გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 2-84-19
130210219002845752
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
12 მარტი 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი: რუსუდან ავთანდილაშვილი
განმცხადებელი -რეზიკო გეგეშიძე
წარმომადგენელი -მაკა მესხი
მოთხოვნის არსი - იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 311-ე, 312-ე, 313-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რეზიკო გეგეშიძის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. დადგენილად იქნეს ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ რომ, რეზიკო გეგეშიძე (პირადი ნომერი 01002013056) ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა თავისი შვილის, 1995 წლის 17 თებერვალს გარდაცვლილი მამუკა გეგეშიძის (გარდაცვალების მოწმობა N65197000136) დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მდებარეს ქ.ხაშურში გურამიშვილის ქ.N4, ბინა N 30
3. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია სრულად;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე:
ნაირა გიგიტაშვილი
შენიშვნა:
მხარის მოთხოვნით, რომელიც ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობს მის გასაჩივრებაზე, რაც მან დაადასტურა თავისი წერილობითი განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.
ამავე კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში.
მოსამართლე:
ნაირა გიგიტაშვილი