გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
160216919002833175
კატეგორია
დავის ტიპი
განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160216919002833175

N2/85-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2019 წ. ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

განმცხადებელი - აკ----------ი

წარმომადგენელი - ემ------------–---–ი

დაინტერესებული პირები: არ-----------ა (არ გამოცხადდა), ნა------------------ი

თარჯიმანი - სუ-------------–---–ი

განმცხადებლის მოთხოვნა - გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. განმცხადებლის მოთხოვნა

 

1.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც არ-----------ა და აკ----------ი გამოცხადებული იქნენ გარდაცვლილად (იხ. 12.04.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი);

 

განმცხადებლის მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

განმცხადებლის განმარტებით, 1996 წლიდან არარეგისტრირებულ, ხოლო 1998 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება არ---------------სთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი. 1999 წელს, მათ ბავშვები დაუტოვეს არ---------------ს მშობლებს, ხოლო თვითონ წავიდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ. 2006 წელს არ---------------ს მამამ ნა------------------მა ყალბი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენის გზით მოახერხა მათი, ჯერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ხოლო 2006 წლის 24 ივლისს აკ----------ისა და არ---------------ს გარდაცვლილად გამოცხადება. აღნიშნულის შესახებ არ იცოდა აკ----------მა, რომელიც 2007 წელს ჩამოვიდა საქართველოში და თავისუფლად გადაადგილდებოდა ქვეყანაში.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის განაჩენით აკ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილის განაჩენით აკ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 9 თვის ვადით, მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით. სსსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 5 წლის ვადით და სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით აკ----------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 9 თვის ვადით და ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით. აღნიშნული განაჩენი ვერ იქნა აღსრულებული, რადგან მსჯავრდებული აკ----------ი დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამალა მართლმსაჯულებას.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 07 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ აკ----------ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და აკ----------ს 1/4-ით შეუმცირდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის განაჩენით და 2012 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მსჯავრდებულ აკ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 22 დღის ვადით.

 

2017 წლის 27 ნოემბერს აკ----------ი დაკავებული იქნა და მოთავსდა თბილისის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული განაჩენი გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით აკ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 26 ნოემბერს, აკ----------ი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან და დღემდე აღრიცხვაზე იმყოფება ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში. მანამდე კი, ციხის ადმინისტრაციის სახელზე შედგენილი განცხადების საფუძველზე 2018 წლის 19 ნოემბერს მის სახელზე გაიცა პირადობის მოწმობა, ხოლო 2019 წლის 10 იანვარს, შსს მომსახურების სააგენტომ მასზე გასცა მართვის მოწმობა.

 

2019 წლის 03 იანვარს, აკ----------მა მიმართა სსგს ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა მის სახელზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემა, რის შესახებაც 17 იანვარს მას აცნობეს, რომ პასპორტს ვერ გასცემდნენ, რადგან მისი პერსონალური მონაცემების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მის სახელზე რეგისტრირებული იყო გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N0175821. აღნიშნული გააპროტესტა აკ----------მა, რის შემდეგაც სსგს ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა არქივიდან გამოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აკ----------ის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ, რომელიც ჩააბარეს აკ----------ს. სწორედ ამ დროს გახდა მისთვის ცნობილის, რომ მისი ყოფილი მეუღლის მამამ ნა------------------მა სასამართლოში ყალბი ცნობების წარდგენის გზით აკ----------ის გარდაცვლილად გამოაცხადა. აღნიშნულის გამო ასევე გასამართლებული იქნა ნა------------------ი და მის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი (იხ. განცხადება 2-5).

 

2. დაინტერესებული პირის პოზიცია

 

2019 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომაზე დაინტერესებული პირი ნა------------------ი დაეთანხმა განცხადებას. რაც შეეხება მეორე დაინტერესებულ პირს არ-----------ას, იგი ვერ იქნა მოწვეული სასამართლოს სხდომაზე, თუმცა როგორც განმცხადებელმა, ისე დაინტერესებულმა პირმა ნა------------------მა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ არ-----------ა არის ცოცხალი და ცხოვრობს აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში (იხ. 12.04.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ნა------------------ის განცხადება დაკმაყოფილდა. ნა------------------ის შვილი არ-----------ა და მისი მეუღლე აკ----------ი აღიარებულ იქნენ გარდაცვლილებად. მათი ქონების მართვა მინდობილი საკუთრების სახით გადაეცა ნა------------------ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 24.07.2006 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-14).

