საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 310-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXVI1 თავი:
„თავი XXXVI1
ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემა
1. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირის ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში დონორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადების შეტანა შეუძლია რეციპიენტს, დონორს ან ტრანსპლანტაციის საბჭოს.
1. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ახლო პირადი ურთიერთობის ხასიათი, დონორის პირადი და ოჯახური მდგომარეობა და დონორის ორგანოს აღების მიზანი.
2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო და სტაბილური ემოციური კავშირის არსებობას არანაკლებ 2 წლის განმავლობაში;
ბ) მტკიცებულებები იმისა, რომ არ მოიძებნა ცოცხალი დონორი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის;
გ) მტკიცებულებები იმისა, რომ არ არსებობს რეციპიენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნების, მისი მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს ტრანსპლანტაციის ჩვენებას;
ე) დონორის თანხმობა;
ვ) დასკვნა დონორისა და რეციპიენტის ანტიგენური თავსებადობის შესახებ;
ზ) ცნობა პოტენციური დონორის ჯანმრთელობის შესახებ.
საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადებისას სასამართლო გამოარკვევს:
ა) ახდენს თუ არა დონორის თანხმობაზე გავლენას ეკონომიკური, სოციალური ან ფსიქოლოგიური ფაქტორები;
ბ) არის თუ არა დონორის თანხმობა განპირობებული დაპირებული ან რეალური კომპენსაციის მიღებით;
გ) აცნობიერებს თუ არა დონორი, რომ მას შეუძლია მიზეზების განმარტების გარეშე, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი ორგანოს აღებაზე;
დ) სხვა აუცილებელ გარემოებებს.
სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო თანხმობას გასცემს პირის ცოცხალ დონორობაზე რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის არსებობის საფუძველზე, არის სასამართლოს თანხმობა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის.
1. სასამართლო ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანით, მხარისათვის დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ქუთაისი, 24 ივნისი 2016 წ. N5580-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 310. სასამართლოს მიერ უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეები
- მუხლი 3161. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
- მუხლი 3162. განცხადების შეტანა
- მუხლი 3163. განცხადების შინაარსი
- მუხლი 3164. სასამართლოს მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ
- მუხლი 3165. სასამართლო გადაწყვეტილება
- მუხლი 3166. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქმის განხილვისა და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესები
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5580-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 060000000.05.001.018205.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5580-IIს, 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.018205 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3324441/