საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002597709
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №813აპ-19 ქ. თბილისი
ჯ-ი ნ 813აპ-19 16 აპრილი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ჯ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჭ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენით ნ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 მარტის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 7 მაისის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 მაისის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 ივნისის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 7 ივლისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ნ. ჯ-ა 2018 წლის თებერვლიდან იმავე წლის ივნისის ჩათვლით, თავის ნათესავთან, წინასწარი შეცნობით 13 წლის თ. ჩ-ნ, სოციალურ ქსელ „Facebook messenger-ის“ მეშვეობით დაამყარა რეგულარული კონტაქტი და ინტენსიურად ახდენდა ამ უკანასკნელთან სექსუალური ხასიათის შინაარსის ტექსებისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას; დააინტერესა არასრულწლოვანი სექსუალური ცხოვრებითა და ურთიერთობით, ასევე გადმოაგზავნინა თავისი გენიტალიებისა და პორნოგრაფიული შინაარსის ამსახველი სურათები, აღუძრა სექსუალური კავშირის დამყარების სურვილი და მოახდინა მისი ზნეობრივი განვითარების ხელყოფა, რითაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახორციელებდა წინასწარი შეცნობით 13 წლის თ. ჩ-ნ გარყვნილ ქმედებას და უკანონოდ ავრცელებდა პორნოგრაფიული ხასიათის სხვადასხვა სურათებს (საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და სსკ-ის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ნ. ჯ-ა თავისი მეგობრის შვილისა და ნათესავის, წინასწარი შეცნობით 13 წლის თ. ჩ-ს ნდობის და დადებითი განწყობის მოპოვების შემდგომ 2018 წლის 10 მარტს, თავისი კუთვნილი ავტომანქანით წაიყვანა იგი დ-ნ მიმავალ გზაზე არსებული ნაკვეთების ტერიტორიაზე, სადაც ამავე ავტომანქანაში მოახდინა თ. ჩ-ს სხეულში სქესობრივი ხასიათის შეღწევა, როგორც ტრადიციული, ისე ორალური და ანალური გზით, კერძოდ, ჯერ თავისი სასქესო ორგანო მოათავსა ამ უკანასკნელის პირში და განახორციელა სექსუალური ხასიათის მოძრაობები, შემდგომ თავისი სასქესო ორგანო მოათავსა თ. ჩ-ს სასქესო ორგანოში, ბოლოს კი - ამ უკანასკნელის უკანა ტანში, რითაც სხვადასხვა გზით მოახდინა წინასწარი შეცნობით 13 წლის პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა (სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ნ. ჯ-ა თავისი მეგობრის შვილისა და ნათესავის, წინასწარი შეცნობით 13 წლის თ. ჩ-ს ნდობისა და დადებითი განწყობის მოპოვების შემდგომ, 2018 წლის 13 აპრილს, თავისი კუთვნილი ავტომანქანით წაიყვანა იგი დ-ნ მიმავალ გზაზე არსებული ნაკვეთების ტერიტორიაზე, სადაც ამავე ავტომანქანაში მოახდინა თ. ჩ-ს სხეულში სქესობრივი ხასიათის შეღწევა, როგორც ტრადიციული, ისე ორალური და ანალური გზით, რითაც მოახდინა წინასწარი შეცნობით 13 წლის პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა (სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ნ. ჯ-ა თავისი მეგობრის შვილისა და ნათესავის, წინასწარი შეცნობით 13 წლის თ. ჩ-ს ნდობისა და დადებითი განწყობის მოპოვების შემდგომ, 2018 წლის 27 აპრილს, თავისი კუთვნილი ავტომანქანით იგი წაიყვანა დ-ნ მიმავალ გზაზე არსებული ნაკვეთების ტერიტორიაზე, სადაც ამავე ავტომანქანაში მოახდინა თ. ჩ-ს სხეულში სქესობრივი ხასიათის შეღწევა, როგორც ტრადიციული, ისე ორალური და ანალური გზით, რითაც მოახდინა, წინასწარი შეცნობით 13 წლის პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა (სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ნ. ჯ-ა თავისი მეგობრის შვილისა და ნათესავის, წინასწარი შეცნობით, 13 წლის თ. ჩ-ს ნდობისა და დადებითი განწყობის მოპოვების შემდგომ, 2018 წლის 30 აპრილს, თავისი კუთვნილი ავტომანქანით იგი წაიყვანა დ-ნ მიმავალ გზაზე არსებული ნაკვეთების ტერიტორიაზე, სადაც ამავე ავტომანქანაში მოახდინა თ. ჩ-ს სხეულში სქესობრივი ხასიათის შეღწევა, როგორც ტრადიციული, ისე ორალური და ანალური გზით, რითაც მოახდინა წინასწარი შეცნობით 13 წლის პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა (სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ნ. ჯ-ა თავისი მეგობრის შვილისა და ნათესავის, წინასწარი შეცნობით, 13 წლის თ. ჩ-ს ნდობის და დადებითი განწყობის მოპოვების შემდგომ, 2018 წლის 7 მაისს, თავისი კუთვნილი ავტომანქანით იგი წაიყვანა დ-ნ მიმავალ გზაზე არსებული ნაკვეთების ტერიტორიაზე, სადაც ამავე ავტომანქანაში მოახდინა თ. ჩ-ს სხეულში სქესობრივი ხასიათის შეღწევა, როგორც ტრადიციული, ისე ორალური და ანალური გზით, რითაც მოახდინა წინასწარი შეცნობით 13 წლის პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა (სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ნ. ჯ-ა თავისი მეგობრის შვილისა და ნათესავის, წინასწარი შეცნობით, 13 წლის თ. ჩ-ს ნდობის და დადებითი განწყობის მოპოვების შემდგომ, 2018 წლის 14 მაისს, თავისი კუთვნილი ავტომანქანით იგი წაიყვანა დ-ნ მიმავალ გზაზე არსებული ნაკვეთების ტერიტორიაზე, სადაც ამავე ავტომანქანაში მოახდინა თ. ჩ-ს სხეულში სქესობრივი ხასიათის შეღწევა, როგორც ტრადიციული, ისე ორალური და ანალური გზით, რითაც მოახდინა წინასწარი შეცნობით 13 წლის პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა (სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ნ. ჯ-ა თავისი მეგობრის შვილისა და ნათესავის, წინასწარი შეცნობით, 13 წლის თ. ჩ-ს ნდობის და დადებითი განწყობის მოპოვების შემდგომ, 2018 წლის 1 ივნისს, თავისი კუთვნილი ავტომანქანით იგი წაიყვანა დ-ნ მიმავალ გზაზე არსებული ნაკვეთების ტერიტორიაზე, სადაც ამავე ავტომანქანაში მოახდინა თ. ჩ-ს სხეულში სქესობრივი ხასიათის შეღწევა, როგორც ტრადიციული, ისე ორალური და ანალური გზით, რითაც მოახდინა წინასწარი შეცნობით 13 წლის პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა (სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ნ. ჯ-ა თავისი მეგობრის შვილი და ნათესავი, წინასწარი შეცნობით 13 წლის თ. ჩ-ი 2018 წლის 14 ივნისს მიიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ს-ს რაიონი, სოფელ ქვემო ბ-ი, სადაც თავის საძინებელ ოთახში მოახდინა თ. ჩ-ს სხეულში სქესობრივი ხასიათის შეღწევა, როგორც ტრადიციული, ისე ორალური გზით, კერძოდ ჯერ თავისი სასქესო ორგანო მოათავსა ამ უკანასკნელი სასქესო ორგანოში და განახორციელა სექსუალური ხასიათის მოძრაობები, შემდგომ კი თავისი სასქესო ორგანო მოათავსა თ. ჩ-ს უკანა ტანში და განახორციელა სქესობრივი ხასიათის მოძრაობები, რითაც მოახდინა წინასწარი შეცნობით 13 წლის პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა (სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებული ნ. ჯ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ჭ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანასა და ნ. ჯ-ს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
5. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
6. განსახილველ შემთხვევაში კასატორები ასაჩივრებენ მხოლოდ ნ. ჯ-ს შეფარდებულ სასჯელს. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა საქართველოს სსკ-ის 140-ე, 141-ე და 255-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (მაგ. იხ. №90აპ-17 გადაწყვეტილება), ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს ( მათ შორის გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია და ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დამკვიდრებული მოთხოვნებს.
7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ჯ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე