გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/766-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
06.11.2018 წელი ქ.ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი ირმა იაკობაძე
განმცხადებელი - ა-–---ეი ზ---–--------- (დასწრების გარეშე);
წარმომადგენელი - მ-------------------;
დაინტერესებული პირი - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - პ-------------–-–---–ი, ე-–------------–-–---–ი;
დაინტერესებული პირი - ო-–-- ზ---–---------ა;
დაინტერესებული პირი - ე------ ზ---–---------ა;
დაინტერესებული პირი - ვ-–-------- ზ---–---------; (დასწრების გარეშე);
დაინტერესებული პირი - ო-–--ი ზ---–---------; (დასწრების გარეშე);
თარჯიმანი - დ------------------ი;
მოთხოვნა: იურიდიული მნიშვნელობის მქონე - უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენა;
სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე, უდავო წარმოების წესით, განიხილა სამოქალაქო საქმე ა-–---ეი ზ---–---------ის განცხადებისა გამო, იურიდიული მნიშვნელობის მქონე - დოკუმენტების კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოთხოვნა
1.1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა - ა-–---ეი ზ---–---------ს (პ/ნ4----------) ეკუთვნის უფლების დამდგენი დოკუმენტი საქართველოს იუსტიციის სამინიტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის ახალციხის არქივის მიერ 18.0-.2018 წელს გაცემული საარქივო ცნობა AA2----------04, ასევე საქართველოს ეროვნული არქივის ახალციხის არქივის მიერ 23.03.2018 წელს გაცემული საარქივო ცნობა AA2----------04, ქ.ვ--–-ს გამგეობის მიერ ე------ ა--------ის სახელზე გაცემული ორდერი N1-- და N3-, სადაც გამცხადებლის სახელი არასწორად არის ჩაწერილი - ნაცვლად ა-–---ეისა მითითებულია ა-–---ი.
დაინტერესებულ პირებს განცხადებით წარმოდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო ფაქტები ან არგუმენტები არ წარმოუდგენიათ.
2. ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ქ.ვ--–-ს 05.04.1--- წლის სხდომის ოქმის N4/18 გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც ეხება ქ.ვ--–-ს საკრებულოს ბინათგანაწილებისა და ბინათსარგებლობის კომისიის 1--- წლის 26 მარტის N2 ოქმის დამტკიცებას, ქ.ვ--–-ს საკრებულოს გამგეობამ გადაწყვიტა: დამტკიცდეს ქ.ვ--–-ს საკრებულოს ბინათგანაწილებისა და ბინათსარგებლობის კომისიის 1--- წლის 26 მარტს N2 ოქმი, რომლის თანახმადაც დაკმაყოფილდეს მოქ. ა--------ი ე------ ა-----ის ასულის თხოვნა და მიეცეს ქ.ვ--–-ში მეორე შახტის ტერიტორიაზე ს-----ს ქ.N22-ში განთავსებული სექცია. ბინა შედგება ორი ოთახისაგან საცხოვრებელი ფართი 28 კვ.მ. ოჯახი შედგება ხუთი სულისაგან: ა-------- ე------ ა-----ის ასული (თვითონ), ზ---–---------ი ა-–---ი ა-–---ის ძე (მეუღლე), ზ---–---------ი ვ-–-------- ა-–---ის ძე (შვილი), ზ---–---------ი ო-–--ი ა-–---ის ძე(შვილი), ზ---–---------ი ო-–-- ა-–---ის ძე (შვილი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 18.0-.2018 წლის საარქივო ცნობა NAA2----------04 (ს.ფ. 8 );
- N1-- ორდერი; (ს.ფ. 11 );
2.2. 1--- წლის 17 დეკემბერს ქ.ვ--–-ს მაცხოვრებლის ე------ ა-----ის ასული ა--------ის სახელზე გაცემულ იქნა ორდერი N1--, რომლის თანახმადაც ე------ ა--------ის ოჯახს გადაეცა სარგებლობაში ქ.ვ--–-ში მ----------ის ქ.N22-ში მდებარე 28 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ოთახი. ოჯახის წევრებად მითითებულია ზ---–---------ი ა-–---ი ა-–---ის ძე (მეუღლე), ზ---–---------ი ვ-–-------- ა-–---ის ძე (შვილი), ზ---–---------ი ო-–--ი ა-–---ის ძე(შვილი), ზ---–---------ი ო-–-- ა-–---ის ძე (შვილი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N1-- ორდერი; (ს.ფ.11 );
2.3. ქალაქ ვ--–-ს საკრებულოს გამგეობის 3-.07.2--- წლის N7/41 დადგენილებით დამტკიცდა ვ--–-ს საკრებულოს გამგეობასთან არსებული კომუნალური მეურნეობის ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და ბინათგანაწილების კომისიის 22.07.2--- წლის N4 ოქმი. ქ.ვ--–-ს საკრებულო ადგენს:
დაკმაყოფილდეს მოქალაქე ე------ ა--------ის თხოვნა და დაუკანონდეს ქ.ვ--–-ში მ----------ის ქ.N22-ში მდებარე ოროთახიანი არაკეთილმოწყობილი ბინა, საცხოვრებელი ფართით 27.კვ.მ.
