18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს ენიჭება შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეძლევა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.11.2021 კანონი №1011
წინა რედაქცია (03.01.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 57. 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება 18 წლის ზოგიერთი პირობა 1. „B“, „T“, „A1“ სან/და „B1“ კატეგორიის/ქ მიუღწევეკატეგორლი პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე 18 წლისასქაკრთველოს კანონმდებლობიუღთ გათვალისწინებულ შემთხველვაში პირის დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს ენიჭება შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებითა და აკრძალვებით) და მას ეძლევა მართვის მოწმობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს 18 წლის ასაკის მიღწევამდე ეკრძალება: ა) მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით, მათ შორის, ტაქსით; ბ) შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტირთ განსაზღვრული გარეს მოების არსებწმობისას პირი ითვლება მართვის უფლების არმქონედ.