დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№11761-13 8 აპრილი, 2013 წელი
ზ-ე ს., 11761-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ქ. პ-ს
მსჯავრდებულ - ს. ზ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. ზ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის განაჩენით ს. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით (2009 წლის 1-დან 10 ნოემბრამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, 140-ე მუხლით (2009 წლის 15-დან 20 ნოემბრამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, 140-ე მუხლით (2009 წლის 5-დან 10 დეკემბრამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, 140-ე მუხლით (2009 წლის 17-დან 20 ნოემბრამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, 140-ე მუხლით (2009 წლის 20-დან 25 ნოემბრამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, 140-ე მუხლით (2010 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, 140-ე მუხლით (2010 წლის 1-დან 10 მაისამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, 140-ე მუხლით (2010 წლის 20-დან 25 მაისამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით (2009 წლის 1-დან 10 ნოემბრამდე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ვადას - 2 წელსა და 6 თვეს მიემატა სსკ-ის 140-ე მუხლით (2009 წლის 15-დან 20 ნოემბრამდე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ვადის ნახევარი - 1 წელი და 3 თვე, სსკ-ის 140-ე მუხლით (2009 წლის 5-დან 10 დეკემბრამდე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ვადის ნახევარი - 1 წელი და 3 თვე, სსკ-ის 140-ე მუხლით (2009 წლის 17-დან 20 დეკემბრამდე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ვადის ნახევარი - 1 წელი და 3 თვე, სსკ-ის 140-ე მუხლით (2009 წლის 20-დან 25 დეკემბრამდე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ვადის ნახევარი - 1 წელი და 3 თვე, სსკ-ის 140-ე მუხლით (2010 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ვადის ნახევარი - 1 წელი და 3 თვე, სსკ-ის 140-ე მუხლით (2010 წლის 1-დან 10 მაისამდე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ვადის ნახევარი - 1 წელი და 3 თვე, სსკ-ის 140-ე მუხლით (2010 წლის 20 დან 25 მაისამდე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ვადის ნახევარი - 1 წელი და 3 თვე და საბოლოოდ ს. ზ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 სექტემბრიდან.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №19 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ს. ზ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ზ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ს. ზ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით (8 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 5 თვისა და 8 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 9 სექტემბრიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ს. ზ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, რომლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლი).
ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. ამდენად, ს. ზ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს. ზ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე