„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1237-Iს
სარეგისტრაციო კოდი
140080000.05.001.017091
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში  (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე‑4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) საქართველოს პრეზიდენტი;“.

     2. მე‑5 მუხლის:

     ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ა) საქართველოს პრეზიდენტი;“;

     ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

   „11. საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი უნარჩუნდებათ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე.“.

     3. I1 თავი ამოღებულ იქნეს.

 

    მუხლი 2

  1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური.

  2. ლიკვიდირებული საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

   3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

 

   მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის მიზნით ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას შესაბამისი კომისია.

 

   მუხლი 4. ამ კანონის შესრულების მიზნით:

  ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამავე კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება;

  ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების ამოქმედებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები.

 

   მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1237-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.09.2013.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1237-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.05.001.017091.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1237-Iს, 20.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.017091 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2027553/