გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
200210819003135229
საქმე №2/557-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზვიად შარაძე
სხდომის მდივანი თინათინ ფეიქრიშვილი
განმცხადებელები _ ლ----------–--ე და ვ-–---–--------ი
წარმომადგენელი - გ----–----------ე
მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი და სსიპ სოციალური მომსახურბის სააგენტოს ყვარლის რაიონული განტოფილება;
წარმომადგენელი - გ-----------------ე
შვილად ასაყვანი პირი - გ-------------–---ი
მოთხოვნის არსი _ არასრულწლოვანი ბავშვის გ-------------–---ის შვილად აყვანა;
აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის მოთხოვნა
1.1 არასრულწლოვანი გ-------------–---ის შვილად აყვანა და მის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნაშვილები ბავშვის გ-------------–---ის, დაბადებული 2----–-–------------------ი პ/ნ №----------- დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: სახელი მიეთითოს „გ-------“ , გვარი - „ლ---------“, დაბადების თარიღი - 2----------------------–--–ი; ასევე ცვლილება შევიდეს მშობლების დემოგრაფიულ მონაცემებში, კერძოდ, დედის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: ლ----------–--ე პ/ნ №-----------, მამის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: ვ-–---–--------ი, პ/ნ N-----------, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. შვილად ასაყვანია მამრობითი სქესის არასრულწლოვანი გ-------------–---ი, დაბადებული 2-----–-–------------------ს, პ/ნ №----------- ბავშვის მამა არის ო-–--------–---ი (V------------) ხოლო დედა ვ--–------------------ა პ/ნ №-----------.
2.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ-------------–---ის მშობლებს ო-–--------–---ს და ვ--–------------------ას გ-------------–---ის მიმართ ჩამოერთვათ მშობლის უფლებები და მოვალეობები. გ-------------–---ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2013 წლის 24 დეკემბრის №------------ გადაწყვეტილებით მიენიჭა გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. ამჟამად გასაშვილებელი ბავშვი გ-------------–---ი იმყოფება მინდობით აღზრდაში, დაბა ქ----------------------ში
2.3. 2019 წლის 20 ივნისს ლ----------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, რომელშიც აღნიშნა, რომ მისთვის და მისი მეუღლისთვის შვილად აყვანის მიზნით შეთავაზებული იქნა გასაშვილებელი ბავშვის გ-------------–---ის შვილად აყვანა და თანახმაა შვილად აიყვანოს იგი. 2019 წლის 02 ივლისს ვ-–---–--------მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, რომელშიც აღნიშნა, რომ მისთვის და მისი მეუღლისთვის შვილად აყვანის მიზნით შეთავაზებული იქნა გასაშვილებელი ბავშვის გ-------------–---ის შვილად აყვანა, იგი შეხვდა ბავშვს და თანახმაა შვილად აიყვანოს იგი. განცხადებასთან ერთად ასევე წარმოდგენილია ვ-–---–--------ის თანხმობა, რომლის მიხედვით იგი თანახმაა შვილად აიყვანოს გ-------------–---ი.
2.4. ლ----------–--ე და ვ-–---–--------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლის 21 ივლისიდან.
2.5. დადგენილია, რომ მცირეწლოვანი გ-------------–---ი 2012 წლის 01 თებერვლიდან იზრდება მიმღები მშობლის მ-----------–--ის ოჯახში და მასზე მზრუნველობას ახორციელებს მ-----------–--ე, ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული დროის განმავლობაში გ-------------–---ის მშობლებს ვ--–------------------ას და ო-–--------–---ს ერთხელაც არ მიუკითხებიათ შვილისთვის, არ უკითხავთ მისი მდგომარეობა და მისი ადგილსამყოფელი.
2.6. ლ----------–--ე და ვ-–---–--------ი თანახმანი არიან შვილად აიყვანონ არასრულწლოვანი გ-------------–---ი.
2.7. ლ----------–--ე და ვ-–---–--------ი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების მიერ იმყოფებიან აღრიცხვაზე მშვილებელთა კანდიდატთა ერთიან რეესტრში. ლ----------–--ეს და ვ-–---–--------ს გავლილი აქვთ შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი და მათ სახელზე 2018 წლის 20 დეკემბერს გაცემულია სერთიფიკატები.
2.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის შ--------–-----ის მიერ 2019 წლის 29 ივლისს მიღებული იქნა შვილად ამყვანი პირების რეგისრტირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ლ----------–--ის და ვ-–---–--------ის და გასაშვილებელი ბავშვის გ-------------–---ის თავსებადობის შესახებ დასკვნა, რომლის თანახმადაც სოციალური მუშაკის მიერ დადასტურებული იქნა გ-------------–---ის ლ----------–--ის და ვ-–---–--------ის ოჯახთან და მიეცა რეკომენდაცია ლ----------–--ეს და ვ-–---–--------ს როგორც გ-------------–---ის შვილად ამყვან პირებს;
2.9. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 31 ივლისის დასკვნით N---------- მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ლ----------–--ის და ვ-–---–--------ის მიერ მცირეწლოვანი გ-------------–---ის შვილად აყვანა;
2.10. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული შვილად აყვანის ხელისშემშლელი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეაფასა დადგენილი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ლ----------–--ის და ვ-–---–--------ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე, 1245-ე, 1246-ე, 1247-ე, 1258-ე, 1264-ე მუხლები, ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-11, მე-17, მე-20, 23-ე მუხლები.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილება დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის. ამავე კოდექსის 1245-ე მუხლის მიხედვით, მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩამორთმეული ან შეზღუდული აქვს მშობლის უფლება. მშვილებელი არ შეიძლება იყოს, ასევე, პირი, რომელსაც ავადმყოფობის ან მორალური თვისებების გამო არ შეუძლია განახორციელოს მშობლის უფლებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ----------–--ეს და ვ-–---–--------ს არა აქვთ კრიმინალური წარსული და პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან, ხასიათდებიან დადებითად და მას შესწევს უნარი, დაიცვან არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობა და ინტერესები.
