გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
150210219002871381
საქმე # 2/41-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ მა-–--ზ ენ-----ე
სხდომის მდივანი _ და--თ მე-–----ე
განმცხადებელი _ სე-----კ გა------–---ი
წარმომადგენელი - ნო-----ი გვ-------ე
განცხადების არსი _ უფლების დამდგენი დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა
განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოთხოვნა:
1.1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ 1976 წლის 27 აგვისტოს, საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონული გაერთიანების მიერ სე-----კ მი–-ს ძე გა------–---ის სახელზე შევსებული შრომის წიგნაკი, ნამდვილად ეკუთვნის სე-----კ მი–-ს ძე გა------–---ს (დაბადებული: 2-.01.195- წ. პ/ნ 0----------; რუსეთის ფედერაციის პასპორტის #5---------).
განმცხადელის წარმომადგენელი ნო-----ი გვ-------ე განცხადებაში უთითებს, რომ სე-----კ მი–-ს ძე გა------–---ი (დაბადებული: 2-.01.195- წ. პ/ნ 0----------) მცხოვრები ახალქალაქის რაიონის სოფელ დი-–----ში, 1976 წლის 24 აგვისტოს მიღებული იქნა სამსახურში საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონულ გაერთიანებაში ავტოელექტრიკოსის თანამდებობაზე, რის დამადასტურებლადაც 1976 წლის 27 აგვისტოს მის სახელზე შეივსო შრომის წიგნაკი. 1976 წლის 04 ნოემბერს ის გათა--სუფლებული იქნა აღნიშნული სამსახურიდან მისი საბჭოთა არმიის რიგებში გაწვევის გამო, სადაც მსახურობდა 1978 წლის 19 ნოემბრამდე. საბჭოთა არმიის რიგებიდან დაბრუნების შემდეგ სე-----კ გა------–---ი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, რაც აისახა მის შრომის წიგნაკში. 1976 წლის 27 აგვისტოს როდესაც საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონულ გაერთიანებაში სე-----კ გა------–---ის სახელზე შეივსო შრომის წიგნაკი, მასში სე-----კ გა------–---ის სახელი ნაცვლად სე-----კისა შეცდომით ჩაიწერა „სე-----კ“. სე-----კ გა------–---ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და აქედან გამომდინარე საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონულ გაერთიანებაში მის სახელზე შევსებული შრომის წიგნაკი მან უნდა წარადგინოს რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის სამსახურში მისი საპენსიო სტაჟის დასაანგარიშებლად და პენსიის დასანიშნად, მაგრამ საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონულ გაერთიანებაში მის სახელზე შევსებულ შრომის წიგნაკში მისი სახელის შეცდომით ჩაწერის გამო, მას პრობლემები შეექმნა საკითხის მის სასარგებლოდ გადაწყვეტაში, კერძოდ განმცხადებელს კარელიის რესპუბლიკის, ქ. პეტროზავოდსკის, 2018 წლის 10 მაისი #12814-02-311 საპენსიო ფონდის სახელმწიფო დაწესებულების წერილით, უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე იმ მიზეზით რომ შრომის წიგნაკში და პასპორტში მითითებული სახელი ერთმანეთს არ ემთხვევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სე-----კ გა------–---ს შეექმნა პრობლემა, საჭირო გახდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ 1976 წლის 27 აგვისტოს, საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონული გაერთიანების მიერ სე-----კ მი–-ს ძე გა------–---ის სახელზე შევსებული შრომის წიგნაკი, ნამდვილად ეკუთვნის სე-----კ მი–-ს ძე გა------–---ს (დაბადებული: 2-.01.195- წ. პ/ნ 0----------; რუსეთის ფედერაციის პასპორტის #5---------).
აღნიშნული ფაქტის დასადგენად საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან სხვა გზით მისი დადგენა შეუძლებელია. კერძოდ, აღარ არსებობს დაწესებულება - საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონულ გაერთიანება, სადაც გაიცა შრომის წიგნაკი, შესაბამისად მასში შესწორების შეტანა შეუძლებელია.
2. ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. განმცხადებელი არის სე-----კ მი–-ს ძე გა------–---ი, დაბადებული: 2-.01.195- წ. პ/ნ 0----------; რუსეთის ფედერაციის პასპორტის #5---------, ამჟამად რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაბადების ადგილი - ქ. ახალქალაქი, საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილია ახალქალაქის რაიონი სოფელი დი-–----, ამდენად, განმცხადებელი უფლებამოსილია მომართოს სასამართლოს განცხადებით საქართველოში მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პირადობის მოწმობა № 15PR08806 (ს.ფ. 3);
- დაბადების მოწმობა #16136000094 (ს.ფ. 7);
- განმცხადებლის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 15-18);
- რუსეთის ფედერაციის პასპორტის #5--------- (ს.ფ. 4).
3.2. განმცხადებელი 1976 წლის 24 აგვისტოს მიღებული იქნა სამსახურში საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონულ გაერთიანებაში ავტოელექტრიკოსის თანამდებობაზე, რის დამადასტურებლადაც 1976 წლის 27 აგვისტოს მის სახელზე შეივსო შრომის წიგნაკი. 1976 წლის 04 ნოემბერს ის გათა--სუფლებული იქნა აღნიშნული სამსახურიდან მისი საბჭოთა არმიის რიგებში გაწვევის გამო, სადაც მსახურობდა 1978 წლის 19 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შრომის წიგნაკი (ს.ფ. 5-6);
- განმცხადებლის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 15-18).
3.3. 1976 წლის 27 აგვისტოს როდესაც საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონულ გაერთიანებაში სე-----კ გა------–---ის სახელზე შეივსო შრომის წიგნაკი, მასში სე-----კ გა------–---ის სახელი ნაცვლად სე-----კისა შეცდომით ჩაიწერა „სე-----კ“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1976 წლის 27 აგვისტოს საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონულ გაერთიანების მიერ შევსებული შრომის წიგნაკი (ს.ფ. 5-6);
- განმცხადებლის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 15-18).
3.4. საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონულ გაერთიანებაში მის სახელზე შევსებულ შრომის წიგნაკში მისი სახელის შეცდომით ჩაწერის გამო, მას პრობლემები შეექმნა საკითხის მის სასარგებლოდ გადაწყვეტაში, კერძოდ განმცხადებელს რუსეთის ფედერაციის, კარელიის რესპუბლიკის, ქ. პეტროზავოდსკის, საპენსიო ფონდის სახელმწიფო დაწესებულების, 2018 წლის 10 მაისის #12814-02-311 წერილით, უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე იმ მიზეზით რომ შრომის წიგნაკში და პასპორტში მითითებული სახელი ერთმანეთს არ ემთხვევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განმცხადებლის ახსნა-განმარტებანი (სხდომის ოქმი ს.ფ. 15-18);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა განმარტებები, მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე, 313-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომელზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი, ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენს ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების, ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სე-----კ მი–-ს ძე გა------–---ი (დაბადებული: 2-.01.195- წ. პ/ნ 0----------) მცხოვრები ახალქალაქის რაიონის სოფელ დი-–----სი, 1976 წლის 24 აგვისტოს მიღებული იქნა სამსახურში საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონულ გაერთიანებაში ავტოელექტრიკოსის თანამდებობაზე, რის დამადასტურებლადაც 1976 წლის 27 აგვისტოს მის სახელზე შეივსო შრომის წიგნაკი. 1976 წლის 04 ნოემბერს ის გათა--სუფლებული იქნა აღნიშნული სამსახურიდან მისი საბჭოთა არმიის რიგებში გაწვევის გამო, სადაც მსახურობდა 1978 წლის 19 ნოემბრამდე. საბჭოთა არმიის რიგებიდან დაბრუნების შემდეგ სე-----კ გა------–---ი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, რაც აისახა მის შრომის წიგნაკში. 1976 წლის 27 აგვისტოს როდესაც საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონულ გაერთიანებაში სე-----კ გა------–---ის სახელზე შეივსო შრომის წიგნაკი, მასში სე-----კ გა------–---ის სახელი ნაცვლად სე-----კისა შეცდომით ჩაიწერა „სე-----კ“. სე-----კ გა------–---ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და აქედან გამომდინარე საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონულ გაერთიანებაში მის სახელზე შევსებული შრომის წიგნაკი მან უნდა წარადგინოს რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის სამსახურში მისი საპენსიო სტაჟის დასაანგარიშებლად და პენსიის დასანიშნად, მაგრამ საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონულ გაერთიანებაში მის სახელზე შევსებულ შრომის წიგნაკში მისი სახელის შეცდომით ჩაწერის გამო, მას პრობლემები შეექმნა საკითხის მის სასარგებლოდ გადაწყვეტაში, კერძოდ განმცხადებელს კარელიის რესპუბლიკის, ქ. პეტროზავოდსკის, 2018 წლის 10 მაისი #12814-02-311 საპენსიო ფონდის სახელმწიფო დაწესებულების წერილით, უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე იმ მიზეზით რომ შრომის წიგნაკში და პასპორტში მითითებული სახელი ერთმანეთს არ ემთხვევა.
ამდენად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი - 1976 წლის 27 აგვისტოს, საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონული გაერთიანების მიერ სე-----კ მი–-ს ძე გა------–---ის სახელზე შევსებული შრომის წიგნაკი, ნამდვილად ეკუთვნის სე-----კ მი–-ს ძე გა------–---ს (დაბადებული: 2-.01.195- წ. პ/ნ 0----------; რუსეთის ფედერაციის პასპორტის #5---------);
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტები გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის დადგენის თაობაზე განცხადებების წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობას სწორედ შესაბამისი ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით იმ ადმინისტრაციული ორგანოს უარი წარმოადგენს, რომლის მიერაც გაცემულია კონკრეტული საბუთი. სწორედ იმ ორგანომ უნდა უზრუნველყოს მის მიერ გაცემულ საბუთში არსებული უსწორობის გასწორება. თუ აღნიშნული შეუძლებელი აღმოჩნდება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართოს პირმა სასამართლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აღარ არსებობს არც საქსოფტექნიკა და არც მისი უფლებამონაცვლე დაწესებულება, ხოლო განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ფაქტის დადასტურება შეუძლებელია სხვა წესით, უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების ფაქტზე შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: „პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,და” ქვეპუნქტის თანახმად: ,,სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: განცხადებაზე უდავო წარმოების საქმეთა აღძვრის შესახებ.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ამავე კოდექსის 14-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
ვინაიდან განცხადება მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება და იგი განისაზღვრება 25 ლარით.
წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ განცხადების აღძვრისას განმცხადებლების მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 310-ე, 312-ე, 243-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უფლების დამდგენი დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ 1976 წლის 27 აგვისტოს, საქსოფტექნიკის ახალქალაქის რაიონული გაერთიანების მიერ სე-----კ მი–-ს ძე გა------–---ის სახელზე შევსებული შრომის წიგნაკი, ნამდვილად ეკუთვნის სე-----კ მი–-ს ძე გა------–---ს (დაბადებული: 2-.01.195- წ. პ/ნ 0----------; რუსეთის ფედერაციის პასპორტის #5---------);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მა-–--ზ ენ-----ე