გაცემულია ორდერი N3-; ა--------ი ე------ ა-----ის ასულის ოჯახი შედგება 5 სულისაგან ზ---–---------ი ა-–---ი ა-–---ის ძე (მეუღლე), ზ---–---------ი ვ-–-------- ა-–---ის ძე (შვილი), ზ---–---------ი ო-–--ი ა-–---ის ძე(შვილი), ზ---–---------ი ო-–-- ა-–---ის ძე (შვილი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 23.03.2018 წლის საარქივო ცნობა NAA2----------04 (ს.ფ. 15 );
- ორდერი N3-(ს.ფ. 16 );
2.3. ა-–---ეი ზ---–---------ის ოჯახი შედგება ხუთი სულისაგან მათ შორის ა--------ი ე------ ა-----ის ასული (მეუღლე), ზ---–---------ი ვ-–-------- ა-–---ეის ძე (შვილი), ზ---–---------ი ო-–--ი ა-–---ეის ძე (შვილი), ზ---–---------ი ო-–-- ა-–---ეის ძე (შვილი).
1978 წლის 24 ივლისს შედგა ქორწინების რეგისტრაცია ე------ ა--------სა (დაბ.3-.05.1---წ. პ/ნ4----------) და ა-–---ეი ზ---–---------ს (დაბ. 0-.0-.1--- წ. პ/ნ 4----------) შორის. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნათ გვარები - ცოლს ზ---–---------ა, ქმარს - ზ---–---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
დაბადების მოწმობის ასლები, ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 48,55,56,57);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
3.1. სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა განმარტებები, მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 313-ე მუხლი.
5. სამართლებრივი შეფასება.
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომელზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი, ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენს ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების, ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ფაქტების დადასტურება შეუძლებელია სხვა წესით, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.
საქმის მასალების და მოწმეთა განმარტებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–---ეი ზ---–---------ს (პ/ნ 4----------) ეკუთვნის უფლების დამდგენი დოკუმენტი საქართველოს იუსტიციის სამინიტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის ახალციხის არქივის მიერ 18.0-.2018 წელს გაცემული საარქივო ცნობა AA2----------04, ასევე საქართველოს ეროვნული არქივის ახალციხის არქივის მიერ 23.03.2018 წელს გაცემული საარქივო ცნობა AA2----------04, ქ.ვ--–-ს გამგეობის მიერ ე------ ა--------ის სახელზე გაცემული ორდერი N1-- და N3- - ა-–---ი ზ---–---------ი, რომელიც მითითებულია ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში არის სწორედ ე------ ა--------ის მეუღლე ელექსეი ზ---–---------ი და ო-–--, ვ-–-------- და ო-–--ი ზ---–---------ების მამა - ა-–---ეი ზ---–---------ი. ისინი ერთად ცხოვრობენ იმ უძრავ ქონებაში, რომელიც ე------ ა--------ს (მის ოჯახს) გადაეცა N1-- და N3- ორდერებით.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: „პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,დ” ქვეპუნქტის თანახმად: ,,სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: განცხადებაზე უდავო წარმოების საქმეთა აღძვრის შესახებ.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ამავე კოდექსის 14-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს.
ვინაიდან განცხადება მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება და იგი განისაზღვრება 25 ლარით
განმცხადებლის ა-–---ეი ზ---–---------ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 25 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე, 311-ე, 312-ე, 243-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ა-–---ეი ზ---–---------ის განცხადება;
2. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ ა-–---ეი ზ---–---------ს (პ/ნ 4----------) ეკუთვნის უფლების დამდგენი დოკუმენტი საქართველოს იუსტიციის სამინიტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის ახალციხის არქივის მიერ 18.0-.2018 წელს გაცემული საარქივო ცნობა AA2----------04, ასევე, საქართველოს ეროვნული არქივის ახალციხის არქივის მიერ 23.03.2018 წელს გაცემული საარქივო ცნობა AA2----------04, ქ.ვ--–-ს გამგეობის მიერ ე------ ა--------ის სახელზე გაცემული ორდერი N1-- და N3-.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი