია. ქორწინების შემდეგ ა--- ხ-------ს მიეკუთვნა მეუღლის გვარი კ-----–---ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პირადობის მოწმობა # 1----------;
- ქორწინების მოწმობა I----------------.
3.2. ქორწინების შედეგად ა--- კ-----–---ს და გ--–----- კ-----–---ს შეეძინათ სამი შვილი: ა--–-- კ-----–--- - დაბადებული 197--–-–---------------ს, ა------ კ-----–--- - დაბადებული 197--–-–------------------ს და ა------ პ-------–--- (კ-----–---) - დაბადებული 197--–-–------------–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი,- 2019 წლის 20 აგვისტოს AA 2------------ საარქივო ცნობა,3.3. 1995 წელს გ--–----- ა--–--ის ძე კ-----–---ი გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ, მას შემდეგ ის სახლში (საქართველოში) აღარ დაბრუნებულა, ოჯახს არ დაკავშირებია და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი,- დაინტერესებული პირების ნოტარიულად გაცემული ხელწერილები;
- მოწმე შ--–---- ხ----------ის ჩვენება,- ქ. ნინოწმინდის მერიის წარმომადგენლის 2019 წლის 13 აგვისტოს ცნობა # 2------;
- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 დეკემბრის MIA 7------------ მომართვა (ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა განმარტებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, განცხადება მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ შეიტანება სასამართლოში დაინტერესებული პირის მიერ განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას. ახალი გადაწყვეტილება არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გარდაცვალების აქტის ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი შეიძლება სასამართლოს წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ მის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ პირის ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე, თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.
6.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1995 წელს გ--–----- ა--–--ის ძე კ-----–---ი გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ, მას შემდეგ ის სახლში (საქართველოში) აღარ დაბრუნებულა, ოჯახს არ დაკავშირებია და მისი ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისათვის უცნობია. ანუ გ--–----- კ-----–---ის ადგილსამყოფელის შესახებ ცნობები არ მოიპოვება 25 წელზე მეტი ხანი.
აღსანიშნავია, რომ გ--–----- ა--–--ის ძე კ-----–---ი დაბადებულია 1941 წელს, შესაბამისად იმდენად მოხუცია, რომ მისი გარდაცვალების ვარაუდი არ არის გამორიცხული.
აღნიშნული გარემოებები კი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს, ხოლო განმცხადებელს მოთხოვნისათვის შესაბამისი ინტერესი აქვს.
7. საპროცესო ხარჯები
განცხადების აღძვრისას ა--- კ-----–---ის წარმომადგენლის ვ----–----–----ის მიერ გადახდილი იქნა კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟი 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 310-ე, 317-ე, 318-ე, 320-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა--- კ-----–---ის წარმომადგენლის ვ----–----–----ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გ--–----- ა--–--ის ძე კ-----–---ი (დაბადებული 194--–-–-------------ს), გამოცხადდეს გარდაცვლილად;
3. გ--–----- ა--–--ის ძე კ-----–---ის გარდაცვალების დღედ ჩაითვალოს მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე;
4. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განახორციელოს გ--–----- კ-----–---ის გარდაცვალების რეგისტრაცია;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
მოსამართლე არარატ ესოიან