გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N2-1325
130210218002789068
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
18.01. 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი: ქეთევან ცერიაშვილი
განმცხადებელი - გ-------------ძე
წარმომადგენელი -ქ--------------–-ძე
მოთხოვნის არსი - იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 311-ე, 312-ე, 313-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ-------------ძის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. დადგენილად იქნეს ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ რომ განმცხადებელ გ-------------ძის (პ/ნ.-----------) მამა, 2014 წლის 21 ნოემბერს გარდაცვლილი მ-----–---------ძე ( გარდაცვალების მოწმობა N 6---------- ) ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა თავისი დის, 1----–-–----------- გარდაცვლილი ვ-----------------–ის (გარდაცვალების მოწმობა N-----------)დანაშთ სამკვიდრო ქონებას.
3. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია სრულად;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე:
ნაირა გიგიტაშვილი
შენიშვნა:
მხარის მოთხოვნით, რომელიც ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობს მის გასაჩივრებაზე, რაც მან დაადასტურა თავისი წერილობითი განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.
ამავე კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში.
მოსამართლე:
ნაირა გიგიტაშვილი