მუხლი 321. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შედეგები
თავი XXXVII — მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება
უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას. ახალი გადაწყვეტილება არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გარდაცვალების აქტის ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 321. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული მოქალაქპირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შედეგები უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული მოქალაქპირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას. ახალი გადაწყვეტილება წარმოადგენის სამოქალაქეო ბრივი მდგომარქტეობის რეგისტრაციის წიორგანოში გარდაცვალების შესახებქტის ჩანაწერის გაუქმების საფუძველს. თავი XXXVIII. მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად და ქმედუუნაროდ აღიარება
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(6)
საქმე №ას-981-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
…დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მ.ჭ–ძის სახელზე აღრიცხული 86,66 კვ.მ. ბინის ფართი მოიცავს სადაო 11,25 კვ. ფართს, რაც თითქოსდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომლის მიმართ, პალატის მოსაზრებით, მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლით გათვალისწინებული უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. კასატორი მიიჩნევს, რომ დასახელებული მუხლის გამოყენება…
…2%-იანი გადასახადის ქვითარი არ წარმოადგენს დავის საგანს, არამართებულია, ვინაიდან 1997 წლის 1 დეკემბერს საიჯარო ხელშეკრულება უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე სს,,გ...სა” და შპს,,ერთობლივ საწარმო გუ...ს” შორის დადებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის დარღვევით. მითითებული მუხლი იმპერატიულად უთითებს, რომ ყველა ხელშეკრულება, რომლებიც ეხება უძრავი ქონების გადაცემას,…
…სსრკ უმაღლესი საბჭოს ამნისტიის საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის საფუძველზე, 1980 წელს გარდაცვლილი მამის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს…
…შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, განცხადება მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ შეიტანება სასამართლოში დაინტერესებული პირის მიერ განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო…
…ძალაში შესვლის დღე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის…