„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5776-IIს
სარეგისტრაციო კოდი
410000000.05.001.019785
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) 36-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და მის ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და მათთვის ზიანის მიყენებისას გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებას (გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღებას) ახორციელებს აღნიშნული მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, „გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესით“ განსაზღვრულ შემთხვევებში, გარეული ცხოველების დადგენილი სახეობების მიმართ, კვოტების (სახეობების მიხედვით გარემოდან ამოსაღებ გარეულ ცხოველთა რაოდენობის) ფარგლებში. „გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესს“ შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს „გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესი“. 

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 მარტი 2020 წ.

N5776-IIს