გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №26021021900-158995 (2/93-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი 2--9 წელი ზუგდიდი
გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - ელიზა შამათავა
განმცხადებელი - დუ–-------ა (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი - ნი---------ა
მოთხოვნის არსი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე - პირთა ნათესაური კავშირის და მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის მოთხოვნა
დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, პირთა ნათესაური კავშირი იმის შესახებ, რომ დუ–-------ა (პირადი №62--------8) არის ილ----------–-ას (გარდაცვალების თარიღი - 0-.0-.2--0 წელი, აქტის ჩანაწერი №38--------9) შვილი;
დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ დუ–-------ას (პირადი №62--------8) ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მისი აწ გარდაცვლილი დედის ილ----------–-ას (გარდაცვალების თარიღი - 0-.0-.2--0 წელი, აქტის ჩანაწერი №38--------9) სამკვიდრო ქონება მდებარე მა-------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვე---------ში.
განცხადებლის წარმომადგენლის განმარტებით დუ–-------ას დედა ილ----------–-ა გარდაიცვალა 2--0 წლის 9-------ს, მისი პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მისი შვილები, განმცხადებელი დუ–-------ა, მისი და ლუ-------–-ა და ძმა ერ---–-------–-ა. ლუ-------–-ა გარდაიცვლა 2--1 წლის 29--------ს, ერ---–-------–-ა გარდაიცვალა 2--3 წლის 1--------ს. მათი მამა ვა---–-----–-ა დაიღუპა სამამულო ომში 19------5 წწ. დედის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებას, მდებარე მა-------–ის რაიონის სოფელ ვე---------ში უვლის და პატრონობს დუ–-------ა. 2--9 წლის 6----------ს განმცხადებელმა მიმართა ნოტარიუსს აწ გარდაცვლილი დედის ილ----------–-ას სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, მაგრამ ნოტარიუსთან ვერ წარადგინა დაბადების და ქორწინების მოწმობები, ვინაიდან დაეკარგა აფხაზეთში განვითარებული მოქმედებების დროს, ასევე გაშვებული ქონდა სამკვიდრო ქონების მიღების ექვს თვიანი ვადა, რის გამოც ნოტარიუსმა უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე და მომართა სასამართლოს.
2. დაინტერესებული პირები საქმეში არ არიან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ილ----------–-ა გარდაიცვალა 2--0 წლის 09-------ს და გაიხსნა სამკვიდრო;
3.1.2. დუ–-------ა ილ----------–-ას შვილია;
3.1.3. ილ----------–-ას მემკვიდრეები არიან დუ–-------ა, ლუ-------–-ა და ერ---–-------–-ა;
3.1.4. ლუ-------–-ა და ერ---–-------–-ა გარდაცვლილები არიან; მათ დარჩათ შვილები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-განცხადება
-განმცხადებლის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
-ილ----------–-ას გარდაცვალების მოწმობა №38--------3
-დაბადების აქტის ჩაწერა №4-
-ლუ-------–-ას გარდაცვალების მოწმობა №38--------3
-ერ---–-------–-ას გარდაცვალების მოწმობა №38--------1
-მოწმეების ჩვენება, სასამართლო სხდომის ოქმი
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დუ–-------ას მიერ დედის, ილ----------–-ას სამკვდირო ქონების, მდენარე მა-------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვე---------ში ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი;
ილ----------–-ას გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ, მასთან ცხოვრობდა მისი შვილი, ერ---–-------–-ა თავისი ოჯახით, რომელიც უვლიდა მას და ასევე საცხოვრებელ სახლს;
აღნიშნული დაადასტურეს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოწმეების ჩვენება, სასამართლო სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4.სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მულის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო განიხილავს საქმეებს პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მემკვიდრეობის მიღებისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ.
დასახელებული კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
სასამართლოს მიერ მა-------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან გამოთხოვილი №4- დაბადების აქტის ჩანაწერის მიხედვით დგინდება, რომ დუ–-------ა ილ----------–-ას შვილია, რაც ასევე დაადასტურეს მოწმეებმა.
ილ----------–-ს სამკვიდროს მისაღებად განმცხადებელს გაშვებული ქონდა სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა, რის გამოც ნოტარიუსმა უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
განმცხადებელს არ წარმოუდგენია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა დუ–-------ას მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დადასტურების შესახებ ან ქონების მართვის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა ამ ქონებაზე კომუნალური და სხვა სახის გადასახადის გადახდის ქვითრები, ასევე საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა არ დაადასტურეს დუ–-------ას მიერ ილ----------–-ას სამკვიდროს მიღების ფაქტი. პირიქით, განმარტეს, რომ სამკვიდრო ქონებას გასნის დღიდან უვლიდა აწ გარდაცვლილი ერ---–-------–-ა და მისი ოჯახი ( იხ. მოწმეთა ჩვენებები);
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, შეკრებილი მტკიცებულებების და ზემოთ მოყვანილი ნორმების შეფასებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ დადგინდეს პირთა ნათესაური კავშირი, რომ დუ–-------ა ილ----------–-ას შვილია, ხოლო მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 311-312-ე, 316-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დუ–-------ას წარმომადგენლის ნი---------ას განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, პირთა ნათესაური კავშირი, მასზედ, რომ დუ–-------ა (პირადი №62--------8) ილ----------–-ას (გარდაცვალების თარიღი - 0-.0-.2--0 წელი, აქტის ჩანაწერი №38--------9) შვილია;
1.2. დუ–-------ას წარმომადგენლის ნი---------ას განცხადება დუ–-------ას მიერ მისი აწ გარდაცვლილი დედის ილ----------–-ას (გარდაცვალების თარიღი - 0-.0-.2--0 წელი, აქტის ჩანაწერი №38--------9) სამკვიდრო ქონების, მდებარე მა-------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვე---------ში ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო;
3. განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მისი გადაცემიდან 14 დღის ვადაში გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით კეკენაძე