5.2. საქმეში წარმოდგენილია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად გ-------------–---ის მშობლებს ო-–--------–---ს და ვ--–------------------ას გ-------------–---ის მიმართ ჩამოერთვათ მშობლის უფლებები და მოვალეობები.
5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1246-ე მუხლის თანახმად მეუღლეებს შეუძლიათ ბავშვი ერთად იშვილონ. არ შეიძლება ერთი ბავშვი ორმა პირმა იშვილოს გარდა მეუღლეებისა.
5.4. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილად აყვანის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის სააგენტო. ამავე კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები არიან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე.
5.5. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს: ა) მშვილებელს, რომელსაც სურს შვილად თავისი მეუღლის შვილი აიყვანოს; ბ) მშვილებელს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ კანონით დადგენილ პირთა წრიდან; გ) მშვილებელს, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს შვილად გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი; დ) მინდობით აღმზრდელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული მინდობით აღსაზრდელი. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17-ე მუხლის პირველი ნაწილის მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, გარდა იმ პირისა: ა) რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე /მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა მინდობით აღსაზრდელი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეეზღუდა მშობლის უფლება-მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო; გ) რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის (მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით) გამო მშობლის მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს; დ) რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს , გარდა ამ კანონის მე -15 მუხლით გათვალისწინებული შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირისა; ე) რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისა, როდესაც პირი არ შეიძლება იყოს მშვილებელი, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა; ვ) რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 112-ე მუხლებით , 126-ე მუხლის 11 ნაწილითა და მე-2 ნაწილის „დ “ ქვეპუნქტით , 1261 მუხლის მე -2 ნაწილის „ა “ ქვეპუნქტით, 137-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე, 141-ე, 1422, 1431, 1432, 1441, 1442, 1443, 171-ე, 172-ე, 1721, 253-ე , 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მიუხედავად იმისა , მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ----------–--ე და ვ-–---–--------ი სარგებლობენ შვილად აყვანის უფლებით, ვინაიდან გ-------------–---ის ბიოლოგიურ მშობლებს ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლებები და მოვალეობები, გ-------------–---ის შვილად აყვამის განცხადება არ გაუკეთებია შვილად აყვანის უპირატესი უფლების არცერთ შესაძლო სუბიექტს, ხოლო ლ----------–--ე და ვ-–---–--------ი სრულად აკმაყოფილებენ მშვილებელთათვის აუცილებელ კრიტერიუმებს.
5.6. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 31 ივლისის დასკვნით N---------- დგინდება, რომ აღნიშნულმა სააგენტომ გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია ლ----------–--ის და ვ-–---–--------ის მიერ მცირეწლოვანი გ-------------–---ის შვილად აყვანა. აღნიშნულ დასკვნას დაეთანხმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი.
5.7. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილით, საბოლოო გადაწყვეტილება ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გამოაქვს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება შვილად ასაყვანის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 349-ე და 351-ე მუხლებით დადგენილი წესით, გამოიტანს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ.
5.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ----------–--ის და ვ-–---–--------ის მიერ გ-------------–---ის შვილად აყვანა ხელს შეუწყობს ბავშვის კეთილდღეობას, ნორმალურ აღზრდა-განვითარებას და უდავოდ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს.
5.9. სასამართლო, ასევე, საფუძვლიანად მიიჩნევს განმცხადებლის მოთხოვნას, შვილად ასაყვანის დაბადების სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის შესახებ, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1258-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ უნდა მიეთითოს შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შვილად ასაყვანის გ-------------–---ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: სახელი მიეთითოს „გ-------“ , გვარი - „ლ---------“, დაბადების თარიღი - 2----------------------–--–ი; ასევე ცვლილება შევიდეს მშობლების დემოგრაფიულ მონაცემებში, კერძოდ, დედის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: ლ----------–--ე პ/ნ №-----------, მამის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: ვ-–---–--------ი, პ/ნ N-----------, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე და 2591-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ზ” პუნქტით, 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, 349-351-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ----------–--ის და ვ-–---–--------ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
1.1. ნება დაერთოს ლ----------–--ეს და ვ-–---–--------ს მცირეწლოვანი გ-------------–---ის (დაბადების თარიღი: 2--------- წ. დაბადების ადგილი - ბ-------, სქესი - მამრობითი, პ/ნ №----------- მოქალაქეობა - საქართველოს) შვილად აყვანაზე.
1.2 ნაშვილები ბავშვის გ-------------–---ის (დაბადების თარიღი: 2--------- წ. დაბადების ადგილი - ბ-------, სქესი - მამრობითი, პ/ნ №----------- მოქალაქეობა - საქართველოს) დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნას ცვლილებები სახელი მიეთითოს „გ-------“ , გვარი - „ლ---------“, დაბადების თარიღი - 2----------------------–--–ი; ასევე ცვლილება შევიდეს მშობლების დემოგრაფიულ მონაცემებში, კერძოდ, დედის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: ლ----------–--ე პ/ნ №-----------, მამის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: ვ-–---–--------ი, პ/ნ N-----------, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი.
2. შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5.გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების შედეგებით დაინტერესებულ სხვა პირებს შეუძლიათ მისი გასაჩივრება თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობიდან ერთი თვის განმავლობაში.
მოსამართლე ზვიად შარაძე