 

3.1.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და ნა------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი0 წლის ვადით. ,,ამნისტიის შესახებ“ კანონების გამოყენების საფუძველზე ნა------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მავე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის განაჩენით დგინდება, რომ 2006 წელს ნა------------------მა განიზრახა გაყალბების გზით მისი შვილის არ-----------ასა და სიძის აკ----------ის ყალბი გარდაცვალების მოწმობების დამზადება, რაც მის მიერ მოყვანილი იქნა სისრულეში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.03.2010 წლის განაჩენი (ს.ფ. 64-67).

 

3.1.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის განაჩენით აკ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილის განაჩენით აკ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 9 თვის ვადით, მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით. სსსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 5 წლის ვადით და სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით აკ----------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 9 თვის ვადით და ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 27 ნოემბერს აკ----------ი დაკავებული იქნა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით აკ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.01.2018 წლის განაჩენი (ს.ფ. 15-20).

 

3.1.4. 2018 წლის 19 ნოემბერს აკ----------ის სახელზე იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული იქნა პირადობის მოწმობა, ხოლო 2019 წლის 16 იანვარს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ მის სახელზე გაიცა მართვის მოწმობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ. 6);

- მართვის მოწმობის ასლი (ს.ფ. 7).

 

3.1.5. აკ----------ი აღრიცხვაზეა ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში და შეფარდებული აქვს პირობითი მსჯავრი 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 28.01.2019 წლის ცნობა (ს.ფ. 25).

 

3.1.6. აკ----------მა მიმართ სამოქალაქო სსგს ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მიღების მიზნით. სსგს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით აკ----------ს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემაზე, რადგან მის სახელზე რეგისტრირებული იყო გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N0175821.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსგს გადაწყვეტილება (ს.ფ. 8-14);

 

3.1.7. სასამართლო სხდომაზე განმცხადებელმა აკ----------მა და დაინტერესებულმა პირმა ნა------------------მა დაადასტურეს, რომ არ-----------ა არის ცოცხალი და ცხოვრობს აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.04.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი.

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავო არ გამხდარა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი შეიძლება სასამართლოს წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ მის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ პირის ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე, თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას. ახალი გადაწყვეტილება არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გარდაცვალების აქტის ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.

 

ამავე კოდექსის 3211 მუხლის თანახმად, მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესებით.

 

სსსკ-ის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით. უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.

 

საქმის განხილვის შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ნა------------------ის განცხადება დაკმაყოფილდა. ნა------------------ის შვილი არ-----------ა და მისი მეუღლე აკ----------ი აღიარებულ იქნენ გარდაცვლილებად. დადგენილია, რომ აკ----------ი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა გარდაცვლილად, არის ცოცხალი, იგი რამოდენიმეჯერ იქნა გასამართლებული, მოიხადა სასჯელი და ამჟამადაც იმყოფება პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე. სასამართლო სხდომაზე ასევე დადასტურდა, რომ არ-----------ა ცხოვრობს აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში. ასევე დადგენილია, რომ არ-----------ას და აკ----------ის გარდაცვლილად გამოცხადება მოხდა ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით, რის გამოც ნა------------------ი გასამართლებულიც იქნა და შეეფარდა სასჯელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენა ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენა წარმოადგენს სასამართლოს მიერ წინანდელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 23-ე მუხლის არსიდან გამომდინარე გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნება ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენა წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

ამდენად, ვინაიდან სახეზეა, რომ პირები, რომლებიც სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნენ გარდაცვლილად, არიან ცოცხლები და მათი გარდაცვლილად გამოცხადება მოხდა ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც აკ----------ი და არ-----------ა გამოცხადებული იქნენ გარდაცვლილებად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე, 311-ე, 321-ე, 3211, 243-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. აკ----------ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის N2/166 გადაწყვეტილება აკ----------ისა და არ-----------ას გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ.

 

3. აღნიშნული გადაწყვეტილება არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გარდაცვალების აქტის ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ია ლაბაძე