1. სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

ბ) ჯგუფურად;

გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე−139-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1642 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.

საქართველოს 2017 წლის
4 მაისის

კანონი
№763
- ვებგვერდი, 25.05.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5750 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6753 – ვებგვერდი, 20.07.2020