გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.03.2020
საქმის ნომერი
080210220003482704
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210220003482704

საქმე N2/426-20

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

10 მარტი 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი პაატა ბობოხიძე

განმცხადებელი: მ-----მი მ--–-ძე;

წარმომადგენელი - მ---- დ----ონაძე;

მოთხოვნა: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ა” პუნქტით, 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘,,თ” ქვეპუნქტით, 369-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ-----მი მ--–-ძის განცხადება დაკმაყოფილდეს;

1.1. დადგენილი იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მადონა გაბუნია-მ--–-ძის (გარდაცვ. თარიღი 2007 წლის 12 აგვისტოს) მიერ გარდაცვლილი დედის მ-----მ (მარუსა) გაბუნიას (გარდაცვ. თარიღი 1962 წლის 9 დეკემბერს) სამკვიდრო ქონების, მდებარე - ქალაქი ქუთაისი მ.----–-----–---–--------------------–-----–---–------------) ფაქტობრივი მფლობელობით მიღების შესახებ;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ხოლო საქმის შედეგით დაინტერესებულმა პირებმა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს შეიძლება მიმართონ განცხადებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 424-427-ე მუხლებით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე

 

შენიშვნა:

 

განმცხადებლის მოთხოვნით, რომელიც ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობს მის გასაჩივრებაზე, რაც მან დაადასტურა თავისი წერილობითი განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.

 

ამავე კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე